ჰარი სტაილზი

ჰარი ედვარდ სტაილზი (ინგლ.

1 თებერვალი, 1994) — ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მუსიკალური კარიერა დაიწყო 2010 წელს, როგორც ბრიტანული მუსიკალური კონკურსის The X Factor-ის კონკურსანტი. თავდაპირველი მარცხის შემდეგ, ის ბოიბენდ One Direction-ის წევრი გახდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოიბენდია.

ჰარი სტაილზი
ჰარი სტაილზი
ჰარი სტაილზი 2023 წელს.
დაბადების სახელი ჰარი ედვარდ სტაილზი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1994 (1994-02-01) (30 წლის)
რედიჩი, ვურსტერშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მსახიობი
აქტიური 2010–დღემდე
სიმაღლე 1,83
ჟანრ(ებ)ი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი hstyles.co.uk

სტაილზმა 2017 წელს Columbia Records-თან გამოუშვა თავისი სახელწოდების სადებიუტო სოლო ალბომი. ალბომი იყო პირველ ადგილზე დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, მოხვდა მსოფლიოს წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომების ათეულში. ალბომის მთავარი სინგლი, "Sign of the Times" მოხვდა ბრიტანული სინგლების ჩარტის სათავეში. სტაილზის სამსახიობო დებიუტი შედგა 2017 წელს, კრისტოფერ ნოლანის ფილმ დიუნკერკში. მისი მეორე ალბომი, Fine Line (2019), დებიუტი იყო აშშ-ს ბილბორდ 200-ის სათავეში, ცნობილია, როგორც პირველ კვირაში ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე ალბუმი ინგლისელი მამაკაცისაგან ისტორიაში, 2020 წელს დასახელდა როლინგ სტოუნის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში“. მეოთხე სინგლი, „Watermelon Sugar“, აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

კარიერის განმავლობაში, სტაილზმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის ორი Brit Awards, Grammy Award, Ivor Novello Award და American Music Award. გარდა მუსიკისა, ის ასევე ცნობილია გამორჩეული სტილით და პირველია, ვინც მარტო გამოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე.

ადრეული ცხოვრება

ჰარი ედვარდ სტაილსი დაიბადა 1994 წლის 1 თებერვალს რედიჩში, ვუსტერშირში, ინგლისში. ენ ტვისტის (დაბადების გვარი სელი, ყოფილი კოქსი) და ფინანსური მუშაკის დესმონდ „დეს“ სტაილსის ვაჟი. ბავშვობაში მშობლებთნ და უფროს დასთან, ჯემასთან ერთად საცხოვრებლად სოფელ ჰოლმეს ჩაპელში, ჩეშირში გადავიდა. სტაილზის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის შვიდი წლის იყო, მოგვიანებით კი დედამისი ბიზნეს პარტნიოს ჯონ კოქსზე დაქორწინდა. განქორწინების შემდეგ 2013 წელს მან რობინ ტვისტზე იქორწინა, რომელიც 2017 წელს სიმსივნით გარდაიცვალა. სტაილსს ჰყავს უფროსი ნახევარძმა მაიკი და ნახევარდა ემი, რობინ ტვისტის შვილები. სტაილზმა თქვა რომ მას ჰქონდა „კარგი ბავშვობა“ და მშობლები ყოველთვის მხარს უჭერდნენ. ბავშვობაში მან ქავერები ჩაწერა კარაოკე მანქანაზე, რომელიც მას ბაბუამ აჩუქა. ჩანაწერებიდან პირველი სიმღერა იყო ელვის პრესლის „The Girl of My Best Friend“. სტაილსი დადიოდა ჰოლმეს ჩაპელის ყოვლისმომცველ სკოლაში, სადაც ის ჯგუფ White Eskimo-ს წამყვანი ვოკალისტი იყო. White Eskimo-მ ადგილობრივი ჯგუფების შეჯიბრებაში გაიმარჯვა. 16 წლის ასაკში ის ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ჰოლმეს ჩაპელის W. Mandeville საცხობში.

კარიერა

2010-2015: The X Factor და One Direction

ჰარი სტაილზი 
სტაილზი (მარცხნივ) One Direction-თან,იქს ფატორში 2011 წელს

დედის რჩევით 2010 წლის 11 აპრილს სტაილზმა მონაწილეობა მიიღო ინგლისური მუსიკალური პროექტის The X Factor-ის მეშვიდე სეზონში როგორც სოლო კონკურსანტმა და შეასრულა სტივი უანდერის „Isn't She Lovely“. მან გადალახა შესარჩევი ტური, თუმცა შემდგომ წინსვლა ვერ მოახერხა. მის ასაკობრივ ჯგუფში კიდევ ოთხი დამარცხდა, მაგრამ ისინი 2010 წლის ივლისში ანსამბლში გააერთიანეს. კონკურსში მონაწილეობისას ისინი იყვნენ ჯგუფების კატეგორიაში, მათი მენტორი კი საიმონ ქოუელი იყო. ჯგუფში რომელშიც შედიოდნენ სტაილზი, ნაილ ჰორანი, ლიამ პეინი, ლუი ტომლინსონი და ზეინ მალიკი ერთად ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდნენ. სტაილზმა თქვა, რომ მან ურჩია ჯგუფის წევრებს სახელი One Direction, რაზეც ისინი დათანხმდნენ და სახელი შეინარჩუნეს. დასაწყისში მათ მნიშვნელოვანი პოპულარობის მოპოვება შეძლეს გაერთიანებულ სამეფოში. ჯგუფმა The X Factor-ის ფინალურ ტურს მიაღწია და შეჯიბრება მესამე ადგილით დაასრულა.

