რელიგიური ლიბერალიზმი

რელიგიური ლიბერალიზმი რელიგიების (ან კონკრეტული რელიგიის) ისეთი განსაზღვრებაა, რომელიც აერთიანებს პერსონალურ და კოლექტიურ თავისუფლებას და რაციონალურობას.

ეს არის მიდგომა (რომელიც მოიცავს რელიგიის კრიტიკას სეკულარული პოზიციიდან და გვევლინება რელიგიის, როგორც ერთი კონკრეტულის მფლობელობაში არსებულის კრიტიკოსად) რომელიც წინააღმდეგობაშია ტრადიციულ ან ორთოდოქსულ გაგებასთან, და უფრო მეტად წინააღმდეგობაშია რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან. „რელიგიური ლიბერალიზმი“ უფრო მეტად მიესადაგება რელიგიურ თავისუფლებას, რომელიც შემწყნარებლობით გამოირჩევა, განსხვავენული რელიგიური რწმენისა და ნორმების მიმართ, მაგრამ „რელიგიური თავისუფლების“ ყველა ნორმა, არ არის „რელიგიურ ლიბერალიზმთან“ სრულ თანხვედრაში.

მიმოხილვა

„რელიგიური ლიბერალიზმის“ შემთხვევაში, სიტყვა „ლიბერალიზმი“ იმ ფასეულობებს მოიცავს, რაც კლასიკური ლიბერალიზმისთვის იყო დამახასიათებელი, რომელიც განმანათლებლობის პერიოდში ჩამოყალიბდა. „განმანათლებლობის პერიოდი“ თავის მხრივ, საწყის წერტილად ითვლება როგორც რელიგიური, ისე პოლიტიკური ლიბერალიზმისთვის; მაგრამ „რელიგიური ლიბერალიზმი“ არ იზიარებს „ლიბერალიზმის“ ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ამ იდეოლოგიის პოლიტიკურ ფილოსოფიაში ჩამოყალიბდა. მაგალითისთვის, ემპირიულად დამტკიცდა კავშირი რელიგიურ და პოლიტიკურ ლიბერალიზმს შორის, 1973 წლის კვლევაში, რომელიც ილინოისის შტატში ჩატარდა.

ტერმინი „ლიბერალიზმის“ გამოყენება, რელიგიურ ფილოსოფიაში XIX საუკუნის დასასრულს დაიწყო და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა; მაგალითისთვის 1936 წელს, ფილოსოფიის პროფესორმა და ქრისტეს ცხოვრების შესწავლელმა ედუარდ სკრიბნერ ამსმა მის სტატიაში „ლიბერალიზმი რელიგიაში“ დაწერა:

ტერმინი „ლიბერალიზმი“, როგორც ჩანს რელიგიის ისეთ გაგებას ანვითარებს, რომელიც ჩვენი აზროვნების არეალს აფართოვებს. ეს გაგება მეტადაა წინააღმდეგობაში ფუნდამენტალიზმთან და ბევრად ღრმა შინაარს ატარებს, ვიდრე მოდერნიზმი. ფუნდამენტალიზმი რეალობას ხსნის როგორც, გაუკრიტიკებელ მოცემულობას. ფუნდამენტალიზმიდან გამომდინარე კი, ტრადიციონალიზმი და ავტორიტარიზმი დომინანტ ფორმად რჩება. არ არსებობს ორი აზრი, რომ ტრადიციული ცხოვრების წესის ჩანაცვლებამ, ბევრი ადამიანი შეცბუნებული და გაღიზიანებული დატოვა. ახლა კი ეს ადამიანები ხვდებიან, რომ არ არსებობს კონკრეტული შეხედულება, რომელიც უნიკალურია ყველა ეპოქისთვის. ისინი ძლიერ სურვილს ფლობენ, უფრო ღრმად ჩასწვდნენ მათი ცხოვრების არსსა და მიმართულებას. რელიგიური ლიბერალიზმი კი, არა როგორც კულტი, არამედ მდგომარეობა და მეთოდი, მიზნად ისახავს ააშენოს უფრო ჰუმანური როგორც ინდივიდუალური ისე კოლექტიური ცხოვრება.

