ნახიჩევანის სახანო

ნახიჩევანის სახანო (სპარს.: خانات نخجوان; აზერ.

მისი ტერიტორია შეესაბამება უმეტესად თანამედროვე ნახიჩევანის ავტომონიურ რესპუბლიკას და თანამედროვე სომხეთის ვაიოცძორის პროვინციას. სახელწოდება მან მიიღო მთავარი დასახლების ნახჩივანის მიხედვით.

ნახიჩევანის სახანო
خانات نخجوان

1747 — 1828
ნახიჩევანის სახანო ნახიჩევანის სახანო
დროშა გერბი
ნახიჩევანის სახანო
უდიდესი ქალაქები ნახჩივანი
ენა სპარსული ენა
რელიგია ისლამი
მმართველობის ფორმა სახანო
დინასტია აფშარიდები

ისტორია

ნახიჩევანის სახანო 
ნახჭევანის ხანის სასახლე

სახანოს ტერიტორია თავდაპირველად შედიოდა ერევნის სახანოში. 1604 წელს მისი ნაწილის დაპყრობის შედეგად ირანის შაჰმა აბას I-მა დანიშნა ნახჩევანის პირველი მმართველი (ხანი) თურქმანული ტომის ლიდერი მაქსუდ სულთანი, სახელად „ყანღარლუ“. იმავე წელს ოსმანთა ძალები დაემუქრნენ ოლქს. მაქსუდმა შაჰ აბასის ბრძანებით მოახდინა ნახჩევანის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია (მათ შორის სომეხთა (სოფელ ჯულფადან), რომლებიც მეორე წელს გადაასახლეს მთლიანად ისფაჰანში), ქარაჯადაგსა და დეზმარში.

სპარსელთა მმართველობა დროებით შეჩერებულ იქნა ოსმანთა ოკუპაციის შედეგად 1635-1636 და 1722-1736 წ.წ. ამ პერიოდში სახანოს მმართველები ოფიციალურად გახდნენ აფშარიდები. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ექვემდებარებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს.

რუსეთ-ირანის 1804-1813 წ.წ. ომის შედეგაგ 1808 წელს ხანმოკლე დროით ნახჩევანის ტერიტორია დაიკავა რუსეთის ჯარმა გენერალ გუდოვიჩის სარდლობით, მაგრამ გულისტანის ზავით მოგვიანებით იგი ისევ უკან დაუბრუნდა სპარსეთის იმპერიას.

რუსეთ-ირანის მეორე ომის 1826-1828 წ.წ. დროს, 1827 წელს აბას მირზამ აბასაბადის მხედართმთავრის თანამდებობაზე დანიშნა ექსან ხან ყანღარლუ. ეს იყო ნახჩევანისათვის სტრატეგიული თავდაცვითი ციხესიმაგრე. ციხის აღების მცდელობისას მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები. დიდი დანაკარგების შემდეგ, 14 ივლისს, რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია ციხე. ექსან ხანმა საიდუმლო კავშირი გააბა რუსეთის გენერალ პასკევიჩთან და 1827 წლის 22 ივლისს ციხესიმაგრის კარი გაუღო მათ. 1828 წელს თურქმანჩაის ხელშეკრულებით სახანო გადაეცა რუსეთს. ექსან ხანი კი ამ დახმარებისათვის რუსეთმა გუბერნატორის ტიტულით დააჯილდოვა. მას მიენიჭა აგრეთვე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის და ყანღარლუს ატამანის წოდებები.

სახანოს გაუქმება

1828 წლის 10 თებერვალს ერევნის და ნახიჩევანის სახანოები დაიშალა და 1828 წლის 21 მარტს მათი ტერიტორიების გაერთიანებით შეიქმნა სომხეთის ოლქი. გათვალისწინებული იყო, რომ ის შევიდოდა უფრო დიდ და ახალ ერთეულში საქართველო-იმერეთის გუბერნიაში. თუმცა ამ ახალ ტერიტორიულ ერთეულს დიდხანს არ უარსებია - 1845 წელს კავკასიის ტერიტორიაზე კავკასიის სამეფისნაცვლო შეიქმნა, რომელშიც ყოფილი სომხური პროვინციაც შევიდა, როგორც ტფილისის გუბერნიის ნაწილი. 1849 წელს შეიქმნა ერევნის გუბერნია. ის ცალკე გამოეყო ტფილისის გუბერნიას და მასში გაერთიანდა ნახჭევანის სახანო, რომელიც მოგვიანებით თანამედროვე ნახჭევანის პროვინციის საფუძველი გახდა.

