საჭმელი ხარისფაშვა

საჭმელი ხარისფაშვა (ლათ.

საჭმელი ხარისფაშვა
საჭმელი ხარისფაშვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  პეზიზომიცეტები
რიგი:  პეზიზასნაირნი
ოჯახი:  ხარისფაშვასებრნი
გვარი:  ხარისფაშვა
სახეობა:  საჭმელი ხარისფაშვა
ლათინური სახელი
Morchella esculenta (L.) Fr., 1801

პირველად აღწერა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Phallus esculentus. ამჟამინდელი სახელწოდება Morchella esculenta მიიღო შვედი მიკოლოგის, ელიას მაგნუს ფრისისგან 1801 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Phallus esculentus L., 1753 basionym
  • Helvella esculenta (L.) Sowerby, 1797
  • Morellus esculentus (L.) Eaton, 1818
  • Morchella rotunda var. esculenta (L.) Jacquet., 1985

აღწერა

სოკოს ქუდის სიმაღლე 3-10 სმ-ს აღწევს, სიგანე — 2-4 სმ; კვერცხისებრი ან ელიფსებრია, სიგრძივ და განივ ნაოჭიანი, შედეგად ზედაპირზე იქმნება უსწორმასწორო უჯრედები; ჟანგისფერ-მურა ან მურა.

ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სიგანე — 2-3 სმ, ძირისკენ გამსხვილებული, ფუყე, მოთეთრო ან მოყვითალო.

რბილობი ღია ფერის (მოთეთრო, მოთეთრო-მოკრემისფრო ან მოყვითალო-ჟანგმიწისფერი), ცვილისებრი, მყიფე, თხელი, სასიამოვნო გემოთი. მკვეთრად გამოხატული სუნი არ გააჩნია.

სპორები ელიფსურია, ზომით 18-24x10-12 მკმ. ქუდის ზედაპირზე განვითარებულია ჰიმენალური შრე, რომელიც შედგება 300-350x15-17 მკმ ზომის ჩანთებისაგან, რომლებშიც 8 სპორაა მოთავსებული.

გამოყენება

პირობითად საჭმელი სოკოა, გამოყენებამდე წვრილად უნდა დაიჭრას და გაითუთქოს მდუღარე წყალში 5-10 წუთის განმავლობაში, ხოლო წყალი გადაიღვაროს.

გავრცელება

საჭმელი ხარისფაშვა გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში — ევრაზიასა და (იაპონიის ჩათვლით) ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ავსტრალიასა და ტასმანიაში.

იზრდება ერთეულებად, იშვიათად ჯგუფებად, ნიადაგზე, ღია ადგილებში, ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ასევე პარკებში, ზაფხულობით.

მსგავსი სახეობები

საჭმელი ხარისფაშვა წააგავს მის ნათესავ სოკოებს, კონუსურს ხარისფაშვასა და Morchella elata-ს. მათგან განხვავდება ზომით, ქუდის მომრგავალო ფორმითა და უჯრედების განლაგებით.

გალერეა

ლიტერატურა

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 40, ISBN 99940-856-1-1.
  • Мир растений : в 7 т. / Под ред. академика А. Л. Тахтаджяна. Т.2. Слизевики. Грибы — 2-е изд., перераб. — М.: Просвещение, 1991. — 475 с (Стр. 183).
  • Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 44.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საჭმელი ხარისფაშვა აღწერასაჭმელი ხარისფაშვა გამოყენებასაჭმელი ხარისფაშვა გავრცელებასაჭმელი ხარისფაშვა მსგავსი სახეობებისაჭმელი ხარისფაშვა გალერეასაჭმელი ხარისფაშვა ლიტერატურასაჭმელი ხარისფაშვა რესურსები ინტერნეტშისაჭმელი ხარისფაშვა სქოლიოსაჭმელი ხარისფაშვალათინური ენახარისფაშვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შუა საუკუნეებისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციავერძი (ასტროლოგია)1924 წლის აგვისტოს აჯანყებასასწორი (ასტროლოგია)წყალდიდობაფილების ტექტონიკაგულისპილოსებრნიისლამიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიჯაზიწმინდა გიორგიხინკალიპოლონეთიბასიანის ბრძოლაართურ კონან დოილინიდერლანდებიავღანეთის ომი (2001–2021)ანტანტაბუდუ ზივზივაძეაღმოსავლეთი კავკასიონისაქართველოს კონსტიტუციადაუნის სინდრომიმღრღნელებიცოტნე დადიანიაზერბაიჯანიპაბლო პიკასომსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგელათის მონასტერიმსოფლიოს მოსახლეობატერენტი გრანელიმიკროორგანიზმებიოსმალეთის იმპერიააფრიკააღმოსავლეთი საქართველოსაქართველოს მდინარეების სიარესპუბლიკური პარტია (აშშ)მთლიანი შიდა პროდუქტისაქართველოს წითელი ნუსხაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამსოფლიო მიზიდულობის კანონიალჟირი9 აპრილის ტრაგედიადავით მუჯირიმიხეილ სააკაშვილიYouTubeცივი ომიკორუფციამეტაბოლიზმიკილომეტრიინტერნეტიშინაური ძაღლიკლაუს მაინენივთიერებაბერძენ-სპარსელთა ომებიქრისტიანობარაჭათურქეთის ისტორიადათვიუეფა-ს თასების მფლობელთა თასისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმიტოქონდრიააშშ-ის სამოქალაქო ომიავღანეთიპრეისტორიაქართული გვარიმონაკოსამკურნალო მცენარეებიდავით კლდიაშვილიიუდაიზმიოშკისიონის ტაძარიგიორგი გოჩოლეიშვილიშენგენის ზონაჩარლი ჩაპლინიკვიპროსი🡆 More