ლანა დელ რეი

ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტი (დ.

21 ივნისი 1985), უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ლანა დელ რეიამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. სიმღერის შექმნა 18 წლის ასაკში დაიწყო და 2007 წელს ლეიბლ 5 Points Records-თან პირველი კონტრაქტი გააფორმა, რასაც მოჰყვა პირველი ციფრული ალბომის, Lana Del Ray 2010 წლის იანვარში გამოცემა. 2010 წლის აპრილში დელ რეი ამ კონტრაქტისგან გათავისუფლდა. ლეიბლებთან Interscope, Polydor და Stranger Records 2011 წლის ივლისში მან ახალი ერთობლივი კონტრაქტი გააფორმა.

ლანა დელ რეი
ლანა დელ რეი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტი
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • ლიზი გრანტი
  • ლანა დელ რეი (უთითებდა, როგორც Lana Del Ray)
  • მეი ჯეილერი
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1985 (1985-06-21) (38 წლის)
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
წარმოშობა ლეიკ პლესიდი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა ვოკალისტი, სიმღერების ავტორი, ფოტომოდელი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 2005–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ხელმოწერა ლანა დელ რეი
საიტი lanadelrey.com
ლანა დელ რეი ვიკისაწყობში

მეორე სტუდიური ალბომი Born to Die მომღერალმა 2012 წლის იანვარში გამოსცა. გამოსვლისთანავე იგი მოხვდა Billboard 200-ის მეორე პოზიციაზე და იქცა 2012 წლის მეხუთე ყველაზე გაყიდვად ალბომად. სედრიკ ჯერვეისის მიერ შექმნილი მისი მეხუთე სინგლ "Summertime Sadness"-ის რემიქსი იქცა Billboard Hot 100-ში მის ყველაზე წარმატებულ სიმღერად - მას შემდეგ, რაც ქვეყნის ჩარტებში #6 პოზიციამდე ავიდა. მესამე ალბომი, EP Paradise გამოვიდა იმავე წლის ნოემბერში. მასში შეტანილი სამი სიმღერა მოხვდა მოკლემეტრაჟიან ფილმში Tropico, რომლის პრემიერა დეკემბერში შედგა. მესამე სტუდიური ალბომი Ultraviolence გამოიცა 2014 წლის ივნისში და მოხვდა Billboard 200-ის #1 პოზიციაზე. 2014 წლის დეკემბერში დელ რეიმ გამოაცხადა, რომ 2015 წლის ზაფხულში კორტნი ლავის მონაწილეობით კონცერტებს გამართავდა.

დელ რეის მუსიკაში აღნიშნავენ კინემატოგრაფიულ ჟღერადობას, პოპ-კულტურის სხვადასხვა ასპექტის ციტირების, (მათ შორის, 1950-იანი და 1960-იანი წლების ამერიკანას მიმართულებას). მომღერალი თავის თავს უწოდებს „განგსტერულ ნენსი სინატრას“. მუსიკალურად იგი შთაგონებულია ელვის პრესლის, ემი უაინჰაუსის, ჯენის ჯოპლინის, ნირვანას, ემინემის, ბრიუს სპრინგსტინისა და ბრიტნი სპირსის შემოქმედებით, ისევე, როგორც პოეზიით და ნუარით.

