ნაძვი

ნაძვი (ლათ.

ნაძვი
ნაძვი
Picea abies
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  ნაძვი
ლათინური სახელი
Picea

ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად ბრტყელი და წაწვეტებული. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლეთის ნაძვი (ლათ. Picea orientalis).

გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს გუდამაყრის არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი.

საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.

საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (ლათ. Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.

გალერეა

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ლათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფიჭვისებრნიწიწვოვანი მცენარეები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რაჭარაბათის ციხენაპოლეონის ომებინიუტონის კანონებივაჟა მარგველაშვილიანანურის ციხეიუდაიზმიკურდღელისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიინფორმაციარომბირელიგია საქართველოშიმალდივის რესპუბლიკავიქტორ ორბანისატურნიკატამასტურბაციანახშირწყლებიჩრდილოეთი კორეასაქართველოს ფრინველთა სიაყირიმის ომილიბერალიზმიგარემოს დაცვააბსცისამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაკაპიტალიზმისაქართველოს სატელეფონო კოდებიჰიდროცეფალიათვითმმართველობაგიორგი მაზნიაშვილიმიქელანჯელო ბუონაროტიიტალიახევსურეთიეთიოპიამარჯნის რიფიისლამიპოტსდამის კონფერენციაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ალკანისაუდის არაბეთიაზერბაიჯანიიალბუზიწინადადებადამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობალობოტომიაგიორგი II (საქართველოს მეფე)იმერეთის მხარეკუბური მეტრიმცხეთასაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)პროტესტანტიზმიანალური სექსიალექსანდრე ყაზბეგიბაგრატის ტაძარიენდომეტრიოზისოკოებიკაცია-ადამიანი?!სამებათახვილურჯი ვეშაპიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენააბო თბილელის წამებადიდი ხუთშაბათისაქართველოს კონსტიტუციაბალდუინ IV იერუსალიმელიმთაწმინდაარაბთა სახალიფობორჯომი (წყალი)ბაზალეთის ტბაცხენისწყალიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაილია IIქეთევან დედოფალიფემინიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობები🡆 More