კონიუნქტივიტი

კონიუნქტივიტი — თვალის ლორწოვანი გარსის ანთება.

დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში.

კონიუნქტივიტი

გამომწვევი მიზეზი

კონიუნქტივიტი ალერგიულ-ინფექციური ან ვირუსით გამოწვეული დაავადებაა. მისი გამომწვევი უმეტესად ოქროსფერი სტაფილოკოკია. არსებობს ქლამიდიებითა და გონოკოკებით განპირობებული კონიუკონიუნქტივიტი, რომელიც შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდის შემდგომი ინფექციების შედეგი იყოს. ხშირია ულტრაიისფერი გამოსხივებით განპირობებული თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებაც.

ინფექციის წყარო შესაძლოა გახდეს: ჭუჭყიანი ხელები, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვ. ვირუსული კონიუნქტივიტის განვითარება შესაძლებელია სასუნთქი გზების დაავადებების დროსაც, ცხვირ-ხახიდან აღმავალი გზით გავრცელებული ინფექციის თვალზე გადასვლის შედეგად. საკუთრივ თვალიდან ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, თუმცა დაღმავალი გზით ცხვირ-ხახასა და სასუნთქ გზებზე არ გადადის.

კლინიკური სურათი

კონიუნქტივიტი 

კონიუნქტივიტს ახასიათებს სიწითლე (ჰიპერემია), გამონადენი, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება.

დიაგნოსტიკა

მოწმდება საცრემლე გზების გამავლობა; ტარდება ბაქტერიოლოგიური ანალიზი; ქლამიდიური კონიუნქტივიტის დასადგენად აუცილებებლია სხვადასხვა კვლევის ჩატარება: ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებზე მგრძნობელობის განსაზღვრა. ჩვილი ბავშვების შემთხვევაში დიაგნოსტიკისას აუცილებელია განისაზღვროს, ჩივილები კონიუნქტივიტით არის გამოწვეული თუ საცრემლე წერტილის დახშობით. საცრემლე წერტილის დახშობის დროს ანტიბიოტიკების გამოყენების ფონზე ხდება საცრემლე გზების ზონდირება.

მკურნალობა და პროფილაქტიკა

მკურნალობა გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით სპეციფიკურია. კონიუნქტივიტის სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია. პროფილაქტიკა ჰიგიენური წესების დაცვაში მდგომარეობს. აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა. საცურაო აუზებში, სადაც ხშირია ლამიდიით დასნებოვნება, წყალი უნდა იყოს ქლორიანი, გამდინარე, მუდმივად იწმინდებოდეს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია, თბ., 2015,

Tags:

კონიუნქტივიტი გამომწვევი მიზეზიკონიუნქტივიტი კლინიკური სურათიკონიუნქტივიტი დიაგნოსტიკაკონიუნქტივიტი მკურნალობა და პროფილაქტიკაკონიუნქტივიტი იხილეთ აგრეთვეკონიუნქტივიტი ლიტერატურაკონიუნქტივიტიდაავადებათვალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიგიორგი ყიფშიძეგრიგოლ რობაქიძეტერორიზმითბოგამტარობაატომივენაგველებიაღდგომაუდაბნოლეონარდო და ვინჩიმარტივი რიცხვიჩრდილოეთი კორეაფობიების სიაკლიმატითბილისის ზღვაილია ჭავჭავაძეგვირილაატმოსფერული წნევაპარაზიტიზმიYouTubeიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმისიოგუნიანტიკური ხანარუმინეთილავრენტი ბერიაკახეთის აჯანყება (1659)შინაური ძაღლითბილისის ძეგლებიდავით IIIფარავანიოქროს საწმისიაშშ-ის ისტორიაწყნარი ოკეანეღამურაირანისომხეთივასკო და გამაცივი ომიბუდუ ზივზივაძემსოფლიო მიზიდულობის კანონისაქართველო XVII საუკუნეშიბირთვული იარაღიერითროციტებინიკოლოზ ბარათაშვილიFacebookბენიტო მუსოლინიტყესითბოადიშის ოთხთავინახშირწყლებიენგურიაკაკი წერეთელიუკრაინაანტონიმიჩარლზ დიკენსიფოტოსინთეზირუსეთ-საქართველოს ომი (1921)სოლომონ IIდიდი ხუთშაბათიწმინდა სამების საკათედრო ტაძარითეთრი დათვისაქართველოს ოქროს ხანაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლიმეიოზიელექტროენერგიის სექტორი სომხეთშიებრაელებისაქართველოს სატელეფონო კოდებიჭიანჭველასებრნიდიდი პანდამასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდადავით სარაჯიშვილილიტრილომი (ასტროლოგია)მეტაფორაეგვიპტეჰიპერბოლა (ენა)აბას I (ირანი)ბზობა🡆 More