მეცნიერება

ინდექსი · ძიება · კატეგორიები · რჩეული სტატიები და პორტალები · ყველა თემა

მეცნიერება

მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის ფუნქცია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაციაა. ამ პროცესში გამოიყენება გარკვეული სამეცნიერო მეთოდი, რომლის ობიექტია ბუნება, საზოგადოება, აბსტრაქტული ან სხვა ურთიერთობები. ეს ამავე დროს არის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს საქმიანობას ახალი ცოდნის შეძენის, ბუნების კანონების დადგენის, აგრეთვე მათი შედეგების გააზრების მიმართულებით, რაც სამყაროს მეცნიერული სურათის საფუძველია. (...სრულად)

რჩეული სტატია

წყალბადის ატომის ელექტრონის ტალღური ფუნქცია. ღია შეფერილობის არე მიუთითებს მაღალი სიმკვრივის ალბათობას.
წყალბადის ატომის ელექტრონის ტალღური ფუნქცია. ღია შეფერილობის არე მიუთითებს მაღალი სიმკვრივის ალბათობას.

კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) – ისეთი ფიზიკური სისტემების აღწერის მეთოდი-თეორია, რომელთა ქმედების განზომილების მქონე მახასიათებელი სიდიდეები პლანკის მუდმივის რიგისაა. როგორც წესი, ამ პირობას მიკრონაწილაკების (მოლეკულების, ატომების, ატომბირთვების, ელექტრონების, ნუკლონების და ა. შ.) მოძრაობა აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიური კვანტური თვისებები მაკროსკოპულ სისტემებსაც გააჩნია.

კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდულ სისტემაში ელემენტების განლაგებას. კვანტური მექანიკის კანონების აღმოჩენამ მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუცია განაპირობა. (...სრულად).

რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

რჩეული ბიოგრაფია

სოკრატე
სოკრატე

სოკრატე (ბერძ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 — გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) — ძველი ბერძენი (ათენის) ფილოსოფოსი. სოკრატეს ფილოსოფიური სკოლის დამფუძნებელი. სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს. დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად. (...სრულად)

რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

იცოდით, რომ...

სწორი ჰეპტადეკაგონი
სწორი ჰეპტადეკაგონი
  • ...სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
  • ...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და ბლითს ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.
  • ...ნობელის პრემიის გარდა არსებობს ასევე იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც „ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს“.
  • ...ჟურნალ „Scientific American“-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად ადამიანის მიღწევები მის დაუღალავ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული და არა დაბადებით მინიჭებულ ნიჭზე.
  • ... ე. წ. ათი წლის წესით ნებისმიერი პროფესიის დასაუფლებლად 10 წლის დაუღალავი შრომაა საჭირო.
  • ...მზის სისტემის მეათე პლანეტა (შემდგომში ჯუჯა პლანეტად შერაცხული, პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეარქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.
რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

რა შეგიძლიათ გააკეთოთ

    უპირველეს ყოვლისა:
  • თარგმნეთ სახელები და მოაწესრიგეთ განყოფილება ძირითადი კატეგორიები;
  • გამართეთ და განავრცეთ სტატიები კატეგორიაში დაუსრულებელი სტატიები.
რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

რჩეული ციტატა

ვიკიციტატა
„მეცნიერება სპორტია, გონების ვარჯიში, რომელიც მე სიამოვნებას მანიჭებს.“
რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

ძირითადი კატეგორიები

  • სამეცნიერო კვლევები :

  • მეცნიერება და საზოგადოება :
    • Enseignement des sciences : Enseignement des sciences par pays - Concours scientifique - Didactique des sciences - Établissement d'enseignement scientifique ;
    • Musée scientifique : Institution de vulgarisation scientifique - Muséum d'histoire naturelle - Planétarium ;
    • Science et politique ;
    • Vulgarisation scientifique : Association de vulgarisation scientifique - Émission de radio scientifique - Émission de télévision scientifique - Institution de vulgarisation scientifique - Revue de vulgarisation scientifique - Vulgarisateur scientifique.

