ცელიაკია

ცელიაკია — სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ხორბლის, ქერის ან მსგავსი მარცვლეულის საკვებში შემავალი გლუტეინის პეპტიდები.

წვრილი ნაწლავის იმუნური აქტივაცია იწვევს ხაოების ატროფიას, ნაწლავური კრიპტების ჰიპერტროფიას და ლიმფოციტების რაოდენობის ზრდას ეპითელიუმსა და საკუთრივ მემბრანაში. აღნიშნული ცვლილებები ადგილობრივად იწვევენ გასტროინტესტინურ სიმპტომებსა და მალაბსორბციას. სისტემური გამოვლინებები საკმაოდ მრავალფეროვანია და პოტენციურად მოიცავს ნებისმიერ ორგანოთა სისტემას.

ცელიაკია

სიმპტომები

ცელიაკიის დაავადების დიაგნოსტირება ყოველთვის მარტივი არაა, რადგაც იგი სხვადასხვანაირად ახდენს გავლენას ინდივიდებზე. ცნობილია 200-ზე მეტი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი და სხვა სისტემების მხრივ. დაავადება შეიძლება განვითარდეს როგორც ბავშვებში, აგრეთვე მოზრდილებშიც. ზოგიერთ დაავადებულ პირს საერთოდ არ აქვს სიმპტომები.

პაციენტებს აუხსნელი გასტროინტესტინური სიმპტომებით (მათ შორის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან დისპეპსია), ქრონიკული დიარეა, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია ან გამონაყარი კანზე, რომელიც შეესაბამება ჰერპეტიფორმულ დერმატიტს, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება ცელიაკიაზე. სხვა სიტუაციები, რომელთა დროსაც აგრეთვე უნდა ჩატარდეს ტესტირება მოიცავს შემდეგ მდგომარეობებს: ზრდაში ჩამორჩენა, სიდაბლე, ვიტამინის დეფიციტი (B12, D, ფოლატი), განმეორებითი აფთოზური სტომატიტი, განმეორებითი სპონტანური აბორტი და უშვილობა.

ცელიაკია 

ცელიაკიის ქვეჯგუფები

ცელიაკიის ოფიციალური კლასიფიკაცია არ არსებობს; თუმცა, აღნიშნული ნოზოლოგია შეგვიძლია დავყოთ მთავარ ქვეჯგუფებად. პირველი - კლასიკური ცელიაკია: ტიპური სიმპტომები, მაგალითად: დიარეა, წონის კლება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი, დაღლილობა. კლასიკური სიმპტომები პაციენტების 50%-ში გვხვდება. მეორე- ატიპური ცელიაკია: არ გვხვდება ტიპური გასტროინტესტინური სიმპტომები ან მალაბსორბცია; აღინიშნება დეფიციტური დარღვევები (მაგ. რკინადეფიციტი) ან ნაწლავგარე გამოვლინებები (მაგ. დაღლილობა, ღვიძლის ფერმენტების მატება ან უშვილობა). თუმცა, ატიპური დაავადება სავარაუდოდ მოიცავს ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პირთა უმრავლესობას. მესამე - ლატენტური ("ჩუმი") ცელიაკია: ცელიაკიის სეროლოგიური და ჰისტოლოგიური მტკიცებულება, მაგრამ ყოველგვარი აშკარად გამოხატული სიმპტომების, ნიშნებისა და დეფიციტების გარეშე. ცელიაკიის ფარულ შემთხვევათა ზუსტი წილი უცნობია, თუმცა ითვლება, რომ ის შეადგენს შემთხვევათა არანაკლებ 20%-ს. მეოთხე - არამორეაგირე ცელიაკია: კლინიკური და სიმპტომები ან ლაბორატორიული დარღვევები, რომლებიც ცელიაკიას ახასიათებს, არ უმჯობესდება კვებიდან გლუტეინის ამოღების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ან ტიპური სიმპტომები ან ლაბორატორიული დარღვევები განმეორებითია გლუტეინისაგან თავისუფალი დიეტის დაცვის ფონზე. მეხუთე - რეფრაქტერული ცელიაკია: სპეციფიკური დიაგნოზი, რომელიც შედის არამორეაგირე ცელიაკიის ქვეჯგუფში; განისაზღვრება, როგორც კლინიკური სიმპტომებისა და ჰისტოლოგიური პათოლოგიების პერსისტირება მკაცრი, გლუტეინისაგან თავისუფალი დიეტის დაწყებიდან სულ მცირე 6 თვის შემდეგ და სხვა გამომწვევი მიზეზის ან გამოხატული ლიმფომის გარეშე. რეფრაქტერული ცელიაკიის ზუსტი ინციდენტობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ 1%-ს შეადგენს.

ცელიაკია 
თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაღარვა ცელიაკიის დროს

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ცელიაკია სიმპტომებიცელიაკია ცელიაკიის ქვეჯგუფებიცელიაკია რესურსები ინტერნეტშიცელიაკია სქოლიოცელიაკია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეაფხაზეთის ომი (1992-1993)ტყემსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაჩრდილოეთი ამერიკაკახეთის აჯანყება (1659)ჯინსების თაობაწითელაბუღა თურქის შემოსევააფხაზებითიხასაქართველოს ფრინველთა სიანაძვისიმკვრივექუნთრუშაპოსტიმონღოლებიუფლისციხესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესისხლიალკანიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებინელსონ მანდელაქეთო და კოტე (ოპერა)ოქროს კვეთაძველი ეგვიპტექართული ენასაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ნორვეგიალაშა ბექაურიორგაზმიდალი (მითოლოგია)ფარნავაზ Iშამქორის ბრძოლა (1195)კონსტანტინოპოლის დაცემაშვეიცარიანიდერლანდებიკურო (ასტროლოგია)თბილისის კურორტების ჯგუფიქართლის სამეფოგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაანემიაფრინველებიყაზახეთიმაიმუნებიზომიერი სარტყლებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაჯიხვიმიხეილ სააკაშვილიჭიამაიასებრნიჭიანჭველასებრნიკვარციასურეთიგოგირდიკვიპაროზიანტონიო ვივალდიმონღოლთა იმპერიასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიკვიპროსინინო ზურიაშვილისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიკანადარომის დაარსებავარძიაობობებიფაშიზმიხოხობინინი ბადურაშვილიჯუზეპე ვერდიბიპოლარული აშლილობასაქართველო XIII საუკუნეშინონა გაფრინდაშვილიინდუსტრიული რევოლუციაალექსანდრე მაკედონელის ომებისასარგებლო წიაღისეულიმარტივი რიცხვიმექსიკადავით გურამიშვილი🡆 More