ვიკიფიცირება — პროცესი, რომლის მიზანია სტატიის დამუშავება ვიკიპედიის ხარისხის კრიტერიუმების შესაბამისად.
ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ დაამუშავოთ სტატია ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. |
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ვიკიფიცირების პროცესი კომპლექსურია და გულისხმობს: შესაბამისი წყაროების მითითებას, შიდა ბმულების მითითებას, ილუსტრაციის ჩამატებასა და სტატიის ტექსტის ენციკლოპედიურ სტილში გადამუშავებას. აქედან შიდა ბმულების, წყაროებისა და სტილის დამუშავება აუცილებელია, ხოლო ილუსტრირება მიზანშეწონილია, თუმცა არასავალდებულო (რადგანაც ყოველთვის არსებობს თემა, რომლის საილუსტრაციოდ გამოსახულების პოვნა რთულია ან თითქმის შეუძლებელია).
ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. დაწვრილებითი ინფორმაცია ვიკიპედიაში წყაროების გამოყენებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე — ვიკიპედია:წყაროს მითითება.
შიდა ბმული არის ბმული ვიკიპედიის ერთი სტატიიდან მეორეზე. ბმული აკავშირებს ვიკიპედიის სტატიებს ერთმანეთთან და უმარტივებს მკითხველს ინფორმაციის მოძიებას. შიდა ბმულები არსებობს ორი სახის - ლურჯი და წითელი. ლურჯი ბმული არის ბმული არსებულ სტატიაზე, ხოლო წითელი - ჯერ არარსებულზე. შიდა ბმულის გაკეთების ორი გზა არსებობს:
ჯერ განვიხილოთ პირველი შემთხვევა და დავაჭიროთ რედაქტირება ღილაკს. ქვემოთ არის პატარა ვიდეოინსტრუქცია, თუ რა ხდება:
ვიკიპედიაში არსებული ნებისმიერი სტატია უნდა იყოს დაწერილი ენციკლოპედიურ, სამეცნიერო სტილში. ჩვენთვის მიუღებელია მხატვრული, პუბლიცისტური ან ნებისმიერი სხვა სახის სტილი. ვიკიპედიის თითოეული სტატია უნდა იწყებოდეს სტატიის სათაურით, რომელიც უდნა იყოს დაწერილი გამუქებული შრიფტით. მაგ. სტატია თბილისი ასე უნდა იწყებოდეს:
გამუქებული სათაურის შემდეგ უნდა მოდიოდეს სტატიის ობიექტის მოკლე აღწერა, რომელიც უნდა შეიცავდეს მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ფაქტებს სტატიის ობიექტის შესახებ. მოკლე აღწერა უნდა იყოს გამოყოფილი სათაურისგან ტირეთი (—). „თბილისისთვის“ ეს არის:
ხშირ შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი ინფორმაციის ჩაწერა, როგორიცაა მაგ. ობიექტის ძველი სახელწოდება, ობიექტის სახელწოდება მშობლიურ ენაზე და მისთ. პიროვნებისთვის, ცხადია, საუბარია მეორე სახელსა და გვარზე (ან ფსევდონიმზე), სახელსა და გვარზე მშობლიურ ენაზე და მისთ. ასევე შესავალში მიზანშეწონილია პიროვნების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღისა და ადგილმდებარეობის აღნიშვნა. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომლებმაც უნდა გაამარტივონ ნაწერის ზემოთ აღნიშნულის:
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები განიხილავენ მხოლოდ პიროვნებისა და გეოგრაფიული ობიექტის შესახებ სტატიებს, ანალოგიური პრინციპის გავრცელება ხდება ვიკიპედიის ნებისმიერ სტატიებზე.
შესავლის შემდეგ სტატიის სტრუქტურა უკვე თქვენს განკარგულებაშია, სტატიის დაწერა შეგიძლიათ ისე, როგორც გსურთ, თუმცა სამეცნიერო სტილის დაცვა აუცილებელია.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:ვიკიფიცირება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.