დიდი თურქული ომი

დიდი თურქული ომი (გერმ.

დიდი თურქული ომი
დიდი თურქული ომი
ვენის ბრძოლა, 1683 წელი, შესრულებულია გონსალეს ფრანსისკ კასტელის მიერ
თარიღი 14 ივლისი, 1683 - 26 იანვარი, 1699
(15 წელი, 6 თვე, 1 კვირა და 5 დღე)
მდებარეობა ავსტრია, უნგრეთი, ბალკანეთი, რეჩ-პოსპოლიტა და ყირიმი
შედეგი კარლოვიცის ზავი, საღვთო ლიგის გამარჯვება:
• ჰაბსბურგთა მონარქია ოსმალეთს ართმევს უნგრეთს, ტრანსილვანიას და ბალკანური მიწების ნაწილს;
• რეჩ-პოსპოლიტა იპყრობს პოდოლიას;
• რუსეთი იპყრობს აზოვის პორტს;
• ვენეცია იპყრობს მორეასა და დალმაციას;
• მონტენეგრო იღებს დე-ფაქტო დამოუკიდებლობას;
• ოსმალეთის გავლენები ევროპაში საგრძნობლად სუსტდება;
მხარეები
დიდი თურქული ომი საღვთო რომის იმპერია
დიდი თურქული ომი ჰაბსბურგთა მონარქია
დიდი თურქული ომი რეჩ-პოსპოლიტა
დიდი თურქული ომი რუსეთი
დიდი თურქული ომი კაზაკები
დიდი თურქული ომი ვენეცია
დიდი თურქული ომი მანტუა
დიდი თურქული ომი ესპანეთი
დიდი თურქული ომი მონტენეგრო
აგრეთვე: ბერძენი, სერბი, ბულგარელი, ალბანელი და დრუზი ამბოხებულები
დიდი თურქული ომი ოსმალეთის იმპერია
დიდი თურქული ომი ყირიმის სახანო
დიდი თურქული ომი ზემო უნგრეთი
დიდი თურქული ომი მოლდოვეთი
დიდი თურქული ომი ვალახია
დიდი თურქული ომი ტრანსილვანია
დანაკარგები
384,000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე (ყველა მხარეს)
დიდი თურქული ომი დიდი თურქული ომი ვიკისაწყობში

ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ოსმალებმა 1683 წლის ივლისში ალყა შემოარტყეს ავსტრიის დედაქალაქ ვენას და დასრულდა 1699 წლის იანვარში გაფორმებული კარლოვიცის ზავით. ომი ოსმალეთის იმპერიის აბსოლუტური კრახით დასრულდა, მან დაკარგა მთელი უნგრეთი, ტრანსილვანია, მონტენეგრო, აზოვი, დალმაცია, მორეა, ასევე დაკარგა მიწები რეჩ-პოსპოლიტასთანაც, ამ ყველაფერმა კი საფუძველი მოუმზადა შემდეგში ბალკანელი ხალხების გამოსვლებსა და მათი ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ომის პერიოდში მსოფლიო ისტორიის განმავლობაში პირველად რუსეთს ალიანსი ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

წინაპირობები

ბოჰდან ხმელნიცკის აჯანყების შემდეგ, როდესაც რუსეთის სამეფომ პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დიდი ტერიტორიები მიიტაცა, კაზაკების ნაწილი თანამეგობრობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დარჩა. მათ ლიდერს, პეტრო დოროშენკოს სურდა, რომ კაზაკებით დასახლებული დანარჩენი მიწები ოსმალეთის იმპერიას მიერთებოდა, ამიტომაც მან არმიის მეთაურ ჰეტმანთან ერთად დაიწყო აჯანყება მეფის წინააღმდეგ. იმავდროულად, ოსმალთა სულთანი მეჰმედ IV, რომელმაც იცოდა, რომ შიდა არეულობის გამო რეჩ-პოსპოლიტა დასუსტებული იყო, თავს დაესხა მის საზღვრისპირა მდებარე ქალაქ კამიანეც-პოდილსკის.

