ამირსპასალარი

ამირსპასალარი (არაბ.-სპარს.

განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონა-სპას, სახასო მამულებიდან და საფეოდალოებიდან გამოწვეულ ლაშქარს და სხვა ქვეყნებში დაქირავებულ რაზმებს. ომის დროს ჯარის უშუალო ხელმძღვანელი იყო მეფის შემდეგ, ებარა სახელმწიფო დროშა და წინ მიუძღოდა ლაშქარს. სავაზიროს სხდომაზე სამხედრო საქმეთა განხილვისასაც მეფის შემდეგ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა. მეფედ კურთხევისას მას უნდა შემოერტყა მეფისთვის ხმალი. ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად. ზოგჯერ კი შეიძლებოდა ათაბაგის ან მანდატურთუხუცესის თანამდებობაც სჭეროდა. ჰყავდა პირადი მხლებელი. ამირსპასალარი პირველად გიორგი III-ის დროს წყაროებში იხსენიება (მანამდე ცნობილი იყო სპასალარი, რომელიც ადგილობრივი სამხედრო საქმეებს განაგებდა), მაგრამ ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა უკვე იმ დროიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო წესწყობილებაში რეფორმები განახორციელა და მუდმივი ჯარი შექმნა. ამირსპასალარის სახელწოდების შემოღებამდე მთავარსარდალს სპასპეტი ეწოდებოდა, შემდეგ კი სპასპეტი აღნიშნავდა საერთოდ მხედართმთავარს. ამირსპასალარის უწყებაში შედიოდნენ ამილახორი, ზარდახნისუხუცესი და მათდამი დაქვემდებარებული მოხელეები. საქართველოს პოლიტიკური დაშლა-დანაწილების შედეგად ამირსპასალარის თანამდებობა მოისპო.

ლიტერატურა

Tags:

ათაბაგიამილახორიარაბ.გიორგი III, საქართველოს მეფედავით აღმაშენებელივეზირიზარდახანამანდატურთუხუცესისახასოსპარს.

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ესპანეთისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაშაორის წყალსაცავიოსმალეთის იმპერიასიტყვამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაფემინიზმიკირჩხიბი (ასტროლოგია)მსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბაში-აჩუკიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ზევსითეთრი დათვიჭიამაიასებრნიმეგობრობააფხაზეთის ომი (1992-1993)ბაში-აჩუკი (ფილმი)საქართველოს დემოგრაფიაგისტოლაწრეწირიიმერეთიბართლომეს ღამეშოვიგეორგიევსკის ტრაქტატიმერწყულიელენე ახვლედიანიმამუკა მდინარაძესაქართველოს პარლამენტინატრიუმიმცხეთის ჯვრის მონასტერისამკუთხედისაქართველოს მუნიციპალიტეტებიგერმანიის ქალაქების სიაგარემოს დაბინძურებაქრისტეფორე კოლუმბიმიუზიკლითურქეთის ისტორიავასკულიტიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)მიხეილ ჯავახიშვილიჯიხვიფილოსოფიაბუნებრივი რესურსებიტოლერანტობაზმნიზედაბარაკონიქართველებისტიბიუმიილია თოფურიააფხაზეთიალექსანდრე I დიდიადოლფ ჰიტლერიტოტალიტარიზმიქანი (გეოლოგია)იოჰან სებასტიან ბახიმედუზებიარაბობა საქართველოშიშავი ზღვის თევზების სიაეკა გიგაურიინსულტინილოსიმასონობამარჩბივი (ასტროლოგია)შოთა რუსთაველიხინკალირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)კომუნიზმიყივანახველაუკრაინასალომე ზურაბიშვილიმეტაბოლიზმინიუ-იორკიჰიმალაირენესანსიშენგენის ზონაგრიგოლ ხანძთელი🡆 More