ბრუნეის საგარეო ურთიერთობები

ბრუნეი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი კვირის შემდეგ, 1984 წლის 7 იანვარს გაწევრიანდა და ასოციაციაში წევრობას მის საგარეო ურთიერთობებში უმაღლესი პრიორიტეტი აქვს.

ბრუნეი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1984 წლის 11 სექტემბერს გაწევრიანდა. იგი ასევე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმისა და ერთა თანამეგრობრობის წევრია. 2000 წლის ნოემბერში ბრუნეიმ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ეკონომიკის ლიდერთა შეხვედრას უმასპინძლა. 2005 წელს ბრუნეი აღმოსავლეთ აზიის სამიტს დაესწრო და მისი წევრია. 2013 წელს მე-8 და 2021 წელს მე-16 ყოველწლიური სამიტი ბანდარ-სერი-ბეგავანში გაიმართა.

ბრუნეის საგარეო ურთიერთობები
სახელმწიფოები, რომლებთანაც ბრუნეის დიპლომატიური ურთიერთობები აქვს

ბრუნეის დიპლომატიური მისიები ჰყავს საზღვარგარეთ და ახლო კავშირები აქვს სინგაპურთან, რომელთანაც ურთიერთგაცვლითი სავალუტო რეჟიმი და მჭიდრო სამხედრო ურთიერთობებიც აქვს დამყარებული. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სახელმწიფოებთან ურთიერთობის გარდა, რომელშიც უმთავრესი პარტნიორები ფილიპინები, ინდონეზია და მალაიზია აირან, ბრუნეის ფართო ურთიერთობები აქვს მუსლიმურ და არაბულ სამყაროსთან.

საერთაშორისო ორგანიზაციები

ბრუნეის საგარეო ურთიერთობები 
ბრუნეის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბრუნეიმ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1984 წელს მოიპოვა და 1-ელი იანვრიდან ერთა თანამეგობრობის დამოუკიდებელი წევრი გახდა. ბრუნეი ლესოთოს, მალაიზიის, ესვატინისა და ტონგის მსგავსად, მონარქიაა და საკუთარი მონარქი, ბრუნეის სულთანი ჰყავს.

ბრუნეი 1984 წელს გაწევრიანდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. 1995 წელს ბრუნეი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. 2009 წელს ბრუნეიმ და ფილიპინებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის, სოფლის მეურნეობისა და ფერმებთან დაკავშირებულ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებასა და ინვესტიციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ორმხრივი ურთიერთობები

სომხეთი

ბრუნეისა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2002 წლის 15 აპრილს დამყარდა.

ავსტრალია

ბრუნეის საგარეო ურთიერთობები 
ავსტრალიის უმაღლესი კომისარიატი ბანდარ-სერი-ბეგავანში

ავსტრალიასა და ბრუნეის შორის კეთილგანწყობილი და ზრდადი მრავალფეროვანი ურთიერთობებია. 1945 წლის ივნისში ავსტრალიელები იაპონელებისაგან ბრუნეის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ამ მოვლენის აღსანიშნავი მემორიალი მუარის სანაპიროზე მდებარეობს. ორივე სახემწიფო მონაწილეობს ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის მოლაპარაკებებში, რომელიც 2010 წელს დაიწყო და მონაწილე მხარეები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ელემენტების განვითარებას ისახავენ მიზნად.

ბრუნეის უმაღლესი კომისარი კანბერაშია, ხოლო ავსტრალიას უმაღლესი კომისარი ბანდარ-სერი-ბეგავანში ჰყავს. ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია. ბრუნეისა და ავსტრალიას შორის ურთიერთობები 1984 წელს დამყარდა. ავსტრალია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ბრუნეისთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანსა და ბრუნეის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 24 ნოემბერს დამყარდა.

ბანგლადეში

ორმხრივი ურთიერთობები ამ ორ მეტწილად მუსლიმურ სახელმწიფოს შორის შესანიშნავია. ორივე სახელმწიფო ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, ერთა თანამეგობრობისა და მიუმხრობლობის მოძრაობის წევრია და რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით საერთო ხედვებს იზიარებენ. ბანგლადეშს უმაღლესი კომისარი ბრუნეიში 1985 წლიდან ჰყავდა, თუმცა კომისრის ოფისი 1988-1997 წლებში ფინანსური შეზღუდვების გამო დაიხურა. ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი დაკაშია განთავსებული. ბრუნეი აქტიურად უჭერს მხარდ ბანგლადეშის კანდიდატურას სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციაში.

კამბოჯა

ბრუნეისა და კამბოჯას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა. ბრუნეის საელჩო პნომ-პენში, ხოლო კამბოჯის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდეარეობს. სახელმწიფოები ვაჭრობის, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობენ.

იაპონია

ბრუნეის საგარეო ურთიერთობები 
იაპონიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში

ბრუნეისა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 2 აპრილს დამყარდა. ბრუნეის საელჩო ტოკიოში, ხოლო იაპონიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს.

