მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით.

ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც.

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

კონტინენტური ევროპის სამართალი

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა.

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია ნებაყოფლობით წარიმართა.

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები.

რომანული სამართლის ქვეყნები

რომანული სამართის ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის კანონმდებლობის გავლენით. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  არგენტინა არგენტინამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა ირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი. ლათინური ამერიკის სამართალზე გავლენა იქონია ესპანურმა სამართალმაც
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბელგია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი (Code Civil) ბელგიაში აქამდე ძალაშია, თუმცა განიცადა ცვლილებები
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბოლივია ბოლივიის სამოქალაქო კოდექსი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის გავლენით
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბრაზილია ბრაზილიამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  დომინიკელთა რესპუბლიკა ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ეკვადორი ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექს, ხოლო თავად ჩილეს სამოქალაქო სამართალზე კი ფრანგული კოდექსის გავლენა დიდია.
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ესპანეთი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  იტალია ეფუძნება რომის სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კოლუმბია ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ლუქსემბურგი დამკვიდრებულია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მექსიკა ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მონაკო მიეკუთვნება რომანული სამართლის ქვეყნების რიცხვს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნიდერლანდი 1838 წელს მიიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული სამოქალაქო კოდექსისგან
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  რუმინეთი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  საფრანგეთი ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო 1804 წელს. იგი ფართოდ იყენებდა რომის სამართალს, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-სს.
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ჩილე ჩილემ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია. იგი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ჰაიტი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე

გერმანული სამართლის ქვეყნები

გერმანული სამართლის ჯგუფი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ავსტრია ეფუძნება ავსტრიის სამოქალაქო კოდექსს (Allgemeines bürgerliches Gesetzbuch) (1811)
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  გერმანია ეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსს (Bürgerliches Gesetzbuch), რომელზეც დიდი გავლენა აქვთ რომაულ და გერმანულ სამართლის ტრადიციებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  თურქეთი ჩამოყალიბდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  იაპონია იაპონელებმა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, გადმოიღეს იგი და აამოქმედეს 1898 წელს, უფრო ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თავად გერმანიაში ამოქმედდებოდა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ისლანდია ეფუძნება გერმანული სამართლის ტრადიციებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ლიხტენშტაინი მიეკუთვნება გერმანული სამართლის ქვეყნების ჯგუფს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნორვეგია მიეკუთვნება სკანდინავიურ-გერმანულ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  საბერძნეთი ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  სამხრეთი კორეა იაპონიის მეშვეობით, ამოქმედდა გერმანული სამოქალაქო კოდექსი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  საქართველო ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ფინეთი ეფუძნება შვედური სამართლის სისტემას
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  შვედეთი ეფუძნება ძველ გერმანულ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  შვეიცარია ეფუძნება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს

ანგლო-ამერიკული სამართალი

ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებასთან.

ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის ქვეყნებს.

ინგლისური სამართლის ქვეყნები

ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ავსტრალია ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ახალი ზელანდია ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბირმა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბანგლადეში ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ინგლისი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, რომელზეც გავლენა აქვთ თანამედროვე რომანულ და კონტინენტურ ტრადიციებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ინდოეთი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, გარდა გოასა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება პორტუგალიურ სამოქალაქო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ირლანდიის რესპუბლიკა ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კანადა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, კვებეკის გარდა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნაურუ ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  პაკისტანი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  სინგაპური ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, თუმცა მუსლიმები ექვემდებარებიან ისლამურ სამართალს, რომელიც შარიას სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას პირად ისლამურ სამართალზე, მაგალითად, ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  უგანდა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  უელსი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ფიჯი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ჩრდილოეთ ირლანდია ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს

ამერიკული სამართლის ქვეყნები

ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა შტატ ლუიზიანისა, სადაც სამოქალაქო სამართალში დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, 50 დამოუკიდებელი შტატის სამართალია.

რელიგიური და ჩვეულებითი სამართალი

რელიგიური სამართალი

რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად, შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით.

რელიგიური სამართლის ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ავღანეთი ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბანგლადეში ეფუძნებოდა ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  გამბია ინგლისური საერთო სამართალი და ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  განა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ვატიკანი ეფუძნება კანონიკური სამართლის პრინციპებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  იემენი ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ირანი ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ლიბია ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მავრიტანია ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მაროკო ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნიგერია ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ომანი შარია
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  საუდის არაბეთი ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  სუდანი ემყარება ისლამურ სამართალს

ჩვეულებითი სამართალი

ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა.