ჰარი სტაილზი 
სტაილზი Where We Are Tour-ის მსვლელობისას, 2014 წელს

2011 წლის იანვარში, One Direction-მა კონტრაქტი გააფორმა ქოუელის ლეიბლ Syco Records-თან. მათი პირველი ბრიტანული დებიუტ სინგლი „What Makes You Beautiful“ და მათი დებიუტ სტუდიური ალბომი Up All Night, ამავე წლის ბოლოს გამოვიდა. ალბომი შეიცავდა სამ სიმღერას, რომელიც სტაილზის მიერ იყო დაწერილი და One Direction გახდა პირველი ბრიტანული ჯგუფი, რომლის დებიუტურმა ალბომმაც პირველ ადგილს მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი ოთხი წარმატებული სტუდიური ალბომიდან Take Me Home (2012), Midnight Memories (2013), Four (2014), Made In The A.M (2015), ყველამ პირველ ადგილს მიაღწია გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში. იყო მსოფლიოს საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი 2013 წელს და მისი თანმხლები ტურნე Where We Are Tour 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა და დღემდე რჩება ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ტურნედ მუსიკალური ჯგუფისაგან. Four-ის გამოსვლის შემდეგ, One Direction ერთადერთი ჯგუფი გახდა ბილბორდ 200-ის ალბომების ჩარტის 58 წლიან ისტორიაში, რომლის პირველმა ოთხმა ალბომმაც პირველ ადგილს მიაღწია. ალბომებიდან გამოიცა წარმატებული სინგლებიც, მათ შორისაა „Live While We're Young“, „Little Things“, „Best Song Ever“, „Story of My Life“, „Drag Me Down“ და „History“..

2016 წელს, სტაილზმა ჯგუფს განუსაზღვრელი დროით შესვენებაზე გასვლა შესთავაზა, მას შემდეგ რაც Made In The A.M.-თან დაკავშირებულ სარეკლამო აქტივობებს დაასრულებდნენ. კარიერის განმავლობაში One Direction-მა მსოფლიოს მასშტაბით გაყიდა 70 მილიონი ჩანაწერი, 7.6 მილიონი ალბომისა და 26 მილიონი სინგლის ჩათვლით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რის შედეგადაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ბოიბენდი გახდა. ჯგუფმა ჯილდოების სახით მრავალი აღიარება მოიპოვა მათ შორის შვიდი Brit Awards, შვიდი American Music Awards, ექვსი Billboard Music Awards და ოთხი MTV Video Music Awards. შვიდი American Music Awards, ექვსი Billboard Music Awards, and ოთხი MTV Video Music Awards.

ჯგუფში ყოფნისას, სტაილზმა დაწერა სიმღერა „Just A Little Bit Of Your Heart“, რომელიც არიანა გრანდეს ალბომ „My Everything“-ში შედის.

2016–2018: ჰარი სტაილზი და დიუნკერკი

როგორც სოლო არტისტი, სტაილზი შეუერთდა ჯეფრი ეიზოფის Full Stop Management-ს, ამასთანავე სააგენტო CAA-ს და 2016 წლის პირველ ნახევარში კონტრაქტი გააფორმა Columbia Records-თან. სტაილზის სადებიუტო ალბომის ჩაწერა მიმდინარეობდა ლოს ანჯელესში, ლონდონში, პორტ ანტონიოსა და ჯამაიკაში, სადაც ის თანამშრომლებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდა. 2017 წლის მარტში დაანონსა, რომ თავისი პირველი სოლო სინგლი „Sign Of The Times“ 7 აპრილს გამოვიდოდა. სიმღერამ გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში პირველ ადგილს მიაღწია და მეოთხე ადგილი დაიკავა ბილბორდის ცხელ ასეულში. „Sign Of The Times“ გლამურული როკის გავლენის მქონე სოფტ-როკ ბალადაა, რომლის შედარებაც მოხდა დეივიდ ბოუის შემოქმედებასთან. როლინგ სტოუნმა ის დაასახელა 2017 წლის საუკეთესო სიმღერად. მუსიკალურ ვიდეოში სადაც სტაილზი ფრინავს და წყალზე დადის, მოიგო Brit Awards-ი წლის ბრიტანული ვიდეოს ნომინაციაში. აპრილში, სტაილზი მიწვეული იყო Saturday Night Live-ში და შეასრულა თავისი პირველი სოლო პერფორმანსი The Graham Norton Show-ში.

ჰარი სტაილზი 
სტაილზის პერფორმანსი დენვერში, კოლორადო, 2018 წელი

საკუთარი სახელწოდების დებიუტური ალბომი გამოვიდა 2017 წლის მაისში, რის შემდეგაც მან პირველ ადგილს მიაღწია მრავალ ქვეყანაში, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ჩათვლით. ჩანაწერი 70-იანი წლების სოფტ-როკის გავლენითაა შექმნილი და Variety-ს მიერ აღწერილია, როგორც „ფსიქოდეილის, ბრიტპოპისა და ბალადის კლასიკური კოქტეილი.“ ალბომმა დადებითი შეფასება მიიღო კრიტიკოსებისგან და შეტანილი იქნა 2017 წლის საუკეთესო ალბომებისა და გამოცემების სიაში. გარდა ამისა Harry Styles-ში არის ორი სინგლი „Two Ghost“ და “Kiwi”. ფილმში Harry Styles: Behind the Album დოკუმენტურად ასახულია ალბომზე მუშაობის პროცესი. ის გამოვიდა მაისში, ექსკლუზიურად Apple Music-ზე. სტაილზმა დაიწყო თავისი პირველი ჰედლაინური ტურნე Harry Styles: Live On Tour, რომელიც 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისამდე გრძელდებოდა, გამოდიოდა სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში. ტურნეს სიმღერების სიაში შედიოდა Fleetwood Mac-ის „The Chain“, რამდენიმე One Direction-ის და გამოუქვეყნებელი სიმღერები.

