ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა, ამიერკავკასიის სფსრ, ასფსრ (1922 წლის 13 დეკემბრამდე იწოდებოდა — ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფედერალური კავშირი; 13 დეკემბერი, 1922 — 5 დეკემბერი, 1936) — ფედერალური მოწყობის საბჭოთა რესპუბლიკა.

ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა
რუს. Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика
აზერ. Zaqafqaziya Sovet Federativ Sosialist Respublikası
სომხ. Անդրկովկասի Խորհրդային Ֆեդերատիվ Սոցիալիստական Հանրապետություն

კავშირი
 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
10 დეკემბერი, 19225 დეკემბერი, 1936  
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
 
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
დროშა გერბი
დევიზი
ქართ. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!
რუს. Пролетарии всех стран, соединяйтесь!
სომხ. Պրոլետարներ բոլոր երկրների, միացե'ք!
აზერ. Бүтүн өлкәләрин пролетарлары, бирләшин!
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა
სსრკ ცაკის 1928 წლის გამოცემა
დედაქალაქი ტფილისი
უდიდესი ქალაქები ტფილისი, ერივანი, ბაქო
ენა რუსული ასევე ქართული, სომხური, აზერბაიჯანული
ფულის ერთეული რუბლი
ფართობი 186 100 კმ²
მოსახლეობა 5 861.6 ათ. (1926)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

შეიქმნა 1922 წლის 10 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობის გამართვისთანავე, რომლის ფარგლებშიც მიღებულ იქნა ასფსრ-ის კონსტიტუცია. იგი აერთიანებდა სამ საბჭოთა რესპუბლიკას: საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს.

1936 წლის 5 დეკემბერს სსრკ საბჭოების საგანგებო VIII ყრილობამ მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია, რის შედეგადაც გაუქმდა ამიერკავკასიის სფსრ, ხოლო მასში შემავალი სამი რესპუბლიკა დამოუკიდებლად შევიდა სსრკ-ის შემადგენლობაში.

ასფსრ-ის წევრთა რაოდენობა

ამიერკავკასიის სფსრ-ს სამი (და არა ოთხი) წევრის არსებობას ადასტურებს და ხაზს უსვამს 1922 წლის 13 დეკემბრის ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობაზე სსრ კავშირში შესასვლელად შექმნილი სპეციალური რეზოლუცია:

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
„საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი უნდა წარმოიქმნას შემდეგი საბჭოთა რესპუბლიკებით: რსფსრ-ით, უკრაინით, ბელორუსიითა და ასფსრ-ით, რომელშიც შედის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი.“
(რუს. Союз Социалистических Республик должны образовать следующие республики: РСФСР, Украина, Белоруссия и Закавказская Федерация, в которую входят Грузия, Азербайджан и Армения.)
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
სსრ კავშირის დაარსების დეკლარაცია და შეთანხმება, pdf

1922 წლის 30 დეკემბრის სსრ კავშირის დაარსების დეკლარაციაში, ამიერკავკასიის სფსრ, როგორც სსრ კავშირის თანადამაარსებელი მის დანარჩენ წევრებთან (რსფსრ-ს, უკრაინის სსრ-სა და ბელორუსიის სსრ-თან) ერთად, ასევე სამი წევრის სახითაა წარმოდგენილი:

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
„რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (რსფსრ), უკრაინის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა (უკრაინის სსრ), ბოლორუსიის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა (ბელორუსიის სსრ) და ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა (ასფსრ — საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ერთ საკავშირო სახელმწიფოდ — „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში“ გაერთიანების მიზნით ერთობლივად აფორმებენ ნამდვილ შეთანხმებას.“
(რუს. Российская Социалистическая Федеративная Советская Республика (РСФСР), Украинская Социалистическая Советская Республика (УССР), Белорусская Социалистическая Советская Республика (БССР) и Закавказская Социалистическая Федеративная Советская Республика (ЗСФСР — Грузия, Азербайджан и Армения) заключают настоящий союзный договор об объединении в одно союзное государство — Союз Советских Сосиалистических Республик.)