ადრეული ცხოვრება

მიყვარდა ეკლესია. მიყვარდა მისტიურობა, რაღაც უფრო დიდის იდეა, ღვთაებრივის ჩანაფიქრი. ჩემთვის რელიგიის კონცეფცია იქცა ღმერთის ნათელ იდეად - მე კონსერვატორი კათოლიკოსის ტრადიციული ხედვა არ მაქვს, მაგრამ ჩემი წარმოსახვა გაიხსნა კათედრალის დიდ ლურჯ და ოქროსფერ კედლებში. მომწონდა ის აზრი, რომ ვიღაც თვალს მადევნებდა.
— — დელ რეი კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტი დაიბადა ნიუ-იორკში, 1985 წლის 21 ივნისს, პატრისია ენ „პატის“ (ჰილის), Grey Global Group-ის ყოფილი ბუღალტერისა და რობერტ ინგლენდ უმცროსის, იმავე ორგანიზაციის საავტორო უფლებებზე პასუხისმგებლის (რომელიც საქმოსანი გახდა) ოჯახში. იგი შოტლანდიური წარმოშობისაა. ჰყავს და, ლანას ფოტოგრაფი, კეროლაინ „ჩაკ“ გრანტი (დ. 1988 ან 1989 წ.), და ძმა, ჩარლი (დ. 1993 ან 1994 წ.) დელ რეი ლეიკ პლასიდში 15 წლის ასაკამდე ცხოვრობდა. ალკოჰოლის ზედმეტი მოხმარების გამო იგი კონექტიკუტში, კენტის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, სადაც სამი წელი ისწავლა. მანამდე იგი დაწყებით კათოლიკურ სკოლაში დადიოდა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ჯენისიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნიუ-იორკში იქნა მიღებული, მაგრამ აკადემიური წელი აიღო და ლონგ-აილენდზე დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობდა და მუშაობდა მიმტანად. შემდეგი შემოდგომიდან იგი დადიოდა ფორდჰემის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლიდა ფილოსოფიას, კერძოდ - მეტაფიზიკას. დელ რეი: „იგი ერთმანეთს უკავშირებდა ღმერთსა და მეცნიერებას. მე დაინტერესებული ვიყავი ღმერთით და იმით, თუ როგორ გვაახლოვებდა ტექნიკა იმის დადგენასთან, თუ როგორც წარმოვიშვით და რატომ.“ „მაშინ დაიწყო ჩემი მუსიკალური ცხოვრება. ჩემთვის ხალხი ვიპოვე“. იგი ცხოვრობდა ბრონქსში ოთხი წლის და ბრუკლინში — კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღიდან დელ რეი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდა და მონაწილეობდა ინდიელების რეზერვაციებში სახლების შეღებვასა და აღდგენაში.

ეკლესიის გუნდში სიმღერა მან ბავშვობისას დაიწყო, მგალობელის სახით. მას შემდეგ, რაც ბიძიამ 18 წლის ასაკში ასწავლა გიტარაზე დაკვრა, „მიხვდა, რომ, ალბათ, შეეძლო მილიონი სიმღერის ექვსი აკორდით შექმნა“ და დაიწყო ადგილობრივ ღამის კლუბებში სხვადასხვა ფსევდონიმით გამოსვლა, რომელთა შორის იყო "Sparkle Jump Rope Queen" და "Lizzy Grant and the Phenomena". „ყოველთვის ვმღეროდი, მაგრამ არ ვაპირებდი, სერიოზულად გავყოლოდი ამას. ნიუ-იორკში 18 წლის ასაკში მოხვედრისას დავიწყე ბრუკლინის კლუბებში გამოსვლა. ანდერგრაუნდში მყავს კარგი მეგობრები და ერთგული ფანები. მაგრამ მაშინ ერთმანეთისთვის ვუკრავდით - და სულ ეს იყო.“

კარიერა

2005–10: დასაწყისი, Kill Kill და Lana Del Ray

მსურდა მუსიკოსთა უმაღლესი კლასის სცენის ნაწილი ვყოფილიყავი. ნაწილობრივ ეს შთაგონებული იყო, იმედი მქონდა, რომ ხალხს გავიცნობდი, შემიყვარდებოდა ადამიანი და ჩემ ირგვლივ საზოგადოებას შევქმნიდი, ისევე, როგორც ეს 60-იანებში ხდებოდა.
— —Del Rey explaining why she went into the music industry.