ქრისტიანობა

ტერმინი „ლიბერალური ქრისტიანობა“ ერთგვარი ქოლგაა, რომელიც სხვადასხვა მიღწევებს მოიცავს ქრისტიანულ თეოლოგიასა და კულტურაში, გვიანი XVIII საუკუნის განმანათლებლობის პერიოდიდან. ის მთავარი ხაზი გახდა, ძირითად ქრისტიანულ კონფესიებში მსოფლიოს დასავლურ ნაწილში, მაგრამ წინააღმდეგობას აწყდება ქრისტიანი ფუნდამენტალისტების მხრიდან, რომელიც ლიბერალური ტენდენციის საპასუხოდ ჩამოყალიბდა, მათ შორის გამოირჩევა ევანგელიანიზმი.

კათოლიკურ ეკლესიას მრავალწლიანი ტრადიცია აქვს „რელიგიურ ლიბერალიზმთან“ დაპირისპირების. მაგალითად, კარდინალი ჯონ ჰენრი ნიუმენი (1801–1890), XIX საუკუნის სტანდარტებით ლიბერალად ითვლებოდა მისი კრიტიკული დამოკიდებულების და გამო პაპის უცდომელობასთან დაკავშირებით, მაგრამ გაცხადებულად უპირისპირდებოდა „ლიბერალიზმს რელიგიაში“ რადგან ამტკიცებდა, რომ ეს მიდგომა გამოიწვევდა რელატივიზმის დასრულებას.

კონსერვატორი პრესვიტერიანელი ბიბლიის სწავლული ჯონ გრეშამ მახენი როგორც თვითონ უწოდებდა „ნატურალისტურ ლიბერალიზმს“, 1923 წელს გამოცემულ მისსავე წიგნში „ქრისტიანობა და ლიბერალიზმი“ აკრიტიკებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი ტრადიციულ ფრაზეოლოგიას იყენებს, თანამედროვე ლიბერალიზმი არამხოლოდ განსხვავებული რელიგიაა ქრისტიანობისგან, არამედ რელიგიების სრულიად განსხვავებულ კლასს ეკუთვნის“. ანგლიკანელი ქრისტიანი აპოლოგეტი კლივ სტაჰლ ლევისი აჟღერებს, XX საუკუნის მიმოხილვას და ამტკიცებს, რომ „თეოლოგიის ლიბერალური ხაზი“ შეიქმნა, რათა ხელახლა გამოიგონოს და გარდაქმნას ქრისტიანობა, მისივე შემქმნელების საშუალებით.

ისლამში

ისლამის ლიბერალურ და პროგრესულ მოძრაობაში, ჩართულნი იყვნენ გამოცდილი მუსლიმი სწავლულები, რომელთაც ჩამოაყალიბეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა ისლამის ლიბერალური მიმართულებით, რაც მოიცავდა ახლებულ გადააზრებასა და პრაქტიკების დამკვიდრებას. მათი მუშაობა ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც „პროგრესული ისლამი“ (al-Islām at-taqaddumī); ზოგი სწავლული როგორიცაა ომიდ საფი, პროგრესულ და ლიბერალურ ისლამს მოიხსენიებს როგორც, ორ გამორჩეულ მოძრაობას ისლამში.

ლიბერალური ან პროგრესული ისლამის მეთოდოლოგია, ტრადიციული ნაწერების ინტერპრეტაციაშია, როგორიცაა ყურანი და სხვა ტექსტები (მაგალითად ჰადი). ამ პროცესს კიიტჯიჰადად მოიხსენიებენ.თარგი:Page needed ეს შეიძლება მცირედით განვასხვავოთ ყველაზე ლიბერალური მიმდინარეობისგან, სადაც მხოლოდ ყურანისგამოცხადების ნაწილის გადააზრება ხდება, სადაც ძირითადად წინასწარმეტყველი მუჰამედის მოღვაწეობაა აღწერილი, კონკრეტული დროისა და კონტექსტის მიხედვით.

