ბასილი ზარზმელი

ბასილი ზარზმელი — IX-X საუკუნეების ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე.

ბასილი ზარზმელი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

დაახლოებით 916-926 იყო ზარზმის მონასტრის წინამძღვარი. ბასილი ზარზმელმა თავისი ბიძის, IX საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებას მიუძღვნა ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ ღმერთ-შემოსილისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ სერაპიონისი“, რომელშიც სერაპიონის საქმიანობის გარდა, გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სოციალური ყოფის ამსახველი სურათები, სამხრეთ საქართველოს მონასტერთა (ზარზმა, ოპიზა, პარეხი, დიდი ზანავი და სხვა) მშენებლობა-აღორძინების ამბები. აღწერილია საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობა, ეკლესიის როლი ქვეყნის ცხოვრებაში და სხვა.

ბასილი ზარზმელი თხზულებაში მოთხრობილი ზოგიერთი ამბის თვითმხილველია, ნაწილი ცნობებისა კი მას სერაპიონის მოწაფეთაგან შეუკრებია. „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ პირველხარისხოვან ისტორიულ წყაროდაა მიჩნეული.

ბასილი ზარზმელის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI საუკუნეში შესრულებული მეტაფრასული რედაქციის მიხედვით, რომლის ერთადერთი, მოსე ჯანაშვილის მიერ მიკვლეული, ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი არიან არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII საუკუნეების მოღვაწეები. ეს შეხედულება თვით თხზულებაშივე გადმოცემული ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

IX საუკუნეX საუკუნექართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტელეფონების ნომრები საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითნიუტონის კანონებისაქართველოს მმართველთა სიასაქართველოს დემოგრაფიავენდეტადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიქართველებითაკო ჩხეიძე9 აპრილის ტრაგედიალეონარდო და ვინჩიადამიანის უფლებებიკანონიერი ქურდირომეო და ჯულიეტაპირველი მსოფლიო ომითავის ტვინიმთვარეთელავიალექსანდრე I დიდიირაკლი ღარიბაშვილიტრაპიზონიძალარუსული დამწერლობაძველი თბილისინიჰილიზმირელიგიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 202426 აპრილისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)პოლიგამიაეგრისის დიდი ომიხელოვნებაცოტნე დადიანიგიორგი მაზნიაშვილილაზებისამთა კავშირიკოსმოპოლიტიზმირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ქართული მითოლოგიაზედსართავი სახელიბაყაყიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებადეჟავიუთორნიკე ერისთავიანტონიმიასურეთივულკანიქუნთრუშაკუბური მეტრიძვალიალკანიფრინველებიკანადამსოფლიოს შვიდი საოცრებაკილოგრამისაფრანგეთიაგამემნონიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ფაშიზმიჰიპოთეზაიესო ქრისტედანიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ემპათიადედა ენაანგარიშთა გეგმაპელოპონესის ომიკავკასიავერძი (ასტროლოგია)კუებიქეთევან დედოფალისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024საქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს დიდი სოფლებიკავკასიონირადიაცია🡆 More