2005 წლის 25 აპრილს აშშ-ის საავტორო უფლებების სამსახურში ელიზაბეთ ვულრიჯ გრანტის სახელით დარეგისტრირდა შვიდ სიმღერიანი CD. აპლიკაციაში ეწერა "Rock Me Stable" და "Young Like Me". ამჟამად მასში შეტანილი სიმღერების სახელწოდებები უცნობია. 2006-2006 წლებში მეი ჯეილერის სახელით ჩაიწერა ალბომი Sirens. 2012 წლის მაისში ამ მასალამ ინტერნეტში გაჟონა.

მუსიკალური ნაწყვეტი

2006 წელს უილიამსბურგის სიმღერების კონკურსზე შედგეა დელ რეის პირველი გამოსვლა, სადაც მომღერალმა გაიცნო ვენ უილსონი, 5 Points Records-ის შემსრულებლების და რეპერტუარის განყოფილების წარმომადგენელი. ეს იყო დამოუკიდებელი ლეიბლი, რომელსაც დევიდ ნიხტერნი ფლობდა. 2007 წელს, როდესაც ჯერ ფორდჰემის უნივერსიტეტში სწავლობდა, დელ რეიმ 5 Points Records-თან გააფორმა კონტრაქტი 10.000 აშშ დოლარზე. იგი საცხოვრებლად ნიუ-ჯერსის ჩრდილოეთ ბერგენში მდებარე ტრეილერების პარკში გადავიდა და პროდიუსერი დევიდ კენის მონაწილეობით დაიწყო მასალის ჩაწერა. 2008 წლის ოქტომბერში მან გამოუშვა სამი სიმღერისგან შემდგარი EP Kill Kill. „დევიდმა ჩემთან მუშაობა ისურვა დემოს მიღებიდან მეორე დღესვე. იგი ცნობილია, როგორც ძალიან პირდაპირი პროდიუსერი და სურდა ისეთი მუსიკის ჩაწერა, რომელიც არ იყო უბრალოდ პოპი.“ თუმცა, სტუდიური ალბომის ჩაწერა შეწყდა და დელ რეიმ ყურადღება გადაიტანა სხვა საქმიანობაზე. ამ პერიოდში მას ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან. საბოლოოდ, სადებიუტო ალბომი Lana Del Ray გამოსცა 2010 წლის იანვარში. ალბომის მარკეტინგში მას დახმარება გაუწია რობერტ გრანტმა, მისმა მამამ. ჩანაწერი მცირე ხნით განთავსდა iTunes-ზე.

დევიდ კენი და დევიდ ნიხტერნი ადასტურებენ, რომ ლანამ დაიბრუნა უფლებები 5 Points-თან ჩაწერილ მასალაზე. ახალი და ამჟამინდელი მენეჯერები, ბენ მოუსონი და ედ მილეტი, მან Lana Del Ray-ს გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ გაიცნო. წინა კონტრაქტისგან ლანა სწორედ მათი დახმარებით გათავისუფლდა - მისი თქმით, „იმ ლეიბლზე არაფერი ხდებოდა“. მალე იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და დაფიქრდა ახალი სასცენო სახელის შერჩევაზე. „მსურდა სახელი, რომლითაც მუსიკას შევქმნიდი. მაიამიში ხშირად ვმოგზაურობდი და კუბელ მეგობრებს ესპანურად ვესაუბრებოდი. ლანა დელ რეი გვახსენებდა ზღვის სანაპიროს მომხიბლველობას. ენის წვერიდან ნასროლი ეს სახელი ბრწყინვალე იყო.“ ადვოკატებმა და მენეჯერმა მოიწონეს ეს სახელი და ურჩიეს, სასცენოდ აეღო. 2010 წლის 1 სექტემბერს მომღერალი გამოვიდა Mando Diao-ს MTV Unplugged-კონცერტზე, ბერლინში.

