უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია

უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია (უკრ.

Українська радянська енциклопедія, УРЕ) — მრავალტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია უკრაინის შესახებ. გამოდიოდა უკრაინის სსრში. პირველი საბჭოთა რესპუბლიკური ენციკლოპედიაა.

უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია
უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია, I ტომი

ისტორია

«უკრაინის საერთო ენციკლოპედიის» პირველი ტომის გამოსვლის შემდეგ (უკრ. Українська Загальна Енциклопедія) ლვოვში (1930) დიდი ”უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის” (უსე) გამოშვების ინიციატივით ნიკოლაი სკრიპნიკი გამოვიდა. მისი წარმომადგენლობით, ხარკოვში, უსე-ის სარედაქციო კოლეგია შეიქმნა. სათანამშრომლოდ 100-მდე სპეციალისტი იქნა მიწვეული. დაგეგმილი 20 ტომიდან მომზადდა - სამი. პირველი ტომის ბეჭდვა 1933 წლისთვის დაიგეგმა, თუმცა მთავლიტმა გამოცემა აკრძალა მეტისმეტი ეროვნულობის გამო. იმავე წელს სკრიპნიკმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული მასალები გაანადგურეს, ხოლო 1934 წლის ნოემბერში უსე-ის რედაქცია დაითხოვეს.

ომის შემდგომ უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქციის აღდგენის საკითხი კვლავ დადგა. მუშაობა კი მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ განახლდა. ამავე სახელწოდების გამომცემლობა (უკრაინის საბჭოთა ენციკლოპედია) საგანგებოდ შეიქმნა, რომელმაც ამის შემდეგ უკრაინისადმი მიძღვნილი არაერთი ენციკლოპედიური პერიოდიკა გამოსცა. უსე 1959—1965 და 1974—1985 წლებში ორჯერ გამოიცა, (პირველი — ორსვეტიან 17 ტომად, მეორე — სამსვეტიან 12 ტომად). ორივე გამოცემის მთავარი რედაქტორი იყო მწერალი მიკოლა ბაჟანი.

აღწერილობა

ფაქტებისა და დეტალების გადმოცემისას კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა შეინიშნება. ასევე გამოდიოდა ”უსე”-ის პირველი გამოცემის ინგლისური და რუსული თარგმანები, ხოლო მეორე გამოცემა სრულად ითარგმნა რუსულად.

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедія უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია 17 1927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедияси უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია 14 1971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարան სომხური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыя ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია 12 1975—1987
Latvijas padomju enciklopēdija ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია 11 1981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасы აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясы ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია 10 1972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedija ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია 13 1976—1985
Түркмен совет энциклопедиясы თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია 10 1974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1970—1981
Энциклопедияи советии тоҷик ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია 8 1978—1988
Eesti nõukogude entsüklopeedia ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია 8 ; 10+5 1968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясы ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია 6 1976—1980
Сибирская советская энциклопедия ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია 4(დაგეგმ: 6) 1929—1933

რესურსები ინტერნეტში

Tags:

უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია ისტორიაუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია აღწერილობაუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია სხვა საბჭოთა ენციკლოპედიებიუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია რესურსები ინტერნეტშიუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედიაუკრაინაუკრაინის სსრუკრაინული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ელენე ახვლედიანიფილტვებიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიიოთამ ზედგენიძემუსიკათამარ მეფექართვლის დედაელექტრული დენიანა კალანდაძებიბლიაფოთიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაბუსქესობრივი აქტიევროპის დროშაოსმალეთის იმპერიასასწორი (ასტროლოგია)დაირახარებასტიბიუმიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარისაქართველოს საპროტესტო გამოსვლები (2023)სოფლის მეურნეობაცადამაყვანაწითელაპითაგორაგიორგი VII (საქართველოს მეფე)ედუარდ შევარდნაძექაქუცა ჩოლოყაშვილიალეგორიასანტიმეტრიმეორე მსოფლიო ომიქართლის ცხოვრებალეონარდო და ვინჩიშვეიცარიადუბაის საამიროაზოტიკალათბურთიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშისაქართველოს პრეზიდენტიდუნაიმოსკოვიბაროკოლუქსემბურგიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ტოლერანტობანივთიერებაზაფხულიწინადადებაარასამთავრობო ორგანიზაციაწელიწადის დროებისეკულარიზმიფოცხვერიკალიებიექვთიმე თაყაიშვილიევროპის მდინარეების სიანიამორიალექსანდრე ყაზბეგივენდეტარუსეთის იმპერიასიმკვრივეჯონჯოლიგორის ციხებაყაყიფაშიზმიისრაელიწიგნი სიბრძნე სიცრუისაოპერამეიოზიგიორგი სააკაძერელიგია საქართველოშიპაბლო პიკასოდიმიტრი ყიფიანიFacebookმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ასტიგმატიზმირეზოლუცია🡆 More