ოპიზა — VIII საუკუნის ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თურქეთში, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, კლარჯეთში.
ოპიზა | |
ოპიზის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°13′26″ ჩ. გ. 42°02′03″ ა. გ. / 41.22389° ჩ. გ. 42.03417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი, |
სასულიერო სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | კლარჯეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
თარიღდება | VIII საუკუნე |
დეტალები | |
1873 წელს შედეგნილი ნახაზი |
ოპიზა უძველესი მონასტერთაგანია. იგი ერთ-ერთი პირველი აღადგინეს არაბთა შემოსევის შემდეგ ჯერ კიდევ VIII საუკუნეში. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქელ პარეხელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), ათანასე ოპიზელი (XI ს.), იოანე ოპიზელი (XIII ს.), ილარიონ ოპიზარი (XIII ს.); ოქრომჭედლები ბეშქენ და ბექა ოპიზრები და სხვანი.
მონასტრის მთავარი ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით უჩვეულოდ დაგრძელებული ნაგებობაა. გუმბათი კედლის შვერილებს ეყრდნობა. საკუთხევლის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკვლავი მთლიან, საუნაწევრებელ, გრძელ დარბაზს წარმოადგენს. შიგნით კედლები და გუმბათი შემოსილია თლილი ქვის კვადრებით. გუმბათი პანდატივებს ეყრდნობა, მაგრამ ტრომპებიც არის ჩასმული. ეს თავისებური, გარდამავალი, ჰიბრიდული კონსტრუქციაა. დასავლეთის მკლავის გრძივი კედლები საკმაოდ პკასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი კედლის სვეტებითა და თარებით.
ყურადღებას იპყრობს X საუკუნის I ნახევარში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი დრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლილვებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორაციულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. ოპოზაში შემორჩენილია აგრეთვე მნიშვნელოვანი სამონასტრო შენობების ნაშთებიც. ერთი მათგანი, დიდი სამნავიანი შენობა, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო. 1888 წელს იქაურობა არქიტექტურის აკადემიკოსმა ა. პავლინოვმა ინახულა. უკვე მაშინ ეკლესიაცა და სხვა შენობებიც მიტოვებული და დაზიანებული იყო. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის პორტრეტით (IX ს., ქვა).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ოპიზა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.