კანცლერი

კანცლერი (ლათ.

კანცლერის ოფისს ეწოდება კანცელარია ან კანცერი. სიტყვა გამოიყენებოდა სხვადასხვა რელიგიური, საგანმანათლებლო და პოლიტიკური პოზიციების დასახასიათებლად. დღეს ტერმინი გამოიყენება შემდეგი პოზიციების დასახასიათებლად:მთავრობის მეთაური ან პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი.

მთავრობის პოზიციები

მთავრობის მეთაური

ავსტრია

ავსტირიის კანცლერი, (გერმ. Bundeskanzler კაცებისთვის, გერმ. Bundeskanzlerin ქალებისთვის), (ფედერალური კანცლერი). არის სახელმწიფო მეთაურის ტიტული, ამჟამად მომქმედი ავსტრიის ფედელარული კანცლერია კარლ ნეჰამერი.

გერმანია

გერმანიის კანცლერი, (გერმ. Bundeskanzler), (ოფიციალურად ფედერალური კანცლერი) არის მთავრობის მეთაური, ევალება გერმნიის ფედერაციული რესპუბლიკის საგერო და საშინოა საქმეების წარმართვა, არის გერმანიის ოფიციალური წარმომადგენელი დიდ რვიანში. (ქალ კანცლერებს მოიხსენიებენ როგორც გერმ. Bundeskanzlerin). გერმანულ პოლიტიკაში, ბუნტესკანცლერი პრემიერ-მინისტრის ეკვივალენტი პოზიციაა, აირჩევა ბუნდესსტაგის მიერ ყოველ 4 წელიწადშ ერთხელ სარრჩევნო პერიოდის დაწყების შემდეგ საყოველთაო არჩევნებამდე. საყოველთაო არჩევნების შემდეგ კანცლერის და მისი კაბინეტის გადაყენება მხოლოდ კონსტიტუციური უნდობლობის გამოცხადებითაა შესაძლებელი.

გერმანიის მოქმედი ფედერალური კანცლერია ოლაფ შოლცი.

ყოფილ გერმანიის იმპერიაში, ვაიმარის რესპუბლიკაში და ნაცისტურ გერმანიში რაიხსკანცლერის (გერმ. Reichskanzler) თანამდებობა არსებობდა რომელიც თანამედროვე კანცლერის ეკვივალენტია. 1871-1918 წლამდე რაიხსკანცლერის დანიშვნა და დათხოვნა მხოლოდ გერმანიის კაიზერს შეეძლო. 1918-1933 წლებში რაიხსკანცლერის დანიშვნა და დათხოვნა მხოლოდ რაიხსპრეზიდენტს შეეძლო ხოლო 1933-1945 წლებში ადოლფ ჰიტლერი იყო გერმანიის „ფიურერი და რაიხსკანცლერი“.

შვეიცარია

შვეიცარიაში კანცლერის თანამდებობა არის არა მთავრობის მეთაურის არამედ ფედერალური მთავრობის შტაბის ხელმძღვანელის. მას ირჩევს ფედერალური ასამბლეა. კანცლერი პასუხისმგებელია ყველა ტიპის კანონების გამოქვეყნებაზე.

ჩინეთი

კანცლერი ან დიდი კანცლერი (ჩინ.: chengxiang ანუ ჩინ.: zaixiang), ჩინეთის იმპერიაში იყო მთავრობის მეთაური.

კანონსთან და სამართალთან დაკავშირებული ფუნქციები

გაერთიანებული სამეფო

ლორდი კანცლერი (ლორდი დიდი კანცლერი, მეფის კანცლერი), იუსტიციის მინისტრი, დიდი ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველზე ძველი თანამდებობა, პარლამენტზე უფრო ძველი.