რაც შეეხება აფხაზეთის სსრ-ს, იგი ნ. ლაკობას მოთხოვნით ასფსრ-ში მოხვდა არა როგორც მეოთხე წევრი, არამედ გაერთიანდა მასში საქართველოს სსრ-თან სპეციალური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

ისტორია

ამიერკავკასიის სფსრ-ს შექმნა აუცილებლად მიაჩნდა ლენინს. 1921 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება რკინიგზების გაერთიანების შესახებ, ივნისის დასაწყისში შეიქმნა საგარეო ვაჭრობის ერთიანი ცენტრი. 1921 წლის ნოემბერში რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ამიერკავკასიის ერთიანი ფედერაციის შექმნის შესახებ და 29 ნოემბერს დაამტკიცა ლენინის პროექტი ასფსრ-ის შექმნის შესახებ. ასფსრ-ს შექმნას ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი ბოლშევიკები ბუდუ მდივანი, მალაქია ტოროშელიძე, სერგო ქავთარაძე, მ. ოკუჯავა, კ. ცინცაძე, რომლებიც ამ წინააღმდეგობის გამო შემდგომში ნაციონალ-უკლონისტებად მიიჩნიეს და რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. 1922 წლის 12 მარტს ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის დაიდო ხელშეკრულება ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ. ხელისუფლების ორგანოებად გამოცხადდა წარმომადგენელთა კონფერენცია და საკავშირო საბჭო.

1922 წლის 10 დეკემბერს გაიხსნა ამიერკავკასიის საბჭოების I ყრილობა, რომელზეც გაფორმდა ასფსრ-ის შექმნა, მიღებულ იქნა პირველი კონსტიტუცია. ასფსრ ერთი რეპსუბლიკის სახით შევიდა სსრკ-ში.

1936 წლის 7 თებერვალს შედგა ამიერკავკასიის საბჭოების ბოლო — VII ყრილობის ბოლო სხდომა.

აფხაზეთი

1921 წლის 16 დეკემბრიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შესვლის მიზნით გახდა საქართველოს სსრ-ის ნაწილი ფედერალურ საწყისებზე და იწოდებოდა „სახელშეკრულებო აფხაზეთის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკა“-დ. 1922 წლის 10 დეკემბიდან აფხაზეთის სსრ ამიერკავკასიის სფსრ-ში შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ის სუბიექტი. 1931 წლის 19 თებერვლიდან აფხაზეთის სსრ-ის სტატუსი შეიცვალა ავტონომიური რესპუბლიკით.

აფხაზეთის სსრ-ს დამოუკიდებლობის პერიოდში (31 მარტი — 16 დეკემბერი, 1921) მოუწია მის წინაშე წამოჭრილი არაერთი გამოწვევის საკუთარი ძალებით მოგვარება. იმავე პერიოდში ამიერკავკასიის სამმა ქვეყანამ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენებისათვის მიზანშეწონილად მიიჩნა, რომ შეექმნათ ახალი საბჭოთა ფედერალური სახელმწიფო — ამიერკავკასიის სფსრ. წინასწარი მონაცემებით იგეგემებოდა ამიერკავკასიის რკინიგზის გაერთიანება და ქვეყნებს შორის გადასახადების გარეშე ურთიერთობა, რაც გაამარტივებდა რესურსების მიმოქცევას და ბაზრის გაზრდას. აღნიშნული ეკონომიკურად მომგებიანი პროცესების გვერდით არც აფხაზეთი აპირებდა დარჩენას. ამიტომ აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში დაიწყეს მომავალზე აქტიური ზრუნვა. იყვნენ ჯგუფები რომლებსაც მიაჩნდათ რომ აფხაზეთი უნდა დარჩენილიყო როგორც დამოუკიდებელი საბჭოთა ქვეყანა, ზოგს არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული აზრი, ხოლო იყვნენ ისეთებიც ვინც თვლიდა, რომ აფხაზეთის ფიზიკური გადარჩენისათვის საჭირო იყო რომელიმე შედარებით ძლიერ სახელმწიფოსთან ფედერალიზაცია. სწორედ ამ უკანასკნელთა ჯგუფის მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო აფხაზეთის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა — ნესტორ ლაკობა. სწორედ მისი ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი, არათუ უბრალოდ ფედერალიზაციის, არამედ საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციის იდეას.

