ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ.
ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.
ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.
მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა — ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.
ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.
ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:
ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:
მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე — არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.
ძველი წელთაღრიცხვის VI თუ V საუკუნეში თანამედროვე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვეს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცმა ბრძენმა ასიტამ მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისას, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალიან მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შეართვეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღეს მან სნეულებისგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ,რომელიც ყოველ ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს, ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს: ეს არის ასკეტი, რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისგანო.
და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრაბამ ვერ დაანახა ხსნის გზა. ბოლოს, ერთი ლეღვის ძირში დაჯდა ფეხმორთმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გამოიცვალა- ეს გამოღვიძებას ჰგავდა, ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გასხივოსნებულს“.
ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრებას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა.
ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცა ძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით და ამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქ რაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე, რომელსაც კაშიაპა ხელმძღვანელობდა, ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებით დადგინდა სუტა-პიტაკასა და აბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IV ბუდისტურ კრებაზე ჩაიწერა, კუნძულ შრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ. 29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდი ბუდისტური მიმართულება, მაჰაიანა — ახ.წ. I ს.-ს. უცნობია იყო თუ არა იქამდე ბუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით, ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მას ტიპიტაკა ეწოდება. თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტის დაყოფას სამ ძირითად ნაწილად:
სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული: დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი და ჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ.
ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნო სამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრის დროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათ მაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებს წარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური მოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბუდიზმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.