უზენაესი სასამართლოს კანცლერი, მეთაურობს კანცლერთა განყოფილებას. ინგლისის, მაგრამ არა შოტლანდიის, იურისდიქციის და სასამართლო სისტემის ხემლძღვანელი. წარსულში, საუკუნეების განმალვობაში ლორდი კანცლერი იყო კანცელარიის სასამართლოს ერთადერთი მოსამართლე, შემდეგ ლორდი კანცლერი გახდა კანცლერთა განყოფილების მეთაური. ლორდი კანცლერი მონაწილეობას იღებდა ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის სასამართლო სხდომებზე. ლორდი კანცლერი ასევე ირჩევდა კომიტეტებს, რომლებიც ლორდების საჩივრებს ისმენდნენ. ინგლისის პარლამენტის ლორდთა პალატის დე ფაქტო სპიკერი. დღეს ამ მოვალეობას ლორდი სპიკერი ასრულებს. ჯეკ სტროუ იყო პირველი ლორდი კანცლერი რომელიც თემთა პალატის წევრი გახდა, სერ კრისტოფერ ჰატონის შემდეგ 1578 წელს.

ფინეთი

იუსტიციის კანცლერი, ზედამხედველობას უწევს მთავრობის გადაწყვეტილებების კანონიერებას და ძირითად სამოქალაქო თავისუფლებების განხორციელებას.

შვედეთი

იუსტიციის კანცლერი, შვედეთის მთავრობის გენერალური ადვოკატი.

სხვა სამთავრობო პოზიციები

დანია

კანცლერის ოფისი დანიაში გაჩნდა XII საუკუნეში და იყო მთავრობის ლიდერი, 1660-1848 წლებში გადაიქცა „დიდ კანცლერად“ ან „დანიის კანცელარიის პრეზიდენტად“. 1848 წელს ჩანაცვლებული იქნა შინაგან საქმეთა მინისტრით.

ესტონეთი

კანცლერი პირდაპირ მართავს მინისტრთა კაბინეტს, ზედამხედველობას უწევს მთავრობის გადაწყვეტილებების კანონიერებას და ძირითად სამოქალაქო თავისუფლებების განხორციელებას.

გაერთიენებული სამეფო

ხაზინის კანცლერი, პასუხისმგებელია მისი უდიდესებულობის სახაზინოზე.

სახელმწიფო პალატინში და თავისუფლებაში, სადაც ადგილობრივი ლორდი ახორციელებდა პირად იურისდიქციას, სხვაგან ამის უფლებას მხოლოდ მეფეს შეეძლო, ხელმძღვანელებს „კანცლერები“ ეწოდებოდათ.

ლანკასტერის საჰერცოგოში: უპორთფოლიო მინისტრის სინეკური პოზიცია, ხშირად ენიჭება ოფროსს პოლიტიკოსებს.

კორნვოლის კანცლერი: დიდი საცავის მცველი, კორნვოლის საჰერცოგოს სტენერების ლორდი ვარდენის ქვეშემდგომი.

აშშ

ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის კანცლერი, ამ თანამდებობას აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავრი მოსამერთლეს უკავია.

საეკლესიო პოზიციები

ეკლესიაში კანცლერი არის ეპარქიების ჩანაწერების შემნახველი, ან ჩანაწერების შემნახველის ეკვივალენტი. კანცლერი შეიძლება იყოს ნოტარიუსი რომელსაც ევალება ოფიციალური დოკუმენტების გადამოწმება და ხშირად ენიჟება მოვალეობები ეპარქიის ეპისკოპოსის სურვილისამებრ: შეიძლება ევალებოდეს ფინანსების და ადამიანური რესურსების განაკრგვა, ვიცე-კანცლერი როგორც წესი მხოლოდ დაკავებულ კანცელარიებში ინიშნება კანცლერის დახმარების მიზნით, კანცლერები როგორც წესი არიან მღვდელები ან დიაკონები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ამ პოსტზე ერისკაცის დანიშვნაც შეიძლება.

ინგლისში, ინგლისის ეკლესიის კონსისტორული სასამართლოს თავმჯდომარე ეპარქიის კანცლერია.

გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიაში, ყოველ წლიურ კომფერენციას ჰყავს კონფერენციის კანცლერი, რომელიც არის წლიური კონფერენციის ლეგალური წარმომადგენელი და მრჩეველი.