ლიბერალი მუსლიმები, საკუთარ თავს ხედავენ როგორც უმას თავდაპირველი ეთიკური და პლურალური პრინციპების დამცველები, რომელი პრინციპებიც ყურანშია გაწერილი. მაგრამ დისტანცირდებიან გარკვეული ტრადიციული და ნაკლებად ლიბერალური ინტერპრეტაციებისგან ისლამურ კანონებში. მთავარი მიზეზი ამ ტრადიციული ჯგუფების მიკერძოებაა. ამ ჯგუფებს მიიჩნევენ, როგორც ისლამამდე არსებული ტრადიციების გაგრძელებას. ახალი რეფორმატორული მოძრაობა ტავჰიდს (მონოთეიზმს) ხსნის „როგორც საორგანიზაციო პრინციპების ერთობას კაცობრიობისთვის, ხოლო რელიგიური ცნობიერების საყრდენებს, ისტორიას, მეტაფიზიკას, ესთეტიკას და ეთიკას, როგორც სოციალური, ეკონომიკური და მსოფლიო წესრიგის წყაროებს“.

ისლამური მოდერნიზმი ახსნილია როგორც „პირველი მუსლიმური იდეოლოგია, დასავლური კულტურული ცვლილებების პასუხად“. ისლამური მოდერნიზმი ცდილობს, ისლამისთვის მისაღები გახადოს ისეთი თანამედროვე ღირებულებები, როგორიცაა ნაციონალიზმი, დემოკრატია, სამოქალაქო უფლებები, თანასწორობა, ეგალიტარიანიზმი, და პროგრესი.თარგი:Page needed ისლამური მოდერნიზმი გამოირჩევა, „ისლამის იურისპუდენციაში არსებული, კლასიკური კონცეფციებისა და მეთოდების, კრიტიკული გამოკვლევით“ რომელიც ახალი მიდგომაა ისლამურ თეოლოგიასა და ყურანის ეგზეგეზში.

ისლამური მოდერნიზმი ერთ-ერთი იყო ისლამურ მოძრაობებს შორის, სეკულარიზმი, ისლამიზმი, და სალაფიზმი- რომელიც, XIX საუკუნის შუაში გაჩნდა ისეთი გამოწვევების საპასუხოდ მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ, როგორიც იყო „დასავლური კულტურის და კოლონიალიზმის“ ექსპანსია. ისლამური მოდერნიზმის დამმაარსებლები არიან მუჰამედ აბდუჰი, ალ-აზარის უნივერსიტეტის შეიხი 1905 წლამდე (მის გარდაცვალებამდე), ჯამალ ად-დინ ალ-ავღანი, და მუჰამედ რაშიდ რიდა.

ისლამის პირველი მოდერნისტები, (ალ-ავღანი და მუჰამედ აბდუ) იყენებდნენ ტერმინ „სალაფიია რათა ხაზი გაესვათ მათი მცდელობისთვის, ისლამური ცნობიერების განახლების შესახებ. სალაფია მოძრაობა დასავლეთში ცნობილია როგორც, „ისლამური მოდერნიზმი“,ასევე ძალიან განსხვავდება სალაფი მოძრაობისგან, რომელიც ისეთი „იდეოლოგიის მატარებელია როგორიცაა ვაჰაბიზმი“. მალის რუტვენის, თქმით ისლამური მოდერნიზმი დაარსების დღიდან განიცდის წნეხს, როგორც სეკულარი მმართველებისგან, ისე „ოფიციალური ულამასგან „რომლის მთავარი მიზანია, რელიგიური ლეგიტიმურობა შესძინონ მმართველთა ქმედებებს“.

