ნუაქშოტი

ნუაქშოტი (არაბ.

ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი საჰარაში. წარმოადგენს მავრიტანიის ადმინისტრაციულ და ეკონომუკურ ცენტრს.

ქალაქი
ნუაქშოტი
نواكشوط
ნუაქშოტი
ქვეყანა მავრიტანიის დროშა მავრიტანია
კოორდინატები 18°06′00″ ჩ. გ. 15°57′00″ დ. გ. / 18.10000° ჩ. გ. 15.95000° დ. გ. / 18.10000; -15.95000
ფართობი 1 000 კმ²
ცენტრის სიმაღლე 7±1 მეტრი
მოსახლეობა 881 000 კაცი (1999)
სიმჭიდროვე 881 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC±00:00
ოფიციალური საიტი https://crn.mr/fr/ და https://crn.mr/index.php
ნუაქშოტი — მავრიტანია
ნუაქშოტი
ნუაქშოტი
ნუაქშოტის აერო-ფოტო

1958 წლამდე ნუაქშოტი პატარა, მეთევზეთა ქალაქი იყო. კოლონიამდელ ხანაში და შემდეგ უკვე კოლონიურ პერიოდშიც მას მცირე მნიშვნელობა გააჩნდა. სავარაუდოდ, ამ არეალიდან იყვნენ წამოსულნი ბერბერი მუსლიმები — ალმორავიდები. მიუხედავად სახელისა, რაც ბერბერულად „ქარიან ადგილს ნიშნავს“, ზომიერი კლიმატისა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო ნუაქშოტი მავრიტანიის დედაქალაქად შეარჩიეს.

მავრიტანია საფრანგეთის კოლონია საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის შემადგენლობაში შედიოდა და ამ პერიოდში მას დედაქალაქი არ ჰქონდა. ამ ფუნქციებს სენეგალის ქალაქი სენ-ლუი ასრულებდა. 1957 წელს, ეს პატარა, საპორტო ქალაქი ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნის დედაქალაქად შეარჩიეს და დაიწყეს მშენებლობის ამბიციური პროგრამა, რის გამოც მომდევნო წელს მოსახლეობამ 15 000 შეადგინა. 1958 წელს მავრიტანიამ საფრანგეთის გაერთიანებაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიიღო, 1960 წელს კი ის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, რომლის დედაქალაქობაც ნუაქშოტმა შეითავსა.

ისტორია

კოლონიამდელ ხანასა და საფრანგეთის მმართველობის ქვეშ ნუაქშოტი ფართო, ფორტიფიცირებული მეთევზეთა სოფელი (ksar) იყო. მავრიტანიის დამოუკიდებლობის მოპოვების წინ მოქტარ ულ დადამ და მისმა მრჩევლებმა ქვეყნის დედაქალაქად თანამედროვე ნუაქშოტის ტერიტორია აარჩიეს. ულ დადას გადაწყვეტილებით, ახალი დედაქალაქი თანამედროვეობისა და ეროვნული ერთობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო. დედაქალაქისთვის სოფელი ცენტრალური მდებარეობის გამო შეარჩიეს: იგი სენტ-ლუის (სენეგალი) ქალაქი საიდანაც კოლონიური მავრიტანია იმართებოდა და ნუადიბუს შორის მდებარეობდა. გარდა ამისა, მდებარეობა იმიტომ შეარჩიეს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები აერიდებინათ, რადგანაც ეს ტერიტორია არაბული წარმოშობის მურებითა და შავკანიანი აფრიკელებით იყო დომინირებული.:369

