ვასილ ბალანჩივაძე

ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძე (დ.

ვასილ ბალანჩივაძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბალანჩივაძე.

24 აპრილი [ ძვ. სტ. 12 აპრილი], 1867, სოფელი ბანოჯა, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 18 მაისი, 1951, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950). მელიტონ ბალანჩივაძის ძმა.

ვასილ ბალანჩივაძე
დაბადების სახელი ვასილ ბალანჩივაძე
დაბადების თარიღი 24 აპრილი, 1867
ბანოჯა
გარდაცვალების თარიღი 18 მაისი, 1951 (84 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

სცენაზე პირველად გამოვიდა 1887 წელს თბილისში ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით. 1887–1890 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1890–1891 იყო თბილისის ქართული თეატრის, 1891–1894ქუთაისის თეატრის მსახიობი (1921-იდან ხელმძღვანელი), 1924–1929 — თბილისის სანკულტურის თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი, 1929–1935 — თბილისის ცეკავშირის მოძრავი და პერიფერიის თეატრების მსახიობი. გამოირჩეოდა სცენურობით, გარდასახვის ნიჭით, შესანიშნავი ხმით.

უპირატესად ასრულებდა სახასიათო და კომედიურ როლებს: ბობჩინსკი ( ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ბესო ( ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ბენ აკიბა (კარლ გუცკოვის „ურიელ ა კოსტა“), ოტია ჯოლია ( ვალერიან გუნიას „და-ძმა”), იაგო (უილიამ შექსპირის „ოტელო“), გელა (აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ ); მისი შემოქმედების გვირგვინი იყო ფილიპე ბარბაქაძე და დარისპან ქარსიძე ( დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“), 1935–1942 „სახკინმრეწვის“ მსახიობი იყო. გადაღებულია ფილმებში: „დაკარგული სამოთხე“ (ბაბუა ანტონი), „ქალი გაღმიდან“ (ოსმანი ), „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (სარდიონი) და სხვა. ბალანჩივაძე ქართული ესტრადის მსახიობი, ერთდროულად საესტრადო-იუმორისტული სცენების („იმერული სცენები“) ავტორიც იყო და შემსრულებელიც. მასვე ეკუთვნის პიესები: „1905“, „გლეხი ივლიანე გობეჩია“, „აჭარელი ქალი ფატიმა“,„მზის სხივები“, „დაუდევრობის მსხვერპლი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ფილმოგრაფია

ლიტერატურა

Tags:

18 მაისი18671950195124 აპრილიბანოჯათბილისიმელიტონ ბალანჩივაძესაქართველოს სსრსსრკქართველებიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აპრილის სოკოალცჰაიმერის დაავადებალიონელ მესიმონღოლებიირლანდიაYouTubeგრიგოლ ხანძთელირიცხვითი სახელიპუნიკური ომებიანდერს ბერინგ ბრეივიკიმსოფლიო მიზიდულობის კანონიახალქალაქიანტონიმიზღვამითიმსოფლიოს შვიდი საოცრებალომი (ასტროლოგია)ამორძალებიდედამიწის ისტორიადედამიწის სტრუქტურაირანის ისტორიამარო მაყაშვილიკუებიაფხაზეთის ტურიზმიცილებინაძვიცუნამისპორტითბილისის ისტორიასალომე ზურაბიშვილიდაცული ტერიტორიაკონსტანტინე I დიდირომანტიზმინაციონალიზმისაქართველო IV საუკუნეშიანგკორ-ვატიკახეთიპითაგორარაბათის ციხესოციოლოგიაწყალდიდობაოქროს კვეთაეგვიპტის მუზეუმი (კაირო)სვეტიცხოველიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ზვიად გამსახურდიაგლობალური დათბობაშოთა რუსთაველირუის-ურბნისის საეკლესიო კრებატყეჩრდილოეთი ამერიკაარაპენეტრაციული სექსიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათამბაქოწინადადებანაკიანი წელიწადი28 მარტიილია ჭავჭავაძეთეატრიორგაზმიილია IIქართული ვაზის ჯიშებინიკო ფიროსმანიქართული ენაბიზანტიის იმპერიასიყვარულისფინქსიეკვატორული კლიმატური სარტყელიგიორგი IV ლაშაოკეანეგიორგი სააკაძეანგარიშთა გეგმაიაპონიის კონსტიტუციაეგრისის დიდი ომითირკმელილაშა ბექაურისაქართველოს დამოუკიდებლობის დღედალი (მითოლოგია)ზომიერი სარტყლები🡆 More