2011–13: Born to Die, Paradise და Tropico

რამდენიმე სიმღერის YouTube-ზე განთავსებას მოჰყვა დელ რეის Stranger Records-ის მიერ აღმოჩენა და სინგლ "Video Games"-ის გამოშვება. The Observer-თან ინტერვიუში იგი ამბობდა: „ის სიმღერა ინტერნეტში რამდენიმე თვის წინ განვათავსე, ვინაიდან ჩემი საყვარელი იყო. სიმართლე რომ ვთქვათ, სინგლად მის გამოცემას არ ვაპირებდი, მაგრამ ხალხს ნამდვილად მოეწონა.“ 2011 წლის ოქტომბერში მან გაიმარჯვა Q-ს დაჯილდოებაზე, კატეგორიაში "Next Big Thing". 2012 წელს მას მიენიჭა აივორ ნოველოს ჯილდო საუკეთესო თანამედროვე სიმღერისთვის. იმავე თვეში მან Interscope Records-თან და Polydor-თან ერთობლივი კონტრაქტი გააფორმა და დაიწყო მუშაობა მეორე სტუდიურ ალბომზე, Born to Die. ალბომს კიდევ უფრო მეტი ინტერესით ელოდნენ მას შემდეგ, რაც მან მომავალ ჩანაწერს მხარი დაუჭირა რამდენიმე ცოცხალი გამოსვლით, ისევე, როგორც პრომო კონცერტებით და სატელევიზიო შესრულებებით, გადაცემებში De Wereld Draait Door და Later... with Jools Holland. Saturday Night Live-ში 2012 წლის 14 იანვარს მან შეასრულა ალბომის ორი სიმღერა, თუმცა მიიღო კრიტიკოსებისა და მაყურებლების ძირითადი ნაწილის უარყოფითი შეფასება. შესრულება მოიწონა გადაცემის მოწვეულმა წამყვანმა, მსახიობმა დენიელ რედკლიფმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნანახი არ ჰქონდა. დელ რეი უკმაყოფილო იყო მაყურებელთა რეაქციით და განაცხადა, რომ გადაცემის შემქმნელმა იცოდა, რომ მისი იქ გამოჩენა შემთხვევითი არ ყოფილა, ვინაიდან თავს კარგ მუსიკოსად თვლიდა და მომღერლის ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. შემდეგ კვირაში იგივე გადაცემაში კრისტენ უიგმა განასახიერა დელ რეი, რომელიც საკუთარ თავს იცავდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რაოდენ ხანგრძლივი იყო მისი წარმატება, სანამ უარყოფით შეფასებებს მიიღებდა, დელ რეიმ განაცხადა: „სიამოვნება არასოდეს მიმიღია. ყველაფერი ცუდად მიმდინარეობდა. “.

ლანა დელ რეი 
დელ რეის გამოსვლა, Bowery Ballroom, 2011

Born to Die ოფიციალურად მსოფლიო მასშტაბით გამოვიდა 2012 წლის 31 იანვარს და დაიკავა პირველი ადგილი 11 ქვეყნის ჩარტში, თუმცა კრიტიკოსების შეფასებები არაერთგვაროვანი იყო. გამოსვლის კვირაში დელ რეიმ განაცხადა, რომ დაიბრუნა უფლებები 2010 წლის სადებიუტო ალბომზე და 2012 წლის ზაფხულისთვის გეგმავდა მის Interscope Records-ზე და Polydor-ზე გამოცემას. ეს უარყო დევიდ კენმა, რომელიც უამბო პრესას, რომ მომღერალმა გამოისყიდა უფლებები ალბომზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლეიბლი დატოვა, 2010 წელს. Born to Die 2012 წელს გაიყიდა 3.4 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა წლის რიგით მეხუთე ყველაზე გაყიდვად ალბომად. აშშ-ში Born to Die Billboard 200-ში შემდგომ თვეებშიც იმყოფებოდა და 36 კვირიანი მიმოსვლის შემდეგ საბოლოოდ 76-ე ადგილზე ჩამოვიდა.