ლიბერალური რელიგია უნიტარიანიზმში

ტერმინი „ლიბერალური რელიგია“, გამოყენებულ იქნა უნიტარელი ქრისტიანების და უნიტარული უნივერსალისტების მიერ, რათა დაემკვიდრებინათ ადგილი რელიგიურ ლიბერალიზმში. ასევე ამ ტერმინს ხმარობდნენ, არა-უნიტარი მოაზროვნეებიც. „ლიბერალური რელიგიის ჟურნალი“ გამოიცა „უნიტარ მსახურთა კავშირის“, მედვილის თეოლოგიური სკოლის, და „უნივერსალისტ მსახურთა ასოციაციის“ მიერ 1939-1949 წწ, და რედაქტირებული იყო, გავლენიანი უნიტარი თეოლოგის ჯეიმზ ლუთერ ადამსის მიერ. 50 წლის შემდეგ, ჟურნალის ახალი ვერსია გამოქვეყნდა, ონლაინ ფორმატით 1999-2009 წლებში.

იხილეთ ასევე

  • მრავალჯერადი რელიგიური კუთვნილება
  • პოსტ-თეიზმი
  • პოსტქრისტიანობა
  • რელიგიური ნატურალიზმი
  • რელიგიური პლურალიზმი
  • მეგობრების რელიგიური საზოგადოება
  • რწმენის ზღვა
  • სეკულარული თეოლოგია
  • სეკულარიზმი

სქოლიო

ლიტერატურა

Tags:

რელიგიური ლიბერალიზმი მიმოხილვარელიგიური ლიბერალიზმი ქრისტიანობარელიგიური ლიბერალიზმი ისლამშირელიგიური ლიბერალიზმი ლიბერალური რელიგია უნიტარიანიზმშირელიგიური ლიბერალიზმი იხილეთ ასევერელიგიური ლიბერალიზმი სქოლიორელიგიური ლიბერალიზმი ლიტერატურარელიგიური ლიბერალიზმითავისუფლება (ფილოსოფია)რაციონალიზმირელიგიასეკულარიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკა არაბიძესაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირილაშა დვალიაფრიკის ქვეყნების სიაელისაბედ IIლიონელ მესიორგაზმიჩუტყვავილაქართვლის დედათამარ მეფეატომიკურდღელიშინაური ძაღლიბუნებრივი რესურსებიდედამიწის სტრუქტურაუოლისი და ფუტუნაათონის ივერთა მონასტერიკავკასიაბირთვული იარაღითემურ ქეცბაიათორნიკე ერისთავიალკოჰოლური სასმელიაშშ-ის სამოქალაქო ომინიჰილიზმიტოკიოარგენტინამორის ალექართული დამწერლობაქალთევზაზმნააჭარის ავტონომიური რესპუბლიკარელიგია საქართველოშიპროქსიმა კენტავრი bანგკორ-ვატისამეგრელორამადანილეონარდო და ვინჩიექსპრესიონიზმიქუნთრუშაზვიგენებიმცხეთის ჯვრის მონასტერიგიორგი მამარდაშვილიგრენლანდიაინგლისის რევოლუციაასტრიდ ლინდგრენივატიკანიკათოლიციზმივეფხვიერითროციტებიბუღა თურქის შემოსევაანტონიმინიკო ნიკოლაძეკვადრატიირაკლი აზაროვიტყეალაზანისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკლასიციზმისაქართველოს სამეფოევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ირანიმყინვარწვერიაუტიზმიალცჰაიმერის დაავადებამიხეილ მესხის სტადიონიიმპრესიონიზმიალბანეთისოფლის მეურნეობაპანკრეასიყვავილოვანი მცენარეებიქართული მითოლოგიასაქართველო VI საუკუნეშიგალაკტიონ ტაბიძეხელისუფლების დანაწილებაგაერთიანებული ერების ორგანიზაციაპროტესტანტული რეფორმაცია🡆 More