ჭერემის თასი

ჭერემის თასი — არქეოლოგიური ძეგლი, რომლიც აღმოჩნდა XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის სავარგულებში, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა ნაპირზე.

განეკუთვნება VI-VII საუკუნეებს.

თასი ვერცხლისაა (პირის დიამეტრი – 1201 მილიმეტრი, სიმაღლე – 37 მილიმეტრი, პირის სისქე – 4 მილიმეტრი, წონა – 382,1 გრამი). მის გარეპირზე ყოფითი სცენა, რთველია გამოსახული. იგი მდიდრულადაა შემკული დაბალი რელიეფური ორნამენტებით. გარეპირზე ფონი მოოქრულია, რელიეფი კი ვერცხლისფერშია დატოვებული. თასის ძირზე წრეში ჩასმული ტახის თავია გამოსახული. წრიდან, ერთმანეთის მოპირდაპირედ, ამოზრდილია ორი ვაზი. ვაზის ყლორტებით შექმნილი ორნამენტული წრეები, რომლებშიც ვაზის ფოთლები ან ყურძნის მტევნებია ჩასმული, თასის მთელ გარეპირს ფარავს. ვაზის რტოებს შორის ორი მამაკაცის ფიგურაა, ორი სხვადასხვა ფრინველი, ორი მელა და კურდღელია გამოსახული. მამაკაცთაგან ერთს მოხრილი სასხლავი დანა უჭირავს და მტევნის მოჭრას აპირებს. მეორესაც ხელი მტევნისკენ აქვს გაწვდილი, ზურგზე კი გიდელი ჰკიდია. ფრინველთაგან ერთ-ერთი (თუთიყუშის მსგავსი) ყურძენს კენკავს. თასს პირისკიდეზე შემოუყვება მძივების რიგი, ქვემოთ კი — ზოლიანი ენები.

თასი ფორმითა და რელიეფური სახეებით სასანური ირანის პერიოდსა და ამავე კულტურულ წრეს განეკუთვნება, მაგრამ სასანური თასებისაგან განსხვავებით ჭერემისხევის თასის ფსკერზე გამოსახულია ორმაგ წრეში ჩასმული, მოოქრული, ტოლმკლავა, ეგრეთ წოდებული ბოლნური ჯვარი, რომელიც მკვეთრადაა გამოყოფილი თასის პრიალა ზედაპირზე.

თასი გვიან სასანური ტორევტიკის ბრწყინვალე ნიმუშია. მისი დამზადების ადგილი უცნობია. ის შეიძლება დამზადებული იყოს, როგორც ცენტრალური ირანის სახელოსნოებში, ისე სხვაგანაც, მათ შორის საქართველოშიც.

ლიტერატურა

Tags:

1990-იანებიVI საუკუნეVII საუკუნეXX საუკუნეგურჯაანის მუნიციპალიტეტიჭერემიჭერმისხევი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალკოჰოლური სასმელიიმპრესიონიზმირაჭასაქართველოს პრემიერ-მინისტრილითოსფეროპლანეტაკახეთის აჯანყება (1659)მსოფლიოს შვიდი საოცრებასახელმწიფოდისკრიმინაციაგალაკტიონ ტაბიძეადოლფ ჰიტლერინაპოლეონ ბონაპარტისილიციუმიალაზანისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაქართლის სამეფოდიეგო მარადონაქართული ენატოლერანტობასაჰარანაკრძალიმშვილდოსანი (ასტროლოგია)თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებილეიკოციტოზიშიდსიმინერალებიათენიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითალკოჰოლიზმიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციატემპერამენტის ტიპებიმარიხუანაშვედეთილევან შენგელიარუსეთის იმპერიაზურაბ ხიზანიშვილითევზებიხარებაჰიპერბოლა (ენა)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკუჭისამანიშვილის დედინაცვალიკლასიციზმი1924 წლის აგვისტოს აჯანყებასოლომონ დოდაშვილითორნიკე ერისთავითემურლენგიღირსების ორდენი (საქართველო)თბილისის ბოტანიკური ბაღირითმააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაგიორგი ქოჩორაშვილიასტრიდ ლინდგრენინიკა არაბიძესაქართველოს ეროვნული პარკების სიაათონის ივერთა მონასტერიფერნანდო მაგელანიმეორე მსოფლიო ომიბორჯომისაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველოს პრეზიდენტი29 მარტიძველი თბილისიაბსოლუტური მონარქიადემეტრე II თავდადებულინატურალური რიცხვისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკახეთისასწორი (ასტროლოგია)გიორგი XIIტურიზმიჰეკლაკონსერვატიზმიბუდაპეშტინიუე🡆 More