უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია, უზსე (უზბ.
Oʻzbek Sovet Ensikopediyasi) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია უზბეკურ ენაზე. გამოიცა ტაშკენტში 1971-1980 წლებში 14 ტომად უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის მიერ. 1-9 ტომების მთავარი რედაქტორია ი. მუმინოვი, ხოლო 10-14 ტომებისა კ. ზუფაროვი. ენციკლოპედიის საფუძველზე 1988 წელს გამოიცა ერთტომეული ცნობარი „უზბეკეთის სსრ“ უზბეკურ ენაზე, რომელსაც წინ უსწრებდა 1981 წელს გამოცემული იმავე სახელწოდების რედაქცია რუსულ ენაზე. ენციკლოპედია შედგენილია ტრადიციულად, ანბანურად, და ასახავს ცოდნის ყველა დარგს. იგრძნობა სახელმწიფო იდეოლოგიური გავლენა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.