ბორის აკუნინი

ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი გრიგორი შალვას ძე ჩხარტიშვილი; დ.

20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) — მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.

ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1956(1956-05-20)[1] [2] [3] [4] (67 წლის)
დაბადების ადგილი ზესტაფონი ან თბილისი[5]
ფსევდონიმი Борис Акунин, Анатолий Брусникин და Анна Борисова
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, საბავშვო მწერალი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე, საზოგადო მოღვაწე, მთავარი რედაქტორი, japanologist[5] , man of letters[5] და ლიტერატურული კრიტიკოსი[5]
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა ბორის აკუნინი სსრკ
ბორის აკუნინი რუსეთი
ალმა-მატერი მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი
ჟანრი დეტექტივი, historical fiction და ისტორიული ლიტერატურა
Magnum opus ერასტ ფანდორინის თავგადასავლები
ჯილდოები ამომავალი მზის მე-4 ხარისხის ორდენი
საიტი akunin.ru

ბიოგრაფია

დაიბადა 1956 წლის 20 მაისს ზესტაფონში, საქართველოში, ოფიცერ-არტილერისტ შალვა ჩხარტიშვილისა და რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ბერტა ისააკის ასულ ბრაზინსკის ოჯახში.

1958 წელს ჩხარტიშვილების ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში (რუსეთი) გადავიდა. გრიგორიმ 1973 წელს მოსკოვის 36-ე ინგლისური სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. თარგმნის მხატვრულ ლიტერატურას ინგლისური და იაპონური ენებიდან რუსულზე. ჩხარტიშვილის თარგმანით გამოცემულია შემდეგი ავტორების ნაწარმოებები: იუკიო მისიმა, კენძი მარუიამა, მასაჰიკო სიმადა, კობო აბე, ცინიიტი ჰოსი, ტაკეში კაიკო.

მუშაობდა ჟურნალ «Иностранная литература»–ს მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1999-2000). მისი მთავარი რედაქტორობით გამოიცა 20 ტომეული „იაპონური ლიტერატურის ანთოლოგია“.

1998 წლიდან გრიგორი ჩხარტიშვილი ლიტერატურულ შემოქმედებას ეწევა ფსევდონიმით ბორის აკუნინი. იაპონურ სიტყვას აკუნინი (იაპ. 悪人) ქართულში ზუსტი შესატყვისი არ მოეძებნება. დაახლოებით ითარგმნება, როგორც "ავკაცი", „ბოროტი ადამიანი“, „ადამიანი რომელიც კანონს არ იცავს“. კრიტიკულ და დოკუმენტურ შრომებს აქვეყნებს ნამდვილი სახელითა და გვარით.

2009 წლის 29 აპრილს ბორის აკუნინი ამომავალი მზის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალერი გახდა. 2009 წლის 10 აგვისტოს რუსეთისა და იაპონიის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის მთავრობამ სახელმწიფო პრემია მიანიჭა.

პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ–დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე.

შემოქმედება

„მწერალი და თვითმკვლელობა“, 2001

ერასტ ფანდორინის თავგადასავლები

  • აზაზელი
  • თურქული გამბიტი
  • ლევიათანი
  • აქილევსის სიკვდილი
  • განსაკუთრებული დავალებები:
    • ყვავის ვალეტი
    • დეკორატორი
  • სამოქალაქო მრჩეველი
  • მეფედ კურთხევა, ანუ ბოლო რომანებიდან
  • სიკვდილის მიჯნური ქალი
  • სიკვდილის მიჯნური კაცი
  • ალმასის ეტლი
  • ინი და იანი
  • ნეფრიტის კრიალოსანი
  • მთელი მსოფლიო თეატრია
  • შავი ქალაქი
  • პლანეტა წყალი
  • არ გემშვიდობებით
  • ტამბას გაკვეთილები

მასახირო სიბატას თავგადასავლები

  • უბრალოდ მასა
  • იამა

მაგისტრის თავგადასავლები

  • ალტინ–ტოლობასი
  • კლასგარეშე საკითხავი
  • თ. მ.
  • შავარდენი და მერცხალი

პროვინციალური დეტექტივი, ანუ და პელაგიას თავგადასავლები

  • პელაგია და თეთრი ბულდოგი
  • პელაგია და შავი ბერი
  • პელაგია და წითელი მამალი

სერია "ჟანრები"

  • საბავშვო წიგნი:
    • საბავშვო წიგნი
    • საბავშვო წიგნი გოგოებისთვის (გლორია მუს თანაავთორობით)
  • ჯაშუშური რომანი
  • ფანტასტიკა
  • ქვესტი
  • მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები

