კარლ ლინე: შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი

კარლ ლინე (შვედ.

Carl Linnaeus, Carl Linné; ლათ. Carolus Linnaeus; თავადაზნაურის წოდების მიღების შემდეგ 1761 წელს – Carl von Linné; დ. 23 მაისი 1707, როსჰულტი — გ. 10 იანვარი 1778, უფსალა) — შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1762). მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ჯერ ლუნდის (1727), შემდეგ უფსალის (1728-1734) უნივერსიტეტებში. 1732 წელს იმოგზაურა ლაპლანდიაში; იმავე წელს გამოსცა „ლაპლანდიის ფლორა“. 1735-1738 წლებში ცხოვრობდა ნიდერლანდებში, სადაც გამოაქვეყნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (ლინეს სიცოცხლეში ეს ნაშრომი 12-ჯერ გამოიცა). 1739-1741 წლებში მუშაობდა სტოკჰოლმის საზღვაო ჰოსპიტალში; ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკასაც. მონაწილეობა მიიღო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში; იყო ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1739). 1741 წელს დანიშნეს უფსალის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბოტანიკის პროფესორად.

კარლ ლინე
შვედ. Carl von Linné
ლათ. Carolus Linnaeus[1]
ლათ. Carl Linnaeus[1]
კარლ ლინე: შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1707(1707-05-23)[2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11]
დაბ. ადგილი როსჰულტი[12] [13]
გარდ. თარიღი 10 იანვარი, 1778(1778-01-10)[13] [3] [4] [5] [6] [7] [14] [8] [10] [11](70 წლის)
გარდ. ადგილი Linnaeus Hammarby, შვედეთი[15] [13]
დასაფლავებულია უფსალის საკათედრო ტაძარი[16]
მოქალაქეობა კარლ ლინე: შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი შვედეთი[17]
საქმიანობა გეოლოგი, პროფესორი, ბოტანიკოსი[13] , ექიმი[10] , ავტობიოგრაფი, ბიოლოგი, მიკოლოგი, pteridologist, ბრიოლოგი, ზოოლოგი, ენტომოლოგი, ორნიტოლოგი, ბუნებისმეტყველი[10] და arachnologist
მუშაობის ადგილი უფსალის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ჰარდერვეიკის უნივერსიტეტი, ლუნდის უნივერსიტეტი და უფსალის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები პეტერ ასკანიუსი, კარლ მაგნუს ბლომი, კარლ ადლერი, Clas Alströmer, მატვეი აფონინი, ადამ აფცელიუსი, ერიკ ახარიუსი, პეტერ იოჰან ბერგიუსი, ანდრეას ბერლინი, ნიკოლას ბურმანი, მარტინ ვალი, კარლ დე გეერი, პერ კალმი, ალექსანდრ კარამიშევი, კარლ ალექსანდერ კლერკი, Pehr Löfling, ანტონ მარტინი, პერ ოსბეკი, დანიელ როლანდერი, Göran Rothman, დანიელ სოლანდერი, ულოფ ტორენი, Christopher Tärnström, იოჰან კრისტიან ფაბრიციუსი, იოჰან პეტერ ფალკი, იოჰან კრისტიან შრებერი, იაკობ ფრიდრიხ ერჰარტი, Andreas Rydén, Johann Gerhard König და Matheus Aphonin
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის დოქტორი
მეუღლე სარა ელისაბეთ მორეა
მამა ნილს ინგემარსონ ლინე[13]
დედა კრისტინა ბროდერსონია[13]
შვილ(ებ)ი კარლ ლინე უმცროსი[20] , ელისაბეთ კრისტინა ფონ ლინე, Lovisa von Linné და Sara Christina von Linné
ჯილდოები პოლარული ვარსკვლავის ორდენის რაინდი[21]
ხელმოწერა კარლ ლინე: შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი

1762 წელს კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა 1735 წელს. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა სახეობა. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა გვარებად, გვარებს — რიგებად, რიგებს — კლასებად; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ მცენარეები 24 კლასად დააჯგუფა. ყვავილოვანი მცენარეები მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა გვიმრები, ხავსები, წყალმცენარეები და სოკოები.