სოფლის გაფართოებისთვის მშენებლობა 1958 წელს დაიწყო, რათა 15 000 მოსახლისთვის საცხოვრებელი სახლები აეგოთ. 1960 წლის 28 ნოემბერს მავრიტანიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, რა დროისთვისაც ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებული იყო. ნუაქშოტი იმგვარად იყო დაგეგმარებული,რ ომ იმედოვნებდნენ, კომერციული და ეკონომიკური საქმიანობა ქალაქში არ განხორციელდებოდა. დედაქალაქის ცენტრალური ბიზნეს რაიონი ფართო ქუჩებითა და ბადისებური გეგმის მიხედვით დაპროექტდა. ახალი Cinquième Quartier (მეხუთე რაიონი) ამ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობდა და რამდენიმე წელიწადში საცხოვრებელი და საბაზრო სივრცე გახდა. 1960-იან წლებში ქალაქს ადგილობრივი თვითმმართველობა განაგებდა. 1970-იან წლებში ქალაქი იმდენად გაფართოვდა, რომ მან ძველი ksar-ებიც მოიცვა და სამთავრობო შენობები და სახელმწიფო კომპანიების ოფისებიც განთავსდა.:369

1976 წელს პოლისარიოს ფრონტი დასავლეთ საჰარის კონფლიქტის მიმდინარეობისას ქალაქს ორჯერ დაესხა თავს, თუმცა პარტიზანებს დიდი ზიანი არ მიუყენებიათ მისთვის. 1970-იანი წლების დასაწყისში ჩრდილოეთ აფრიკაში დაწყებული გვალვების გამო ქალაქში მასიური და შეუზღუდავი ზრდა დაიწყო. ცხოვრების უკეთესი პირობების საძიებლად ნუაქშოტს ასეულობით ათასმა ადამიანმა შეაფარა თავი. 1977 წლის აღწერით, მავრიტანიის დედაქალაქში 134 000 ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო 1988 წლისთვის მოსახლეთა რაოდენობა 393 325 ადამიანამდე გაიზარდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ქალაქის მოსახლეობა სინამდვილეში უფრო მეტი იყო.:370 2013 წლის აღწერის მიხედვით ნუაქშოტის მოსახლეობა 958 399 ადამიანს ითვლიდა, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენდა.

2009 წლის 8 აგვისტოს დედაქალაქში საფრანგეთის საელჩოში მავრიტანიის ისტორიაში პირველად ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.


გეოგრაფია

ნუაქშოტი 
ნუაქშოტის ხედი სატელიტიდან
ნუაქშოტი 
მოსახლეობის სიმჭიდროვე და სანაპირო ზოლი. ნუაქშოტი განსაკუთრებით დაუცველია ზღვის დონის მატებისგან

ნუაქშოტი საჰარის უდაბნოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მეგობრობის პორტისა და მეთევზეთა პატარა პორტის გამოკლებით, სანაპირო ხაზი ხშირი დატბორვების გამო ძირითადად ცარიელია. სანაპირო ზოლი მოიცავს ქვიშიან პლაჟებსა და ქვიშის ბორცვებს. ნავსადგურის მახლობლად მცოცავი ქვიშიანი ადგილებია. ნუაქშოტი უმეტესწილად ბრტყელ ტერიტორიაზე გაშენებული და ზღვის დონიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აღმოსავლეთით მდებარე ქვიშის დიუნები ქალაქის ყოველდღიური პრობლემაა. გარკვეული ტერიტორიების შესანარჩუნებლად ჟან მენიერმა არაერთი სამუშაო ჩაატარა.:168 ქალაქი ძალიან სწრაფად იზრდება, თუმცა შენობათა დიდი ნაწილი ერთსართულიანია.

ნუაქშოტი ფართო, გამალ აბდელ ნასერის ქუჩის ირგვლივაა გაშენებული, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით აეროპორტამდე მდებარეობს. ქუჩა ქალაქს ორ ნაწილად ყოფს: ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც საცხოვრებელი ტერიტორიები მდებარეობს და მედინის კვარტალი kebbe-სთან ერთად.:50–57 სხვა მთავარ ქუჩებს 1960-იანი წლების ცნობილი მავრიტანიელი და საერთაშორისო მოღვაწეების სახელები ჰქვია: აბდელ ნასერის გამზირი, შრლ დე-გოლის გამზირი, კენედის გამზირი, ლუმამბის გამზირი და ა.შ.

