მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია

მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია (მოლდ.

Енчиклопедия Советикэ Молдовеняскэ) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედია მოლდავურ ენაზე. გამოიცა 1970—1981 წლებში 8 ტომად 25 ათასიანი ტირაჟით.

მკპ ცკ-ის მიერ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედიის გამოცემის დადგენილება 1967 წელს იქნა მიღებული. ამავე წელს ჩამოყალიბდა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია. პირველი მთ. რედაქტორი აკადემიკოსი ია. ს. გროსული იყო. მისი ხელმძღვანელობით 1—3 ტომი გამოვიდა. 1974 წლიდან ეს პოსტი ი. კ ვარტიჩანმა დაიკავა.

აღწერილობა

ენციკლოპედია დაახლოებით 40 ათას სტატიას, 4400 ილუსტრაციას, 244 ჩანართს, 44 ფერად და 244 შავ-თეთრ რუკას მოიცავს. გამოცემის მოცულობა — 693,3 ტექსტის საავტორი ფურცელია. ენციკლოპედიის საერთო მოცულობის დაახლოებით 30 % რეგიონული ხასიათის სტატიებია, რომლებიც მოლდავეთის ბუნებას, ისტორიას, ეკონომიკას და კულტურას ეძღვნება. გამოცემა 6000-მდე ბიოგრაფიულ ცნობარს, მათ შორის, მოლდაველ მოღვაწეთა შესახებ 2200 სტატიას მოიცავს.

1979 წელს რუსულ და მოლდავურ ენებზე გამოცემული, ენციკლოპედიის დასკვინითი მე-8 ტომი წარმოადგენს მოლდავეთის სსრ ენციკლოპედიურ ცნობარს, რომელიც თემატური პრინციპით არის შექმნილი.

1982 წელს მოლდავეთის საბჭოთა ენციკლოპედიის საფუძველზე გამოიცა მცირე ენციკლოპედია „საბჭოთა მოლდავეთი“ რუსულ ენაზე.

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8 ; 10+5 1968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4 (დაგეგმ: 6) 1929—1933

ლიტერატურა

  • «მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია» — (კიშინიოვი, მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია, 1982)
  • «მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია» — სტატია დიდ ენციკლოპედიურ სიტყვარზე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია აღწერილობამოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია სხვა საბჭოთა ენციკლოპედიებიმოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია ლიტერატურამოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია რესურსები ინტერნეტშიმოლდავური საბჭოთა ენციკლოპედიამოლდავური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალკოჰოლური სასმელიბაგრატიონებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავამგელიქვეყნების სიაბალდუინ IV იერუსალიმელიკარტოფილითეატრიჩემი ცოლის დაქალებიარასამთავრობო ორგანიზაციამცხეთის ჯვრის მონასტერიძუძუმწოვრებიგარემოს დაცვაფასკუნჯიაბრეშუმის დიდი გზამზემიხეილ სააკაშვილიბაში-აჩუკი (ფილმი)ნაკიანი წელიწადიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ამერიკის შეერთებული შტატებიფემინიზმივერძი (ასტროლოგია)ალიტერაციასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიძახილის წინადადებაგიორგობაპოლონეთისოციალიზმიქართული ხალხური ცეკვებიმღრღნელებინიუ-იორკითბილისისვანეთისასანიანთა იმპერიაიმერეთის მხარემარჯნის რიფინაპოლეონის ომებიმარსიტაო-კლარჯეთიტალკისამეგრელორუსუდანიაქემენიანთა იმპერიავეფხისტყაოსანირუსთავილაშა ტალახაძეაბო თბილელის წამებალარიირემიშრი-ლანკაათენიბარბიტურატებილეკიანობაჰიდრავლიკანაპოლეონ ბონაპარტიამირანი (მითოლოგია)ლომი (ასტროლოგია)კუბური მეტრიჩრდილოეთი ამერიკაენერგიააბანოთუბანიზმნიზედაალცჰაიმერის დაავადებათირკმელისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკატრეფიკინგიმელანომაშენგენის ზონარომიზაფხულიტყექართული მითოლოგიასაქართველოს ტერიტორიული მოწყობაკავკასიონიბულგარეთიგიორგი მამარდაშვილიყაზახეთი🡆 More