საჭადრაკო ოლიმპიადა 1958

30 სექტემბერი - 23 ოქტომბერი 1958 მიუნხენი, გერმანია

დასავლეთგერმანული ქალაქი თავისი დაარსების 800 წლისთავს აღნიშნავდა. სხვა საზეიმო ღონისძიებების რიგში უმთავრესი ადგილი ეკავა XIII საჭადრაკო ოლიმპიადას. მიუნხენში 36 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა. 37 წლიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ესპანელი მოჭადრაკეები. ჩამოვიდნენ ამერიკელებიც. 15 წლის რობერტ ფიშერი, რომელსაც საზონათაშორისო ტურნირში წარმატებით გამოსვლისათვის ოლიმპიადის წინ მიენიჭა დიდოსტატის წოდება, დაღლილობის მომიზეზებით გუნდს მიუნხენში არ ჩამოყვა. პირველად თამაშობდნენ ოლიმპიადაზე მიხეილ ტალი და ტიგრან პეტროსიანი. ისინი საბჭოთა გუნდში სათადარიგოებად იყვნენ გამწესებულნი.

როდესაც გუნდში ისეთი მოჭადრაკეები გყავს, რომ ტალს და პეტროსიანს სათადაროგოებად უწევთ თამაში, ტურნირის მოგება ძნელი არ უნდა იყოს. ასეც მოხდა. საბჭოთა გუნდმა დაუმარცხებლად განვლო ტურნირი და დამსახურებულად მიიღო ჰამილტონ-რასელის თასი. ყველა საბჭოთა მოჭადრაკემ მიიღო მცირე ოლიმპიური მედალი (მათ შორის ოთხი ოქროს) საკუთარ დაფაზე წარმატებისათვის.

ტურნირი ეროვნული მუზეუმის კონგრესების დარბაზში ჩატარდა. ქვეჯგუფებში ძირითადად ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, თუმცა იყო სიურპრიზებიც. მეორე ჯგუფში მოულოდნელად გაიმარჯვა ესპანეთის ნაკრებმა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ამერიკელები. მთავარი სიურპრიზი კი უნგრელთა წარუმატებლობა იყო. მესამე ჯგუფში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონებს არგენტინელებმა, აღმოსავლეთ გერმანელებმა და ინგლისელებმა გაასწრეს და მეორე ფინალურ ჯგუფში ,,დაულოცეს’’ გზა.

ფინალური ტურნირი საბჭოელების უპირატესობით წარიმართა. მათ მართლია ფრედ დაამთვრეს მატჩები იუგოსლავიელებთან, არგენტინელებთან და ამერიკელებთან, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაუყენებიათ თავისი გამარჯვება ეჭვის ქვეშ. თავის მხრივ, იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი და ბრძოლა ძირითადად მესამე ადგილისათვის მიდიოდა. ამერიკელები ზედმეტმა მშვიდობისმოყვარეობამ დაღუპა (6 ფრე ფინალში) და ისინი ამ ბრძოლაში არგენტინელებს ქულანახევრით ჩამორჩნენ.

ტექნიკური შედეგები

მონაწილეობდა 36 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ტურნირი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფში არკვევდნენ ფინალისტთა ვინაობას. ქვეჯგუფებში პირველ-მესამე ადგილებზე გასული გუნდები თამაშობდნენ მთავარ ფინალში (I-IX ადგილები). დანარჩენები B და C ფინალურ ტურნირებში იბრძოდნენ XIII-XIV და XXVI-XXXVI ადგილებისათვის. ორივე ეტაპზე ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

პირველი ეტაპი

მეორე ეტაპი

  • XXV-XXXVI ადგილები

25.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ნორვეგია - 30 26.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ფილიპინები - 29,5 27.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - 28 28.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  იტალია - 19 29.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  შოტლანდია - 25,5 30.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  საბერძნეთი - 25 31.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  პორტუგალია - 23 32.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ირანი - 20 33.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  პუერტო-რიკო - 14,5 34.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ირლანდია - 14,5 35.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ტუნისი - 14 36.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ლიბანი - 13,5

  • XIII-XXIV ადგილები

13.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  უნგრეთი - 31 14.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ნიდერლანდები - 28,5 15.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  კანადა - 24,5 16.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  კოლუმბია - 24,5 17.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ისრაელი - 23,5 18.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  დანია - 23 19.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  პოლონეთი - 22,5 20.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  შვედეთი - 21 21.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ფინეთი - 19 22.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ისლანდია - 18 23.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  საფრანგეთი - 15 24.საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ბელგია - 13,5

