ჯექსონ პოლოკი

პოლ ჯექსონ პოლოკი (ინგლ.

28 იანვარი, 1912 — გ. 11 აგვისტო, 1956) — გავლენიანი ამერიკელი ხელოვანი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთი თანადამაარსებელი. სიცოცხლეშივე მოიპოვა მნიშვნელოვანი წარმატება და ერთი პერიოდი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მხატვრად იქცა, თუმცა კონფლიქტური ხასიათისა და ალკოჰოლიზმის გამო განმარტოებით ცხოვრობდა. 1945 წელს მან მხატვარ ლი კრასნერზე იქორწინა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე და მემკვიდრეობაზე. 44 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მართვის გამო მომხდარ ავტოკატასტროფაში.

ჯექსონ პოლოკი
Jackson Pollock
ჯექსონ პოლოკი
ჯექსონ პოლოკი
სრული სახელი პოლ ჯექსონ პოლოკი
დაიბადა 28 იანვარი, 1912
დაბადების ადგილი კოდი, უაიომინგი
გარდაიცვალა 11 აგვისტო, 1956
გარდაცვალების ადგილი ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი
ეროვნება აშშ
სფერო ფერწერა
მიმდინარეობა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი
ჟანრი აბსტრაქციონიზმი
ცნობილი ნამუშევრები No. 5, 1948
მასზე გავლენა მოახდინა მექსიკელი მიურალისტები, ადგ. ინდიელების ქვიშის ხელოვნება, ექსპრესიონიზმი, კარლ იუნგი
მან გავლენა მოახდინა გვიანდელი მოდერნიზმი

1956 წლის დეკემბერში მისი მემორიალური რეტროსპექციული გამოფენა გაიმართა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, რომელიც უფრო დიდი მასშტაბით განმეორდა 1967 წელს. 1998 და 1999 წლებში მასშტაბური რეტროსპექციული გამოფენები გაიმართა მომასა და ტეიტში, ლონდონი. 2000 წელს ედ ჰარისის მიერ პოლოკზე გადაღებული კინოფილმი ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით დაჯილდოვდა.

ბიოგრაფია

პოლოკი დაიბადა კოდიში, უაიომინგი; იზრდებოდა არიზონასა და კალიფორნიაში. 1930 წელს ძმასთან, ჩარლზ პოლოკთან, ერთად გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც ორივე თომას ჰარტ ბენტონთან სწავლობდნენ ხელოვნების სტუდენტთა ლიგაში. ბენტონის გავლენა პოლოკზე შეინიშნება მის მრუდხაზოვან რიტმებსა და პროვინციული ამერიკის თემებში. პოლოკის ადრეულ რეპრეზენტაციულ ნამუშევრებს მექსიკელი მიურალისტების დევიდ ალფარო სიქეიროს, ხოზე კლემენტე ოროზკო და დიეგო რივერას გავლენა ეტყობა. 1936 წელს მას სექეიროს სახელოსნოშიც კი უმუშავია. თუმცა, პიკასოსა და სიურრეალისტური ხელოვნების გამოფენების ნახვის შემდეგ მისი ნამუშევრები უფრო სიმბოლისტური გახდა.

1930-იანებში ის ბევრს მოგზაურობს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. 1934 წელს ნიუ-იორკში სახლდება. მოგვიანებით იგი მწვავე დეპრესიაში ვარდება და რამდენიმე წლის მანძილზე ფსიქოთერაპიის კურსით მკურნალობს. ამ პერიოდში მას ინტერესი უღვივდება კარლ იუნგის პრიმიტიული არქეტიპების თეორიისადმი, რაც მისი 1938-1944 წლების ნამუშევრების საფუძველი ხდება. ეს ნამუშევრები ძალადობრივი თემებით გამოირჩევა და თავდაპირველად პუბლიკამ უარყოფითად შეაფასა.

შემოქმედება

პოლოკის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო პეგი გუგენჰაიმის „საუკუნის ხელოვნების გალერეაში“ (ნიუ-იორკი) 1943 წელს.

1944 წელს პოლოკი დაქორწინდა მისი მრავალი წლის მეგობარ ლი კრასნერზე (რომელიც ასევე მნიშვნელოვანი ამერიკელი მხატვარი-აბსტრაქციონისტი იყო) და 1945 წლის ნოემბერში ისინი სპრინგში, ლონგ-აილენდის ისტ-ჰამპტონის რაიონში, დასახლდნენ. აქ მათ პეგი გუგენჰაიმის სესხის წყალობით სოფლის დიდი მამული შეიძინეს ხის სახლით, სადაც პოლოკმა ბოსელი სტუდიად გადააკეთა. ეს ადგილი ამჟამად ცნობილია, როგორც „პოლოკ-კრასნერის სახლი და სტუდია“. სწორედ აქ დახვეწა პოლოკმა თხევად საღებავზე სპონტანურად მუშაობის მისი განთქმული ტექნიკა.