  • Énoncé scientifique :
    • მუდმივები : Constante fondamentale - Constante mathématique - Nombre adimensionnel ;
    • Énoncé mathématique : აქსიომები - Conjecture - Equation - Inégalité - Paradoxe - Raisonnement mathématique - Théorème de mathématiques ;
    • Expérience scientifique : Expérience de pensée - Expérience scientifique
    • Loi scientifique : Loi en chimie - Loi en physique - Loi en psychologie - Loi de probabilité ;
    • Méthode scientifique : Instrument scientifique - Méthode mathématique ;
    • Règle scientifique ;
    • Théorème : Théorème d'économie - Théorème de mathématiques - Théorème de physique - Catégorie:Théorème d'informatique ;
    • Théorie scientifique.

რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

ახალი სტატიები

რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება


თვის გამოსახულება

1927 წლის სოლვეის კონფერენცია კვანტურ მექანიკაში

სოლვეის კონფერენცია კვანტურ მექანიკაში ტარდება ყოველ სამ წელიწადში და ეძღვნება უმნიშვნელოვანეს მიმდინარე ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. 1927 წლის კონფერენციას (მონაწილეები იხ. სურათზე) ესწრებოდა 17 ნობელის პრემიის ლაურეატი და მან დასაბამი მისცა ბორ-აინშტაინის დებატებს, სადაც ალბერტ აინშტაინმა ეჭვქვეშ დააყენა კვანტური მექანიკის სტანდარტული ანუ კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია.

ფოტო კრედიტი: ბენჯამინ კუპრი
რედ. - სხვა რჩეული ფოტოები...

რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

დობილი პორტალები

   
პორტალი:დედამიწა
აგრონომია ასტრონომია ბიოლოგია დედამიწა მათემატიკა მედიცინა ფიზიკა ქიმია
რედ.
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება
მეცნიერება

Tags:

ვიკიპედია:თემატური საძიებელივიკიპედია:რჩეული პორტალებივიკიპედია:რჩეული სტატიებისპეციალური:კატეგორიებისპეციალური:ყველა გვერდისპეციალური:ძიება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტუტე ლითონებიოშკიხევისბერი გოჩადედა ენააბას I (ირანი)ბარდა სკლიაროსიგიორგი მაზნიაშვილისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)ნაცვალსახელიტაო-კლარჯეთისაქართველოს სატელეფონო კოდებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიმილანინაპოლეონის ომებიგიორგი მამარდაშვილიზურა ყიფშიძელიბერალიზმიბასიანის ბრძოლაქართლის გაქრისტიანებაარაბთა სახალიფოჩრდილოეთი კორეავულკანითბილისის ისტორიათემურლენგის ლაშქრობები საქართველოშისაქართველოს სამოქალაქო ომისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაბერძნული ხელოვნებადავით კაჭარავადედამიწის დღესოფლის მეურნეობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიკოლხეთის სამეფოსაქართველოს მმართველთა სიახემარწყვაპროტესტანტიზმიფოლკლორიინდუსტრიული რევოლუციამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიჰოლოკოსტიჰაერისიმონ Iერთეულთა საერთაშორისო სისტემაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)რუსეთიმიტოზინაციონალიზმიბიძინა ივანიშვილიბარსელონათავისუფლების მოედანი (თბილისი)დავით IV აღმაშენებელიდიდი ხუთშაბათიდავით VII ულუქართლის ცხოვრებაკლიმატიმინერალების სიაკონსტიტუციაოგანესონიხაჭაპურისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმარკ ტვენიზვიად გამსახურდიაზუგდიდიალექსანდრე მაკედონელიფრანც შუბერტიროდოსის კოლოსიგიორგი ლეონიძედიმიტრი ყიფიანისამცხე-ჯავახეთის მხარეწიგნი სიბრძნე სიცრუისააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამეტაფორაოქტავიანე ავგუსტუსიავტომობილინიუტონის კანონებიოლიმპიური თამაშები🡆 More