kebbe ცემენტით ნაგები შენობებისგან შეგდება. 199 წლის მონაცემებით, ქალაქის მკვიდრთა ნახევარზე მეტი კარვებსა და ქოხებში ბინადრობდა, რომლებსაც როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნეს მიზნებისთვის იყენებდნენ. ქალაქი ცხრა ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა, რომლებიც თავის მხრივ ანბანური დასახლების მქონე Îlots-ებად იყოფა. ცხრა ადმინისტრაციული ერთეულია: თეიარეთი, კსარი, თევრაღ ზეინა, ტუჯურნინე, სებხა, ელ მინა, დარ ნაიმი, არაფატი და რიადი. ყველაზე დიდი სავაჭრო სივრცე სებხის ადმინისტრაციულ ერთეულშია.:116−17

კლიმატი

ნუაქშოტში ცხელი უდაბნოს კლიმატია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: BWh). მთელი წლის მანძილზე ცხელი ტემპერატურაა, თუმცა ზამთარში ღამით ცივი ტემპერატურაა. ოკეანის სანაპიროსთან მდებარეობის გამო ნუაქშოტი მსგავსი კლიმატის მქონე ქალაქებთან შედარებით ნაკლებად ცხელია, თუმცა ზოგჯერ დღის განმავლობაში ძალიან ცხელა. საშუალოდ მაღალი ტემპერატურა 33 გრადუსი ცელსიუსია, ხოლო საშალოდ დაბალი ტემპერატურა ზაფხულში - 25, ზამთარში კი - 13 გრადუსი ცელსიუსი. მინიმალური ტემპერატურა ნუაქშოტში ზამთარში ღამის განმავლობაში 10 გრადუს ცელსიუსამდე შეიძლება დაეცეს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 95 მმ-ია.

ადმინისტრაციული დაყოფა

ნუაქშოტი 
ქალაქის ერთ-ერთი ნაწილის ხედი

2014 წლის 25 ნოემბერს ნუაქშოტი სამ რეგიონად (wilayat) გაიყო, რომლებიც სამ-სამი დეპარტამენისგან (moughataa) შედგება: ნუაქშოტის ჩრდილოეთ რეგიონი ( نواكشوط الشمالية‎) - შედგება ჩრდილო-დასავლეთ დეპარტამენტებისგან: დარ-ნაიმის, ტეიარეტისა და ტუჟუანინისგან. მისი ცენტრი დარ-ნიამშია, სადაც ნუაქშოტის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონი (نواكشوط الغربية‎) შედგება ჩრდილო-აღმოსავლეთ დეპარტამენტებისგან: კსარი, სებხა და თევრაღ-ზეინა. ცენტრი თევრაღ-ზეინის დეპარტამენტშია, სადაც საპრეზიდენტო სასახლე მდებარეობს. ნუაქშოტის სამხრეთი რეგიონი (نواكشوط الجنوبية‎) დედაქალაქის სამხრეთი დეპარტამენტებისგან შედგება: არაფატი, ელ-მინა და რიადი. რეგიონის ცენტრი არაფატის დეპარტამენტია, სადაც დედაქალაქის ღრმაწყლის პორტი მდებარეობს.

თავდაპირველად, 1973 წელს ქალაქი 4 დეპარტამენტად დაიყო. 1986 წელს თანამედრო ცხრა დეპარტამენტი შეიქმნა.

თავდაპირველად ნუაქშოტი მავრიტანიის რაიონად ითვლებოდა, ხოლო 1990 წელს რეგიონის სტატუსი მიიღო. 2014 წლის 25 ნოემბერს დედაქალაქი სამ რეგიონად დაიყო, რომლებსაც გუბერნატორები (wāli) მართავენ.

დემოგრაფია

თარგი:Historical populations 1969 წლისთვის ნუქშოტის მოსახლეობა 20 000 ადამიანს უდრიდა. ქალაქის მოსახლეობის ზუსტად დათვლას ხელს უშლის მისი ბინადრების მომთაბარე ცხოვრების წესი, რადგანაც ბინადრები ხელსაყრელი მდებარეობის შესაბამისად შლიან კარვებს. 2000 წლისთვის დედაქლაქის მოსახლეობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ხოლო 2013 წლის აღწერით, ნუქშოტში 958 399 ადამიანი ცხოვრობდა, რაც იმ დროისთვის ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 1/3-ს უდრიდა.

