ელექტრული მუხტი

ელექტრული მუხტი (აღნიშვნა: q ) — სხეულთა და ნაწილაკთა ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვრავს მათ ურთიერთქმედებას გარე ელექტრომაგნიტურ ველთან და აგრეთვე მათ ურთიერთკავშირს საკუთარ ელექტრომაგნიტურ ველთან.

სხეული ელექტრული მუხტი მისი შემადგენელი ნაწილაკების დადებითი და უაროფითი მუხტების ალგებრული ჯამის ტოლია. ელექტრული მუხტის მუდმივობის კანონის თანახმად, ნებისმიერი ჩაკეტილი სისტემის ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი მუდმივია სისტემის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესის დროს. ელექტრული მუხტი დისრეტულია. ელექტრული მუხტების ურთიერთქმედება განისაზღვრება კულონის კანონით, ხოლო კავშირი ელექტრულ მუხტსა და მის მიერ შექმნილ ელექტრომაგნიტურ ველს შორის — მაქსველის განტოლებებით.

ელექტრული მუხტი
დადებითი მუხტის ელექტრული ველი
ელექტრული მუხტი
უარყოფითი მუხტის ელექტრული ველი

სხეულის ელექტრული მუხტი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ორი დადებითად დამუხტული სხეული ერთმანეთს განიზიდავს, ისევე როგორც ორი უარყოფითად დამუხტული სხეული, ხოლო საწინააღმდეგო ნიშნის მუხტების მქონე სხეულები ერთმანეთს მიიზიდავს. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას სწავლობს ფიზიკის დარგი კლასიკური ელექტროდინამიკა, რომელიც სამართლიანია მანამ, სანამ კვანტური ეფექტები უმნიშვნელოა.

მეოცე საუკუნეში ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად ნაჩვენები იქნა, რომ მუხტი დაკვანტული სიდიდეა: ნებისმიერი სისტემის, ცალკეული სხეულისა თუ ნაწილაკის მუხტი (კვარკების გარდა) არის ელემენტარული მუხტის e-ს ჯერადი, რომელიც ტოლია e = 1,6 × 10 −19 კულონის. პროტონს აქვს e მუხტი, ხოლო ელექტრონს კი −e.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გამზრდელი (პოემა)ჰაერის დაბინძურებაზებულონიწყალიხეოფსის პირამიდაბერლინის კედელიჟირაფისებრნიგლობალური დათბობაკატალიზატორიმარსიჩერნობილის კატასტროფაჭიანჭველასებრნისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკულტურაპლანეტადისლექსიასომხური სამოციქულო ეკლესიაგერგეტის სამების ეკლესიაკარტოფილიწმინდა ნინომართკუთხედიფსიქოლოგიაბაზალეთის ტბააღდგომაარაბთა დაპყრობითი ომებიდავითგარეჯასახელმწიფოლურჯი ვეშაპითრომბოციტებიალჟირიცენტნერიმარკ ტვენიმარჯნის რიფიგიორგი მამარდაშვილისლოვაკეთიგარემოს დაბინძურებაკუებისიურრეალიზმიმარტივი რიცხვისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიგიორგი VIIIსუნთქვაფელაციათბილისის ბოტანიკური ბაღიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)კეთილშობილი ირემიტაო-კლარჯეთიგოგონა მარგალიტის საყურითპრომეთესაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ბერძნული მითოლოგიაპრელუდია (სექსი)ფეხბურთიქვეწარმავლებიმინერალების სიათირკმელიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონირელიგია საქართველოშისამკუთხედილადო ასათიანიდავით გურამიშვილიაზერბაიჯანიქართლის გაქრისტიანებათბილისის მეტროპოლიტენიბრესტ-ლიტოვსკის ზავიგიორგი გახარიადემეტრე II თავდადებულირუსეთის იმპერიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოტყეპოპ-მუსიკარომბიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიქიმიური რეაქციაქართული ენაგიორგი IV ლაშაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება🡆 More