შერეული სისტემები

კონტინენტური ევროპის სამართალი და ანგლო-ამერიკული სამართალი

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბოტსვანა სამხრეთ აფრიკული სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  გაიანა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ზიმბაბვე
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ისრაელი ეფუძნება ანგლო-ამერიკულ სამართალს. სამართლებრივ სისტემაზე დიდი გავლენა აქვს გერმანულ სამოქალაქო სამართალს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს რელიგიური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კამერუნი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კვებეკი აბრაამის ველზე ფრანგების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა სცადეს გარდაექმნათ კვებეგი ინგლისურენოვანად და დაემკვიდრებინათ საერთო სამართალი, მაგრამ ამერიკსგან მომავალი მზარდი საფრთხის გამო, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მიეცათ კვებეკისთვის უფლება, შეენარჩუნებინათ მათი ენა (ფრანგული) და რელიგია (კათოლიციზმი) დამათი სამართლებრივი სისტემა (კონტინენტური ევროპის სამართლი). თუმცა კვებეკში, როგორც კანადის კონფედერაციის წევრი (1867 წლიდან), ფედერალურ დონეზე გამოიყენება ინგლისური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები.
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კვიპროსი ემყარება ინგლისურ საერთო სამართალსა და ფრანგული, ბერძნული საჯარო სამართლის, იტალიური სამოქალაქო სამართლის, ინდური სახელშეკრულებო სამართლის, ბერძნული კანონიკური სამართლისა და ისლამური სამართლის შერეულ სისტემას.
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) ემყარება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, თუმცა ფედერალურ კანონმდებლობა ეფუძნება საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მავრიკი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მალტა ეფუძნება რომანულ სამართალსა და როჰანის კოდექსს, ნაპოლეონის კოდექს გავლენა აქვს იტალიური სამართლის მეშვეობით. აგრეთვე, საერთო სამართალი არის სამართლის წყარო საჯარო სამართალში
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნამიბია სამხრეთ აფრიკული სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  პუერტო-რიკო ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  სამხრეთ აფრიკა ინგლისური საერთო სამართლისა და რომანო-ჰოლანდიური სამოქალაქო სამართლის ნარევი, აგრეთვე ჩვეულებითი სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ესვატინი სამხრეთ აფრიკული სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ტაილანდი გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ინდური სამართლის ნარევი. ასევე სამხრეთის ოთხ პროვინციაში მოქმედებს ისლამური სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ფილიპინები ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  შოტლანდია ეფუძნება რომანულ და კონტინენტურ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  შრი-ლანკა ინგლისური საერთო სამართლის, რომანო-ჰოლანდიური სამართლისა და ჩვეულებითი სამართლის ნარევი

კონტინენტური ევროპის სამართალი და რელიგიური სამართალი

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ალჟირი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  არაბთა გაერთიანებული საამიროები ემყარება ისლამურ სამართლსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ სამოქალაქო სამართალზეა დაფუძნებული
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ბაჰრეინი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ეგვიპტე ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, ხოლო საოჯახო სამართალი კი ეფუძნება ისლამურ სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ინდონეზია ეფუძნება ჰოლანდიურ სამოქალაქო სამართალსა და ინდონეზიურ ადათებს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  იორდანია ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, ოთომანთა იმპერიის სამოქალაქო კოდექსს. ისლამური სამართალი გამოიყენება საოჯახო სამართალში
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კატარი ემყარება ისლამურ სამართალსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  კომორის კუნძულები ემყარება ისლამურ სამართალსა დად ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მაროკო ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ და ესპანურ სამოქალაქო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ომანი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  სირია ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ჯიბუტი

ანგლო-ამერიკული სამართალი და რელიგიური სამართალი

ქვეყნები აღწერილობა
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  მალაიზია ემყარება ინგლისურ საერთო სამართალს. პირადი სამართალი, რომელიც დაფუძნებულია შარიაზე, გამოიყენება მუსლიმების მიმართ
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  ნიგერია ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები  პაკისტანი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004
  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000

სქოლიო

Tags:

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები კონტინენტური ევროპის სამართალიმსოფლიოს სამართლებრივი სისტემები ანგლო-ამერიკული სამართალიმსოფლიოს სამართლებრივი სისტემები რელიგიური და ჩვეულებითი სამართალიმსოფლიოს სამართლებრივი სისტემები შერეული სისტემებიმსოფლიოს სამართლებრივი სისტემები იხილეთ აგრეთვემსოფლიოს სამართლებრივი სისტემები რესურსები ინტერნეტშიმსოფლიოს სამართლებრივი სისტემები ლიტერატურამსოფლიოს სამართლებრივი სისტემები სქოლიომსოფლიოს სამართლებრივი სისტემებიანგლო-ამერიკული სამართალიკონტინენტური ევროპის სამართალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული სამზარეულოგამარჯვების დღეაქლემინილოსისაქართველოს ქალაქებიCadillacბათუმის ბოტანიკური ბაღიქართვლის დედასაქართველოს ფრინველთა სიამდინარეგარემოს დაცვაქართული მითოლოგიაკომუნიზმიაკაკი წერეთელიემი უაინჰაუსილეიკოციტოზილაზებითავისუფლების მოედანი (თბილისი)ანტონიმიმთლიანი შიდა პროდუქტიამერიკის შეერთებული შტატებიდედა ენამარილებიბირთვული იარაღითბილისიჰემოგლობინიასპექტი (გრამატიკა)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიძალააშშ-ის ისტორიავიტამინებიაპრილიირემიგეორგიევსკის ტრაქტატიგალაკტიონ ტაბიძექიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაცივი ომინარკომანიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიპელოპონესის ომიირლანდიასამასი არაგველიძუძუმწოვრებიგასტრიტიდავით IIIთირკმელისაუმიფიოდორ დოსტოევსკიქვეწარმავლებიკოლხეთის ეროვნული პარკისამოქალაქო საზოგადოებაადამიანის ჩონჩხიფარავანისაქართველო VI საუკუნეშიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიკარლეს პუჩდემონისუვერენიტეტიტანზანიავენდეტააბო თბილელისაქართველოს დემოგრაფიატატო გრიგალაშვილიმესამე რაიხიმიტოზივიქტორ ორბანისქესობრივი აქტიტერენტი გრანელისაქართველოს ისტორიაჩრდილოეთი კორეალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმეიოზიგრიგოლ ხანძთელირიცხვითი სახელიშამქორის ბრძოლა (1195)ყინწვისის მონასტერიფემინიზმიპოლიგამიამაჰმადი🡆 More