ცხოველთა სამეფო ლინემ დაყო 6 კლასად: ძუძუმწოვრებად, ფრინველებად, ქვეწარმავლებად (ამ კლასს მიაკუთვნა ამფიბიებიც), თევზებად, ჭიებად (ჭიების კლასში გააერთიანა ყველა უხერხემლო ცხოველი, გარდა მწერებისა) და მწერებად. ადამიანი ლინემ მიაკუთვნა ძუძუმწოვრების კლასს, პრიმატების რიგს. ლინემ განახორციელა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის რეფორმა. მან მეცნიერებაში საბოლოოდ დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული ბინარული ნომენკლატურა. ლინემ აღწერა და სახელწოდება მიაკუთვნა მცენარეთა და ცხოველთა 10 000-ზე მეტ სახეობას. ლინემ გაამარტივა და დახვეწა აღწერილობითი ბოტანიკური და ზოოლოგიური ენა; შეიმუშავა ბოტანიკური ტერმინოლოგია (მის მიერ შემოღებულ ტერმინთაგან ბევრი ამჟამადაც იხმარება).

ლინე მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის პოზიციებზე იდგა. მას მიაჩნდა, რომ სახეობები მათი „შექმნის“ დღიდან არ შეცვლილა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში ლინემ გამოთქვა ვარაუდი საწყისი სახეობების შეჯვარების შედეგად ახალ ფორმათა წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნაშრომებისა, ლინეს ეკუთვნის გამოკვლევები მედიცინის, აგრეთვე გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის დარგში. იმ დროინდელ საექიმო პრაქტიკაში მან ბევრი მცენარეული საშუალება შეიტანა. ლინემ შექმნა თერმომეტრი, რომელიც ახლა „ცელსიუსის თერმომეტრის“ სახელითაა ცნობილი.

თხზულებები

  • Flora lapponica, L., 1732;
  • Systema naturae, 13 ed., t. 1—3, Lugduni, 1789-96;
  • Flora suecica..., 2 ed., Stockholmiae, 1755;
  • Fauna suecica, 2 ed., Stockholmiae, 1761;
  • Entomologia, faunae suecicae descriptionibus aucta..., v. 1-4, Lugduni, 1789.

ლიტერატურა

  • ჩიკვაიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 243-244.
  • Бобров Е. Г., Линней, его жизнь и труды, М. - Л., 1957.

