საჭადრაკო ოლიმპიადა 1935

16 - 31 აგვისტო 1935 ვარშავა, პოლონეთი

ვარშავაში 20 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. გუნდებში ძირითდად ახალგაზრდა მოჭადრაკეები სჭარბობდნენ, სწორედ ისინი, ვინც შემდეგ მეოცე საუკუნის 40-60-იან წლებში ტონს აძლევდა მსოფლიოს ჭადრაკს. მთავარი ფავორიტები მასპინძლები იყვნენენ. მათთვის კონკურენია შვედებს, უნგრელებს, ჩეხებს და იუგოსლავიელებს უნდა გაეწიათ. არც თუ ისე მაღლა ფასობდა ამერიკელთ ა შანსები, ვინაიდან მათ აკლდათ ორი უძლიერესი მოჭადრაკე: სამუელ რეშვსკი და ისააკ კეჟდენი. განსაკუთრებით დაეცა მათი შანსები მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა მესამე და მეოთხე ტურებში მარცხი განიცადეს უნგრელებთან (1-3) და შვედებთან (1,5-2,5) შეხვედრებში.

მძლავრი სტარტი აიღეს შვედებმა. მეთერთმეტე ტურის შემდეგ ისინი 3,5 ქულით უსწრებდნენ უნგრელებს, ოთხით - ამერიკელებს და ხუთით - პოლონელებს და ჩეხებს. ჩემპიონობა თითქოს ახლოს იყო, მაგრამ შვედებმა აღებული ტემპი ვერ შეინარჩუნეს. ტურნირის მეორე ნახევარში ისინი ერთნაირი ანგარიშით (1,5-2,5) დამარცხდნენ იუგოსლავიელებთნ და პოლონელებთან, რამაც საშუალება მისცა ამ უკანასკნელთ მე-15 ტურის შემდეგ დასწეოდნენ ლიდერს. სულ ნახევარი ქულით უკან იყვნენ ამერიკელები. ოლიმპიურ ჩემპიონებს ტემპი არ დაუგდიათ და პირველებმა გადაკვეთეს ფინიში ხაზი. ამერიკელთა წარმატება ძირითადად ბოლო დაფებზე დეიკისა და გოროვიცის წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარმოშობით პოლონელის (მისი ნამდვილი გვარი დაკოვსკი იყო) დეიკის თამაში. მან 15,5 ქულა მოაგროვა 18 პარტიიდან (არ უთამაშია მხოლოდ თანამემამულეების წინააღმდეგ). დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის პოლონელებსა და შვედებს შორის. ბოლო ტურის წინ პოლონელები ქულით იყვნენ წინ, მაგრამ ბოლო ტურში სერიოზული მეტოქე ჰყავდათ იუგოსლავიელების სახით, მაშინ როცა შვედბს პალესტინელებთან უწევდათ თამაში. შვედებმა დიდი ანგარიშით მოიგეს (3,5-0,5, ხოლო პოლონელები საერთოდაც დამარცხდნენ (1,5-2,5) და მეორე ადგილზე სკანდინავიელები გავიდნენ. ამერიკელებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი. ოლინპიადის დღეებში გაიმართა ფიდეს მორიგი კონგრესი, რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა გერმანელთა წინადადებაც, ჩაეტარებინათ მიუნხენში გუნდური საჭადრაკო ტურნირი, რომელიც მიეძღვნებოდა 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებს და ჩატარდებოდა ოლიმპიადის დღეებში. ამ დროისათვის გერმანია გამოსული იყო ფიდეს შემადგენლობიდან და ამ უკანასკნელმა მიიღო ფრთხილი და დიპლომატიური გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანას თავად ჰქონდა უფლება გადაეწყვიტა მიიღებდა თუ არა ტურნირში მონაწილეობას. გერმანელებმა მონაწილეთა დაინტერესების მიზნით, გამოაცხადა რომ, არ იქნებოდა არავითარი ეროვნული შეზღუდვები და რვა მოჭადრაკემდე გაიზრდებოდა გუნდების შემადგენლობა. ამან გაჭრა და მიუნხენში 21 ქვეყნის ნაკრები ჩავიდა, თუმცა გერმანიაში არ ჩავიდა ბევრი ცნობილი დიდოსტატი. საერთოდ არ იყვნენ ამერიკელებიც.

ტურნირის ორგანიზატორები ბევრს ეცადნენ რომ, ფიდეს ეს ტურნირი მორიგ, მეშვიდე ოლიმპადად ჩაეთვალა, მაგრამ ამაოდ. არ გაუმართლათ გერმანელებს არც სპორტული თვალსაზრისით. მათი გუნდი მხოლოდ მესამე იყო ფინიშთან. ტურნირი კი უნგრელებმა მოიგეს. მეორენი პოლონელები იყვნენ.