2009 წელს მავრიტანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნუაქშოტის მიყრუებული ადგილების გაწმენდის პროცესი დაიწყებოდა, რაც 24 000 ოჯახის გადასახლებას გულისხმობდა. თავდაპირველად 9 000 ოჯახის გადასახლება იგეგმებოდა არაფტის დეპარტამენტის ღარიბ სამეზობლოში, რომელსაც კრიმინალის მაღალი დონისა და მომსახურების განვითარების დაბალი დონის გამო „კოსოვოს“ უწოდებდნენ. მთავრობამ მოსახლეობის გადასახლება 2009 წლისთვის დაგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოებს სამეზობლოებში სათანადო ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ შექმნილი. 2013 წლისთვის მიყრუებული ადგილები სოციალურმა დასახლებებმა ჩაანაცვლა. მსოფლიო ბანკის მოხსენების მიხედვით გეგმა წარმატებით განხორციელდა, რასაც საერთო ჯამში 181 035 ადამიანს უკეთესი მომსახურების მიღების შესაძლებლობა მისცა.


ეკონომიკა

ნუაქშოტი 
ნუაქშოტის ერთ-ერთი პლაჟი

ნუაქშოტი მავირტანიის ეკონომიკის ცენტრია, სადაც მომსახურების სექტორის კომპანიების 3/4-ია განლაგებული. 1999 წლისთვის ქალაქის ეკონომიკური აქტივობის 90% არაფორმალური ტრანზაქციებისგან შედგებოდა. ზოგიერთ მკვიდრს რამდენიმე მისამართი ჰქონდა და თავიანთი წარმოშობის რეგიონთან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ.

ტრანსპორტი

ნუაქშოტში მდებარეობს მეგობრობის პორტი, რომელიც 1986 წელს ჩინეთის დაფინანსებით აიგო. პორტი 500 000 ტონა ტვირთბრუნვისთვის იყო გათვლილი, თუმცა 2009 წლისთვის ტვირთბრუნვამ 1 500 000 ტონა შეადგინა. 2001 წელს ესპანეთმა განაცხადა, რომ პორტის მახლობლად ნავთობ-ტერმინალის აშენებას აპირებდა, ქვეყანაში გაზრდილი მოთხროვნილების დასაკმაყოფილებლად. ორი წლის შემდეგ მალის ხელისუფლების განცხადებით, მეგობრობის პორტში 92 000 კვადრატული კილომეტრის სასაწყობე სივრცის მოწყობას აპირებს, რათა პორტის იმპორტსა და ექსპორტს უკეთ გაუმკლავდეს.

2009 წელს ჩინეთმა პორტში 282 მილიონი $-ის ინვესტიცია ჩადო. 2011 წლისთვის მსოფლიო ბანკმა ახალი გადასაზიდი კონტეინერისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსების გამოძიება დაიწყო.

ნუაქშოტში საჰაერო მომსახურებას ნუაქშოტ-უმტუნსის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს, რომელმაც 2016 წელს ნუაქშოტის საერთაშორისო აეროპორტი ჩაანაცვლა.

კაირო-დაკარის მაგისტრალი ნაქშოტიდან ნუადიბუმდეა გადაჭიმული. იგი 2004 წელს გაიყვანეს. დამოუიდებლობის მოპოვებამდე ნუაქშოტ-როსოს გზა იყო გაყვანილი. 1 100 კმ-ის სიგრძის გზა (Route d'Espoir; იმედის გზა)ქალაქ ნემასა კიფას გავლით ბუტილიმიტთან აკავშირებს.:235 ქალაქში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა. ტრანსპორტი ძირითადად მთავარ ბულვარებს ემსახურება.