1921 წლის 23 ივლისს მოწვეულ იყო აფხაზეთის მშრომელთა მასების კრება, რომელზეც განხილულ იყო აფხაზეთის სსრ-ის პოლიტიკური მოწყობისა (ლარიონოვი) და ფედერალიზაციის (ნ. ლაკობა) საკითხები. ნესტორ ლაკობამ ისტორიულ-გეოგრაფიული რეალიებიდან გამომდინარე სსრ საქართველოსთან ფედერალიზაციის აუცილებლობა მიიჩნია, თუმცა მარღანია და ნასარეთიანი პროცესების დაჩქარების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მომხსენებელთა გამოსვლების დასასრულ კრების მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს შემდეგი რეზოლუცია: „1) საქართველოს რევკომის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით ბოლო მოეღო ჟორდანიას მთავრობის მიერ აფხაზი ხალხის შევიწროვებას, რითაც მცირე ერებს მიეცათ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლება. 2) კრებამ გადაწყვიტა რომ ამიერიდან აფხაზეთის სსრ-სა სსრ საქართველოს შორის უნდა დამყარდეს მეტად მჭიდრო ურთიერთობა, რადგანაც დამოუკიდებლობის აღიარების დეკლარაცია წარმოადგენდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას. 3) კრების მონაწილეებმა ერთხმად აღიარეს, რომ აფხაზეთის სრული დამოუკიდებლობა მიუხედავად საქართველოს რევკომის აღიარებისა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც დამოუკიდებლად არცერთ პატარა საბჭოთა რესპუბლიკას არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აფხაზეთის მშრომელთა მასების მომდევნო სხდომა გამოხატავდა, საბჭოთა საქართველოსთან ფედერალიზაციასა და ეკონომიკური ერთიანობაზე დაფუძნებულ დეკლარაციის მიმართ სოლიდარობას“.

16 დეკემბერს აფხაზეთის რევკომმა მხარი დაუჭირა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის სურვილს და რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის, გამოხატა მზაობა გაწევრიანებულიყო ამიერკავკასიის სფსრ-ში, რის გამოც სსრ საქართველოსა და აფხაზეთის სსრ-ს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა სსრ საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა.

1922 წლის 7-12 იანვარს ჩატარდა საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის ორგანიზაციის I კონფერენცია. აფხაზეთის კომპარტიის პირველ სხდომაზე ნ. ლაკობამ თავისი სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა და ახსნა აფხაზეთის საქართველოსთან ფედერალიზაციის მიზეზები.

მოსახლეობა

მოსახლეობა 1926 წ.:

საქართველოს სსრ
სულ 2 666 500 კ.
ქართველები 1 788 200 კ.
სომხები 307 000 კ.
აზერბაიჯანელები 137 900 კ.
ოსები 133 300 კ.
რუსები 96 100 კ.
აფხაზები 56 800 კ.
ბერძნები 54 100 კ.
უკრაინელები 14 400 კ.
ებრაელები 9 300 კ.
ქურთები 8 000 კ.
ლეკები 3 400 კ.
ეზიდები 2 800 კ.
ასურელები 900 კ.
აზერბაიჯანის სსრ
სულ 2 314 600 კ.
აზერბაიჯანელები 1 438 000 კ.
სომხები 283 000 კ.
რუსები 220 500 კ.
თალიშები 77 000 კ.
ქურთები 41 000 კ.
ლეკები 37 300 კ.
თათები 28 400 კ.
ებრაელები 20 600 კ.
უკრაინელები 18 200 კ.
თათრები 9 900 კ.
სპარსელები 9 400 კ.
უდიები 2 400 კ.
სომხეთის სსრ
სულ 880 500 კაცი
სომხები 743 600 კ.
აზერბაიჯანელები 76 900 კ.
რუსები 19 500 კ.
ეზიდები 12 630 კ.
ქურთები 11 700 კ.
ბერძნები 3 000 კ.
უკრაინელები 2 800 კ.
ასურელები 2 200 კ.