სახანოს გაუქმების შემდეგ ნახჭევანის ხანებმა ოფიციალურად მიიღეს გვარის რუსული დაბოლოება. ის და მისი ოჯახის წევრები შევიდნენ რუსული სახელმწიფოს სამსახურში, ძირითადად, რუსულ არმიაში. ოჯახმა შეინარჩუნა დიდი სიმდიდრე და სამფლობელოები რეგიონში. ის ძველებურად ახორციელებდა თავის გავლენას მუსულმურ თემზე. მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის და ირანის არმიებში ნახჩევანის ექვსი ხანი გახდა გენერალი.

მმართველთა სია

  • აბას I
  • მაქსუდ სულთანი
  • 1747-1787 - ჰეიდარგულ-ხანი
  • ჰაჯი ხან ყენგერლი
  • რაჰიმ ხანი
  • ალიგულუ ხანი
  • ვალიგულუ ხანი
  • აბასგულუ ხანი
  • ჯაფარგულუ ხანი
  • 1787-1823 - ყალბალ-ხანი
  • აბასგულუ ხან ყენგერლი
  • მუჰამედბაგირ ხანი
  • 1823-1828 - ექსან ხან ყანგარლუ, გენელარ-მაიორი რუსეთის არმიაში, *მანამდე 1822 წ. ორდუბადის გუბერნატორი.
  • 1828-1834 - ქერიმ ხან ყენგერლი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ნახიჩევანის სახანო ისტორიანახიჩევანის სახანო სახანოს გაუქმებანახიჩევანის სახანო მმართველთა სიანახიჩევანის სახანო იხილეთ აგრეთვენახიჩევანის სახანო რესურსები ინტერნეტშინახიჩევანის სახანო1747აზერბაიჯანული ენავაიოცძორის პროვინციანახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკანახჩივანისეფიანებისომხეთისპარსეთისპარსული

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართველი მწერლების სიასათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიWizz Airბაგრატ III (საქართველოს მეფე)თავის ტვინიკილომეტრიპლატონისიტყვადაისი (ოპერა)შიზოფრენიაკრწანისის ბრძოლაცილებიოთარ ჭილაძესაქართველოს მდინარეების სიააფხაზეთის ტურიზმინივთიერებადავითგარეჯამოსკოვიუნგრეთიფემინიზმისაჰარააქონდროპლაზიავანიმიხეილ ჯავახიშვილიფერნანდო მაგელანიოსმალეთის იმპერიის ისტორიაისლამიიუდაიზმივატიკანიგურიაქართვლის დედაგეორგიევსკის ტრაქტატიიმერეთის მხარელელობურთიმეტაფორაჰექტარითითაობაარსებითი სახელიმარტყოფის ღვთაების მონასტერიჰუმანიზმიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკააქლემიბაროკოვარდიქანდაკებაალაზანიმენსტრუაციაგიორგი II (საქართველოს მეფე)ლომი (ასტროლოგია)კოპენჰაგენიხორვატიაავაზანეაპოლიკოსმოპოლიტიზმიქართული დამწერლობახვიჩა კვარაცხელიასამხრეთი კორეარუსეთის იმპერიათვალიჭექა-ქუხილიასფიქსიამონღოლებივეფხვისაჭმელი ხარისფაშვაქუთაისიშავი ზღვაფოცხვერიხმელთაშუა ზღვათბილისისაქართველო IV საუკუნეშიმთვარის მოტაცებადუნაინანა ჯანელიძეინდიგო ბავშვებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)აზოტიხევსურეთი🡆 More