სიკვდილი ბრუდეშაფტზე

  • ჩვილი და ეშმაკი. ფილმი პირველი
  • გათეხილი გულის ტანჯვა. ფილმი მეორე
  • მფრინავი სპილო. ფილმი მესამე
  • მთვარეს შვილები. ფილმი მეოთხე
  • უცნაური კაცი. ფილმი მეხუთე
  • გამარჯვების გრუხუნი, გაისმე! ფილმი მეექვსე
  • «მარია», მარია… ფილმი მეშმიდე
  • არაფერი წმინდა. ფილმი მერვე
  • ოპერაცია «ტრანზიტი». ფილმი მეცხრე
  • ანგელოზების ბატალიონი. ფილმი მეათე

ეკრანიზაცია

  • აზაზელი (2002)
  • თურქული გამბიტი (2005)
  • სამოქალაქო მრჩეველი (2005)
  • პელაგია და თეთრი ბულდოგი (2009)
  • ჯაშუში (2011)
  • ლევიათანი (2021)
  • ფანდორინი. აზაზელი (2023)

ქართულად ნათარგმნი წიგნები

ბორის აკუნინი 
ბორის აკუნინის წიგნის ყდა, რომელიც პირველად ითარგმნა საქართველოში, გამომცემლობა „არეტე“, 2004 წელი
  • აზაზელი (კონსპიროლოგიური დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა გამომცემლობა არეტე, თბ. 2004, ISBN 99940-745-8-X
  • თურქული გამბიტი (ჯაშუშური დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006, ISBN 99940-42-07-6
  • ლევიათანი (ჰერმეტული დეტექტივი), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა კვირის პალიტრა, თბ. 2006 წელი, ISBN 9994-53-21-3; მეორე გამოცემა, გამომცემლობა პალიტრა L, 2010, ISBN 978-9941-413-98-8
  • პიკის ვალეტი (ამბავი თაღლითებზე), თარგმნა მიხო მოსულიშვილმა, გამომცემლობა ლითერასი, თბ. 2013
  • სასაფლაოს ამბები, თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. 2013 წელი, ISBN 978-9941-446-25-2
  • მწერალი და თვითმკვლელობა, თარგმნა თამარ კოტრიკაძემ, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. 2014 წელი, ISBN 978-9941-454-38-7

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> ბროკჰაუზის ენციკლოპედია
https://wikidata.org/wiki/Track:Q237227">
  • Discogs — 2000.
  • Babelio — 2007.
  • Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 37–40. — ISBN 5-94848-245-6
  • 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database
  • აზაზელი
  • თურქული გამბიტი
  • ლევიათანი
  • პიკის ვალეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-10. ციტირების თარიღი: 2017-02-23.
  • სასაფლაოს ამბები
  • მწერალი და თვითმკვლელობა
  • This article uses material from the Wikipedia ქართული article ბორის აკუნინი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
    ®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.

    Tags:

    ბორის აკუნინი ბიოგრაფიაბორის აკუნინი შემოქმედებაბორის აკუნინი ეკრანიზაციაბორის აკუნინი ქართულად ნათარგმნი წიგნებიბორის აკუნინი რესურსები ინტერნეტშიბორის აკუნინი სქოლიობორის აკუნინი195620 მაისიზესტაფონიიაპონოლოგიასაქართველო

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    ალცჰაიმერის დაავადებაგიორგი ჩაკვეტაძეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბაიკალიდემეტრე Iქართლის ცხოვრებავიკიპედიაბახტრიონის ბრძოლაანგარიშთა გეგმაგლობალიზაციაბერნილოცვა ეფრემ ასურისასიკვდილით დასჯადიდგორის ბრძოლაარსებითი სახელიათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკანიკო ფიროსმანიბრუნებათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივასკულიტიაზიაებრაელებისინგაპურიბასიანის ბრძოლაპოპ-მუსიკაენგუს დიტონიჰემანგიომამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ხელოვნებაბიუჯეტიგიორგი მამარდაშვილიქართვლის დედაMozilla Firefoxსასწორი (ასტროლოგია)სულგუნიმინერალებიგლობალური დათბობაჩარლი ჩაპლინიჯიქიექსპრესიონიზმიდალი (მითოლოგია)ერითროციტებიმცენარეებიმიუზიკლიმენსტრუაციაჯუზეპე ვერდიქვეწარმავლებირუსული დამწერლობარენესანსიჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკამტირალას ეროვნული პარკიქართული ვაზის ჯიშებიეროზია28 მარტიდავით ყიფიანისისხლიჯრუჭის I ოთხთავიბიზანტიის იმპერიაოსმალეთის იმპერიაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაგრიგორიანული კალენდარიპროგრესული როკიდემნა უფლისწულინარკომანიამიხეილ მესხიეგვიპტეთევზებითბილისის ძეგლებიმერაბ მამარდაშვილიმღრღნელებიჩუტყვავილაბაში-აჩუკი (ფილმი)დათვიგაპიროვნებაჯადოსნური ფლეიტავარსკვლავური ომებიმთვარეანტარქტიდა🡆 More