2012 წლის 15 ივნისში RTVE-სთან ინტერვიუში დელ რეიმ განაცხადა, რომ ნოემბრისთვის ახალ ალბომს ამზადებდა. ტიმ ბლეკუელთან (Nova FM, მელბურნი, ავსტრალია) საუბრისას მან ახსენა, რომ ეს იქნებოდა არა ახალი ალბომი, არამედ უფრო მეტად EP. სექტემბერში ოფიციალურად გახდა ცნობილი ამ EP-ის, Paradise-ის წამყვანი სინგლის "Ride" გამოცემის შესახებ. 2012 წლის 19 სექტემბერს H&M-ის მეშვეობით გავრცელდა ვიდეო "Blue Velvet". მეორე დღეს, 20 სექტემბერს, სიმღერა პრომო სინგლის სახით გამოვიდა. "Ride" გაყიდვაში 2012 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა. "Ride"-ის მუსიკალური ვიდეოს ფართო პრემიერა გაიმართა Aero Theatre-ში (სანტა-მონიკა, კალიფორნია), 2012 წლის 10 ოქტომბერს. კრიტიკოსთა ნაწილმა მას უწოდა ანტი-პროსტიტუციული და ანტიფემინისტური - უკანასკნელ ეპითეტს ხშირად იყენებდნენ მომღერლის შემოქმედების შეფასებისას, განსაკუთრებით "Video Games"-ის გამოსვლის შემდეგ.

დელ რეის Born to Die-ს Paradise Edition-ის გამოცემა 2012 წლის 12 ნოემბრისთვის დაიგეგმა. მესამე EP Paradise იქცა დელ რეირის მეორე ალბომად, რომელიც აშშ-ში ათეულებში მოხვდა. გამოსვლის კვირაში იგი Billboard 200-ში მე-10 ადგილს იკავებდა, 67.000 გაყიდული ასლით. 2012 წლის MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებაზე დელ რეიმ მიიღო ნომინაციები წლის საუკეთესო ალტერნატიული შემსრულებლის, წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და წლის ბიძგის კატეგორიებში, აქედან პირველში გამარჯვებით. გარდა ამისა, მან საუკეთესო ქალი შემსრულებლის ჯილდო ტეილორ სვიფტს გადასცა.

2013 წლის BRIT Awards-ზე ლანა დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მსოფლიო სოლო შემსრულებელი ქალი - ეს იყო მისი დღეისთვის მეორე BRIT. დელ რეის გამარჯვებამ გააკვირვა კრიტიკოსები, რომლებიც მოელოდნენ, რომ ჯილდოს ტეილორ სვიფტი მიიღებდა.

