ნილო-საჰარული ენები

ნილო-საჰარული ენები — აფრიკის ენების ოჯახი, რომელზეც დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი საუბრობს.

მათგან უმეტესობა მდინარეების ნილოსის და შარის ზემოწელში, ისტორიული ნუბიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენათა ოჯახი გავრცელებულია 17 ერში.

ნილო-საჰარული ენები
ნილო-საჰარული ენების გავრცელების არეალი (ყვითლად).

ნილო-საჰარული ენების ზოგიერთი ჯგუფი თარიღდება ნეოლითის ხანით. აღმოსავლეთსუდანური ენების სავარაუდო ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეა.

ოჯახში შემავალი მსხვილი ენები

2009 წლის მონაცემებით ნილო-საჰარული ენების ოჯახის ყველაზე ხალხმრავალი წევრებია:

  • დოლუო (4.4 მილიონი). დოლუო არის კენიის სიდიდით მესამე ეთნიკური ჯდუფის ლუოს ხალხის სასაუბრო ენა.
  • კანური (4.0 მილიონი). კანურები წარმოადგენს ჩადის ტბის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს.
  • სონგაი (3.2 მილიონი). საუბრობენ მდინარე ნიგერის გასწვრივ მცხოვრები ხალხები, ისტორიული სონგაის იმპერიის ენა.
  • ტესო (1.9 მილიონი). ახლოს არის მასაის ენასთან.
  • ნუბიური (1.7 მილიონი). ნუბიის ენები, გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ ეგვიპტესა და ჩრდილოეთ სუდანში.
  • ლუგბარა (1.7 მილიონი). ცენტრალური საჰარის მთავარი ენა.
  • კალენჯინი (1.6 მილიონი). გავრცელებულია კენიაში.
  • ლანგო (1.5 მილიონი). უგანდის ერთ ერთი უმსხვილესი ენა.
  • დინკა (1.4 მილიონი). სამხრეთი სუდანის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფის ენა.
  • აჩოლი (1.2 მილიონი). უგანდის ენა.
  • მასაი (1.0 მილიონი). მასაების სასაუბრო ენა.
  • ნგამბაი (1.0 მილიონი). გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ ჩადიში.
  • ნუერი (800,000, 1982 წელს). ნუერების ენა, სამხრეთი სუდანის ეთნიკური ჯგუფი.
  • ფური (500,000 in 1983 წელს). დარფურში გავრცელებული ენა.
  • ტუბუ (350,000 – 400,000) ერთ–ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მყოფი ნილო-საჰარული ენა. ტობუზე მოსაუბრეთა უმეტესობა ცხოვრობს ჩრდილოეთ ჩადიში, ტიბესტისს მთებთან ახლოს.

გრენბერგის კლასიფიკაცი (1963)

ნილო-საჰარული ენები 
ნილო-საჰარული ენების ჯგუფები.

ენათა ოჯახს დასახელება ჯოსეფ გრინბერგმა მისცა, მან 1963 წელს გამოსცა წიგნი აფრიკის ენები სადაც ის ამ ენების ნათესაობას ამტკიცებდა. გრინბერგის მიხედვით ნილო-საჰარული ენების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება:

 ნილო‑საჰარული 

კომანური

საჰარული

სონგაი

ფური

მაბანი

 ჩარი–ნილი 

ცენტრალურ-სუდანური ენები

კუნამა

ბერტა

აღმოსავლეთ-სუდანური ენები

სტრუქტურის ცვლილება და კიდევ უფრო დაკონკრეტება მოხდა ჯერ 2000 წელს ბენდერის, ხოლო 2010 წელს ბლენჩის მიერ.

ლიტერატურა

  • Lionel Bender, 1996. The Nilo-Saharan languages: a comparative essay. Munich: Lincom Europa.
  • Lionel Bender, 2000. "Nilo-Saharan". In Bernd Heine and Derek Nurse, eds., African Languages: An Introduction. Cambridge University Press.
  • Roger Blench and Colleen Ahland, 2010. "The Classification of Gumuz and Koman Languages",[1] დაარქივებული 2012-03-16 საიტზე Wayback Machine. presented at the Language Isolates in Africa workshop, Lyons, December 4
  • Gerrit Dimmendaal, 2008. "Language Ecology and Linguistic Diversity on the African Continent", Language and Linguistics Compass 2/5:842.
  • Christopher Ehret, 2001. A Historical-Comparative Reconstruction of Nilo-Saharan. Köln.
  • Joseph Greenberg, 1963. The Languages of Africa (International Journal of American Linguistics 29.1). Bloomington, IN: Indiana University Press.
  • Pertti Mikkola, 1999. "Nilo-Saharan revisited: some observations concerning the best etymologies". Nordic Journal of African Studies, 8(2):108–138.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნილო-საჰარული ენები ოჯახში შემავალი მსხვილი ენებინილო-საჰარული ენები გრენბერგის კლასიფიკაცი (1963)ნილო-საჰარული ენები ლიტერატურანილო-საჰარული ენები რესურსები ინტერნეტშინილო-საჰარული ენები სქოლიონილო-საჰარული ენებიაფრიკის ენებინილოსინუბიაშარი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხელოვნებასაქართველოს დაცული ტერიტორიებიენცეფალოპათიარევაზ ინანიშვილიგაპიროვნებათვალიძუძუმწოვრებიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდავით კაკაბაძეგიორგი მაზნიაშვილიბაგრატიონებიქრისტიანობასამანიშვილის დედინაცვალირუსეთიშალვა პაპუაშვილიდელფინებიბორჯომიტოტალიტარიზმიბუნებრივი რესურსებიამინომჟავებირომანტიზმიამაზონის დაბლობისტუმარ-მასპინძელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიოტელო (ვერდის ოპერა)დავით გურამიშვილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიპოლიტიკაგნეუს პომპეუს მაგნუსისლოვაკეთიტუბერკულოზისუვერენიტეტიმთვარეალეგორიაქუნთრუშააჭარის ავტონომიური რესპუბლიკასოლომონ Iსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიელექტრული დენიჩინგიზ-ყაენიევროპის საბჭობზობაკუბური მეტრისაფრანგეთის რევოლუციალებომბოს მთებისაქართველოს წითელი ნუსხაეთიოპიააზობიშკეკიკონვექციაკანადამგელიბერძნული მითოლოგიათევზებიპროტესტანტიზმიმარკ ტვენისიმკვრივებაში-აჩუკისაქართველოს ქალაქებიგიორგი XIIაღმოსავლეთი საქართველოვაჟა-ფშაველასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეკარტოფილიგიორგი სააკაძეიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიორგაზმიდამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობალეონარდო და ვინჩივინსენტ ვან გოგიძველი საბერძნეთითეატრისოკრატეოქსიდი🡆 More