ასპინძა

ასპინძა — დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და თემის ცენტრი.

მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალი ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ. დაბაში შემორჩენილია X-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები.

დაბა
ასპინძა
ასპინძა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°34′24″ ჩ. გ. 43°15′00″ ა. გ. / 41.57333° ჩ. გ. 43.25000° ა. გ. / 41.57333; 43.25000
პირველი ხსენება 888
ამჟამინდელი სტატუსი 1961
ცენტრის სიმაღლე 1090
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 2793 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,8 %
სომხები 3,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 364
საფოსტო ინდექსი 0500
ასპინძა — საქართველო
ასპინძა
ასპინძა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ასპინძა
ასპინძა — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ასპინძა

ისტორია

ასპინძა 
ეკლესია ხვილიშა, VII საუკუნე
ჯაბა ლაბაძის ფოტო

სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:

ასპინძა 
„იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“

XVI ს-ის ბოლოს დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ. ამ დროს ასპინძა დიდი სოფელი ყოფილა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. "სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში" ასპინძა მოხსენიებულია: "ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას..." ვახუშტის მიხედვით: "ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.

1625 წელს ასპინძასთან გაიმართა ბრძოლა, რომელშიც გიორგი სააკაძემ დაამარცხა ყიზილბაშები. 1770 წლის ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ დაამარცხა ოსმალებისა და ლეკების შეერთებული ლაშქარი.

ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელი და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეცხოველეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.

კურორტი

ასპინძაში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2 °C, აგვისტოსი 20,3 °C; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.

ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42 °C) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2793 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3783
2002 3243ასპინძა 
2014 2793 ასპინძა 

გალერეა

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1983 წ.

სქოლიო

Tags:

ასპინძა ისტორიაასპინძა კურორტიასპინძა დემოგრაფიაასპინძა გალერეაასპინძა ლიტერატურაასპინძა სქოლიოასპინძაასპინძის მუნიციპალიტეტიახალციხეახალციხის ქვაბულიდაბაზღვის დონეთბილისითემიმდინარემტკვარისაქართველოსაქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიელენე ახვლედიანისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემორფოლოგია (ენათმეცნიერება)მონღოლთა ბატონობა საქართველოშიდიალიზირითმაწიგნი სიბრძნე სიცრუისაFacebookსოციალიზმიგერმანიის გაერთიანება (1871)საქართველოს პარლამენტიდათვიყაზახეთიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისაქართველო XVIII საუკუნეშისაქართველოს დაცული ტერიტორიებიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაMicrosoftმარკ ტვენირუსული დამწერლობალევან საგინაშვილინაღვლის ბუშტიკანონიერი ქურდიტაო-კლარჯეთიეკონომიკარომიევროპის პარლამენტიმიტოზიმასონობალიონელ მესიკოპენჰაგენისოკრატეასპინძის ბრძოლასაქართველო XVII საუკუნეშილუვრიდიდი დეპრესიასამცხე-ჯავახეთის მხარემსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსაქართველო XV საუკუნეშიGoogleბუნებრივი გადარჩევაბირთვული იარაღიმინერალებიხარებაამირანი (მითოლოგია)ლიმფოციტებიუილიამ შექსპირიფერდინანდ პორშე26 აპრილისეფსისიარაბობა საქართველოშინიკო ლორთქიფანიძევაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიავტორიტარიზმითრომბოციტებიკულტურაბატონებიევროპასაქართველოს პრეზიდენტი69 (სექსუალური პოზა)საქართველოს გეოგრაფიათერგდალეულებიენდომეტრიოზიაუტიზმიყინწვისის მონასტერიგიორგი მამარდაშვილინიკო ფიროსმანიმოლდოვაევროკავშირიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომამაო ჩვენოვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბუდაპეშტიჭიაკოკონობაამასიის ზავი🡆 More