მმართველები

ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები საქართველოს სსრ-დან ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები სომხეთის სსრ-დან ასფსრ-ის კავშირის საბჭო, თავმჯდომარეები აზერბაიჯანის სსრ-დან
პორტრეტი სახელი პორტრეტი სახელი პორტრეტი სახელი
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
პოლიკარპე (ბუდუ) გურგენის ძე მდივანი
12 მარტი, 1922–4 დეკემბერი, 1922
საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი (1903)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
ალექსანდრე თეოდორეს ძე მიასნიკოვი (მიასნიკიანი)
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1906)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
ნარიმან კერბალაი ნაჯაფ ოღლუ ნარიმანოვი
12 მარტი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
შალვა ზურაბის ძე ელიავა
4 დეკემბერი, 1922–15 იანვარი, 1923
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე
ასფსრ-ის კავშირის საბჭოს მდივანი:
22 აპრილი, 1922–15 იანვარი, 1923 ბორის დანიელის ძე მიხაილოვი (1913, 1895-1953)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, თავმჯდომარეები
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
მიხეილ (მიხა) გრიგოლის ძე ცხაკაია
16 იანვარი, 1923-27 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სარქის სააკის ძე ამბარცუმიანი
16 იანვარი, 1923-11 აპრილი, 1925
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
სამედ აღა ჰასან აღა ოღლი აღამალიოღლი
16 იანვარი, 1923–26 იანვარი, 1930
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (გაერთიანებული) წევრი,
რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკების) წევრი (1920)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
სერგეი (სარქის) მელიქის ძე ხანოიანი
15 აპრილი, 1925-5 აპრილი, 1927
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1902)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ვაკანსია
26 იანვარი, 1930–18 იანვარი, 1931
სარქის ოჰანესის ძე ტერ-კასპარიანი
9 აპრილი, 1927–20 თებერვალი, 1931
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1905)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ქაზანფარ მაჰმუდ ოღლი მუსაბეკოვი
18 იანვარი, 1931–28 იანვარი, 1932
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (1918)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა  ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 თებერვალი, 1931–5 მარტი, 1935
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
არმენ არტიომის ძე ანანიანი
27 თებერვალი, 1931–15 იანვარი, 1935
რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკები) წევრი (თებერვალი, 1919)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა 
სულთან მეჯიდ ეფენდიევი
28 იანვარი, 1932–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე
აბელ სოფრონის ძე ენუქიძე
5 მარტი, 1935–27 მაისი, 1935
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1898)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
სერგეი ნიკოლაის ძე მარტიკიანი
18 იანვარი, 1935–1936
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1904)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა  ფილიპე იესეს ძე მახარაძე
27 მაისი, 1935–1936
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში (1891 წლიდან)
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი (1903)
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავმჯდომარე
ასფსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნები:
16 იანვარი, 1923 ბიოუკ აღა მირ კასუმ ოღლი ტალიბლი (1918, 1897-1937)
იბრაჰიმ ტაგი ოღლი ტაგიევი (1919, 1894-1937)
1925–1930 ალექსანდრე იგორის ძე შავერდოვი (შავერდიანი) (1912, 1878-1937)
1930–18 იანვარი, 1931 ანდრია გიგოს ძე დოლიძე (1905, 1878-1937)
27 თებერვალი, 1931–28 თებერვალი, 1933 ჰამიდ ჰასან ოღლი სულთანოვი (1907, 1889-1938)
28 თებერვალი, 1933–8 ივნისი, 1936 სილიბისტრო იესეს ძე თოდრია (1901, 1880-1936)

რუკები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა ასფსრ-ის წევრთა რაოდენობაამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა ისტორიაამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა მოსახლეობაამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა მმართველებიამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა რუკებიამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა იხილეთ აგრეთვეამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა ლიტერატურაამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა რესურსები ინტერნეტშიამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა კომენტარებიამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა სქოლიოამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა13 დეკემბერი192219365 დეკემბერი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სამეგრელოინტერნეტივატიბრაზილიაიალბუზიხვიჩა კვარაცხელიაძველი თბილისიბაგრატის ტაძარივეფხისტყაოსანითურქეთის ისტორიასაქართველოს თავდაცვის ძალებიალექსანდრე ყაზბეგიორგაზმილურჯი ვეშაპიგასტრიტიქართული მითოლოგიაცოტნე დადიანისაქართველო VI საუკუნეშიანდებიბუბუღა თურქის შემოსევადემეტრე Iმარტივი რიცხვიჰექტარიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკეთილშობილი ირემიეიფელის კოშკიაფხაზეთის ომი (1992-1993)ვაჟა-ფშაველაკარტოფილინიკორწმინდის ტაძარი24 აპრილიეკოლოგიადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიიულიუს კეისარინიადაგიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგულიალექსანდრე პუშკინიირემიკვიპროსი23 აპრილიაბრეშუმის ჭიაძველი ეგვიპტეასურეთიკლიმატის ცვლილებაგალაკტიონ ტაბიძექისტებიდედა ენამიხეილ სააკაშვილიეგრისის დიდი ომირომის იმპერატორების სიაწინადადებათვითმმართველობაიუნესკოადამიანის უფლებებინიუტონის კანონებიბალდუინ IV იერუსალიმელისაქართველოს გეოგრაფიათეიმურაზ Iჩინეთის ისტორიაადამიანის ჩონჩხიერთა ლიგავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიპროტესტანტიზმიძალადობაჭადრაკიეოზონოფილებიანტარქტიდასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაალუდა ქეთელაურიადოლფ ჰიტლერიმიტოზიყაზახეთივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საქართველოს სახელმწიფო დროშაგიორგი ქოჩორაშვილიფარნავაზ Iსვია (მცენარე)🡆 More