მეჭურჭლეთუხუცესი

მეჭურჭლეთუხუცესი — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ვეზირი — სახელმწიფო ხაზინის მთავარი გამგე, მეჭურჭლეთა უფროსი.

ტერმინი „მეჭურჭლეთუხუცესი“ ქართულ საისტორიო წყაროებში XII საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ უეჭველია, რომ მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრეც არსებობდა („ხელმწიფის კარის გარიგებაში“ მეჭურჭლეთუხუცესი „ძველ ვეზირად“ იხსენიება). მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა საჭურჭლეს, რომელშიც ფული და სანიადაგოდ სახმარი და სახარჯი ქონება ინახებოდა. მას ჰყავდა თავისი ნაცვალი ანუ მოადგილე. მეჭურჭლეთუხუცესს ემორჩილებოდნენ საჭურჭლის მუქიბი და მუშრიბი. როგორც ფინანსთა მინისტრს, მეჭურჭლეთუხუცესს საჭურჭლისა და მისი მოხელეების გარდა ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“.

მეჭურჭლეთუხუცესი დიდი და საპატიო („საბატიო“) ვეზირი იყო და სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. მეჭურჭლეთუხუცესს თავისი სამოხელეო ბეჭედი ეძლეოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ მას ერისთავთერისთავის, სპასალარის ან სხვა თანამდებობაც სჭეროდა.

მეჭურჭლეთუხუცესები

ლიტერატურა

  • მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 167-179;
  • სურგულაძე ი., ქსე, ტ. 6, გვ. 651-652, თბ., 1983

Tags:

მეჭურჭლე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ ჯავახიშვილიცხოველებიდემეტრე Iვინსენტ ვან გოგითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიფრინველებიდავითი (მიქელანჯელო)მირიან IIIსაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიდაცული ტერიტორიასაქართველოს სახელმწიფო გერბიმწვერვალიკავკასიური ნაგაზირიმა ბერაძევლადიმერ ლენინისაქართველოს ისტორიაბაგრატიონებიოქსიდიჯვაროსნული ლაშქრობებისასწორი (ასტროლოგია)რუსთავილობიოიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიგორის ციხემდგრადი განვითარებასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიქართველებისოციალიზმისტიბიუმისვანური კოშკიაპენდიციტირაკეტაბუღა თურქის შემოსევააბას I (ირანი)ნაღვლის ბუშტიმარი ანტუანეტისისხლიქრისტეფორე კოლუმბიპარადოქსიბრუნებაავტორიტარიზმიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებინაციონალიზმიდაირაილია თოფურიასაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)საჰარანატურალური რიცხვიეკვატორული კლიმატური სარტყელინიუ-იორკიექვთიმე თაყაიშვილიბაში-აჩუკინინო წილოსანიგიორგი IV ლაშაჰემოფილიაგია ყანჩელიკვორუმითხის რქა (ასტროლოგია)კაპიტალიზმიწყალიდაუნის სინდრომიუცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (აშშ)რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიაგენტითბილისის ისტორიავიკისაწყობიუცხოური აგენტების კანონიცადამაყვანატაო-კლარჯეთისაქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის დეპუტატებიThe Beatlesთირკმელინოე ჟორდანიასალამურიმდინარესილიციუმიმიხეილ ხერგიანი🡆 More