პოლოკი თხევადი საღებავის გამოყენებას 1936 წელს გაეცნო, ნიუ-იორკში მექსიკელი მიურალისტი დავიდ ალფარო სიქეიროსის ექსპერიმენტულ კლასებზე. შემდგომში ის საღებავის დასხმის ტექნიკას იყენებს ადრეული 1940-იანი წლების რამდენიმე ტილოზე, მათ შორის „მამრი და მდედრი“ და „კომპოზიცია დასხმით I“. პოლოკის ხატვის სტილი დრამატულად იცვლება 1947 წლის იანვრიდან. იგი მუშაობას იწყებს იატაკზე დაფენილ უზარმაზარ ტილოებზე და ავითარებს, როგორც თავად უწოდებდა, „დაწვეთების“ ან „დასხმის“ ტექნიკას. პოლოკი ფუნჯებს იყენებდა საღებავის ტილოზე დასასხმელად, ტილოზე ფუნჯის დაუკარებლად. მან ასევე დაიწყო სამხატვრო საღებავის ნაცვლად საოჯახო თხევადი საღებავების გამოყენება, „რაც ბუნებრივი ზრდა იყო პრაქტიკული მოსაზრებით გამოწვეული“. ის იყენებდა გამხმარ ფუნჯერბს, ჯოხებს და შპრიცებსაც კი, საღებავის აპლიკატორად. ამით მან შეცვალა ფუნჯისა და პალიტრის გამოყენების დასავლური ტრადიცია და ასევე მხოლოდ ხელისა ან მაჯის გამოყენებიდან მთელი სხეულით ხატვაზე გადავიდა. ხატვის ასეთი სტილის გამო მას მეტსახელად „მჟონავი ჯეკი“ (Jack the Dripper) შეარქვეს. ამგვარი ტექნიკით პოლოკს საშუალება მიეცა ხელოვნების შექმნის უფრო პირდაპირი საშუალებისთვის მიეღწია, ვინაიდან საღებავი ამიერიდან პირდაპირი გაგებით გადაედინებოდა მის მიერ შერჩეული ხელსაწყოდან ტილოზე.

პოლოკის ხატვის ტექნიკის ამგვარი ცვლილება შესაძლოა მრავალ გავლენას მიეწეროს. 1947-48 წლების ზამთარში პოლოკმა ავანგარდულ პერიოდულ გამოცემაში გამოაქვეყნა კომენტარი, სათაურით „შესაძლებლობანი“ (Possibilities), რომელშიც თავის ახალ სტილს ასე აღწერდა:

...ხატვის დაწყებამდე ტილოს თითქმის არასდროს ვჭიმავ, მირჩევნია კედელზე ან იატაკზე გაფენილ ტილოზე ვხატო. მე მყარი ზედაპირის წინაღობა მჭირდება. იატაკზე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. უფრო ვუახლოვდები, ნახატის ნაწილი ვხდები, ვინაიდან ასე შემიძლია მის გარშემო ვიარო, ოთხივე მხრიდან ან პირდაპირ ნახატში ვიმუშაო.

ეს შესაძლოა ამერიკელი ინდიელების ქვიშაზე ხატვის მეთოდიდან გამომდინარეობდეს. ის აგრძელებს:

ფუნჯებსა და პალიტრას მირჩევნია ჯოხები, დანები, მწვეთავი თხევადი საღებავი ან მძიმე ქვიშანარევი მასა, მინის ნატეხები და სხვა უცხო საგნების დამატება… როცა ვხატავ, არ ვაანალიზებ რას ვაკეთებ. მხოლოდ ე.წ. „გაცნობის“ პერიოდის შემდეგ ვხედავ ამას. არ მეშინია ცვლილებების გაკეთების ან გამოსახულების გაფუჭების და ა.შ., ვინაიდან ნახატს საკუთარი ცხოვრება აქვს. მე ვცდილობ მას გამოსავალი მივცე. ნახატთან კონტაქტს რომ ვკარგავ, მხოლოდ მაშინ გამოდის შედეგი უაზრობა. სხვანაირად ეს წმინდა ჰარმონია, ადვილი ურთიერთგაცვლაა და ნახატიც კარგი გამოდის.

