ჰიმალაი (სანს.
განფენილია ავღანეთის, პაკისტანის, ინდოეთის, ჩინეთის, ნეპალის, ბჰუტანისა და მიანმარის ტერიტორიებზე. მოქცეულია ტიბეტის მთიანეთსა და ინდ-განგის ვაკეს შორის. სიგრძე 2400 კილომეტრზე მეტი, სიგანე 180 კილომეტრიდან 350 კილომეტრამდე. ფართობი დაახლოებით 650 ათასი კმ². საშუალო სიმაღლე დაახლოებით 6000 მ. ჰიმალაიზე აღმართულია დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848 მ). 11 მწვერვალის სიმაღლე აღემატება 8000 მ-ს, რომელთაც სხვანაირად რვაათასიანებს უწოდებენ. ჰიმალაი არის დიდი ოროგრაფიული, კლიმატური და ფლორისტიკული ზღუდე ცენტრალური აზიის უდაბნოებსა და სამხრეთ აზიის ტროპიკულ ლანდშაფტებს შორის.
ჰიმალაი | |
---|---|
მწვერვალი კ2 | |
კოორდინატები: 27°59′17″ ჩ. გ. 86°55′31″ ა. გ. / 27.98806° ჩ. გ. 86.92528° ა. გ. | |
ქვეყანა | ავღანეთი პაკისტანი ინდოეთი ჩინეთი ნეპალი ბჰუტანი მიანმარი |
უმაღლესი წერტილი | ევერესტი |
სიმაღლე | 8848 მ |
ფართობი | 650 კმ² |
სიგრძე | 2400 კმ |
სიგანე | 350 კმ |
ჰიმალაი ინდ-განგის ვაკიდან 3 უზარმაზარ ციცაბო საფეხურებად მაღლდება, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია რღვევის ხაზებითა და მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულებით. I საფეხურს ქმნის ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ჰიმალაის სამხრეთი მთისწინეთი — სივალიკის ქედი. II საფეხურია მცირე ჰიმალაი — ცალკეული მთის მასივებისა და ქედების სისტემა. მთები ძლიერ დანაწევრებულია, სამხრეთი კალთები ციცაბოა, ჩრდილოეთი დამრეცი. აქ არის პირ-პანჯალის, დჰაოლადჰარის, მაჰაბჰარატის ქედები. III საფეხურია დიდი ჰიმალაი, ანუ ჰიმალაის მთავარი ქედი. იგი ჩრდილო-დასავლეთით ნანგაპარბატის მასივიდან იწყება. სატლეჯის ხეობიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით დაფარული ჰიმალაის უმაღლესი მთის მასივები და მწვერვალები.
ჰიმალაი ფართობით თითქმის ათჯერ აღემატება საქართველოს ფართობს. შედარებისთვის შესაძლებელია მწვერვალ აკონკაგუას მოყვანა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 6962 მ-ია და უმაღლესი მწვერვალია აზიის ფარგლებს გარეთ, მაშინ როდესაც ჰიმალაის სისტემა შეიცავს 100-ზე მეტ მწვერვალს, რომელთა სიმაღლე 7 200 მეტრს აღემატება. მათი დაპყრობის მცდელობა და ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. ჰიმალაის მწვერვალებზე მოწყობილმა ექსპედიციებმა ბევრი ცნობილი ალპინისტის სიცოცხლე შეიწირა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰიმალაი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.