სქოლიო

-1'>↑ 1.0 1.1 1.2 1.3 https://www.britannica.com/biography/Carolus-Linnaeus
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118573349 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • 3.0 3.1 RKDartists
  • 4.0 4.1 SNAC — 2010.
  • 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  • 6.0 6.1 Babelio — 2007.
  • 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • Internet Philosophy Ontology project
  • 10.0 10.1 10.2 10.3 The Fine Art Archive — 2003.
  • 11.0 11.1 Annuaire prosopographique : la France savante
  • Линней Карл // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Eriksson G. Carl Linné (von) — გვ. 700.
  • ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • https://web.archive.org/web/20190918172039/http://digitallibrary.amnh.org/dspace/bitstream/handle/2246/5826//v3/dspace/updateIngest/pdfs/0096-0113_bios05.pdf?sequence=14
  • https://planetenuppsala.se/sevaerdheter/historiska-platser-i-uppsala/168-carl-von-linnes-grav-i-domkyrkan
  • LIBRIS — 2018.
  • Stewart R. R._[http://www.jstor.org/stable/1220590_Missionaries_and_Clergymen_as_Botanists_in_India_and_Pakistan]_//_''[[:en:Taxon_(journal)|Taxon]]'':_''Official_News_Bulletin_of_the_International_Society_for_Plant_Taxonomy''_—_[[:უტრეხტი|Utrecht]]:_[[:en:International_Association_for_Plant_Taxonomy|IAPT]],_[[:en:Wiley_(publisher)|Wiley]],_1982._—_Vol. 31,_Iss. 1._—_P. 57–64._—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/0040-0262_0040-0262];_[https://www.worldcat.org/issn/1996-8175_1996-8175]_—_[http://dx.doi.org/10.2307/1220590_doi:10.2307/1220590] Stewart R. R. Missionaries and Clergymen as Botanists in India and Pakistan // Taxon: Official News Bulletin of the International Society for Plant TaxonomyUtrecht: IAPT, Wiley, 1982. — Vol. 31, Iss. 1. — P. 57–64. — ISSN 0040-0262; 1996-8175doi:10.2307/1220590
  • [[:en:Frans_Stafleu|Stafleu F. A.]],_[[:en:Richard_Sumner_Cowan|Cowan R. S.]],_[[:en:Erik_Albert_Mennega|Mennega E. A.]]_et_al._[http://www.sil.si.edu/DigitalCollections/tl-2/browse.cfm_Taxonomic_literature]:_A_selective_guide_to_botanical_publications_and_collections_with_dates,_commentaries_and_types_//_''[[:d:Q15980567|Regnum_vegetabile]]'':_''A_Series_of_Handbooks_for_the_Use_of_Plant_Taxonomists_and_Plant_Geographers''_—_2_—_P. 136._—_ISBN_90-313-0224-4,_3-87429-339-4_—_ISSN_[https://www.worldcat.org/issn/0080-0694_0080-0694]_—_[http://dx.doi.org/10.5962/BHL.TITLE.48631_doi:10.5962/BHL.TITLE.48631] Stafleu F. A., Cowan R. S., Mennega E. A. et al. Taxonomic literature: A selective guide to botanical publications and collections with dates, commentaries and types // Regnum vegetabile: A Series of Handbooks for the Use of Plant Taxonomists and Plant Geographers — 2 — P. 136. — ISBN 90-313-0224-4, 3-87429-339-4 — ISSN 0080-0694doi:10.5962/BHL.TITLE.48631
  • https://sok.riksarkivet.se/Sbl/Presentation.aspx?id=10736
  • Kansallisbiografia / M. KlingeSuomalaisen Kirjallisuuden Seura, Suomen Historiallinen Seura. — ISSN 1799-4349
  • Tags:

    10 იანვარი1707172717281732173417351738173917411762177823 მაისიბოტანიკალათ.ლაპლანდიამედიცინანიდერლანდებიპარიზისტოკჰოლმიუფსალაშვედებიშვედეთიშვედური ენა

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    იესო ქრისტეწითელი წიგნიერთა ლიგაშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიაფხაზეთის ომი (1992-1993)თვითმმართველობაოსმალეთის იმპერიადემეტრე Iყივანახველაირაკლი კობახიძეცოტნე დადიანიფობიების სიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიახორვატიაგეორგიევსკის ტრაქტატიკაცია-ადამიანი?!მეტაფორაკოსმოპოლიტიზმისერგო ორჯონიკიძეჰიმალაისოფლის მეურნეობამე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელიკონსტიტუციაგიორგი II (საქართველოს მეფე)საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიასურეთითრომბოციტებიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითალუდა ქეთელაურიწყალილომისიზმარისასანიანთა იმპერიადეჟავიუსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაიოთამ ზედგენიძეჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაპოლონეთიიმერეთის მხარე9 აპრილის ტრაგედიაფარსმან II ქველიმერაბ მამარდაშვილიმთავარი გვერდისაქართველო XV საუკუნეშიევერესტიქლორითამარ მეფესაქართველოს თავდაცვის ძალებითაშმიჯაბიინტერვენციათავისუფლების მოედანი (თბილისი)ორალური სექსი1924 წლის აგვისტოს აჯანყებასიყვარულითბილისის ზღვაივანე მაჩაბელისაქართველო IV საუკუნეშიზმნაშენგენის ზონაანა ნაცვლიშვილისითბოჩემი ცოლის დაქალებიანტარქტიდადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენახემარწყვასამასი არაგველისაქართველო VI საუკუნეშიგველის-მჭამელიაჭარაასტრიდ ლინდგრენიინგლისიკანონი (ნორმატიული აქტი)ლეონარდო და ვინჩისპილოსებრნიქართული ფილმების სიალიბერალიზმიცენტრალური პროცესორი🡆 More