2017 წლის ივლისში, სტაილზის დებიუტი შედგა კრისტოფერ ნოლანის ფილმ დიუნკერკში, სტაილზი ბრიტანელ ჯარისკაცს, ალექსის როლს ასრულებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დიუნკერკის ევაუკუაციის ნაწილი იყო. ის ფილმში გამოჩნდა ფიონ უაითჰედთან, ტომ გლინ-კარნი, ჯეკ ლოუდენთან, კილიან მერფისთან, მარკ რაილენსთან და ტომ ჰარდისთან ერთად. სტაილზმა მოიგო „ათასობით ახალგაზრდა კაცის“ ადგილი. ნოლანმა შემდეგ დაადასტურა, რომ არ იცოდა სტაილზის პოპულარობის მასშტაბი და სტაილზი სამსახიობო ჯგუფის ნაწილი გახდა „რადგან ის შესანიშნავად ერგებოდა ამ როლს და ნამდვილად დაიმსახურა ადგილი მაგიდასთან.“ The Daily Telegraph-ის კინოკრიტიკოსმა სტაილზი შეაქო „ნათელი, მოულოდნელად არც ისე შემზარავი შესრულებისათვის.“

2017 წლის ნოემბერში, BBC One-მა მიუძღვნა Harry Styles BBC-ზე ერთ საათიანი სპეციალური სატელევიზიო გამოშვება, რომელიც ნიკ გრიმშოუს მიჰყავდა. 2017 წელს, ARIA Music Awards-ზე სტაილზმა დაიმსახურა საუკეთესო საერთაშორისო არისტის ჯილდო. მან უმასპნძლა The Late Late Show With James Corden-ს, ამავე წლის დეკემბერში.. ჯეიმზ ანტონოფთან და ილსი იუბერთან სტაილზმა დაწერა Alfie's Song „(არა ტიპური სასიყვარულო სიმღერა)“, რომელიც ჯგუფმა Bleachers-მა შეასრულა, საუნდტრეკად ფილმისათვის Love, Simon (2018). ასევე ის იყო CBS-ის სიტკომ Happy Together-ის აღმასრულებელი პროდიუსერი, რომლის პრემიერაც 2018 წლის ოქტომბერში მოხდა და შთაგონებული იყო სატელევიზიო პროდიუსერ ბენ ვინსტონთან თანაცხოვრებით. 2018 წელს, სტაილზმა დაიწყო მუშაობა იტალიური მოდის სახლ გუჩისათვის და გამოჩნდა ბრენდის რამდენიმე კამპანიაში.

2019-დღემდე: Fine Line და მომავალი სამსახიობო როლები

„Lights Up“, სტაილზის მეორე ალბუმის მთავარი სინგლი გამოვიდა 2019 წლის ოქტომბერში და მიაღწია მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში. მუსიკოს ჯონ კარამანიკას თქმით სიმღერას გააჩნია „რბილი შეხებით პოპ-სლიპსტრიმში ხელახალი შესვლა“. სტაილზმა, როგორც მასპინძელმა და მუსიკალურმა სტუმარმა შეასრულა „ორმაგი მოვალეობა“ Saturday Night Live-ში, ნოემბერში. მეორე სინგლი „Adore You“ დეკემბერში გამოვიდა და დიდ ბრიტანეთის ჩარტებში მეშვიდე, ხოლო აშშ-ში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამავე თვეში სტაილზი კიდევ ერთხელ მასპინძლობდა The Late Late Show With James Corden-ს.

ჰარი სტაილზი 
სტაილზის პერფორმანსისას Love On Tour-ზე, 2021-ში

„Fine Line“ 13 დეკემბერს გამოვიდა. ალბომი ჩაწერილია შანგრი-ლას სტუდიაში, მალიბუში, იგივე პროდიუსერთა გუნდით, რომელიც მონაწილეობდა სტაილზის დებიუტური ალბომის ჩაწერაში, აქვს Harry Styles მსგავსი ჟღერადობა, ფანკისა და სოულის დამატებით. ალბომმა კრიტიკოსებისაგან დადებითი შეფასება მიიღო. ალბომმა გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა და მოხვდა აშშ-ის ჩარტების სათავეში, რეკორდები დაამსხვრია აშშ-ში და სტაილზი გახდა ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე ინგლისელი მამაკაცი. მომღერალი და სიმღერების ავტორი, სტივი ნიქსი, რომელიც სტაილზს მიიჩნევს „შვილად, რომელიც არასოდეს ჰყოლია“, „Fine Line“ შეადარა Fleetwood Mac-ის ალბომს Rumors და თქვა, რომ სტაილზის ალბომმა მას ინსპირაცია მისცა, რომ შეექმნა ახალი მუსიკა. როლინგ სტოუნის 2020 წლის სიის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომში Fine Line-მა 491-ე ადგილი დაიკავა. ალბომიდან გამოვიდა კიდევ ოთხი სინგლი „Falling“, „Watermelon Sugar“, „Golden“ და „Treat People With Kindness“. „Watermelon Sugar“ გახდა სტაილზის მეოთხე ნამუშევარი, რომელიც ბრიტანულ ტოპ-ათ სინგლს შორის მოხვდა და ჩარტებში მეოთხე ადგილი დაიკავა, როგორც მისმა პირველმა სინგლმა აშშ-ში. Fine Line-ს ტურნე Love On Tour, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2020 წელს, თუმცა Covid-19-ის გამო 2021 წლამდე გადაიდო.

