პარაზიტიზმი

პარაზიტიზმი — ევოლუციურ ბიოლოგიაში, პარაზიტიზმი არის ორგანიზმთა შორის ურთიერთობის ტიპი, სადაც ერთი ორგანიზმი, პარაზიტი, ცხოვრობს მეორის, მასპინძლის ზედაპირზე, ან  ორგანიზმში, ზიანს აყენებს მას და სტრუქტურულად ადაპტირებულია მასპინძლის სხეულის ცხოველქმედებაზე.

პარაზიტები მოიცავენ ერთუჯრედიანებს, როგორიცაა მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმი და ამება; ცხოველები, როგორებიცაა ტკიპა, მოსკიტები; სოკოები, როგორიცაა თაფლის სოკო და  მცენარეები, როგორიცაა აბრეშუმა. ცხოველთა მასპინძლობის ექსპლუატაციის ექვსი ძირითადი პარაზიტული სტრატეგია არსებობს, კერძოდ, პარაზიტული კასტრირება, პირდაპირ გადამდები პარაზიტიზმი (კონტაქტის საშუალებით), ტროფიკული პარაზიტიზმი (ჭამით), ვექტორულად გადამდები პარაზიტიზმი, პარაზიტოიდიზმი და მიკროპროცესტაცია.

პარაზიტიზმი
თევზის პარაზიტი, ტოლფეხიანი Cymothoa exigua

არის კლასები და რიგები, რომლებიც მთლიანად პარაზიტებად არიან წარმოდგენილი (უმარტივესებიდან — სპორიანები, დიგენეზური მწოველები, მონოგენეზური მწოველები, თასმისებური ჭიები, რწყილები და სხვ.). პარაზიტები, როგორც წესი, იწვევენ მასპინძლის დაავადებას. ზოგ შემთხვევებში მასპინძელი არ ავადდება, მაგრამ წარმოადგენს ინვაზიის წყაროს (პარაზიტის მტარებელს). ერთი მასპინძლის პარაზიტების ერთობლიობას პარაზიტოცენოზს უწოდებენ. ექტოპარაზიტები (ტკიპები, ტილი და სხვ.) სახლდებიან მასპინძლის ზედაპირზე, ხოლო ენდოპარაზიტები — ქსოვილებში (ქსოვილური პარაზიტები) ან ან ღრუებში (სხეულის ღრუს პარაზიტები).

პარაზიტიზმი, ისევე როგორც მტაცებლობა არის რესურსების სამომხმარებლო ტიპის ურთიერთქმედება, მაგრამ მტაცებლებისგან განსხვავებით, პარაზიტები (პარაზიტოიდების გარდა), როგორც წესი, მათ მასპინძლებზე ბევრად უფრო მცირე ზომის არიან, არ ან ვერ კლავენ მათ და ხშირად ცხოვრობენ მათზე ან მათში გახანგრძლივებული პერიოდის განმავლობაში. ცხოველთა პარაზიტები მაღალკვალიფიციურები არიან  და რეპროდუქციას უფრო სწრაფად ახერხებენ, ვიდრე მათი მასპინძლები. კლასიკური მაგალითები მოიცავს მასპინძელ ხერხემლიანებს და თასმისებურ ჭიებს  შორის ურთიერთქმედებას, დიგენეზურ მწოველებს, მალარიის გამომწვევ პლაზმოდიუმებს,  რწყილებს და პარაზიტების სხვა სახეობებს.

პარაზიტები სხვადასხვა პათოლოგიის საშუალებით მასპინძელი ორგანიზმის ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ და ზოგჯერ, პარაზიტული კასტრირებით და მასპინძლის მოდიფიკაციით, თავიანთ გამრავლების უნარს იძლიერებენ მასპინძლის დაქვეითების ხარჯზე. აგრეთვე, თავიანთი გადარჩენისთვის საჭირო რესურსების რაოდენობის გასაზრდელად იყენებენ შუალედურ (მეორად) მასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტიზმს ხშირად მხოლოდ ერთი მხარე იყენებს სასარგებლოდ, ეს არის სახეობათა ურთიერთქმედების ფართო სპექტრი.

პირველი წყაროები, სადაც მოხსენიებულია ინფორმაცია პარაზიტების შესახებ, როგორიცაა ნემატოდები და თასმისებური ჭიები, გვხვდება ძველი ეგვიპტის, საბერძნეთისა და რომის ცივილიზაციებში. ანტონ ვან ლეუვენჰუკმა შენიშნა ლამბლია თავის მიკროსკოპში 1681 წელს, ხოლო ფრანჩესკო რედი აღწერს   შიდა პარაზიტებს და გარე პარაზიტებს, მათ შორის ღვიძლის პეპელას და ტკიპების ჩათვლით. თანამედროვე პარაზიტოლოგია XIX საუკუნეში განვითარდა. ადამიანის კულტურაში პარაზიტიზმს ძირითადად უარყოფითად მოიხსენიებენ. პარაზიტიზმი იყო გამოყენებული ჯონათან სვიფტის 1733 წელს დაწერილ ლექსში, "პოეზია: რაპდოდიაში". ფანტასტიკაში, ბრემ სტოკერის 1897 წლის გოთიკური საშინელებათა ნოველაში  დრაკულა, რომლის მოგვიანებით გადაღებულ ადაპტაციებში გვხვდება სისხლისმსმელი პარაზიტი. პარაზიტი მოხსენიებულია რიდლი სკოტის 1979 წელს გადაღებულ ფილმ „Alien“-ში. ეს იყო ერთ-ერთი ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც საშინელი პარაზიტული სახეობის გამოსახულებას წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

აბრეშუმაამებაერთუჯრედიანებიმოსკიტებიმცენარეებიორგანიზმიპარაზიტიპლაზმოდიუმისოკოებიტკიპაცხოველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ღამურაწყალიდემოკრატიაინდულგენციაასტრიდ ლინდგრენითელავიზუგდიდისევასტოპოლიშიზოფრენიაპერსონალური კომპიუტერიკანადაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვალომი (ასტროლოგია)იაკუპიდონიმარკ ტვენისაქართველო XV საუკუნეშიდავითგარეჯაქაშვეთის ეკლესიაჩემი ცოლის დაქალებიცილებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკახა კალაძესარკაზმილევან აბაშიძე (მსახიობი)ნიურნბერგის პროცესივაზიალტრუიზმიასწლიანი ომისაქართველოს პარლამენტისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაახალი ზელანდიადედამიწის ისტორიაფარავანიმორიელებისაქართველოს სამხედრო წოდებებიბედიის მონასტერიბობ სინკლერიდედამიწის დღეგალაკტიონ ტაბიძეკონსტანტინოპოლის დაცემაბერძნული მითოლოგიაირლანდიაიასამანიალბერტ აინშტაინისაჩხერეოშკიმთლიანი შიდა პროდუქტიჩუტყვავილათენგიზ აბულაძეევერესტილუდვიგ ვან ბეთჰოვენინაკიანი წელიწადისუდანისასმელი წყალიმწერებიტუპაკ შაკურიანბანიმუსიკაბერლინის კედელიყინწვისის მონასტერიჰუმანიზმიოსმალეთის იმპერიაბუპოლიმერებილეონიდ ბრეჟნევიქართული გვარიმშვილდოსანი (ასტროლოგია)საქართველოს დიდი სოფლებიმილიმეტრიმდინარედემეტრე II თავდადებულიქართული საბჭოთა ენციკლოპედიალიონელ მესილევიტანაეგზისტენციალიზმიანტონიმიამერიკა🡆 More