საგანმანათლებლო პოზიციები

კანცლერი არის ბევრი უნივერსიტეტის და ინსტიტუტის ლიდერი.

ნიუ იორკის ქალქის განათლების დეპარტამენტის და კოლუმბიის ოლქის განათლების დეპარტამენტის უფროსები, რომლებიც მართავენ მუნიციპალურ სკოლებს, ატარებენ კანცლერის წოდებას. ნიუ იორკის შტატში ასევე არის ნიუ იორკის შტატის უნივერსიტეტის კანცლერი, რომელიც იძლევა ლიცენზიებს და რეგულირებს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევების შესახებ.

ზოგ საგანმანათლებლო ინსტანციაში კანცლერი არის სტუდენტი ან ფაკულტეტის წევრი რომელსაც ევალება აკონტროლოს არააკადემიური ფაქტორები როგორებიცაა ყოფა-ქცევა და შინაგანაწესის დარღვევები.

გერმანიაში უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წვრები ატარებენ კანცლერის, ხოლო აკადემიის ლიდერები რექტორის ტიტულს.

ისტორიული გამოყენებები

არჩკანცლერი საღვთო რომის იმპერიის მთავრობაში.

ჩინეთის კანცლერი, ცინის იმპერიის უმაღლესი არჩევითი თანამდებობა, როგორც წესი გადაითარგმნება როგორც „კანცლერი“ (ასევე შეიძლება გადაითარგმნოს როგორც „უზესაესი კანცლერი“ ან „პრემიერ-მინისტრი“).

ძველ ეგვიპტეში არსებობდა 2 თანამდებობა რომელიც შეიძლება კანცლერს ნიშნავდეს; „სამეფო მბეჭდავი“, ტიტული რომელიც მიუნიშნებდა სამეფო სასამათრთლოს რომელიღაც რანკს, ჩამოყალიბდა პირველი დინასტიისას დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელს პოზიცია ეკავათ ცნობილი პიროვნებებიდან იმჰოტეპს და ჰემაკას; „სამოფო მეხაზინე“ (საცავის ზედამხედველი) პასუხის მგებელი იყო სახელმწიფო შემოსავალზე, ხარკის და გადასახადების აკრეფაზე. ეს პოზიცია დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს გაჩნდა. პოზიცია ეკავათ ბეი ან ირსუ, ხეთი მეკერტე, და ნახტი.

საუკუნეების განმავლობაში, საფრანგეთის მეფე ნშნავდა კანცლერს ან საფრანგეთის კანცლერს, a საფრანგეთის გვირგვინის დიდი ოფიცერი, თანამდებობა ასოცირებულია მეხაზინესთან. კანცლერი პასუხისმგებელი იყო ზიგიერთ იურიდიულ პროცესზე. ლუი XVIII, ჩარლზ X და ლუი ფილიპის მეფობის პერიოდებში, კანცლერი იყო საფრანგეთის სამეფო პარლამენტის ზემო პალატის თავმჯდომარე.

პოლონეთის სამეფოში XIV საუკუნიდან არსებობდა კანცლერის პოზიცია. პოლონეთი-ლითუენიას თანამეგობრობაში (1569–1795 წლებში), 4 კანცლერი იყო პოლონეთის და ლითუენიას 10 ყველაზე მაღალ თანამდებობას შორის. პოლონეთსაც და ლითუენიას ორივეს ჰყავდათ დიდი კანცლერი და მოადგილე კანცლერი, ორივეს ჰქონდათ სკამი სენატში, პასუხისმგებლები იყვნენ ორივე სამეფოს ყველანაირ საქმეებზე.

რუსეთის იმპერიაში, კანცლერები ყველაზ ემაღალი სამოქალაქო თანამდებობა იყო რანგების მაგიდაზე დაყრდნობით და მოიხსენებოდა ფილდმარშალების და გენერალ ადმირალების დონეზე. მთავრობის მხოლოდ ყველზაზე მეტად დამსახურებულ იწევრები ხდებოდნენ კანცლერები, როგორებიცაა საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსანდრე გორჩაკოვი და ალექსეი ბესტეჟევ-რიუმინი.