განათლება

დედაქალაქში მდებარეობს ნუაქშოტის უნივერსიტეტი (جامعة نواكشوط‎, რომელიც მავრიტანიის უმთავრესი უნივერსიტეტია და 1981 წელს გაიხსნა და 8 000-ზე მეტი სტუდენტი ირიცხებოდა.

სხვა უმაღლეს დაწესებულებებს შორის აღსანიშნავია მავრიტანიის ლიბანური საერთაშორისო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კოლეჯი და უმაღლესი სამეცნიერო ინსტიტუტი.:105

ქალაქში უამრავი დაწყებითი და საშუალო სკოლაა, რომელთა შორისაც მოწინავეებია ნუაქშოტის ამერიკული საერთაშორისო სკოლა და Lycée Français Théodore Monod.

კულტურა

ნუაქშოტი 
საუდის მეჩეთი - ნუაქშოტის 12 მეჩეთიდან ერთ-ერთი

ნუაქშოტში მდებარეობს მავრიტანიის ეროვნული მუზეუმი, რომელშიც მავრიტანიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მავრიტანიის ხელნაწერთა კონსერვაციის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკააცაა განთავსებული. მუზეუმი 1972 წელს გაიხსნა და მუდმივი გამოფენის ორი განყოფილებისა და დროებითი გამოფენების განყოფილებისგან შედგება. არქეოლოგიური კოლექციები მუსტიეს კულტურის, ატერიის კულტურისა და ნეოლითური ხანის არტეფაქტებს მოიცავს. მათში კუმბი-სალეს, აუდაგოსტის, ტიშიტისა და სხვა ისტორიული ქალაქების გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტებია დაცული. პირველ სართულზე გამოფენილი ეთნოგრაფიულ კოლექციებში მავრიტანიის საზოგადოების სხვადასხვა კულტურის არტეფაქტებია დაცული.

ნუაქშოტის კულტურულ ღირსშსანიშნაობებს შორისაა მავრიტანიის ეროვნული ბიბლიოთეკა (المكتبة الوطنية الموريتانية), რომელიც 1965 წელს გაიხსნა და 10 000-ზე მეტ ეგზემპლარს მოიცავს. დედაქალაქში მდებარეობს მავრიტანიის ეროვნული არქივიც, რომელიც 1955 წელს დაარსდა და 3 000-ზე მეტი ეგზემპლარია დაცული.

2016 წლის 25-27 ივნისში ნუაქშოტში არაბული ლიგის სამიტი გაიმართა, რომელზეც უმთავრესად იემენისა და ერთიანი არაბული სამხედრო კოალიციის საკითხი განიხილებოდა.

ქალაქში რამდენიმე ბაზარია, მათ შორის ნუაქშოტის ვერცხლის ბაზარი. დედაქალაქის ერთ-ერთი პლაჟი მეთევზეთა ნავებისთვისაა განკუთვნილი და ცოცხალი თევზით ვაჭრობის მთავარი ადგილია. ნუაქშოტი საჰარის მეტეორიტებით ვაჭრობის ძირითად ადგილს წარმოადგენს.

რელიგიური ადგილები

ნუაქშოტში სალოცავ ადგილებს შორის უმრავლესობა მუსლიმური მეჩეთებია. დედაქალაქში მდებარე ქრისტიანულ ტაძრებსა და ეკლესიებს შორისაა: იოსებ დამწინდველის საკათედრო ტაძარი, ასევე, პროტესტანტული და ევანგელისტური ტაძრებიც.

მედია

1994 წელს ნუაქშოტში გაზეთ La Camale-ის გამოცემა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ დედაქალაქში გაზეთების: Al-Akhbar და Nouakchottგამოცემაც დაიწყო.

სპორტი

მავრიტანიის პრემიერ ლიგის 14 გუნდიდან ცხრა ნუაქშოტშია დაფუძნებული. 1983 წელს მრავალფუნქციური სახელმწიფო სტადიონი (الملعب الأولمبي‎) გაიხსნა, რომელიც მავრიტანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი სტადიონია.