პოლოკი უარჰყოფდა შემთხვევითობას. მას, როგორც წესი, გააზრებული ჰქონდა თუ როგორი უნდა გამოსულიყო ესა თუ ის ნამუშევარი. ეს იყო მისი სხეულის მოძრაობა, რისი კონტროლიც მას შეეძლო, შერეული საღებავის დაუნდობელ დენასთან, გრავიტაციის ძალასა და იმასთან, თუ როგორ შეიწოვდა ტილო საღებავს. ანუ მართვადისა და უმართავის ნარევი. შხეფებით, წვეთებით, დასხმით ის ენერგიულად მოძრაობდა ტილოს გარშემო, თითქმის ცეკვასავით, და არ ჩერდებოდა, სანამ იმას არ მიიღებდა, რისი ნახვაც სურდა.

ჯექსონ პოლოკი 
პოლოკის სახლი სპრინგსში.
ჯექსონ პოლოკი 
პოლოკის სტუდია სპრინგსში, ნიუ-იორკი.
ჯექსონ პოლოკი 
„გალაქტიკა“

1948 წელს ბეტი ფრიდმანის გალერეაში ამ ნამუშევართა პირველი წყების გამოფენამ მყისიერი სენსაცია მოახდინა და იმდღესვე მთელი სერია გაიყიდა. ამან პოლოკს საშუალება მისცა უფრო დიდი სტუდია აეშენებინა. უკვე 1950 წელს პოლოკი მის ყველაზე განთქმულ ექვსი ნახატის სერიას ქმნის. ჟურნალი „ტაიმი“ მას 1951 წელს „უდიდეს ცოცხალ ამერიკელ ხელოვანს“ უწოდებს.

პოლოკის ნამუშევრები 1951 წლის შემდეგ მუქ ფერებშია შესრულებული, ხშირად მხოლოდ შავი საღებავებით, და მათში ისევ შეინიშნება ადრინდელი ფიგურაციული ელემენტები. პოლოკი გადადის უფრო კომერციულ გალერეაში, სადაც კოლექციონერთა მოთხოვნა ახალ ნამუშევრებზე ძალზე მომთხოვნი იყო. შედეგად მისი ალკოჰოლიზმი მწვავდება.

პოლოკის კარიერა უეცრად დასრულდა ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო მომხდარ ავტოკატასტროფაში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის სტუდიაში დარჩენილი ყველა ნამუშევარი უმალ გაიყიდა, იმ ნამუშევრების ჩათვლით, რომელთა გასხვისებას ის არ აპირებდა.

ადგილობრივ ინდიელთა გავლენა

პოლოკის სიტყვებით:

ჯექსონ პოლოკი 
„მე უფრო ახლოს, ნახატის ნაწილად ვგრძნობ თავს, ვინაიდან ამგვარად შემიძლია მის ირგვლივ ვიარო, ვიმუშაო ოთიხივე მხრიდან და პირდაპირი მნიშვნელობით ნახატში ვიყო. ეს დასავლეთში ინდიელი ქვიშის მხატვრებიდან მოდის“
(ჯექსონ პოლოკი, "ჩემი ხატვა", პოლოკი: მხატვრობა (ბარბარა როუზის რედაქციით), Agrinde Publications Ltd: New York (1980), გვ. 65; თავდაპირველი გამოცემა Possibilities I, ნიუ-იორკი, ზამთარი 1947-8)

სახელებიდან დანომრვამდე

პოლოკს სურდა ბოლო მოეღო დამთვალიერებლის მიერ მის ნახატებში რეპრეზენტაციული ელემენტების ძიებისთვის, რის გამოც მან ერთბაშად შეწყვიტა სახელების შერჩევა და მის ნაცვლად მისი ტილოების დანომრვა დაიწყო. ამაზე პოლოკს უთქვამს: „...შეხედეთ პასიურად და ეცადეთ მიიღოთ რასაც ნახატი გთავაზობთ და ნუ მოიყვანთ სუბიექტის თემას ან წინასწარ ჩასახულ იდეას იმაზე, თუ რას უნდა ეძებდეთ მასში.“ პოლოკის მეუღლე, ლი კრასნერი, ამბობდა, რომ პოლოკი „ადრე მის სურათებს ტრადიციულ სათაურებს აძლევდა... მაგრამ ახლა ის უბრალოდ ნომრავს მათ. ნომრები ნეიტრალურია. ისინი ადამიანებს აიძულებენ შეხედონ სურათს იმისთვის, რაც ის არის — უბრალოდ ნახატი.“

