ვეზირი

ვეზირი, ვაზირი (არაბ.

სიტყვა წარმოიშვა ძველი სემიტური W-Z-R-დან, რაც დამხმარეს ან მოხელეს ნიშნავდა; ვეზირის სახელო პირველად გვხვდება სასანიანთა სპარსეთის სახელმწიფო წყობილებაში, საიდანაც იგი გადაიღეს აბასიანთა დინასტიის არაბმა ხალიფებმა. ვეზირს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა და ფუნქციები ჰქონდა. ზოგ ქვეყანაში რამდენიმე ვეზირი იყო, ზოგან კი — ერთი (სახალიფოში, სელჩუკთა სამეფოში). ზოგჯერ ვეზირად რომელიმე პროვინციის გამგებელიც იწოდებოდა. ოსმალეთის იმპერიაში დიდი ვეზირი სათავეში ედგა მთავრობას, სულთნის სახელით გამოსცემდა ფირმანებს, ხელ აწერდა საზავო ხელშეკრულებას.

ვეზირი
ვეზირის სტანდარტი ოსმალეთის იმპერიაში

ვეზირი საქართველოში

დღესდღეობით ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ვეზირი/ვეზირების გაგების ორი მიდგომა. ერთნი თვლიან, რომ საქართველოში არსებობდა რამდენიმე ვეზირი, ხოლო მეორეთა აზრით, მხოლოდ ერთი — ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი — ატარებდა ვაზირის (მეფის მრჩეველის) სტატუსს.

ვეზირები

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).

სულ ექვსი ვეზირი იყო: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - სავეზიროს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი დარბაზობის, ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობდა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში.

XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.

ვეზირი

შოთა მესხიას აზრით, საქართველოს სამოხელეო სისტემაში თავისი ისტორიის განმავლობაში არსებობდა მხოლოდ ერთი მოხელე — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, რომელიც ატარებდა ვეზირის სტატუსს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ვ. გაბაშვილი, „დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით“, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, გვ. 195-198;
  • ვ. გაბაშვილი, „სახელმწიფო წყობილების საკითხისათვის გვიანფეოდალურ საქართველოში“, «მიმომხილველი», 1951, ტ. 2, გვ. 131-136;
  • ი. სურგულაძე, „საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის“, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 361-379;
  • ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 116-124;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვეზირი საქართველოშივეზირი იხილეთ აგრეთვევეზირი ლიტერატურავეზირი რესურსები ინტერნეტშივეზირი სქოლიოვეზირიაბასიანებიარაბული ენაოსმალეთის იმპერიასულთანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ერეკლე II-ის ოჯახიაბრეშუმის დიდი გზასაქართველოს პარლამენტისაქართველოს გეოგრაფიარუსეთ-საქართველოს ომი (1921)მიხეილ ლომონოსოვიეთიოპიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიგარემოს დაბინძურებაევროპის პარლამენტირომანტიზმილაშა ტალახაძეჩუტყვავილაჰეკლათეთრი დათვიდემოკრატიარომბიავსტრალია (კონტინენტი)სამანიშვილის დედინაცვალიმხედრიონისიმკვრივე9 აპრილის ტრაგედიადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაკონსტანტინოპოლისასმელი წყალისასწორი (ასტროლოგია)პოლიტიკური გეოგრაფიააბანოთუბანიხარებაანტიკური ხანაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიეკოლოგიააბას I (ირანი)ბოშებიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაალცჰაიმერის დაავადებაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიევროპა-აზიის საზღვარიქუნთრუშასაქართველო XV საუკუნეშიკონცეფციანაპოლეონ ბონაპარტიანგარიშთა გეგმააზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს მუნიციპალიტეტებისაქართველობუნებრივი გადარჩევადემეტრე II თავდადებულიზედსართავი სახელიბრაზილიალეიკოციტებიოშკიიმერეთიესპანეთიენგურის ჰიდროელექტროსადგურიადიშის ოთხთავიადამიანის ჩონჩხიოქსიდიჰიმალაიქართვლის დედამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიადავით IV აღმაშენებელირენესანსიგიორგი ყარყარაშვილიევროკავშირიფრიდერიკ შოპენიბაქტერიებიამაზონის დაბლობივულკანილამპრობასეფსისისულეიმან Iრუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)საქართველოს წითელი ნუსხაძაღლისინგაპურიდაუნის სინდრომიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიანტონიმი🡆 More