აბდულჰამიდ Ii

აბდულჰამიდ II (ოსმ.

22 სექტემბერი 1842 – გ. 10 თებერვალი 1918) — ოსმალეთის იმპერიის 34-ე სულთანი. იმპერიას იმპერმმართველობდა 1876 წლის 31 აგვისტოდან მის გადაყენებამდე, 1909 წლის 27 აპრილამდე. აბდულ-ჰამიდ II იყო ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი რომელიც მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით. მისი მმართველობის დროს თანზიმატის რეფორმისტულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია. 1909 წელს ის შეცვალა მეჰმედ V-მ.

აბდულჰამიდ II
عبد الحميد ثانی
აბდულჰამიდ Ii
ოსმალეთის 34-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 31 აგვისტო 1876
მმართ. დასასრული: 27 აპრილი 1909
წინამორბედი: მურად V
მემკვიდრე: მეჰმედ V
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 სექტემბერი 1842
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 10 თებერვალი 1918
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ნაზიქედა, საფინაზ ნურეფზუნი, ბედრიფელექი, ბიიდარი, დილფესენდი, მეზიდე მესთანი, ესმალინური, მიუშფიქა, საზქარი, ფეივესთე, ფატმა ფესენდი, ბეჰიჯე, სალიჰა ნაჯიე
დინასტია: ოსმანები
მამა: აბდულმეჯიდ I
დედა: თირიმიუჟგან სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა: აბდულჰამიდ Ii

მმართველობა

აბდულჰამიდი ტახტზე მისი ფსიქიკურად დაავადებული ძმის, მურად V-ის გადაყენების შემდეგ ავიდა 1876 წელს. იმავე წლის 23 დეკემბერს დაამტკივა ოსმალეთის პირველი კონსტიტუცია. ამ ღონისძიების ძირითადი მიზეზი იყო საშინაო მდგომარეობის გაუმჯობესება და ოსმალეთში დასავლეთის სახელმწიფოების ჩარევის შეკავება მაშინ, როდესაც თურქების სისასტიკემ ბულგარეთის აჯანყების (1876 წლის მაისი) ჩახშობის დროს ევროპაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. 1877 წელს რუსეთთან ომში სასტიკი დამარცხების შემდეგ აბდულჰამიდის ევროპის სახელმწიფოების მიმართ უნდობლობა გაძლიერდა. მან დაითხოვა 1877 წლის მარტში შეკრებილი პარლამენტი, ხოლო 1878 წლის თებერვალში შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება. ამიერიდად, 30 წლის განმავლობაში სტამბულის ილდიზის სასახლეში განმარტოვებული სულთანი მართავდა ერთპიროვნულად, საიდუმლო პოლიციის ფართო სისტემის, ტელეგრაფის მზარდი ქსელისა და სასტიკი ცენზურის დახმარებით.

საფრანგეთის მიერ ტუნისის ოკუპაციის (1881) და დიდი ბრიტანეთის მიერ ეგვიპტეზე კონტროლის დამყარების (1882) შემდეგ აბდულჰამიდმა დახმარება გერმანიას სთხოვა და სანაცვლოდ დათანხმდა რიგ კონცესიებზე, მათ შორის, გერმანელების მიერ ბაღდადის რკინიგზის გაყვანაზე (1899). 1894 წელს აბდულჰამიდის ბრძანებით იმპერიაში დაიწყო სომხების მასიური დევნა და ხოცვა, ხოლო 1897 წელს კრეტაზე არეულობას მოჰყვა ოსმალეთ-საბერძნეთის ომი, რამაც ევროპელთა ჩარევა იმპერიის საქმეებში გარდაუვალი გახადა. საპასუხოდ აბდულჰამიდმა პანისლამიზმის ლოზუნგით ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიების მუსულმანური მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება სცადა. ამ პოლიტიკის ერთი გამოხატულება იყო ჰეჯაზის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც თითქმის მთელი მსოფლიოდან მოზიდული მუსულმანური შემოწირულობებით დაფინანსდა.

ამავდროულად, აბდულჰამიდი ზრუნავდა ოსმალეთში განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე: შეიქმნა არაერთი საშუალო, სამხედრო და პროფესიული სკოლა, დაფუძნდა სტამბულის უნივერსიტეტის წინამორბედი სასწავლებელი — დარულფუნუნი (1900). მოხდა იუსტიციის სისტემის რეორგანიზაცია, განვითარდა სარკინიგზო და ტელეგრაფის ქსელები. მიუხედავად ამისა, სულთნის დესპოტური მმართველობა და ბალკანეთის საქმეებში ევროპელთა ჩარევა სახელმწიფოში მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა. 1908 წლის ივლისში იფეთქა ახალგაზრდა თურქების რევოლუციამ, რამაც აიძულა აბდულჰამიდი კონსტიტუცია აღედგინა. 1909 წელის აპრილში, კონტრრევოლუციის უშედეგო მცდელობის შემდეგ, სულთანი გადააყენეს. მის ნაცვლად ტახტზე აბდულჰამიდის ძმა მეჰმედ V ავიდა.