2020 წლის Brit Awards-ზე სტაილზი ნომინირებული იყო ბრიტანელი სოლო არტისტისა და წლის ბრიტანული ალბომის ნომინაციებში. 2020 წლის მარტში პერფორმანსი ჰქონდა NPR Tiny Desk concert-ზე, ივლისში რელაქსაციის აპლიკაციისათვის Calm მან ჩაწერა ძილის წინ მოსასმენი ამბავი, სახელად Dream With Me. წლის ბოლოს სტაილზმა მიიღო ფავორიტი პოპ-როკ ალბუმის ჯილდო American Music Awards-ის 48-ე დაჯილდოვებაზე, გახდა საუკეთესო საერთაშორისო არტისტი Aria Music Awards-ის 34 დაჯილდოვებაზე და ჩარტების მიღწევა Billboard Music Awards-ის 27-ე დაჯილდოვებაზე. დასახელებული იყო, როგორც Variety-ს წლის საუკეთესო ჰითმეიქერი. 2021 წლის მარტში, გრემის 63-ე დაჯილდოვებაზე სტაილზს ჰქონდა 3 ნომინაცია წლის საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი („Fine Line“), საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსი („Watermelon Sugar“) და საუკეთესო მუსიკალური ვიდეო (Adore You), გაიმარჯვა საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსის კატეგორიაში. 2021 წელს „Watermelon Sugar“-მა მას მოუტანა მეორე ბრიტანულის მუსიკის ჯილდო წლის ბრიტანული სინგლის ნომინაციაში. ამავე წელს Adore You-მ გაიმარჯვა Ivor Novello Awards-ზე საუკეთესოდ შესრულებული ნამუშევრისათვის.

სტაილზი გამოჩნდა, როგორც ეროსი/სტარფოქსი, თანოსის ძმა, Marvel-ის კონოსამყაროს ფილმ მარადიულნის შუა-კრედიტ სცენაში, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გამოვიდა. ამავე თვეში გამოუშვა საკუთარი კოსმეტიკის ბრენდი Pleasing. სტაილზი ჯეკის როლს შეასრულებს ოლივია უაილდის ფსიქოლოგიურ თრილერში არ იდარდო, ძვირფასო. ის ასევე განასახიერებს პოლიციელს ფილში „ჩემი პოლიციელი“, რომელიც შექმნილია 2012 წლის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით.

2022 წლის 12 იანვარს გამოცხადდა, რომ სტაილზი კოაჩელა 2022-ის ჰედლაინერი იქნებოდა, ფესტივალის ორივე უიქენდის პარასკევ დღეს.

მუსიკალური სტილი და გავლენები

სტაილზის მუსიკა აღწერილია, როგორც სოფტ-როკი, პოპი და როკი, ფოლკისა და ბრიტპოპის ელემენტებით. მუსიკალური სტილი მის დებიუტურ სოლო ალბომში NME-ს მიერ აღწერილია, როგორც „ლოს ანჯელესის სტილის კლასიკური როკისა და ბალადების შერევა“, როლინგ სტოუნი აღნიშნავს, რომ ალბომს აქვს „ინტიმურად ემოციური სამოცდაათიანების სოფტ-როკ ვაიბი“, ჟურნალ TIME-ს მიხედვით „ალბომი შთაგონებულია წინა ნახევარ-საუკუნის როკით“. დებიუტურ ალბომზე გავლენა მოახდინა მუსიკამ, რომელსაც სტაილზი ბავშვობაში უსმენდა, როგორებიცაა პინქ ფლოიდი, როლინგ სტოუნზი, The Beatles, Fleetwood Mac და სიმღერების ავტორი ჰარი ნილსონი. პინქ ფლოიდის ალბომ The Dark Side Of The Moon-ის შესახებ სტაილზი იხსენებს, „ბავშვობაში შინაარს დანამდვილებით ვერ ვხვდებოდი, თუმცა ვფიქრობდი - ეს ძალიან მაგარია“. სტაილზმა ასევე აღნიშნა, რომ მასზე გავლენა ჰქონდათ ფრედი მერკურის, ელვის პრესლის და პოლ მაკ-კარტნის (მათ შორის მაკ-კარტნის პროექტს Wings), ხოლო შანია ტვენს ახსენებს, როგორც მის მთავარ ინსპირაციას მუსიკასა და მოდაში.

სტაილზის ფავორიტი ალბომია ჩრდილოეთ ირლაინდიელი მუსიკოსის, ვენ მორისონის Astral Weeks, რასაც მან „სრულიად სრულყოფილი“ უწოდა, ის ასევე თვლის, რომ ეტა ჯეიმზის ალბომიც, At Last! „სრულყოფილია“. ჯონი მიჩელის 1971 წელს გამოშვებულმა ალბომმა, Blue-მ, შთააგონა სტაილზი დაკავშირებოდა ალბომის ინსტრუმენტალისტს, რომელმაც მასთან ერთად „Fine Line“-ს შექმნაზე იმუშავა.

