დემოკრატია

ქართული editions of Wiki, an online encyclopedia


დემოკრატია (ბერძ. δήμος „დემოს“ — ხალხი; κράτος „კრატოს“ — კანონი, ძალა) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა, ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.

2019 Democracy index.svg

დემოკრატიის ნიშან თვისებები

ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი, რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.

პირდაპირი დემოკრატია

მოქალაქეთა პირდაპირ, უშუალო და მუდმივ თანამონაწილეობას მმართველობით საქმიანობაში.

წარმომადგენლობითი დემოკრატია

დემოკრატიის შეზღუდული და არაპირდაპირი ფორმაა შეზღუდულია იმდენად რამდენადაც მმართველობაში ხალხის მონაწილეობა შეწყვეტილია და ხანმოკლე და მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ არჩევნებში მონაწილეობით გამოიხატება.

კლასიკური დემოკრატია

დემოკრატიის კლასიკური მოდელი ძველ ბერძნული პოლისია ანუ ქალაქი სახელმწიფო კერძოდ მმართველობის ის სისტემა რომელიც ათენში განვითარადა ძვ. წ. V-IV საუკუნეებში. იქ გავრცელებული პირდაპირი დემოკრატიის ფორმას იდეალურ სისტემად მიიჩნევდნენ. კლასიკური დემოკრატია სახალხო მმართველობის პრინციპს ეფუძნება. და ხალხის მიერ მმართველობის საუკეთესო მართვის ფორმად მიიჩნევა.

დამცავი დემოკრატია

დემოკრატიულმა იდეებმა ახალი სიცოცხლე XVII-XVIII საუკუნეებში შეიძინა. აქ დემოკრატია ნაკლებად აღიქმებოდა როგორც საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამონაწილეობის მექანიზმი. ის ახლა უფრო იმ საშუალებით მოიაზრებოდა, რითაც მოქალაქეებს ხელისუფლების მოთოკვა შეეძლოთ. აქედანაა მეურვე დემოკრატიის მცნება. დამცავი დემოკრატია ლიბერალიზმის ინდივიდუალისტურ შეხედებულებებზე აღმოცენდა. დამცავი დემოკრატია მოქალაქეებს ყველაზე მეტ საშუალებას აძლევს თავის ნებაზე იცხოვროს.

ხელშემწყობი დემოკრატია

ხელშემწყობი დემოკრატიის ყველაზე უახლესი და რადიკალური ჟან-ჟაკ რუსოსეული მოდელია. რუსოსეული დემოკრატია სხვა არაფერი იყო თუ არა იარაღი რითაც ადამიანს თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა მოეპოვებინა საკუთარი თავისთვის დაწესებულ კანონთა მორჩილების თვალსაზრისით. ხელშემწყობი დემოკრატია მეტი თანამონაწილეობის პრინციპის გამტარებელია. ხელშემწყობ დემოკრატიას ის ღირსება გააჩნია, რომ თანამონაწილეობის ხარისხსაც ამაღლებს, მეტ თავისუფლებასაც მოითხოვს და პიროვნების ზრდასაც უწყობს ხელს.

სახალხო დემოკრატია

ცნება სახალხო დემოკრატია მას შემდეგ გაჩნდა რაც საბჭოური ტიპის რეჟიმები აღმოცენდა. სახალხო დემოკრატია განსაკუთრებულ მნიშვნელობას კლასთა შორის ძალაუფლების გადანაწილებას ანიჭებს. სახალხო დემოკრატია უფრო ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად ვიდრე პოლიტიკური უფლებების უბრალო გაფართოებას. მარქსს სჯეროდა კაპიტალიზმის დამხობა ჭეშმარიტი დემოკრატიის აყვავებას მოიტანსო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

This article uses material from the Wikipedia ქართული article დემოკრატია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply. (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
#Wikipedia® is a registered trademark of the Wikimedia Foundation, Inc. Wiki (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wikimedia Foundation.

In other languages:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მთავარი გვერდიგიორგი ამილახვარიდაუნის სინდრომისულხან-საბა ორბელიანიდათო ტურაშვილიდავით IV აღმაშენებელისაქართველოთბილისიილია ჭავჭავაძეთამარ მეფევეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიშოთა რუსთაველიოთარ ჭილაძევაჟა-ფშაველაალექსანდრე მაკედონელიღამურახვიჩა კვარაცხელიაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIაფხაზეთიზედსართავი სახელიაფრიკაქუნთრუშაქვეყნების სიაქართული დამწერლობააკაკი წერეთელინიკო ფიროსმანისვანეთი9 აპრილის ტრაგედიაზმნავეგეტარიანელობასაქართველოს მდინარეების სიადიდგორის ბრძოლადედამიწაკარტოფილიგაზაფხულისვეტიცხოველიბუნიობაგალაკტიონ ტაბიძეექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს გეოგრაფიაფარნავაზ Iსამეგრელონოვრუზი აზერბაიჯანშიწყალიუშგულის თემიქაშვეთის ეკლესიამეორე მსოფლიო ომიტყელაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი21 მარტიჩერნობილის კატასტროფავოლფგანგ ამადეუს მოცარტისაქართველოს ისტორიათურქეთისინონიმებიეზოპეეპითეტიმიხეილ ჩხენკელისაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი V ბრწყინვალეთორნიკე ერისთავიაზიასაქართველოს წითელი ნუსხამსოფლიოს შვიდი საოცრებაწითელი წიგნიამილახვრებიჩუტყვავილასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიქრომოსომაშავი ზღვაამერიკის შეერთებული შტატებინოვრუზიაღდგომა🡆 More
/** SHOW / HIDE SECTION**/function mfTempOpenSection(getID) {var x = document.getElementById("mf-section-"+getID); if (x.style.display === "none") { x.style.display = ""; } else { x.style.display = "none"; }}