მემკვიდრეობა და გავლენა

1973 წელს ავსტრალიის ეროვნულმა გალერეამ მისი 1952 წლის ტილო სახელად „ლურჯი პოლუსები“ (Blue Poles) $2 მილიონად იყიდა, რაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშისთვის გადახდილი უდიდესი თანხა იყო იმ დროისთვის. იმ პერიოდის კონსერვატიული კლიმატის პირობებში ამ გარიგებამ პოლიტიკური და მედია სკანდალი გამოიწვია. ეს ტილო ამჟამად ამ გალერეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატია და 2006 წლის მონაცემებით $100–$150 მილიონად არის შეფასებული. ის იყო ნიუ-იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის 1998 წლის რეტროსპექტივის ცენტრალური ექსპონატი, რას ასევე მისი გაყიდვის შემდეგ ამ ნამუშევრის ამერიკაში დაბრუნების პირველი შემთხვევა იყო.

მხატვარზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმები „ჯექსონ პოლოკი“ (1987) და „ჯექსონ პოლოკი - სიყვარული და სიკვდილი ლონგ-აილენდზე“ (1999), და ასევე მხატვრული ფილმი „პოლოკი“ (2000), რომელშიც მთავარ როლს ედ ჰარისი ასრულებს. მარშა გეი ჰარდენი მის მიერ პოლოკის მეუღლის ლი კრასნერის განსახიერებისთვის ამერიკის კინოაკადემიის პრემიით (ოსკარი) დაჯილდოვდა. მთავარი როლის შემსრულებელი ედ ჰარისი ასევე ფილმის რეჟისორი იყო. ის ასევე ოსკარის ნომინანტი იყო ამ როლისთვის.

2006 წლის ნოემბერში პოლოკის „No. 5, 1948“ მსოფლიოს უძვირესი ფერწერული ტილო გახდა, როდესაც იგი აუქციონზე გაიყიდა უცნობი კოლექციონერისთვის $140 მილიონად. ყოფილი მფლობელი იყო კინოპრიოდიუსერი დევიდ გეფენი. სავარაუდოდ ახალი მფლობელი წარმოშობით გერმანელი უნდა იყოს.

დღემდე მიმდინარეობს დებატები 2003 წელს ვენსკოტში, ნიუ-იორკი, ნაპოვნი პოლოკისებრი 24 ტილოსა და ნახაზის ორიგინალობაზე. ფიზიკოსთა აზრით ამ ტილოების ორიგინალობის დასადგენად შესაძლებელია ფრაქტალების გამოყენება. პიგმენტების ანალიზის კვლევით ცხადი ხდება, რომ ზოგიერთი მათგანი პოლოკის გარდაცვალებამდე დაპატენტებული არ იყო, თუმცა ეს საღებავები შესაძლოა პოლოკისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო დილერის მეშვეობით.

კრიტიკა

პოლოკის შემოქმედება მუდამ წინააღმდეგობრივი კრიტიკის საგანი იყო და დღემდე რჩება მრავალი მნიშვნელოვანი კრიტიკული დისკუსიის ფოკუსი. ხელოვნებათმცოდნე ჰაროლდ როზენბერგი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეცვალა პოლოკის შემოქმედებამ მხატვრობა:

ტილოზე რაც უნდა აღბეჭდილიყო, სურათი კი არ იყო, არამედ ღონისძიება. დიდი მომენტი დგებოდა, როცა გადაწყდებოდა ხატვა „უბრალოდ ხატვისთვის“. მოძრაობა ტილოზე იყო მოძრაობა ღირებულებისგან — პოლიტიკური, ესთეტიკური, მორალური — გათავისუფლებისთვის.

კლემენტ გრინბერგი პოლოკის შემოქმედებას მხარს ფორმალისტური თვალსაზრისით უჭერს. ვინაიდან ის კარგად ესადაგება გრინბერგის შეხედულებას ხელოვნების ისტორიაზე, როგორც ფორმის პროგრესიული განწმენდასა და მისგან ისტორიული შინაარსის გამოცლაზე. შესაბამისად, მისი აზრით პოლოკის ნამუშევრები მისი დროის საუკეთესო მაგალითი იყო და დასავლური ტრადიციის კუბიზმის გავლით სეზანისა და მონესკენ დაბრუნების კულმინაცია გახდა.