ლანა დელ რეი 
დელ რეის გამოსვლა Planeta Terra Festival-ზე, 2013

დელ რეის მორიგი სინგლი, "Dark Paradise" გამოვიდა გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, 2013 წლის 1 მარტს. 21 მარტს მან მიიღო ECHO-ს ჯილდოები საუკეთესო ახალი მსოფლიო შემსრულებლისთის და საუკეთესო მსოფლიო პოპ-როკ შემსრულებლისთვის. დელ რეის მიერ შესრულებული ლეონარდ კოენის "Chelsea Hotel #2"-ის ქავერ-ვერსია გამოვიდა 2013 წლის 27 მარტს. შემდეგ თვეში, 2013 წლის აპრილში, გამოვიდა კიდევ ერთი ვიდეო, გადაღებული ლანას მიერ - ლანას და მისი შეყვარებულის, ბარი-ჯეიმზ ო'ნილის მონაწილეობით. ეს იყო ლი ჰეზლვუდის "Summer Wine"-ის ქავერ-ვერსია. 2013 წლის 19 მარტს ცალკე ჩამოსატვირთი სინგლის სახით გამოვიდა "Burning Desire". მანამდე, ვალენტინობაზე გაიმართა მისი მუსიკალური ვიდეოს პრემიერა. ბეზ ლურმენის ფილმში „დიდი გეტსბი“ მოხვდა ლანას სიმღერა "Young and Beautiful". მოგვიანებით სიმღერა Billboard Hot 100-ის 22-ე პოზიციამდე ავიდა და იმ დროისთვის ამ ჩარტში დელ რეის ყველაზე დიდ წარმატებას წარმოადგენდა. თუმცა, მისი რადიოსადგურებში მოხვედრის შემდეგ ლეიბლმა შეწყვიტა სინგლის გავრცელება და 2013 წლის 2 ივლისს ჩაანაცვლა სედრიკ ჯერვეისის მიერ მომზადებული "Summertime Sadness"-ის რემიქსით. მან "Young and Beautiful"-ზე უფრო დიდი წარმატება იქონია, ჩარტში მეექვსე პოზიციამდე ავიდა და იქცა რეის პირველ ამერიკულ ჰიტად, რომელიც საუკეთესო ათეულში გამოჩნდა. რემიქსმა 2013 წელს მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო რემიქსისთვის არაკლასიკური მუსიკის ჟანრში.

Paradise-ის გარდა დელ რეიმ განაცხადა, რომ ამზადებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს Tropico. Tropico გადაღებული იქნა 2013 წლის ივნისის ბოლოს, ენტონი მენდლერის მიერ. 2013 წლის 22 ნოემბერს გამოვიდა მისი ოფიციალური ტრეილერი, რომლის ბოლოს მითითებული იქნა, რომ ფილმი აიტვირთებოდა დელ რეის ოფიციალურ VEVO არხზე, 2013 წლის 5 დეკემბერს. ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდის (კალიფორნია) Cinerama Dome-ში, 4 დეკემბერს. ფილმის გამოსვლამდე ლანამ მაყურებელს განუცხადა: „უბრალოდ მსურდა, შევკრებილიყავით, რათა მეცადა, ეს თავი ვიზუალურად დამესრულებინა, შემდეგი ალბომის, Ultraviolence გამოცემამდე.“ ჟურნალისტებმა დაიწყეს მომავალი ალბომის სახელწოდების განხილვა და ენტონი ბერჯესის უტოპიური რომან „მექანიკური ფორთოხლის“ ფრაზა გაიხსენეს, თუმცა ერთგვაროვანი განცხადებები არ ყოფილა, ვინაიდან ყველა არ იყო დარწმუნებული, იყო თუ არა ეს სახელწოდება სტილიზებული როგორც ერთი ან ორი სიტყვა. 2013 წლის 6 დეკემბერს iTunes-ზე გამოვიდა EP Tropico - თავად ფილმით და სამი ნახსენები სიმღერით.