საჯარო იმიჯი

სტაილზის One Direction-ში ყოფნის პერიოდზე AllMusic-ის მწერალი ტიმ სენდრა ამბობს „მომხიბვლელი პერსონა და ელასტიური ხმა მას ჯგუფის ტიმბერლეიკად აქცევს“. Entertainment Weekly-მ ის დაახასიათა, როგორც „აზარტული ფრანკსტერი, რომელიც სიამოვნებით ატარებდა კლასის კლოუნის მანტიას.“ ბილბორდის კრის პეინმა აღნიშნა, რომ „სტაილზის ვაიბი ყოველთვის როკ ვარსკვლავს ყვიროდა.“

One Direction-ში ყოფნისას სტაილზი ატარებდა ვიწრო ჯინსებს, გამჭვირვალე და ყვავილის პრინტიან ბლუზებს, მბრწყინავ კოსტუმებსა და ჩექმებს. ნიკოლ სანდერსმა ბილბორდიდან, აღნიშნა, რომ ჰგუფის ხუთ წლიანი არსებობის განმავლობაში მისი მოდა „გაიზარდა მოზარდიდან, რომელიც ჯეკ უილსის ჰუდებს ატარებდა, 70 წლების როკის გულდასმით შესრულებულ ნაზავამდე“. როგორც სოლო არტისტმა სტაილზმა აირჩია ვარდისფერი კოსტუმები, ატლასის პრინტიანი და თანდათან მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი. ერიკა ჰარვუდმა Vanity Fair-იდან სტაილზის სტილის ცვლილებაზე განაცხადა, რომ ის „ბოიბენდის წევრიდან“ „მდიდრული კოსტუმების მცოდნედ“ იქცა. 2019 წელს სტაილზმა დაიწყო მოქსოვილი სვიტერების, ფართე მაღალწელიანი შარვლების და მარგალიტის ყელსაბამის ტარება, რამაც ჯეიკობ გელეჰერი, The Wall Street Journal-დან აიძულა სტაილზისათვის „მამაკაცური მარგალიტის ყელსაბამების პოპულიზატორი“ ეწოდებინა. საჯარო გამოსვლებსათვის სტაილზი არჩევანს Saint Laurent-ს, Burberry-სა და Gucci-ს შორის აკეთებს.

მისი მოდა აღინიშნა, როგორც „მშვენიერი“, „მოდის წინსვლა“, „მხიარული“. იმ მოტივით, რომ ის ხშირად იყენებდა ვარდისფერ ფერს, მან როლინგ სტოუნთან ინტერვიუში მოიყვანა ინგლისელი მუსიკოსის და The Clash-ის ბასისტის პოლ სიმონონის ფრაზა „ვარდისფერი ერთადერთი ნამდვილი როკ ენ როლის ფერია“. ენ ფოუერსმა NPR-დან დაწერა, რომ სტაილზის სტილი ახსენებს Spice Girls-ის „თეატრალურ აღლუმს პოპ-სარტორიული მემკვიდრეობის მეშვეობით“ და ის „კომფორტულია მოდაში, რომ მხატვრული აქსესუარებით მოყვეს ისტორია.“ ტომ ლამონტი The Guardin-იდან აღნიშნავს, რომ სტაილზის არჩევნებმა მოდაში წამოიწყო „მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსიები გენდერულ მოდასთან დაკავშირებით.“

სტაილზმა მოიგო „British Style Awards“ 2013 წლის მოდის დაჯილდოვებაზე. მან პირველი და მეხუთე ადგილი დაიკავა ბრიტანული ვოგის „The 50 Fittest Boys“ სიაში. მას ასევე ასახელებდნენ „ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად პოპში“ ბრიტანული რადიოს Capitali-ის გამოკითხვაში 2016-დან 1018 წლამდე, ზედიზედ 3 წლის განმავლობაში. 2018 წელს მეოთხე იყო 50 საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცთა შორის British GQ სიაში, რაზეც დიზაინერმა მაიკლ კორსმა იგი მიჩნია „ბრიტანელი როკერის სტილის თანამედროვე განსახიერებად: მომაჯადოვებელი და მხიარული“. 2020 წელს GQ-ს გამოკითხვაში სტაილზი წლის საუკეთესო სტილის მქონე მამაკაცად დაასახელეს.

სტაილზი 2019 წლის მეთ გალას თანათავმჯდომარე იყო, რომელიც დაემთხვა ხელოვნების გამოფენას Camp: Notes on Fashion, ჟურნალისტ ანა ვინტურთან, მომღერალ ლედი გაგასთან, მოდის დიზაინერ ალესანდრო მიკელესთან და პროფესიონალ ჩოგბურთელ სერენა უილიამსთან ერთად. 2020 წელს ვოგის დეკემბრის გამოცემაში, სტაილზი გახდა პირველი მამაკაცი, რომელიც მარტო გამოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე. კონვერსატი აქტივისტები მას აკტიტიკებდნენ ჟურნალი ყდაზე გუჩის კაბის ჩაცმის გამო, რაზეც სტაილზმა საკუთარი გადაწყვეტილება დაიცვა და თქვა, რომ „რაღაცის არ ჩაცმა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალის ტანსაცმელია, შესანიშნავი ტანსაცმლის მთელ სამყაროს გიხურავთ“, „ახლა რაც აღმაფრთოვანებელია არის, ის რომ უკვე შეგიძლია ჩაიცვა ის რაც მოგწონს“ და აღნიშნავს, რომ „ხაზები უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება“.

