ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა

ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (თურქ.

1637, ველესი — გ. 19 აგვისტო, 1691, სლანკამენი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1689-1691 წლებში, სულეიმან II-ისა და აჰმედ II-ის მმართველობის პერიოდში.

ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა
Köprülü Fazıl Mustafa Paşa
ოსმალეთის დიდი ვეზირი
მმართ. დასაწყისი: 10 ნოემბერი, 1689
მმართ. დასასრული: 19 აგვისტო, 1691
წინამორბედი: ბექრი მუსტაფა-ფაშა
მემკვიდრე: ბაჰადირზადე არაბაჯი ალი-ფაშა
მონარქი: სულეიმან II
აჰმედ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1637
დაბ. ადგილი: ქოფრიულიუ (დღევანდელი ველესი), ალბანეთი
გარდ. თარიღი: 19 აგვისტო, 1691
გარდ. ადგილი: სლანკამენი
დინასტია: ქოფრიულიუები
მამა: ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

დაიბადა 1637 წელს, ქოფრიულიუში (დღევანდელი ველესი). იგი იყო ოსმალეთში ცნობილი გვარის, ქოფრიულიუს წარმომადგენელი. მუსტაფა იყო ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას შვილი, ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშას ძმა და ქოფრიულიუ ამჯაზადე ჰუსეინ-ფაშას ბიძაშვილი.

მის მამას, მეჰმედს ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ, ამიტომ მუსტაფა და აჰმედი მუდამ დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ ოსმალეთის სამეფო კარზე. მუსტაფას კარიერულ წინსვლაში ძალიან უწყობდა ხელს ის, რომ ის მეჰმედ-ფაშას შვილი იყო. 1687 წელს, მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთის არმიის განადგურების შემდეგ, მუსტაფა-ფაშა სულთან მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ აჯანყდა და ტახტიდან ჩამოაგდო. სულთნის ტახტზე კი მეჰმედის ძმა, სულეიმან II აიყვანა.

ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა 
სლანკამენის ბრძოლა

1689 წელს, ბექრი მუსტაფა-ფაშას ნაცვლად, სულთან სულეიმან II-მ მუსტაფა ოსმალეთის დიდ ვეზირად დანიშნა. სულეიმანი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას სახელმწიფოს მართვის საქმეებს, ამიტომ მთელი ძალაუფლება მუსტაფას ხელთ იყო. თუმცა, მუსტაფას მმართველობის პერიოდში ოსმალეთში სავალალო მდგომარეობა იყო, რადგან ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა დიდი თურქული ომი ჰაბსბურგების წინააღმდეგ.

1691 წლის 23 ივნისს გარდაიცვალა სულეიმან II და ტახტზე მისი ძმა, აჰმედ II ავიდა. მუსტაფა-ფაშა დიდი ნდობით სარგებლობდა სულთან აჰმედის მხრიდან.

1691 წლის 19 აგვისტოს, ოსმალეთისა და ჰაბსბურგების არმიას შორის გაიმართა სლანკამენის ბრძოლა. არმიის მეთაური მუსტაფა-ფაშა იყო. ოსმალები ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდნენ და დაკარგეს ბელგრადი. სწორედ ამ ბრძოლაში გარდაიცვალა ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა და მის მაგივრად დიდი ვეზირი ბაჰადირზადე არაბაჯი ალი-ფაშა გახდა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

16371689169119 აგვისტოაჰმედ IIველესითურქული ენაოსმალეთის იმპერიასულეიმან II

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვეცა (ფონეტიკური)სისხლიკრისტალბეთისინონიმებიმიწისძვრათავისუფლების მოედანი (თბილისი)იოსებ სტალინიოპერახვიჩა კვარაცხელიაბაში-აჩუკი (ფილმი)ცისფერყანწელებიჰექტარიეგვიპტეელისაბედ IIიუსუფელიკაცხის სვეტიკურო (ასტროლოგია)საქართველოს წითელი ნუსხაქრისტეფორე კოლუმბიჩერნობილის კატასტროფალაშა ტალახაძეამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)რომის დაარსებამცხეთაგეოგრაფიული გარსივოლფგანგ ამადეუს მოცარტისიმკვრიველეონიდ ბრეჟნევიქიმიური რეაქციამუშთაიდის ბაღიჯულიანო მედიჩიმთავარი გვერდიჩინგიზ-ყაენისაქართველოს გეოგრაფიაფრინველებიმიხეილ ჯავახიშვილივატიკანიდაცული ტერიტორიააბას I (ირანი)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიმეორე მსოფლიო ომიტინიტუსისაქართველოს კონსტიტუციაშარკა ბლუკახეთის აჯანყება (1659)საჰარათეთრი დათვიმზის სისტემარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული მუხაგრენლანდიაგამაფრთხილებელი შეფერილობაშიშველთესლოვნებისაქართველოს ქალაქებიგარემოს დაცვაგიორგი ქინქლაძედიმიტრი ყიფიანითუშეთიუქმე დღეები საქართველოშიალკოჰოლიზმირიტმიწყალბადიშუშანიკის წამებაგიორგი ჩაკვეტაძეკონტინენტიგიორგი I (საქართველოს მეფე)ნიკო ნიკოლაძეHatful of Hollowმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითThe Beatlesგეოგრაფიახარებასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდიდი ბარიერული რიფიმგლების ხორუმი🡆 More