მის ამერიკელი

„მის ამერიკელი“ (ინგლ.

ფილმი გვიყვება ამერიკელ მომღერალ-კომპოზიტორ ტეილორ სვიფტზე, მის ცხოვრებასა და კარიერაზე. ფილმი გამოვიდა Netflix– ზე 2020 წლის 31 იანვარს. ფილმში მომღერალი თვითონვე აღწერს მის ცხოვრებას.

„ტეილორ სვიფტი: მის ამერიკელი“
მის ამერიკელი
რეჟისორი ლანა უილსონი
როლებში ტეილორ სვიფტი
ანდრეა სვიფტი
სკოტ სვიფტი
ოსტინ სვიფტი
ებიგეილ ანდერსონ ლუსიერი
რობერტ ალენი
ჯო ალვინი
ჯეკ ანტონოფი
ჯოელ ლიტლი
მაქს მარტინი
დეივ მაიერი
ბრენდონ იური
თოდრიკ ჰოლი
პოლ სიდოტი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური ენა
მის ამერიკელი
მის ამერიკელის ლოგო

მის ამერიკელის დებიუტი შედგა 2020 წელს Sundance კინოფესტივალის გახსნის ღამეს, 2020 წლის 23 იანვარს. ფილმს კრიტიკოსების მოწონება ხვდა წილად და ასევე გახდა ყველაზე რეიტინგული Netflix- ის ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი IMDb-ს ისტორიაში იყო.

წარმოება

ფილმში გამოყენებულია სტუდიური კადრები, საოჯახო ვიდეოები, კონცერტების ჩანაწერები, ასევე სვიფტის ცხოვრებისა და კარიერის უამრავ მოვლენას, მათ შორის მისი მეექვსე და მეშვიდე სტუდიური ალბომების, Reputation (2017) და Lover--ის შექმნა (2019), მისი წარსული ბრძოლა კვების დარღვევასთან , დედის კიბოს დიაგნოზი, თავისი პოლიტიკური შეხედულებები და LGBTQ + თემა.

2020 წლის 15 იანვარს, სვიფტმა გამოაქვეყნა ფილმის გამოსვლის თარიღი და ფილმის პოსტერი სოციალური ქსელების საშუალებით.  ექვსი დღის შემდეგ, ფილმის ოფიციალური თრეილერი გამოვიდა YouTube- ზე და სვიფტის სოციალური ქსელის ანგარიშებზე.

ფილმის საუნდრეკად გამოყენებულია სვიფტის მეშვიდე სტუდიურ ალბომში შესული სიმღერა „Only the Young“, რომელმაც People's Choice Awards-ის 2020 წლის დაჯილდოებაზე წლის საუნდტრეკის ტიტული მოიპოვა.

სვიფტმა თანამშრომბლობა Netflix- თან 2018 წელს დაიწყო როდესაც ფილმი Taylor Swift: Reputation Stadium Tour გამოუშვა, რომლის პრემიერაც შედგა 2018 წლის დეკემბერში.  

გარდა ამისა, დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია საარქივო კადრები, სადაც ნაჩვენებია პროდიუსერი კელვინ ჰარისი, მომღერლები ბიონსე ნოულსი, პინკი, ჰარი სტაილზი, შაკირა და ლენი კრავიცი, აგრეთვე ჯგუფები Dixie Chicks და Earth, Wind & Fire, მოდელები კარლი კლოსი და კიმ კარდაშიანი, ისევე, როგორც რეპერი კანიე უესტი.

მონაწილეები

  • ტეილორ სვიფტი
  • ანდრეა სვიფტი, სვიფტის დედა
  • სკოტ სვიფტი, სვიფტის მამა
  • ოსტინ სვიფტი, სვიფტის ძმა
  • ებიგეილ ანდერსონ ლუსიერი, სვიფტის მეგობარი
  • რობერტ ალენი, მენეჯერი
  • ჯო ალვინი, სვიფტის შეყვარებული
  • ჯეკ ანტონოფი, პროდიუსერი
  • ჯოელ ლიტლი, პროდიუსერი
  • მაქს მარტინი, პროდიუსერი
  • დეივ მაიერი, ვიდეოკლიპის რეჟისორი
  • ბრენდონ იური, მუსიკოსი
  • თოდრიკ ჰოლი, მუსიკოსი
  • პოლ სიდოტი, გიტარისტი

გამოხმაურება

გამოშვებისთანავე ფილმს კრიტიკოსების მოწონება ხვდა წილად. Rotten Tomatoes-ზე ფილმს აქვს 7.36 / 10. Metacritic-ზე , მას აქვს საშუალო 65 / 100, რომელიც ეფუძნება 23 კრიტიკოსის შეფასებას.