პოლონელთა მცირერიცხოვანი არმია ორი კვირის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ოსმალებს კამენეცის ალყისას, თუმცა ბოლოს იძულებულები გახდნენ კაპიტულაცია გამოეცხადებინათ. პოლონეთის არმია იმ დროისათვის ერთობ მცირე და სუსტი იყო ოსმალთაგან თავის დასაცავად და მხოლოდ პატარ-პატარა ტაქტიკური გამარჯვებების მოპოვება შეეძლო. სამი თვის შემდეგ პოლონელები იძულებულები გახდნენ ხელი მოეწერათ ბუქარესტის ხელშეკრულებისათვის, რომლის მიხედვითაც რეჩ-პოსპოლიტა თმობდა პოდილიას, კამიანეც-პოდილსკისა და ხარკსაც კისრულობდა ოსმალეთისადმი.

როდესაც ხელშეკრულების პირობები ვარშავაში ცნობილი გახდა, პოლონეთის სეიმმა უარი განაცხადა სულთნისთვის ხარკის გადახდაზე და იან სობესკიმ დიდი ჯარების შეკრება დაიწყო. მალევე, 1673 წელს პოლონელები ხოტინის ბრძოლაში სასტიკად ამარცხებენ ოსმალებს. იმავე წელს მეფე მიხაილ კორიბუტი გარდაიცვალა, სეიმმა კი ახალ მეფედ იან III სობესკი აირჩია. იგი წლების განმავლობაში უშედეგოდ ებრძოდა ოსმალებს, ამიტომაც 1676 წელს გააფორმა ზურნავოს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც პოლონეთმა უარი თქვა ხარკზე და დაიბრუნა კამიანეც-პოდილსკი, თუმცა პოდილია კვლავ ოსმალეთს დარჩა. იმავე წელს რუსულ დასახლებებზე მიტანილმა ოსმალურმა შეტევებმა, განაპირობა რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომის დაწყებაც.

მიმოხილვა

რამდენიმეწლიანი მშვიდობის შემდეგ, რეჩ-პოსპოლიტას მიერ წაქეზებული ოსმალეთის იმპერია უკვე ჰაბსბურგთა მონარქიას დაესხა თავს. თურქებმა კინაღამ აიღეს ვენა, მაგრამ 1683 წელს იან III სობესკის ხელმძღვანელობით ქრისტიანულმა ალიანსმა მოახერხა მათი სასტიკად დამარცხება, რითაც დასრულდა ოსმალეთის ჰეგემონია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

1684 წელს რომის პაპმა ინოკენტი XI-მ საღვთო რომის იმპერატორის, ჰაბსბურგთა მონარქსიის, პოლონეთ-ლიტვისა და ვენეციის მმართველთა გაერთიანებით ჩამოაყალიბა საღვთო ლიგა, რომელსაც 1686 წელს შეუერთდა რუსეთიც. იგი მიზნად ისახავდა ოსმალების ევროპიდან გაძევებას. 1687 წელს შედგა მოჰაჩის მეორე ბრძოლა, რომელშიც ევროპელებმა გამანადგურებელი მარცხი აგემეს სულთნის ჯარებს. ოსმალები შედარებით უფრო წარმატებით იბრძოდნენ პოლონეთის ფრონტზე, სადაც მოახერხეს პოდილიის შენარჩუნება.

იმავდროულად, რუსეთის ისტორიაში პირველად რუსები ევროპულ ალიანსს შეუერთდნენ. ამას მოჰყვა რუსეთ-ოსმალეთის კიდევ ერთი ომი. მალევე რუსეთის იმპერატორმა პეტრე I დიდმა ლაშქრობა მოაწყო ოსმალეთის დაქვემდებარებაში მყოფ ყირიმის სახანოში, სადაც მოახერხა მთავარი სიმაგრის, აზოვის აღება.

1697 წელს გამართულ ზენტას გადამწყვეტ ბრძოლასა და სხვა წვრილ-წვრილ ბრძოლებში გამარჯვების შედეგად, ომი საღვთო ლიგის გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა 1699 წელს აიძულეს ოსმალები, რომ ხელი მოეწერათ კარლოვიცის ზავზე, რომლითაც ოსმალეთის იმპერიამ ჰაბსბურგთა მონარქიას დაუთმო მთელი უნგრეთი, ტრანსილვანია, სლავონია და ხორვატიის დაკავებული ნაწილები, პოდილია დაუბრუნეს პოლონეთს, დალმაცია და მორეა გადასცეს ვენეციის რესპუბლიკას, თუმცაღა მორეის დაბრუნება ოსმალებმა 1715 წელს მაინც მოახერხეს.

