გერმანია: ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში

გერმანია (გერმ.

Deutschland), ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 84 მილიონი კაცია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
Bundesrepublik Deutschland
გერმანია
გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია გერმანიის
დროშა გერბი
დევიზი: „Einigkeit und Recht und Freiheit“
„ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება“
ჰიმნი: Das Lied der Deutschen
(გერმანელების სიმღერა)
ფედერალური არწივი
  • გერმანიის მთავრობის გერბი
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
გერმანიის მდებარეობა
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია
გერმანიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბერლინი
52°31′ ჩ. გ. 13°23′ ა. გ. / 52.517° ჩ. გ. 13.383° ა. გ. / 52.517; 13.383
ოფიციალური ენა გერმანული [ა]
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი გერმანელი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
 -  კანცლერი ოლაფ შოლცი
 -  ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბერბელ ბასი
 -  ბუნდესრატის პრეზიდენტი ბოდო რამელოვი
საკანონმდებლო ორგანო
 -  ზედა პალატა ბუნდესრატი
 -  ქვედა პალატა ბუნდესტაგი
ფორმირება
 -  საღვთო რომის იმპერია 2 თებერვალი, 962 
 -  გერმანიის კავშირი 8 ივნისი, 1815 
 -  გაერთიანება 18 იანვარი, 1871 
 -  ფედერაციული რესპუბლიკა 23 მაისი, 1949 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა
(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
 -  ხელახალი გაერთიანება 3 ოქტომბერი, 1990 
ფართობი
 -  სულ 357 168 კმ2 (63-ე)
 -  წყალი (%) 2.416
მოსახლეობა
 -  2023 შეფასება 84 482 267 (მე-18)
 -  2011 აღწერა 80 219 695 (მე-16)
 -  სიმჭიდროვე 232 კაცი/კმ2 (58-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $3.338 ტრილიონი (მე-5)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $41 248 (მე-16)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $3.876 ტრილიონი (მე-4)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $47 893 (მე-15)
ჯინი (2011)29.0
დაბალი
აგი (2013)გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 0.911
ძალიან მაღალი · მე-6
ვალუტა ევრო (€) (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +49
ინტერნეტ-დომენი .de  [ბ]
ა. ^  დანიური, ქვემო გერმანული, სორბული, რომანი და ფრიზული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
  • ეტიმოლოგიალათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
  • ქვეყნის კოდი — DE.

ისტორია

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

გეოგრაფია

გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 
ფიზიკური რუკა

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში. რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები.

  • ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3767 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კლიმატი

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე (-6 °C). რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.

ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.

ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.

შიდა წყლები

მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

სახელმწიფო მოწყობა

გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 
სასახლე ბელვიუ - პრეზიდენტის რეზიდენცია

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.

ადმინისტრაციული დაყოფა

გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 
გერმანია

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):

      დემოგრაფია

      მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89 % ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.

      ეკონომიკა

      გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 
      ფრანკფურტი - გერმანიის ფინანსური ცენტრი

      ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არა მარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.

      გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

      • მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
      • ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
      • ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასი.
      • ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
      • ვალუტაევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
      • უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს-ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა.
      • უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.

      ტურიზმი

      მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

      მემკვიდრეობა

      გერმანია: სახელწოდება, ისტორია, გეოგრაფია 
      ბრანდენბურგის კარიბჭე

      რესურსები ინტერნეტში

      სქოლიო

      Tags:

      გერმანია სახელწოდებაგერმანია ისტორიაგერმანია გეოგრაფიაგერმანია სახელმწიფო მოწყობაგერმანია ადმინისტრაციული დაყოფაგერმანია დემოგრაფიაგერმანია ეკონომიკაგერმანია მემკვიდრეობაგერმანია რესურსები ინტერნეტშიგერმანია სქოლიოგერმანია2023ავსტრიაბალტიის ზღვაბელგიაგერმანული ენადანიაევროპალუქსემბურგინიდერლანდებიპოლონეთისაფრანგეთიშვეიცარიაჩეხეთიჩრდილოეთის ზღვა

      🔥 Trending searches on Wiki ქართული:

      მიტოზიცენტნერიოქროილია IIგიორგი ნიკოლაძემთვარის დაბნელებაირემიბურთი და მოედანიქრისტეფორე კოლუმბიცადამაყვანაცენტრალური სტადიონი (ბათუმი)დედამიწის სტრუქტურადავით VII ულუდედამიწამშვილდოსანი (ასტროლოგია)თბილისის ისტორიაღამურაკილოგრამიდეციმეტრიმუნისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიფეხბურთი საქართველოშითუშეთიმონა ლიზაგიორგი მამარდაშვილიკვადრატისქესობრივი აქტიგვირილაგიორგი სააკაძეპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმცენარეებირენესანსიწყარო (გეოგრაფია)სილიციუმიგლობალიზაციავენერასამცხე-ჯავახეთის მხარემართლმადიდებლობაქრომოსომალაშა ბექაურიანალური სექსიალექსანდრე ჩივაძეტრეფიკინგითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიბარდა სკლიაროსიეიფელის კოშკიტბაწინადადებასაქართველო VI საუკუნეშიჩინგიზ-ყაენირუსეთიწმინდა ქრისტინეთირკმელიკონსტიტუციაიგავ-არაკითავისუფლების მოედანი (თბილისი)რესპუბლიკამერკურიმთიანი ყარაბაღის ომის ქრონოლოგია (2020)სოციალიზმიბაქტერიებისაქართველოს წითელი ნუსხაგოტიკური არქიტექტურამაიმუნებიგიორგი I (საქართველოს მეფე)თორნიკე ოქრიაშვილიქართული ღვინოქართლის სამეფოახალქალაქიდანიათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიაღა-მაჰმად-ხანიმეგრული ენამიუზიკლინატურალური რიცხვიგლობალური დათბობა🡆 More