I-XII ადგილები

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

მიხეილ ბოტვინიკი 9 (+7=4-1), ვასილი სმისლოვი 9,5 (+7=5-0), პაულ კერესი 9,5 (+7=5-0), დავიდ ბრონშტეინი 9,5 (+7=5-0), მიხეილ ტალი 13,5 (+12=3-0), ტიგრან პეტროსიანი 10,5 (+8=5-0)

სვეტოზარ გლიგორიჩი 12 (+9=6-0), ალექსანდრ მატანოვიჩი 9,5 (+7=5-1), ბორისლავ ივკოვი 9,5 (+7=5-3), პეტარ ტრიფუნოვიჩი 7(+5=4-2), ბოჟიდარ ჯურაშევიჩი 6,5 (+3=7-1), ანდრია ფუდერერი 8,5 (+8=1-2).

ჰერმან პილნიკი 9 (+5=8-2), ოსკარ პანო 12 (+8=8-0), ერიკ ელისკაზესი 10,5 (+5=11-1), როდოლფო რედოლფი 5 (+3=4-2), რაულ სანგინეტი 9,5 (+7=5-3), ხაიმე ემმა 2,5 (+2=1-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
სვეტოზარ გლიგორიჩი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  იუგოსლავია 12 15 80,0
მაქს ეივე საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ნიდერლანდები 8,5 11 77,3
მიხეილ ბოტვინიკი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 9 12 75,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ფრენკ ანდერსონი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  კანადა 13 17 76,5
ვასილი სმისლოვი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 11,5 16 71,9
ოსკარ პანო საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  არგენტინა 11,5 16 71,9
მესამე დაფა ქვეყანა %
პაულ კერესი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 9,5 12 79,2
ირჟი ფიხტი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ჩეხოსლოვაკია 12,5 17 73,5
მილტონ ბორხა საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ფილიპინები 13,5 19 71,1
მეოთხე დაფა ქვეყანა %
დავიდ ბრონშტეინი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 9,5 12 79,2
ლარი მელვილ ევანზი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  აშშ 11,5 16 71,9
შანდორ ნილსონი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  შვედეთი 11 16 68,8
პირველი სათადარიგო დაფა ქვეყანა %
მიხეილ ტალი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 13,5 15 90,0
გიორგი ტრინგოვი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ბულგარეთი 7 10 70,0
ნიკოლას როსოლიმო საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  აშშ 10 15 66,7
ჰეიე კრამერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  ნიდერლანდები 8 10 66,7
მეორე სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ტიგრან პეტროსიანი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  სსრკ 10,5 13 80,8
დიოჟე ფორინტოში საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  უნგრეთი 10,5 13 80,8
ანდრია ფუდერერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1958  იუგოსლავია 8,5 11 77,3

ლიტერატურა

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საჭადრაკო ოლიმპიადა 1958 ტექნიკური შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1958 ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1958 საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვითსაჭადრაკო ოლიმპიადა 1958 რესურსები ინტერნეტშისაჭადრაკო ოლიმპიადა 1958195823 ოქტომბერი30 სექტემბერიგერმანიამიუნხენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კონსტანტინე გამსახურდიაყაყაჩომსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითნიკო ბაგრატიონიახალქალაქიზუგდიდიჭიანჭველასებრნიწყალისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაიგიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაგველებიაპრილის სოკოენძელაქაშვეთის ეკლესიაშავი ზღვის თევზების სიავიკიპედიარითმალათინური ენასაქართველოს კონსტიტუციაEDMფრინველებიმეტყველების ნაწილებირიონიემპათიადუნაიკვადრატიედუარდ შევარდნაძეხარებათავისუფლების დიდი ქარტიაპანსექსუალიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ექვთიმე თაყაიშვილიდავით სარაჯიშვილიებრაელებირიტმიაკაკი წერეთელიგიორგი IV ლაშაბელგიაგიორგი ცაბაძეაჭარაჯრუჭის I ოთხთავისაქართველო IV საუკუნეშიაღმოსავლეთი საქართველონიკო ნიკოლაძეიუდაიზმიეკოლოგიათერგდალეულებილაშა შავდათუაშვილივარძიაელისაბედ IIაქემენიანთა იმპერიაფინეთიპლანეტამასონობაპოლონეთიგურიანიჰილიზმიქართული სამზარეულოსაჰარაყვავილოვანი მცენარეებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიააზოტიტყეპროტესტანტიზმისაქართველოს წითელი ნუსხარევაზ ინანიშვილიმარტივი და შედგენილი რიცხვებილუდვიგ ვან ბეთჰოვენიფოცხვერიმესამე ჯვაროსნული ლაშქრობამთვარეიერუსალიმის სამეფოათონის ივერთა მონასტერიბოტულიზმი🡆 More