სამცხე

სამცხე — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი.

სამცხე ტერმინს „სამცხე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სამცხე (მრავალმნიშვნელოვანი).

არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.

სამცხე
სამცხე
ხერთვისის ციხე
სამცხე
კუთხის ცენტრი ახალციხე
ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 3
მოსახლეობის რაოდენობა 2 336
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყურის ციხე (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის — სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა — ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი. მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266 წელს მთავარი სარგის ჯაყელი „ხასინჯუს“ სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII—XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექას და აღბუღას სამართალი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო — აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV—XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-1829 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები — ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.

ლიტერატურა

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;

Tags:

არსიანის ქედიერუშეთის ქედიკასრისსერიმესხეთიოძრხესაქართველოფერსათიჭობისხევი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სპარტაპარიზიოსმალეთის იმპერიატაიგაფოთითეიმურაზ Iქუნთრუშანაირობიძირითადი საშუალების ცვეთაილია IIნიკო ნიკოლაძეკუთხეიმერეთიმურმან ღვალაძეგიბრალტარის სრუტეჰარი პოტერიეპითეტიმიხეილ ჯავახიშვილივერცხლიმიხეილ ხერგიანიევროკავშირიშარკა ბლუსეფსისიბუღა თურქის შემოსევაშავი ზღვის თევზების სიაიპოლიტე ხვიჩიათბოგამტარობაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კონსტანტინე I დიდიცადამაყვანაჭინჭარიაკაკი წერეთელიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიეპილეფსიარამაზ შენგელიაგლობალური დათბობასიმსივნეთბილისის არქეოლოგიური ძეგლებიოიდიპოს მეფეჰაერის დაბინძურებასაქართველოს წითელი ნუსხაქრომოსომაჯიხვისაქართველო XIII საუკუნეშიდედამიწის ისტორიაწიგნი სიბრძნე სიცრუისასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამერცხლისებრნიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითაფრიკის ქვეყნების სიარომის იმპერიასაბერძნეთითემურ ქეცბაიაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ახალქალაქიისრაელიაშშ-ის ისტორიაგვირილამინერალებიგურამ კაშიაავსტრიასომხეთიმცენარეებიმთლიანი შიდა პროდუქტისანქტ-პეტერბურგითეთნულდისასწორი (ასტროლოგია)ჩინეთისულეიმან Iფეხბურთის წესებიუფლისციხეშირიმნის ბრძოლამარტივი და შედგენილი რიცხვებირაჭარუსეთიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიბერძნები🡆 More