ყირიმის სახანო

ყირიმის სახანო (ყირიმ.

Qırım Hanlığı; რუს. Крымское ханство; უკრ. Кримське ханство; თურქ. Kırım Hanlığı) — ყირიმის თათართა სახელმწიფო 1441–1783 წლებში. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი თურქული სახანო, რომელიც ოქროს ურდოს შემდეგ არსებობდა. მის სათავეში იდგნენ გირეის დინასტიის წარმომადგენლები. დინასტიის ფუძემდებელი, ჰაჯი I გირეი, ჩინგიზ-ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის პირდაპირი შთამომავალი იყო. სახანოს ეჭირა ტერიტორიები დუნაისა და დნეპრს შორის. მოიცავდა ასევე თანამედროვე კრასნოდარის მხარის უდიდეს ნაწილსა და ბესარაბიას. ქვეყნის ძირითადი რელიგია იყო სუნიტური ისლამი, მაგრამ სხვა სარწმუნოებები არ იდევნებოდა.

ყირიმის სახანო
قريم يورتى
Qırım Yurtu

ოსმალეთის იმპერიის ვასალი (1478–1774)
რუსეთის იმპერიის ვასალი (1774–1783)
 
ყირიმის სახანო
 
ყირიმის სახანო
1441 — 1783  
ყირიმის სახანო
ყირიმის სახანო
გერბი
ყირიმის სახანო
ყირიმის სახანო 1502 წელს
დედაქალაქი ჩუფუტ-კალე
(1441–1490-იანები)
სალაჩიკი
(1490-იანები–1532)
ბახჩისარაი
(1532–1783)
ენა ყირიმული თათრული
ოსმალური
რელიგია ისლამი
ფართობი 52 200 კმ²
მმართველობის ფორმა მემკვიდრეობითი მონარქია
დინასტია გირეი
ხანი
 - 1441–1466 ჰაჯი I გირეი (პირველი)
 - 1777–1783 შაჰინ-გირეი(ბოლო)
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს უკრაინის დროშა უკრაინა,
მოლდოვის დროშა მოლდოვა,
რუსეთის დროშა რუსეთი

ისტორია

1239 წელს ყირიმი დაიკავეს მონღოლებმა. მათ მოშალეს სამიწათმოქმედო მეურნეობა და დაიმორჩილეს ყირიმის მოსახლეობა. XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ყირიმში შეიქმნა საგანგებო სამეფისნაცვლო, რომლის ცენტრი გახდა სტარი-კრიმი. 1433 წელს ჰაჯი I გირეიმ ლიეტუვის დიდი სამთავროს მხარდაჭერით შექმნა ოქროს ურდოსგან დამოუკიდებელი სახანო. სახანოში შევიდა ქვემო დნესტრისპირეთიც. ხან მენლი I გირეის დროს ყირიმში შეიჭრა ოსმალეთის იმპერია, რომელმაც დაანგრია გენუელთა სავაჭრო კოლონიები ყირიმში. 1478 წლიდან ყირიმის სახანო ოფიციალურად გახდა ოსმალეთის ვასალი. XVI-XVII საუკუნებში ყირიმელი დიდი ფეოდალები თავს ესხმოდნენ რუსეთის, უკრაინის და პოლონეთის ტერიტორიებს, იტაცებდნენ ტყვეებს და მიჰქონდათ ნადავლი. რამდენჯერმე დაესხნენ თავს მოსკოვსა და ტულას. რუსეთის სამეფოს მთავრობამ მოაწყო თავდაცვის ხაზი, მაგრამ ვერ აღკვეთა ყირიმელ თათათა თავდასხმები. 1687-1689 წლებში მოეწყო ყირიმის ლაშქრობები, მაგრამ უშედეგოდ. 1774 წელს ქუჩუქ-კაინარჯის ზავით ყირიმის სახანო ოსმალეთს ჩამოშორდა და რუსეთის მფარველობაში შევიდა. 1783 წელს რუსეთის იმპერიამ მისი ანექსია მოახდინა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

14411783ბესარაბიაგირეის დინასტიადნეპრიდუნაითურქული ენაკრასნოდარის მხარეოქროს ურდორელიგიარუსული ენასუნიზმიუკრაინული ენაყირიმელი თათრების ენაჩინგიზ-ყაენიჯუჩიჰაჯი I გირეი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უნგრეთივიკისაწყობიკოსმოპოლიტიზმიმარი ანტუანეტიავსტრალია (კონტინენტი)თანდებულიწელიწადის დროებიპოლიტიკური პარტიები საქართველოშიევროპის ჰიმნიდაუნის სინდრომისალომე ზურაბიშვილივანდალიზმიასურეთიქვემო ქართლის მხარესქესობრივი აქტიკვორუმიზღარბისებრნინოე ჟორდანიამიხეილ ხერგიანიგიორგი II (საქართველოს მეფე)ქართული ფილმების სიაპარიზიკორუფციავენდეტასალამურიალავერდირომიბუნებაეგვიპტის პირამიდებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაცივი ომისაქართველო IV საუკუნეშიკონსტანტინოპოლიუქმე დღეები საქართველოშისაქართველო VI საუკუნეშისაქართველოს მევენახეობა და მეღვინეობატოლერანტობათავისუფლების მოედანი (თბილისი)ამირანი (მითოლოგია)მონაკოუცხოური აგენტების კანონიმსოფლიოს შვიდი საოცრებაგულიალუმინიარასამთავრობო ორგანიზაციაწითელაბახტრიონის ბრძოლასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდემოკრატიაქართული ენაასკარიდისებრნიფთორირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული სამზარეულოკონტინენტიივანე მაჩაბელიჯაყოს ხიზნებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიმზის სისტემარომბიფარნავაზ Iაღდგომაევოლუციაწრეწირიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაჩრდილოეთი აფრიკამსოფლიოს მოსახლეობამთვარესოლომონ Iეკოსისტემაგაზაფხულიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავამიხეილ ყაველაშვილიწიგნი სიბრძნე სიცრუისაქვეყნების სია🡆 More