კანადა

კანადასა და ბრუნეის შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 7 მაისს დამყარდა. ბრუნეის უმაღლესი კომისრის ოფისი ოტავაში მდებარეობს, ხოლო კანადის უმაღლესი კომისრის ოფისი ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული. ბრუნეიც და კანადაც ერთა თანამეგობრობის სრული წევრები არიან.

ჩინეთი

ბრუნეის საელჩო პეკინში მდებარეობს, ხოლო ჩინეთის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განთავსებული. ორ სახელმიწფოს შორის სხვადასხვა სახის ურთიერთობები 2000 წლის წინ დაიწყო, დასავლეთ ხანის პერიოდში.

ინდოეთი

ბრუნეისა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1984 წლის 10 მაისს დამყარდა. სულთანი ჰასან ბოლქიაჰი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია ინდოეთს 1992 წლის სექტემბერში. 1929 წელს ბრუნეიში ნავთობის აღმოჩენის შემდეგ სამეფოში უამრავი ინდოელი წავიდა ნავთობისა და მასთან დაკავშირებულ სექტორებში სამუშაოდ. ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური წყაროების მიერ მიხედვით 2013 წლისთვის ბრუნეიში 10 000 ინდოელი ცხოვრობდა.

ბრუნეის უმაღლესი კომისარიატი ნიუ-დელიში, ხოლო ინდოეთის უმაღლესი კომისარიატი ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო ერთა თანამეგობრობის სრული წევრია.

საფრანგეთი

ბრუნეის საელჩო პარიზში, ხოლო საფრანგეთის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში მდებარეობს. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1984 წლის 8 მაისს დამყარდა.

გერმანია

ბრუნეის საელჩო ბერლინში მდებარეობს, ხოლო გერმანიის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები 1984 წლის 1-ელ მაისს დამყარდა.

მიანმარი

ბრუნეისა და მიანმარს შორის ურთიერთობები 1993 წლის 21 სექტემბერს დამყარდა. ბრუნეის საელჩო იანგონში მდებარეობს, ხოლო მიანმარის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანშია განლაგებული. სახელმწიფოებს მეგობრული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ განათლების, ჯანდაცვისა და შრომის სფეროში.

ომანი

ბრუნეისა და ომანს შორის ურთიერთობები 1984 წლის 24 მარტს დამყარდა. წარსულში ორივე სახელმწიფო ევროპული ქვეყნების პროტექტორატები იყვნენ (ბრუნეი ბრიტანეთის, ხოლო ომანი პორტუალიის და შემდეგ ბრიტანეთის) და ამჟამად ორივე ისლამური აბსოლუტური მონარქიულიაა. ბრუნეის საელჩო მასკატში მდებარეობს, ხოლო ომანის საელჩო ბანდარ-სერი-ბეგავანში.

სქოლიო

Tags:

ბრუნეის საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებიბრუნეის საგარეო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობებიბრუნეის საგარეო ურთიერთობები სქოლიობრუნეის საგარეო ურთიერთობები19842000200520132021ბანდარ-სერი-ბეგავანიბრუნეიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაერთა თანამეგობრობაისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩრდილოეთი კორეასიონის ტაძარიგარემოს დაბინძურებაცილებიგოდერძი ჩოხელიხორვატიააფხაზებიბაყაყისასმელი წყალიცოტნე დადიანიეგრისის სამეფობერლინის კედელისაფრანგეთის რევოლუციასინონიმებიმალტამაჰათმა განდინაცვალსახელიზოდიაქოდოლიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჩერნობილის კატასტროფაფიოდორ დოსტოევსკისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტილეიკოციტოზიბორჯომი (წყალი)ეკოლოგიაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითთერგდალეულებინიანგებილექსი ვეფხისა და მოყმისადათვიდიდი პარასკევიჰარი პოტერისამებანარკოტიკირომანტიზმიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონილოგისტიკაივანე მაჩაბელიოქროს საწმისიქართველები რუსეთშიმარჯნის რიფილარითევზებიმარშალის გეგმაYouTubeნიკო ფიროსმანიპეტუნიატურიზმიდედამიწის სტრუქტურაიმერეთის მხარეალპებიბალდუინ IV იერუსალიმელივლადიმერ ლენინიგურიაჩონგურითვალივაჟა-ფშაველაგიორგი XIIნარკომანიაპითაგორას თეორემამაცივარისაქართველოს სატელეფონო კოდებისამხრეთი კორეასერგო ორჯონიკიძემონა ლიზაშუშანიკის წამებალოცვა ეფრემ ასურისასაქართველოს პრემიერ-მინისტრისვანეთიცხენისწყალიდუნაიდაირამადაგასკარისულეიმან Iოქტავიანე ავგუსტუსიტემპერამენტის ტიპები🡆 More