ოჯახი

ცოლები და ხარჭები

  • ნაზიქედა ქადინეფენდი
  • საფინაზ ნურეფზუნ ქადინეფენდი
  • ბედრიფელექ ქადინეფენდი
  • ბიდარ ქადინეფენდი
  • დილფესენდ ქადინეფენდი
  • მეზიდე მესთან ქადინეფენდი
  • ემსალინურ ქადინეფენდი
  • მიუშფიქა ქადინეფენდი
  • საზქარ ჰანიმეფენდი
  • ფეივესთე ჰანიმეფენდი
  • ფატმა ფესენდ ჰანიმეფენდი
  • ბეჰიჯე (მაან) ჰანიმეფენდი
  • სალიჰა ნაჯიე ჰანიმეფენდი
  • დიურდანე ჰანიმეფენდი
  • ჯალიბოს ჰანიმეფენდი
  • ნაზლიარ ჰანიმეფენდი

ვაჟები

  • შეჰზადე მეჰმედ სელიმ ეფენდი (1870–1937), ბედრიფელექ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე აჰმედ ნური ეფენდი (1878–1944), ბედრიფელექ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ აბდულქადირ ეფენდი (1878–1944), ბიდარ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ბურჰანედინ ეფენდი (1885–1949), მეზიდე მესთან ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე აბდულრაჰიმ ჰაირი ეფენდი (1894–1952), ფეივესთე ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ბედრედინ ეფენდი (1901–1903), ბეჰიჯე ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე აჰმედ ნურედინ ეფენდი (1901–1944), ბეჰიჯე ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ აბიდ ეფენდი (1905–1973), სალიჰა ნაჯიე ჰანიმეფენდისგან

ქალიშვილები

  • ულვიე სულთანი (1868–1875), ნაზიქედა ქადინეფენდისგან
  • ზეკიე სულთანი (1872–1954), ბედრიფელექ ქადინეფენდისგან
  • ფატმა ნაიმე სულთანი (1875–1945), ბიდარ ქადინეფენდისგან
  • ნაილე სულთანი (1884–1957), დილფესენდ ქადინეფენდისგან
  • სენიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1884), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • სენიჰა სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1885), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • სალიჰა სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1885), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • შადიე სულთანი (1886–1977), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • აიშე სულთანი (1887–1960), მიუშფიქა ქადინეფენდისგან
  • რეფია სულთანი (1891–1938), საზქარ ჰანიმეფენდისგან
  • ჰატიჯე სულთანი (1897–1898), ფატმა ფესენდ ჰანიმეფენდისგან
  • ალიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1900), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • ჯემილე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1900), ემსალინურ ქადინეფენდისგან
  • სამიე სულთანი (1908–1909), სალიჰა ნაჯიე ჰანიმეფენდისგან

ჯილდოები და ორდენები

    ოსმალეთის ორდენები
  • აბდულჰამიდ Ii  ნახევარმთვარის ორდენის დიდი მასტერი.
  • აბდულჰამიდ Ii  დიდების ორდენის დიდი მასტერი.
  • აბდულჰამიდ Ii  მეჯიდის ორდენის დიდი მასტერი.
  • აბდულჰამიდ Ii  ოსმანიეს ორდენის დიდი მასტერი.
    უცხოური ორდენები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

აბდულჰამიდ Ii 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

აბდულჰამიდ Ii მმართველობააბდულჰამიდ Ii ოჯახიაბდულჰამიდ Ii ჯილდოები და ორდენებიაბდულჰამიდ Ii იხილეთ აგრეთვეაბდულჰამიდ Ii ლიტერატურააბდულჰამიდ Ii რესურსები ინტერნეტშიაბდულჰამიდ Ii სქოლიოაბდულჰამიდ Ii10 თებერვალი184218761909191822 სექტემბერი27 აპრილი31 აგვისტოთურქული ენამეჰმედ Vოსმალეთის იმპერიაოსმალური ენასულთანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხაჭაპურიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაშველიწმინდა გიორგისპილოსებრნიიტალიაგრიგოლ რობაქიძეეგრისის დიდი ომისახელმწიფომსოფლიოს უდიდესი ქალაქებირომიემპათიალიბერალიზმისიმონ Iქართველებითანდებულიოტელო (ვერდის ოპერა)ბაზალეთის ტბათბილისის ზღვაქართული დამწერლობამუნირეზოლუციაჩრდილოეთი კორეათვითმფრინავის ბიჭების საქმესანქტ-პეტერბურგიბახტრიონი (პოემა)სამანიშვილის დედინაცვალიდავით IIIფსორიაზიზმნაარგონავტებიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება1832 წლის შეთქმულებაქანი (გეოლოგია)რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიავტორიტარიზმითვალილუქსემბურგინოე სულაბერიძეყივანახველასაქართველოს სახელმწიფო გერბითემურლენგიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაშინაური ძაღლიხელისუფლების დანაწილებაჩერნობილის კატასტროფაიესო ქრისტეიგიქრისტეფორე კოლუმბიგერგეტის სამების ეკლესიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიდავით კაკაბაძეთბილისის მეტროპოლიტენითრომბოციტებიჰიდროცეფალიადაირასუვერენიტეტიგიორგი II (საქართველოს მეფე)ძველი ეგვიპტენიკა არაბიძევლადიმერ ლენინიოლიმპიური თამაშებიშვედეთიკონვექციადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაიოსებ სტალინიმერაბ კოსტავანიანგები26 აპრილიმთაწმინდაქართული სამზარეულოპერსონალური კომპიუტერივეშაპისნაირნივატიკანისაქართველოს მუნიციპალიტეტებითავისუფლება (ფილოსოფია)Yandex🡆 More