ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია, ყსე (ყირგ.
Кыргыз совет энциклопедиясы) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია ყირგიზულ ენაზე. გამოიცა ბიშკეკში 1976-1980 წლებში 6 ტომად. გამომცემელია ყირგიზეთის საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია. პირველი ტომის რედაქტორია ა. ტაბალდიევი, 2-6 ტომებისა ბ. ორუზბაევა. ეს ენციკლოპედია დაედო საფუძვლად 1982 წელს ყირგიზულ და რუსულ ენებზე გამოცემულ ერთტომეულს „ყირგიზეთის სსრ“. ენციკლოპედია ანბანურადაა შედგენილი კირილიცაზე და ცოდნის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს ხსენებულ წლებში მეცნიერების განვითარების დონის მიხედვით. ყირგიზული ენციკლოპედია ფართოდ აშუქებს საბჭოთა ყირგიზეთის ეკონომიკურ და სოციალურ მიღწევებს, ვრცლადაა წარმოდგენილი მოკავშირე რესპუბლიკების ზოგადგეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური და ეთნოგრაფიული სპექტრი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.