პირადი ცხოვრება

სტაილზი დროს ორ სახლს შორის ატარებდა ჩრდილოეთ ლონდონში და ცხოვრობდა Sunset Strip-ში, დასავლეთ ჰოლივუდი, კალიფორნია. ქალაქით იმედგაცრუებულმა თავისი ლოს-ანჯელესის რეზიდენცია გაყიდა. ფლობს აპარტამენტს მანჰეტენზე, ნიუ იორკში. ცხოვრობდა პროდიუსერ ბენ ვინსტონის სახლის სხვენში, ლონდონში, 20 თვის განმავლობაში, როდესაც კარიერის დასაწყისში საკუთარ სახლს ეძებდა.

სტაილზს სჯერა კარმის და ჩელსი ჰენდლერთან ინტერვიუში კითხვაზე „სწამდა თუ არა ღმერთის“, სტაილზმა უპასუხა, რომ თავისი თავი მიაჩნია „უფრო სულიერი, ვიდრე რელიგიური“ და აღნიშნა, რომ „გულუბრყვილოა იმის თქმა, რომ არაფერი არსებობს და არაფერია ჩვენზე მაღლა ან ჩვენზე ძლიერი“. 2020 წელს ვოგთან ინტერვიუში, სტაილზმა გააზიარა, რომ ის ვარჯიშობს პილატესზე, ყოველდღიურად ატარებს მედიტაციას და 3 წლის განმავლობაში იცავდა პესკატერიანულ დიეტას.

2013 წელს British GQ-თან ინტერვიუში კითხვაზე იყო თუ არა ის ბისექსუალი სტაილზმა თქვა, „დარწმუნებული ვარ, რომ არა.“ 2017 წელს კი აღნიშნა, რომ არ სურდა განხილვადი ყოფილიყო მისი ორიენტაცია. როდესაც 2019 წელს The Guardin-მა ჰკითხა თავისი გამორჩეული სტილის ავთენტურობის შესახებ და მოიხსენია Fine Line ალბომის ყდის შეფერილობა იმის შესახებ, რომ ის ჰგავს ბისექსუალურ დროშას და მის აღქმულ სექსუალურ გაურკვევლობას, რაზეც სტაილზმა უპასუხა: „ორიენტაციის გაურკვევლობას ნაგლეჯებად ვაქცევ და ვცდილობ უფრო საინტერესოდ გამოვიყურებოდე? არა... რაც შეეხება იმას თუ როგორ მსურს ჩავიცვა და რა იქნება ალბომის ყდა, მე გადაწყვეტილებებს ისეთ ხალხთან ვიღებ, ვისთანაც მინდა, რომ ვიმუშაო. მინდა რაღაცები გარკვეულწილად განსხვავებულად გამოიყურებოდეს. არა იმიტომ, რომ ვჩანდე როგორც გეი, ან ეს მე ტრადიციული ორიენტაციისას გამხდის, ან გამოვჩნდები, როგორც ბისექსუალი, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს კარგად გამოიყურება. ამაზე მეტიც, ვფიქრობ ორიენტაცია სახალისოა. გულახდილად? ვერ ვიტყვი, რომ ამაზე მეტს ვფიქრობ.“}}

2019 წლის მაისში, სტაილზმა მეორე ადგილი დაიკავა Sunday Times-ის მდიდართა სიის 30 წლამდელ ბრიტანელ მუსიკოსებში, 58 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ქონებით. წინა წელს დაიკავა მესამე ადგილი 50 მილიონი ფუნტი სტერლინგით. მან შეინარჩუნა თავისი პოზიცია 2020 და 2021 წლებში 63 და 75 მილიონი ფუნტი სტერლინგის ქონებით.

ფილანტროფია და ადვოკატირება

2013 წელს, სტაილზი და One Direction-ის წევრი ლიამ პეინი გახდნენ კიბოს საქველმოქმედო ორგანიზაცია Trekstock-ის ელჩები და შეაგროვეს $800,000-ზე მეტი ონლაინ დაფინანსების პლატფორმის Prizeo-ს მეშვეობით. როდესაც ვესტბოროს ბაპტისტურმა ეკლესიამ პიკეტირება მოახდინა One Direction-ის კონცერტზე 2013 წლის ივლისში, სტაილზმა მომენტი სასაუბროდ გამოიყენა და თქვა „მჯერა ყველასათვის თანაბარი უფლებების“. 2014 წელს, სტაილზი შეუერთდა გეი თანასწორობის Stonewall's #FirstSnog-ის საქველმოქმედო კამპანიას მათი 25 წლის თავზე, მხარი დაუჭირა უოტსონის გენდერული თანასწორობის კამპანიას HeForShe და გამოავლინა მხარდაჭერა მაიკლ სემისადმი, One Direction-ის კონცერტზე მისი მაისურის ჩაცმით. მაიკლ სემი პირველი ღიად გეი მოთამაშეა, რომელიც NFL გუნდში ჩამოყალიბდა. 2015 წელს დააფინანსა წყლის ჭაბურღილები ინდოეთში, Drop4Drop-ის მეშვეობით Life Waters-ის დედამიწის წყლის დღის კაპანიაში. ამავე წელს მან საკუთარი თმა გადასცა გაერთიანებული სამეფოს საქველმოქმედო კამპანიას Little Princess Trust, რომელიც აწვდის და აფინანსებს ნამდვილი თმისგან დამზადებულ პარიკებს ბავშვებს, რომლებსაც დაავადებების შედეგად ახასიათებთ თმის ცვენა. 2017 წლის მაისში, დებიუტური ალბომის გამოსვლის აღსანიშნავად მას ჰქონდა კონცერტები ლონდონსა და ლოს ანჯელესში, საიდანაც მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა. ოქტომბერში, პერფორმანსი ჰქონდა სხვა არტისტებთან ერთად CBS რადიოს We Can Survive კონცერტზე მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. სტაილზმა პირველი ტურნის გაყიდული ბილეთებიდან 1.2 ამერიკული დოლარი გაიღო ქველმოქმედებისათვის, მეორე ტურნეს მსვლელობისას მან გადარიცხა 1 მილონი ამერიკული დოლარი ქველმოქმედი პარტნიორებისათვის: ფიზიკოსები რეპროდუქტიული ჯანმრთელობისათვს, შავკანიანი ამომრჩევლები მნიშვნელოვანია და აირჩიე სიყვარული, დღესასწაულების პერიოდში ეხმარებოდა გაჭირვებულ ოჯახებს. ორივე ტურმა ხელი შეუწყო პოლიეთილენის გადამუშავებას და პლასტმასის წყლის ბოთლების გამოყენების შემცირებას.

