კილიან მბაპე

კილიან მბაპე ლოტენი (ფრანგ.

20 დეკემბერი, 1998) — ფრანგი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარი სენ-ჟერმენსა და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე. მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად; იგი ცნობილია თავისი დრიბლინგითა და სისწრაფით. 2018 წელს, ანალიტიკურმა კომპანია CIES-მა, მბაპე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად დაასახელა, რომლის სატრანსფერო ღირებულება 216,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

კილიან მბაპე
კილიან მბაპე
მბაპე 2019 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კილიან მბაპე ლოტენი
დაბადების
თარიღი
20 დეკემბერი, 1998 (1998-12-20) (25 წლის)
დაბადების
ადგილი
პარიზი, საფრანგეთი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პარი სენ-ჟერმენი
ნომერი 7
ახალგაზრდული კარიერა
2004–2013 ბონდი
2013–2015 მონაკო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2015–2016 მონაკო B 12 (4)
2015–2018 მონაკო 41 (16)
2017–2018   პარი სენ-ჟერმენი 27 (13)
2018– პარი სენ-ჟერმენი 175 (159)
ეროვნული ნაკრები
2014 საფრანგეთი 17 წლ. 2 (0)
2016 საფრანგეთი 19 წლ. 11 (7)
2017– საფრანგეთი 74 (46)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ნოემბერი, 2023

ბიოგრაფია

საკლუბო კარიერა

დაიბადა და გაიზარდა პარიზში. ახალგაზრდობაში თამაშობდა კლუბ „ბონდიში“, ხოლო მისი პროფესიული კარიერა დაიწყო ლიგა 1-ის კლუბ „მონაკოში“ 2015 წელს, 16 წლის ასაკში. 2016–17 წლის სეზონში იგი დაეხმარა კლუბს ლიგა 1-ის მოგებაში, ხოლო თავად გახდა ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.

მბაპეს ტალანტმა „პარი სენ-ჟერმენის“ ყურადღება მიიპყრო. შედეგად, 2018 წელს, კლუბმა იგი შეისყიდა 180 მილიონ ევროდ. ამ ტრანსფერით მბაპე იქცა მეორე ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად მსოფლიოში. სადებიუტო სეზონში, მბაპემ კლუბთან ერთად მოიგო სამივე შიდა ტურნირი — საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის ლიგის თასი. 19 წლის ასაკში მიიღო ოქროს ბურთის ნომინაცია და გადაეცა რაიმონ კოპას პირველი ტროფეი. 2018–19 სეზონში იგი გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და დასახელდა ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

სანაკრებო კარიერა

2017 წელს, 18 წლის ასაკში შედგა მბაპეს დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში. მბაპე დაეხმარა საფრანგეთის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში. იგი ყველაზე ახალგზრდა ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე და აგრეთვე მეორე თინეიჯერი ფეხბურთელია პელეს შედეგ, რომელმაც მსოფლიო თასის ფინალში გოლის გატანა შეძლო. ამ ჩემპიონატზე მბაპე გახდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, აგრეთვე დასახელდა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად.

მიღწევები

საკლუბო

კილიან მბაპე  მონაკო:(1)

კილიან მბაპე  პარი სენ-ჟერმენი:(15)

სანაკრებო

საფრანგეთი 19წლ.

  • ევროპის 19 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატი: 2016

კილიან მბაპე  საფრანგეთი:(1)

საინტერესო ფაქტები

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში (14–0) შესრულებული ჰეთ-თრიკის წყალობით კილიან მბაპემ კარიერაში მე-300 გოლი გაიტანა და მესის, რონალდუსა და ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა — მან ეს 24 წლის ასაკში გააკეთა. ლიონელ მესიმ, კრიშტიანუ რონალდუმ და ნეიმარმა კი ამ მაჩვენებელს 25 წლის ასაკში მიაღწიეს.

რესურსები ინტერნეტში

კილიან მბაპე 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კილიან მბაპე ბიოგრაფიაკილიან მბაპე მიღწევებიკილიან მბაპე საინტერესო ფაქტებიკილიან მბაპე რესურსები ინტერნეტშიკილიან მბაპე სქოლიოკილიან მბაპე199820 დეკემბერი2018პარი სენ-ჟერმენისაფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაფრანგეთის ლიგა 1ფრანგებიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ანდრია მოციქულიდავით კაჭარავაკალიებიევერესტისოლომონ Iმარჯნის რიფილუარსაბ IIბუღა თურქის შემოსევაბიშკეკიბახტრიონის ბრძოლასაქართველოს ფრინველთა სიატონასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი69 (სექსუალური პოზა)ვეფხისტყაოსანიფაშიზმისაქართველოს დაცული ტერიტორიებიქართველებიბირთვული იარაღიუქმე დღეები საქართველოშიბრაზილიასაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიხეოფსის პირამიდა29 აპრილისაქართველოს ქალაქებიკრწანისის ბრძოლალობოტომიასეტყვასაქართველოს წითელი ნუსხაარაბთა სახალიფოუილიამ შექსპირიოგანესონიგარემოს დაბინძურებაკავკასიონისულეიმან Iეგვიპტეადამიანიმარტივი და შედგენილი რიცხვებიქართული მითოლოგიაბაბუაწვერარომის დაარსებაოტო ფონ ბისმარკიბგერაევოლუციასაუდის არაბეთიათენიბარსელონაფოლკლორიმასონობანაციონალ-სოციალიზმივინსენტ ვან გოგიისრაელისპილოსებრნიგიორგი მაზნიაშვილისილიციუმითუთის აბრეშუმხვევიაფშავიაშშ-ის ისტორიაგიორგი მამარდაშვილიანდებილიბერალიზმინარკოტიკისამებადაცვის სიგელიმარტივი რიცხვილარირუსეთის იმპერიაჯაყოს ხიზნებიამაზონის დაბლობიექსპრესიონიზმიგოგირდისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმხედრიონიფელაციააფხაზებიკუნილინგუსიმილანისანქტ-პეტერბურგიპრომეთე🡆 More