საქართველო-იმერეთის გუბერნია

საქართველო-იმერეთის გუბერნია (რუს.

Грузино-Имеретинская губерния) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.

საქართველო-იმერეთის გუბერნია
გუბერნია
საქართველო-იმერეთის გუბერნია
 
საქართველო-იმერეთის გუბერნია
 
საქართველო-იმერეთის გუბერნია
1 იანვარი 184114 დეკემბერი 1846 საქართველო-იმერეთის გუბერნია
 
საქართველო-იმერეთის გუბერნია
საქართველო-იმერეთის გუბერნია
გერბი
დედაქალაქი ტფილისი

ისტორია

შეიქმნა საქართველოს გუბერნიის, სომხეთის ოლქისა და იმერეთის ოლქის გაერთიანების შედეგად ნიკოლოზ I-ის ბრძანებით 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკის საშამხლო; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.

1841 წელს ახლადშექმნილი საქართველო-იმერეთის გუბერნია დაიყო 11 მაზრად (სამეგრელო, სვანეთი და აფხაზეთი კვლავინდებურად დამოუკიდებელ ერთეულებს წარმოადგენდა):

# გუბერნიის მაზრები ადმინისტრაციული ცენტრები მაზრების გერბები
1 ტფილისის მაზრა ტფილისი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
2 გორის მაზრა გორი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
3 თელავის მაზრა თელავი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
4 ბელაქნის მაზრა ზაქათალა საქართველო-იმერეთის გუბერნია 
5 ქუთაისის მაზრა ქუთაისი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
6 ელიზავეტპოლის მაზრა ელიზავეტპოლი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
7 ალექსანდროპოლის მაზრა ალექსანდროპოლი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
8 ერივანის მაზრა ერივანი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
9 ნახიჩევანის მაზრა ნახიჩევანი საქართველო-იმერეთის გუბერნია 
10 ახალციხის მაზრა ახალციხე საქართველო-იმერეთის გუბერნია 
11 გურიის მაზრა ოზურგეთი საქართველო-იმერეთის გუბერნია 

1842-1843 წლებში თელავის, თბილისის და გორის მაზრებს გამოეყოთ მთიანი რეგიონები და ჩამოყალიბდა შემდეგი ოკრუგები:

  1. თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი - შედგებოდა თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის უბნებისაგან;
  2. მთიულეთის ოკრუგი - შედგებოდა ხევის, მთიულეთისა და ქსნის უბნებისაგან; ცენტრი — ქვეშეთი
  3. ოსეთის ოკრუგი - შედგებოდა ჯავის, პატარა ლიახვის და ნარის უბნებისაგან (ნარის უბანი ტფილისის გუბერნიას 1859 წლის 19 ივნისს ჩამოეჭრა იხ. ბრძ. 34641). ცენტრი — ჯავა.

სამივე უკრუგს ჰყავდა თავთავისი სპეციალური მმართველი, ხოლო ამის გარდა სამივეს ერთად დაენიშნა სპეციალური მეთვალყურე - მთავარი ნაჩალნიკი საქართველო-იმერეთის გუბერნიის მთიელი ტომებისა, რეზიდენციიტ ქვიშეთში.

1842 წელსვე ბელაქანის მაზრას შეეცვალა სახელი ბელაქნის ოკრუგით, ხოლო 1844 წლის აპრილის თვეში საერთოდ ჩამოშორდა საქართველო-იმერეთის გუბერნიას და დაექვემდებარა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო ნაჩალნნიკს, რომელსაც მიენიჭა უფლებები: სამოქალაქო საქმეებში გუბერნატორის, ხოლო სამხედრო სამეებში დივიზიის ნაჩალნიკის.

1844 წლის ნოემბერში თელავის მაზრა დაიყო თელავის და სიღნაღის მაზრებად.

საქართველო-იმერეთის გუბერნია გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს, მის ადგილას ჩამოყალიბდა თბილისის, ქუთაისის, შემახისა და დერბენტის გუბერნიები.

კომენტარები

სქოლიო

Tags:

18411846რუსეთის იმპერიარუსული ენატფილისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემაგამზრდელი (პოემა)ჩარლი ჩაპლინიკრასუსიდედა ენალიმფოციტებიპოლიმერებილიონელ მესიდიმიტრი ყიფიანირიონირაკეტაბუნებრივი გადარჩევაჩერნობილის კატასტროფაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამელასამკურნალო მცენარეებიმორალიშინაური ძაღლიბაგრატის ტაძარიაფრიკის ქვეყნების სიაიტალიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმონაკოთინათინ ბოკუჩავაანბანიალექსანდრე დუგინიუშგულის თემიბუდუ ზივზივაძეკახეთიხარებაჯონ მალკოვიჩიმთლიანი შიდა პროდუქტიაშშ-ის ისტორიაზვავიბაყაყიფრინველთა მიმოფრენაკარლეს პუჩდემონი17 აპრილიევროპამერაბ მამარდაშვილიალკოჰოლიზმისეფსისიბრუნებააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაპლებისციტიადამიანის უფლებებიდიდი პანდაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიმუსიკაასურეთიგერმანიის ქალაქების სიასაქართველოს კანონიყვავილოვანი მცენარეებიპლურალიზმიბახტრიონის ბრძოლაქართველი მწერლების სიარომბიბათუმინაციონალიზმიეგრისის სამეფოსაქართველო XII-XIII საუკუნეებშიოსმალეთის იმპერიის ისტორიაქართული მითოლოგიასაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018მერცხლისებრნისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეკორუფციაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემავეტონაკიანი წელიწადიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფიაასტრიდ ლინდგრენითევზები (ასტროლოგია)სასანიანთა იმპერიაპლანეტატროპიკული სარტყლები🡆 More