ჰარი სტაილზი 
სტაილზი აფრიალებს პრაიდის დროშას სცენაზე Love On Tour-ის მსვლელობისას 2021 წელს

სტაილზს ხშირად უჩვენებია მხარდაჭერა ლგბტ საზოგადოების მიმართ მათი დროშის სცენაზე ფრიალით, ამ თემასთან დაკავშირებული სამოსის ტარებითა და ლგბტ ფანების მხარდაჭერით კონცერტების მსვლელობისას. 2018 წელს მისმა ონლაინ მაღაზიამ გაყიდვაში ჩაუშვა მაისურები სლოგანით „მოექეცით ხალხს სიკეთით“ ცისარტყელას პრინტით, პრაიდის თვესთან დაკავშირებით. ამავე წელს სტაილზმა „დატვიტა“ და მხარდაჭერა გამოუცხადა „მარტი ჩვენი ცხოვრებისათვის“ პეტიციას და თავის გიტარას დაუმატა ფრაზები „Black Lives Matter“ და „End Gun Violence“. სტაილზი ფემინისტია. 2019 წლის დეკემბერში, ინტერვიუს კითხვის საპასუხოდ, იმის შესახებ რომ ის თავის გავლენას კონკრეტული მიზეზის მხარდასაჭერად არ იყენებდა სტაილსმა თქვა: „განზავების გამო. რადგან როდესაც რამეს ვამბობ ვამჯობინებ ხალხმა იფიქროს, რომ მე ამას ნამდვილად ვგულისხმობ. გულახდილად, ერთ რამეს ისევ ვეძებ. ხანდახან შემიძლია მხარდაჭერა გამოვავლინო, ან უკან დავიმალო და ვიყო როგორც: ეს ჩემი ცხოვრების ბრძოლაა. აქ ძალა არის რაღაცის გასაკეთებლად. შენ გინდა მთელი შენი წონა შენს უკან.“}}

ისეთი მოვლენების გავლენის შესახებ, როგორიცაა Brexit , მოძრაობა Black Lives Matter და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა მის მუსიკაზე, მან აღნიშნა, რომ „ძალიან ადვილია თავი მოწყენილად იგრძნო მრავალი მიზეზის გამო, ასევე ხანდახან კარგია გაიხსენო, რომ როდესაც გარშემო ბევრი ცუდი რამაა, ასევე არის გასაოცარი ხალხი, რომლებიც გასაოცარ საქმეებს სჩადიან სამყაროში“. სტაილზი ეყრდნობა პოლიტიკურ მემარცხენეობას და დაესწრო ლორდთა პალატის 2016 წლის დებატებს Brexit-ის შესახებ ლეიბორისტი რობერტ უინსტონის მოწვევის შედეგად. Brexit-თან დაკავშირებით, სტაილზმა თქვა „ყველაფერი რაც ხალხს აერთიანებს უკეთესია იმაზე, რაც ხალხს ჰყოფს“ და აღნიშნა, რომ „საპირისპირო სამყარო ის ადგილია სადაც ყოფნა მოეწონებოდა“. 2020 წლის მაისში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფონზე სტაილზმა გამოაქვეყნა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერი პოსტი, რომელიც მოუწოდებდა თაყვანისმცემლებს გაეზიარებინათ და მხარდასაჭერად შემოწირულობა გაეღოთ. თავად სტაილზმა თანხა გადაირიცხა გირაოს ფონდში Black Lives Matter-ის დაკავებული აქტივისტებისთვის. ამავე თვეში დაესწრო Black Lives Matter-ის პროტესტს, ლოს ანელესში. მიუხედავად ბრიტანული წარმომავლობისა, სტაილზმა მხარდაჭერა გამოავლინა ჯო ბაიდენის მიმართ, 2020 წლის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის არჩევნებში.