ნორვეგიაში ნორვეგიის კანცლერი (თანამედროვე ნერვეგიული: Norges rikes kansler) შუა საუკუნეებში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიცია ნორვეგიის მეფის შემდეგ. ის გამოსცემდა წესებს, რეგულაციებს და კანონდებებს ნორვეგიის სამეფოში, პასუხისმგებელი იყო ნორვეგიის სამეფოს დღიდან-დღემდე ადმინისტირირებაზე. 1270 წლის შემდეგ, კანცლერის რეზიდენცია იმყოფებობდა ქალაქ ბერგენში. ჰააკონ V ნორვეგიელმა ნორვეგიის კანცლერის რეზიდენცია გადაიტანა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, 1314 წლის 31 აგვისტოდან წმინდა მარიამის ოსლოს ეკლესიის პროვოსტი მოდმივად ნორვეგიის კანცლერად ინიშნებოდა. მას „სამუდამოდ“ გადაეცა ნორვეგიის სამეფოს დიდი საცავი. თავდაპირველად კანცლერს სასულიერო პირები ირჩევდნენ. პოზიციამ დაკარგა საკუთარი დიდი მნიშვნელობა 1679 წელს, მას შემდეგ რაც რაც გაუქმდა იენს ბიერკეს მართველობა.

უელსში, კანცლერი იყო შუა საუკუნეების პერიოდში პოზიცია, რომელსაც ევალებოდა მეფის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ფერმერების ადმინისტირება, კანცლერს უელსში ეკავა მეფის სიამოვნება და „ნარჩენები“.

სქოლიო

Tags:

კანცლერი მთავრობის პოზიციებიკანცლერი საეკლესიო პოზიციებიკანცლერი საგანმანათლებლო პოზიციებიკანცლერი ისტორიული გამოყენებებიკანცლერი სქოლიოკანცლერიიუსტიციის მინისტრილათინური ენამთავრობაპრემიერ-მინისტრიქვეყანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სატელეფონო კოდებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაკვარციქართლ-კახეთის სამეფოC ჰეპატიტიამერიკის შეერთებული შტატებიგეორგიევსკის ტრაქტატიშველიფერნანდო მაგელანიფოცხვერისაქართველოს დემოგრაფიანოე სულაბერიძეცხელი ძაღლიტოლერანტობაადმირალი (პეპელა)პარაზიტიზმიქართვლის დედაპროტესტანტიზმიძველი თბილისიფანდურისაქართველოს სამოქალაქო ომიკლიმატიკილიმანჯაროაქლემიფილიპინებიგლობალიზაციაგალაკტიონ ტაბიძეკვადრატიფრინველებიგიორგი VIIIზვავიბახტრიონი (პოემა)ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ერთა ლიგაბაგრატიონებიშალვა პაპუაშვილიმერაბ მამარდაშვილიზურა ყიფშიძეფემინიზმიგამარჯვების დღეგაერთიანებული ერების ორგანიზაციაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)დედამიწაქისტებილეჩხუმიგლიცინიაქვეყნების სიათევზებიდავით გურამიშვილინეკერჩხალირომის იმპერატორების სიასაქართველოს ქალაქებიეკვატორული კლიმატური სარტყელიკანადაზაქარია ფალიაშვილიკრიშტიანუ რონალდუიუსტინიანე Iუილიამ შექსპირიუჯრედილეიკოციტოზიბაში-აჩუკი (ფილმი)მსოფლიო მიზიდულობის კანონიავსტრალიათამარ გვერდწითელირუსუდანიილია თოფურიამიგრაციაჟანრი ლოლაშვილიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ღორის სოლიტერისვანეთიგიორგი მაზნიაშვილითუშეთინატვრის ხე (ფილმი)ნაწლავებიგიორგი სააკაძესიმბოლიზმიშენგენის ზონანახშირწყლები🡆 More