ტექნიკური შედეგები

მონაწილეობდა 20 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

როიბნ ფაინი 9 (+5=8-4), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 7,5 (+6=3-3), აბრაჰამ კუპჩიკი 10 (6=8-0), არტურ უილიამ დეიკი 15,5 (+13=5-0), ალბერტ ისრაელ გოროვიცი 12 (+10=4-1)

გედეონ შტალბერგი 11,5 (+8=7-2), გოსტა შტოლცი 12 (+8=8-3), ერიკ ლუნდინი 13,5 (+10=7-2), გოსტა დანიელსონი 15 (+12=6-1), ერნსტ ლარსონი 0,5 (+0=1-1).

საველი ტარტაკოვერი 11,5 (+6=11-0), პაულინ ფრიდმანი 11,5 (+7=9-0), მიგელ ნაიდორფი 12 (+9=6-2), ჰენრიკ ფრიდმანი 7,5 (+5=5-2), კაზიმირ მაკარჩიკი 9,5 (+6=7-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
სალო ფლორი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  ჩეხოსლოვაკია 13 17 76,5
ალექსანდრე ალიოხინი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  საფრანგეთი 12 17 70,6
გედეონ შტალბერგი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  შვედეთი 11,5 17 67,6
საველი ტარტაკოვერი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  პოლონეთი 11,5 17 67,6
მეორე დაფა ქვეყანა %
ანდრე ლეიტენანტი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  უნგრეთი 15 19 78,9
პაულინ ფრიდმანი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  პოლონეთი 11,5 16 71,9
გოსტა შტოლცი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  შვედეთი 12 19 63,2
ჯაკობო ბოლბოჩნი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  არგენტინა 12 19 63,2
მესამე დაფა ქვეყანა %
ერიჰ ელისკაზესი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  ავსტრია 15 19 78,9
კორნელ გავაში საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  უნგრეთი 8 11 72,7
აბრაჰამ კუპჩიკი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  აშშ 10 14 71,4
მეოთხე დაფა ქვეყანა %
უილაიმ არტურ ლეიკი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  აშშ 15,5 18 86,1
გოსტა დანიელსონი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  შვედეთი 15 19 78,9
პეტარ ტრიფუნოვიჩი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  იუგოსლავია 12,5 16 78,1
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ალბერტ ისრაელ გოროვიცი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  აშშ 12 15 80,0
იური პელიკანი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  ჩეხოსლოვაკია 10,5 15 70,0
მარკეს ლუკსი საჭადრაკო ოლიმპიადა 1935  ლიეტუვა 11 16 68,8

ლიტერატურა

  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

Tags:

საჭადრაკო ოლიმპიადა 1935 ტექნიკური შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1935 ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგებისაჭადრაკო ოლიმპიადა 1935 საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვითსაჭადრაკო ოლიმპიადა 1935 რესურსები ინტერნეტშისაჭადრაკო ოლიმპიადა 193516193531 აგვისტოვარშავაპოლონეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელისაბედ IIანემიადემოკრატიაშინაური ძაღლიილია IIბორჯღალანინი ბადურაშვილიიმპოტენციატემპერამენტის ტიპებისომხეთიაფრიკის ქვეყნების სიასასმელი წყალიყაზახეთიმეორე მსოფლიო ომიგეორგიევსკის ტრაქტატიმორალილონდონიშალვა ნუცუბიძესაერთაშორისო სამართალილადო ასათიანიირაკლი ღარიბაშვილიFრუსეთის იმპერიაბუდაპეშტიწითელანიკო ბაგრატიონისამკურნალო მცენარეები29 აპრილიBTS (ჯგუფი)ჯვაროსნული ლაშქრობებიმსოფლიოს შვიდი საოცრებავანიქუთაისიყარსის ხელშეკრულებაგაერთიანებული სამეფოაშშ-ის ისტორიალეონიდ ბრეჟნევიშიზოფრენიამამაო ჩვენოფოცხვერიალბერტ აინშტაინიMვაზიმწერებიკონსერვატიზმისაქართველოს ეროვნული მუზეუმინაკიანი წელიწადისაქართველოს სოფლებიFacebookსაქართველოს კონსტიტუციაეკოლოგიაზაქარია ფალიაშვილიაფროდიტეთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისოხუმისამანიშვილის დედინაცვალიზებულონიგიორგი ანწუხელიძეწითელი წიგნიანალური სექსივირუსებივასილ ბარნოვიდისკრიმინაციაბოდბის მონასტერისლოვაკეთიხებორჯომიმაიმუნებიმგელიალუდა ქეთელაურიხეოფსის პირამიდაფინეთიდაუნის სინდრომიზვიგენებიძველი თბილისიდანაშაული და სასჯელიიესო ქრისტებუ🡆 More