მოექეცით ხალხს სიკეთით

„Treat People With Kindness“, ასევე შემოკლებით „TPWK“ არის სლოგანი, რომელსაც სტაილზი სიყვარულის, მიღებისა და სიკეთის გასავრცელებლად იყენებს. სტაილზმა სლოგანის გამოყენება თავის დებიუტურ ტურნეზე, 2017 წელს დაიწყო მის გიტარაზე, ტურის მერჩზე, პრაიდის მაისურების ჩათვლით, რომლებიც GLSEN-ისთვის სახსრების მოსაზიდად გაიყიდა. 2019 წლის დეკემბერის ინტერვიუში თქვა „ეს იყო სამაგრი ჩემს გიტარაზე და ჩვენ შევქმენით მაისურები, გარშემო ამ მაისურებს ხშირად ვხედავდი. მანქანის ტარებისას დავინახავდი ვიღაცას და ვგრძნობდი „ოუ ეს უკვე რაღაცას ნიშნავს““. ამან სტილაილზს იდეა მისცა, რომ დაეწერა სლოგანის სახელწოდების სიმღერა „Treat People with Kindness“, რომელიც მის სტუდიურ ალბომ Fine Line-ში შედის.

2019 წლის ოქტომბერში, თიზერის პლაკატები ფრაზით „Do you know who you are?“ და აკრონიმი „TPWK“ იყო ლონდონში, ტოკიოში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში და ავსტრალიაში. ფანებს უკვე შეეძლოთ პლაკატები სტაილზის ახალი ალბომის გამოსვლასთან დაეკავშირებინათ, სწორედ „Treat People with Kindness“ მოტოს გამო. ამავდროულად მსოფლიო მენტალური ჯანმრთელობის დღეს, სტაილზმა გამოუშვა ვებსაიტი „იცი ვინ ხარ?“, რომელიც მომხმარებლებს პოზიტიურ მესიჯებს აწვდიდა, როგორებიცაა „ნათელი“, „Loving“, „მშვენიერი“ და მთავრდებოდა ფრაზით „TPWK. LOVE, H“.

დისკოგრაფია

ფილმოგრაფია

ფილმები
წელი სათაური როლი შენიშვნები
2013 One Direction - ეს ჩვენ ვართ საკუთარი თავი დოკუმენტური საკონცერტო ფილმი
2014 One Direction: Where we are - საკონცერტო ფილმი საკუთარი თავი საკონცერტო ფილმი
2017 Harry Styles: Behind the Album საკუთარი თავი დოკუმენტური ფილმი
2017 დიუნკერკი ალექსი
2021 მარადიულნი ეროსი/სტარფოქსი შუა კრედიტ სცენა
2022 არ იდარდო, ძვირფასო ჯეკი
ჩემი პოლიციელი ტომ ბურგერსი 2022
სატელევიზიო
წელი სათაური როლი შენიშვნები
2012 Icarly საკუთარი თავი ეპიზოდი „iGo One Direction“
2012-2019 Saturday Night Live წამყვანი/მუსიკალური სტუმარი 5 ეპიზოდი (3 One Direction-თან)
2017 ჰარი სტაილზი BBC-ში საკუთარი თავი სპეციალური სატელევიზიო გამოშვება
2017, 2019 The Late Late Show With James Corden მასპინძელი სტუმარი 2 ეპიზოდი
2018 Happy Together არცერთი ექსკლუზიური პროდიუსერი

ტურნეები

  • ჰარი სტაილზი: Live On Tour (2017-2018)
  • Love On Tour (2021-2022)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


Tags:

ჰარი სტაილზი ადრეული ცხოვრებაჰარი სტაილზი კარიერაჰარი სტაილზი მუსიკალური სტილი და გავლენებიჰარი სტაილზი საჯარო იმიჯიჰარი სტაილზი პირადი ცხოვრებაჰარი სტაილზი ფილანტროფია და ადვოკატირებაჰარი სტაილზი დისკოგრაფიაჰარი სტაილზი ფილმოგრაფიაჰარი სტაილზი ტურნეებიჰარი სტაილზი რესურსები ინტერნეტშიჰარი სტაილზი სქოლიოჰარი სტაილზი1 თებერვალი1994One DirectionThe X Factorბოიბენდიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დედამიწაკილიმანჯაროვატიკანილეონარდო და ვინჩისასწორი (ასტროლოგია)იმერეთის მხარეკომუნიზმისეტყვაასტრიდ ლინდგრენირითმაშიზოფრენიაწელიწადის დროებიჩონგურიცხოველებიდიდი სამამულო ომიჯუზეპე ვერდიქალწული (ასტროლოგია)სალომე ზურაბიშვილიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონისტიგმაჩრდილოეთი ამერიკაბაგრატიონებიამაზონიაღმოსავლეთი საქართველოლობოტომიააბო თბილელის წამებათრომბოციტებიელექტრული დენირომის იმპერიაგანმანათლებლობააქლემიევერესტიაპენდიციტიადაპტაციარაბათის ციხენიდერლანდებისამასი არაგველიკუებიავსტრალია (კონტინენტი)ბრუნებაროდოსის კოლოსივნების კვირააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიალიხტენშტაინიძალა26 აპრილივახტანგ VIინდოეთიჰიდროცეფალიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისტამბოლიბიძინა ივანიშვილიილია ჭავჭავაძეფრიდერიკ შოპენიძუძუმწოვრებიგიორგი ანწუხელიძენარკომანიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემასოკრატეელდარის დაბლობირელიგია საქართველოშიჩინეთიბირთვული იარაღიმონოგამიასაქართველოპარალელოგრამიკურდღელიჰიპერბოლა (ენა)მარქსიზმისაქართველო IX-X საუკუნეებშიმიწისძვრაალავერდიპითაგორას თეორემაკილოგრამიზვიად გამსახურდიაამირანი (მითოლოგია)საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკაცია-ადამიანი?!🡆 More