დამატებითი ლიტერატურა

Armelle Choplin et Riccardo Ciavolella, 2008. " Marges de la ville en marge du politique ? Logiques d’exclusion, de dépendance et d’autonomie à Nouakchott (Mauritanie) », Autrepart, n°45. (in French)

Choplin A., 2006. Fabriquer des villes-capitales entre monde arabe et Afrique noire: Nouakchott (Mauritanie) et Khartoum (Soudan), étude comparée. Université Paris 1, 535 p. (in French) Choplin A., 2006. Le foncier urbain en Afrique: entre informel et rationnel, l’exemple de Nouakchott, Mauritanie, Les annales de géographie, n°647, pp. 69–91. (in French) Anne-Marie Frérot, Nouakchott, du puits nomade à la ville des pétroliers. Risques et représentations, Maghreb-Machrek, n°190, c. December 2006 – 200 7. (in French) Philippe Tanguy, « L'urbanisation irrégulière à Nouakchott: 1960-2000 », Insaniyat, n°22, October - December 2003, (vol. VII, 4). (in French) Diagana I., 1993. Croissance urbaine et dynamique spatiale à Nouakchott, Thèse doct.: géographie: Lyon II, 314 p. (in French) Pitte J.-R., 1977. Nouakchott, capitale de la Mauritanie. Paris : Univ. de Paris-Sorbonne, p. 200. (in French) Mohamed Salem Ideidbi, Mauritanie : la Richesse d'une nation, Nouakchott, al-Manar, 2011

დაძმობილებული ქალაქები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნუაქშოტი ისტორიანუაქშოტი გეოგრაფიანუაქშოტი ადმინისტრაციული დაყოფანუაქშოტი დემოგრაფიანუაქშოტი ეკონომიკანუაქშოტი ტრანსპორტინუაქშოტი განათლებანუაქშოტი კულტურანუაქშოტი რელიგიური ადგილებინუაქშოტი მედიანუაქშოტი სპორტინუაქშოტი დამატებითი ლიტერატურანუაქშოტი დაძმობილებული ქალაქებინუაქშოტი რესურსები ინტერნეტშინუაქშოტი სქოლიონუაქშოტიარაბული ენამავრიტანიასაჰარა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ახალციხესაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაკახეთიკურდღელიფიოდორ დოსტოევსკიბერძნული კოლონიზაციატერენტი გრანელითუშეთირევაზ ინანიშვილიგერმანიასიონის ტაძარივოლფგანგ ამადეუს მოცარტიმგელითემურლენგიასტრიდ ლინდგრენისაქართველოს სატელეფონო კოდებიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითინსულტიYouTubeრითმაელექტრული დენიალექსანდრე მაკედონელითურქეთი26 აპრილილიზა იასკოდედამიწის ისტორიანიკო ნიკოლაძეალეგორიამარკ ტვენიბიზანტიის იმპერიათირკმელივენის კონგრესიჭადრაკიკლიმატისიმბოლიზმიედუარდ შევარდნაძეამერიკის შეერთებული შტატებიდუბაითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიდავითიანი (ნაწარმოები)ლიონელ მესიგიორგი II (საქართველოს მეფე)კონსტიტუციაბესლანის ტერაქტიფერმენტებიშვიდწლიანი ომიაზერბაიჯანიპითაგორას თეორემადემეტრე II თავდადებულიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაჰიმალაიპუნიკური ომებიფოტოსინთეზინიკოლოზ ბარათაშვილიტოტალიტარიზმიდისკრიმინაციაგრიგოლ ხანძთელიეთიკანაღვლის ბუშტიფესახიშუა საუკუნეებისანქტ-პეტერბურგივიკიპედიასაქართველოს სამხედრო წოდებებიადამიანიალკანირუმინეთიგურამ დოჩანაშვილიჯვაროსნული ლაშქრობებიქაშვეთის ეკლესიავნების კვირაპინგვინისნაირნიივანე ჯავახიშვილიმარიხუანანოდარ დუმბაძეჩინეთის დიდი კედელიდაღესტანი🡆 More