სერბეთი

1686 წელს საღვთო ლიგაში გაერთიანებულმა ქრისტიანულმა ძალებმა დაიპყრეს ბუდა, რის შემდეგაც მიზნად დაისახეს ოსმალთა გაძევება უნგრეთის მიმდებარე ტერიტორიებიდანაც. მალევე ლიგის წარმომადგენლებს შეუერთდნენ ამბოხებული პანონიელი სერბებიც, რომელთაც სურდათ ქვეყნიდან ოსმალების გაძევება და სანაცვლოდ თანახმანი იყვნენ ჰაბსბურგთა მონარქიაში შესვლაზეც. ამ დროს ჰაბსბურგთა ჯარებს ათასობით მოხალისე სერბი შეუერთდა. 1688 წლის პირველ ნახევარში სწორედ სერბების დახმარებით ჰაბსბურგებმა მოახერხეს გიულიის, ლიპოვასა და ინეუს დაპყრობა. 1688 წელს იღებენ სერბეთის დედაქალაქ ბელგრადსაც, რის შემდეგაც მდინარეების: სავასა და დუნაის გასწვრივ სერბებმა დაიწყეს სამილიციო ქვედანაყოფების შექმნა, რათა ოსმალებს წლიდანაც ვერ შეეღწიათ ქალაქში.

ომები

მორეის ომი

ოპერაციები იონიის ზღვაზე

მორეის დაპყრობა

პოლონეთ-ოსმალეთის ომი

რუსეთ-ოსმალეთის ომი

ვენის ალყა

ბრძოლისთვის მზადება

ბრძოლა

შედეგები

ლიტერატურა

Tags:

დიდი თურქული ომი წინაპირობებიდიდი თურქული ომი მიმოხილვადიდი თურქული ომი ომებიდიდი თურქული ომი ვენის ალყადიდი თურქული ომი შედეგებიდიდი თურქული ომი ლიტერატურადიდი თურქული ომი16831699გერმანული ენათურქული ენაკარლოვიცის ზავიოსმალეთის იმპერიაპოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობარუსეთისაღვთო რომის იმპერიაჰაბსბურგთა მონარქია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ღანძილიმერკანტილიზმიყვარყვარეთავის ტვინიკვადრატირომის იმპერიაზმნიზედაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიანემიაFacebookმსოფლიოს შვიდი საოცრებაჩერნობილის კატასტროფაფობიების სიაკოპენჰაგენიიეჰოვას მოწმეებიიმანუელ კანტიმთავარი გვერდიკუბური მეტრისიყვარულისამთა კავშირივნების კვირაოსმალეთის იმპერიაბენიტო მუსოლინიისტორიაშოთა რუსთაველიფსორიაზიდედამიწის ატმოსფეროგელათის მონასტერიქალწული (ასტროლოგია)ტიციან ტაბიძექართული ენაგიორგი ყიფშიძენატურალური რიცხვიიალტის კონფერენციაილონ მასკილეიკოციტოზიმონა ლიზააგამემნონიძველი თბილისიდემეტრე II თავდადებულიარსებითი სახელიGoogleანტანტაცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავიზმნავერცხლიკარლეს პუჩდემონიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვაჰორმონებიფერდინანდ პორშერელიგიამონაკომიხეილ სააკაშვილირუსთავისაჭმლის მომნელებელი სისტემასიმონ Iელენე ახვლედიანიეგრისის დიდი ომილავრენტი ბერიაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)მეტაბოლიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკატკიპებიალუდა ქეთელაურიეპილეფსიავარძიადისლექსიავაჟა-ფშაველალეონარდო და ვინჩიჰიდროცეფალიაწმინდა ნინოაქლემიყარსის ხელშეკრულებამსოფლიოს მოსახლეობასიღნაღიარაპენეტრაციული სექსიზურა ყიფშიძედემაგოგია🡆 More