ვესლი მორისმა New York Times ში მის ამერიკაელზე კარგი შეფასება დაწერა. ასევე კარგი შეფასება ხვდა წილად ჰანა ვუდჰედისგან.

ფილმი კარგად შეფასდა ასევე სხვადასხვა ცნობილ საიტებზე: Atlantic, The New Yorker , IndieWire, The Guardian, RogerEbert.com, Uproxx.~

ფილმის IMDb არის 7.4 / 10-დან.

სიები

მის ამერიკელი საუკეთესოთა სიებში
შემფასებელი სია ადგილი
Cosmopolitan საუკეთესო 13 მუსიკალური ფილმი Netflix– ზე მოხსენიებული
Decider წლის საუკეთესო მუსიკალური ფილმი. წინასწარი მეცხრე
წლის საუკეთესო მუსიკალური ფილმი. საბოლოო მეთექვსმეტე
Elle წლის 16 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი მეთხუთმეტე
Harper's Bazaar საუკეთესო 15 დოკუმენტური ფილმი მოხსენიებული
IndieWire წლის საუკეთესო ფილმი მოხსენიებული
Insider 12 წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი Netflix– ზე მესამე
27 საუკეთესო ფილმი შექმნილი ქალის მიერ მოხსენიებული
Mashable 10 წლის საუკეთესო ფილმი. წინასწარი მეცხრე
წლის 10 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. წინასწარი მეექვსე
The New York Times 11 საუკეთესო Netflix– ის დოკუმენტური ფილმი მოხსენიებული

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მის ამერიკელი წარმოებამის ამერიკელი მონაწილეებიმის ამერიკელი გამოხმაურებამის ამერიკელი სიებიმის ამერიკელი რესურსები ინტერნეტშიმის ამერიკელი სქოლიომის ამერიკელიNetflixინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სისხლიზურა ყიფშიძესაქართველოს სოფლებიმარსიელენე ახვლედიანისამასი არაგველიმიუნხენის შეთანხმებასაქართველოს ისტორიაკანონიერი ქურდიცოტნე დადიანისვასტიკასიმსივნეაქლემიზიგმუნდ ფროიდიC ჰეპატიტიშუა ქალაქშიამასიის ზავიავტომობილიფარავანიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებასაქართველო XVI საუკუნეშისაქართველო XVII საუკუნეშიხაშურიგიორგი ანწუხელიძესსრკ-ის დაშლატოლგვერდა სამკუთხედიდედამიწის ისტორიარესპუბლიკასენსიტიურობააბრაამ ლინკოლნიბუღა თურქის შემოსევატკიპებიმართლმადიდებლობაბელგიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემასესილია თაყაიშვილიშარკა ბლუსიყვარულიმტკვარიტიციან ტაბიძე69 (სექსუალური პოზა)ბერლინის კედელითეიმურაზ Iწყალბადიავსტრალია (კონტინენტი)ერითროციტებიბორჯომიასლან აბაშიძელიტრინიდერლანდებიოსებიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკარლეს პუჩდემონინაკიანი წელიწადირადიაციატურიზმიგიორგი III (საქართველოს მეფე)სმოგითაფსირიკილომეტრიპოლიგამიაჯემალ ქარჩხაძეგიორგი XIIგიორგი მაზნიაშვილიფესახიდაუნის სინდრომითავისუფლების მოედანი (თბილისი)დავით კაჭარავათედო ჯაფარიძევაჟა მარგველაშვილიზედსართავი სახელიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოხელოვნებაჰიდროცეფალიაბზობაანტიკური ხანაბაზალეთის ტბამერაბ მამარდაშვილი🡆 More