პოლოკის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერით მოწყობილი პოლოკის ნამუშევრების გამოფენები ზოგიერთმა ხელოვნებათმცოდნე-მკვლევარმა მკაცრად გააკრიტიკა. მათ შორის იყო გავლენიანი ფიგურაც — ევა კოკროფტი, რომლის აზრით აშშ-ის მთავრობამ და მდიდარმა ელიტამ პოლოკი და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი აშშ-ის გლობალური ხელოვნების ფორპოსტზე წარმოსაჩენად გამოიყენა, რათა სოციალისტური რეალიზმი დაეკნინებინა. სხვა სიტყვებით, კოკროფტის აზრით, პოლოკი „ცივი ომის იარაღი გახდა“.

მხატვარი ნორმან როკუელის ნამუშევარი „Connoisseur“ სავარაუდოდ პოლოკის სტილის კომენტარს აკეთებს. ტილოზე გამოსახულია მამაკაცი პიჯაკში ჯექსონ პოლოკის „დასხმული“ ნახატის წინ. კონტრასტი მამაკაცსა და პოლოკის ნამუშევრას შორის, სცენის კონსტრუქციასთან ერთად, სავარაუდოდ ხაზს უსვამს განსხვავებას ამოუცნობ პოლოკის სტილსა და ტრადიციულ ფიგურას შორის, ისევე როგორც მონუმენტურ ცვლილებას ესთეტიკის კულტურულ აღქმაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობამ მოიტანა.

სხვები, მათ შორის კრიტიკოსი და სატირიკოსი კრეიგ ბრაუნი, „განცვიფრებულნი არიან იმით, რომ დეკორატიულ „შპალერს“, ზოგადად უაზროს, შეეძლო ამგვარი ადგილის მიღწევა ხელოვნების ისტორიაში ჯიოტოს, ტიციანისა და ველასკესის გვერდით“. რეინოლდს ნიუსი 1959 წლის თავფურცელში წერდა „ეს არ არის ხელოვნება — ეს უგემოვნო ხუმრობაა.“

მნიშვნელოვანი ნამუშევრები

ჯექსონ პოლოკი 
No. 5, 1948, 2006 წელს $140 მილიონად გაიყიდა.

სქოლიო

ჯექსონ პოლოკი 
პოლოკისა და კრასნერის საფლავები გრინ რივერის სასაფლაოზე

რესურსები ინტერნეტში

ჯექსონ პოლოკი  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.

Tags:

ჯექსონ პოლოკი ბიოგრაფიაჯექსონ პოლოკი შემოქმედებაჯექსონ პოლოკი მემკვიდრეობა და გავლენაჯექსონ პოლოკი კრიტიკაჯექსონ პოლოკი მნიშვნელოვანი ნამუშევრებიჯექსონ პოლოკი სქოლიოჯექსონ პოლოკი რესურსები ინტერნეტშიჯექსონ პოლოკი11 აგვისტო1912195628 იანვარიაბსტრაქტული ექსპრესიონიზმიალკოჰოლიზმიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავით Vბენჯამინ ფრანკლინიგაპიროვნებანიუ-იორკერიფოთოლიმწერებიქართული სამზარეულოკავკასიანინო სალუქვაძეჩუტყვავილაკვარცირელიგია საქართველოშიკალანდასაქართველოს დაცული ტერიტორიებიDies Iraeვულკანიტოლერანტობაფსიქოლოგიაციყვიელისაბედ IIაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასამეგრელოლუვრიმეტაბოლიზმირუსული დამწერლობაკონვექციადიმიტრი ყიფიანიქეთევან დედოფალიევერესტისამკუთხედიარგონავტებირუსეთიშარკა ბლურომის რესპუბლიკაცოტნე დადიანიკალიებითავისუფლების დიდი ქარტიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ზვიად გამსახურდიარომბიპროტესტანტიზმიირაკლი ღარიბაშვილინავთობიპელებაყაყიკოლხეთის დაბლობიანალური სექსისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკამეგობრობაერეკლე IIთბილისის მეტროპოლიტენიბენიტო მუსოლინიარწივირევაზ ინანიშვილისიტყვაიოჰან სებასტიან ბახიადამიანის ჩონჩხიკვიპროსიქართვლის დედაალავერდიკოლხეთის ეროვნული პარკიდიოკლეტიანეკავკასიური ნაგაზიოტია იოსელიანიიაკობ გოგებაშვილინიკოლოზ ბარათაშვილიეგრისის სამეფობაში-აჩუკიმიხეილ ლომონოსოვიალექსანდრე ყაზბეგიახალციხესომხეთის ისტორიანაკიანი წელიწადიმოლური მასანივთიერება🡆 More