2014–დღემდე: Ultraviolence და Honeymoon

ლანა დელ რეი 
დელ რეის გამოსვლა კოაჩელას ფესტივალზე, 2014

2014 წლის 23 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დელ რეის მიერ ფილმისთვის „მალეფისენტა“ ჩაიწერა სიმღერის „Once Upon a Dream“ (1959 წლის ფილმიდან „მძინარე მზეთუნახავი“) ქავერ-ვერსია. იგი სინგლის სახით 26 იანვარს გამოვიდა. 20 თებერვალს დელ რეიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა თავისი და დენ აუერბახის ერთობლივი ფოტო, წარწერით „მე და დენ აუერბახი მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ Ultraviolence“. გავრცელდა ხმები, რომ დელ რეი და აუერბახი იანვარში ერთად მუშაობდნენ უკანასკნელი ხმისჩამწერ სტუდია Easy Eye Sound-ში, ნეშვილში და დენი მისი მომავალი ალბომის პროდიუსერი უნდა ყოფილიყო. მარტში რუფუს უეინრაიტისგან ცნობილი გახდა დელ რეისთან თანამშრომლობის შესახებ.Ultraviolence-ის პირველი სინგლი, "West Coast" გამოვიდა 14 აპრილს. 23 მაისს დელ რეიმ კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის ქორწინების წინ, ვერსალის სასახლეში, შეასრულა სამი სიმღერა. უესტმა კარდაშიანთან ნიშნობისას, 2013 წლის ოქტომბერში, დაუკრა დელ რეის "Young & Beautiful". "Shades of Cool", ალბომის მეორე სინგლი, გამოვიდა 2014 წლის 26 მაისს. მესამე და სასათაურო სინგლი, "Ultraviolence", გამოვიდა 4 ივნისს. 8 ივნისს გაყიდვაში გამოჩნდა მეოთხე სინგლი, "Brooklyn Baby". Ultraviolence 2014 წლის 13 ივნისს გამოვიდა და 12 ქვეყნის ჩარტის #1 ადგილზე მოხვდა, მათ შორის, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში. პირველ კვირაში მსოფლიო მასშტაბით იგი გაიყიდა 880.000 ასლის ოდენობით. მესამე ალბომი დელ რეიმ აღწერა, როგორც უფრო „გამარტივებული, მაგრამ კვლავ კინემატოგრაფიული და ბნელი.“ Rolling Stone-ის სტატიაში ნახსენები იქნა, რომ დელ რეი ბრაიან უილსონის ახალ ალბომ No Pier Pressure-ზე მიწვეული შემსრულებლის სახით გამოჩნდებოდა. დელ რეის ორი ახალი სიმღერა, "Big Eyes" და "I Can Fly", მოხვდა ტიმ ბარტონის 2014 წლის ბიოგრაფიულ ფილმში „დიდი თვალები“, რომელშიც მარგარეტ კინის ცხოვრებაა მიმოხილული. "Big Eyes"-ის თანაავტორი დენიელ ჰითია, ხოლო "I Can Fly"-ის - რიკ ნაუელზი. 1 დეკემბერს დელ რეიმ განაცხადა, რომ 2015 წლის ზაფხულში იქნებოდა ტურნეს წამყვანი შემსრულებელი. რვა კონცერტზე მასთან ერთად გამოსვლას კორტნი ლავი აპირებდა. Galore Magazine-თან 2014 წლის დეკემბერში საუბრისას დელ რეიმ განაცხადა, რომ დაიწყო მუშაობა შემდეგ სტუდიურ ალბომზე. ვარაუდობენ, რომ მისი სახელწოდება იქნება Music to Watch Boys To - იგი თავად მომღერალმა, 2014 წლის ივნისში ახსენა: „მაქვს იდეა ალბომისა, რომელსაც Music to Watch Boys To ეწოდება, ამიტომ ვფიქრობ ამაზე და თუ რას შეიძლება ნიშნავდეს.“ აღმასრულებელ პროდიუსერებს შორის მან დაასახელა ემილი ჰეინი, დენიელ ჰითი, გრეგ კერსტინი, რიკ ნაუელზი და მარკ რონსონი.

2014 წლის დეკემბერში Grazia Magazine-თან საუბრისას დელ რეიმ განაცხადა, რომ ალბომში სურდა ორკესტრირების შეტანა, მონუმენტური მისამღერებით: „მარკ რონსონს მოვასმენინე ამ ალბომისთვის შექმნილი ათი სიმღერა. მათი ჟღერადობა ახლოს არის ჯაზის ოქროს პერიოდთან“. იმავე თვის დასაწყისში დელ რეიმ აღნიშნა, რომ უკვე იწერდა ახალ ალბომს. „აგრეთვე ყოველთვის ვწერ მცირე ნაწყვეტებს დამოუკიდებელი ფილმებისთვის. დენ ჰითი და რიკ ნაუელზი ჩემთვის ძვირფასი მეგობრები და პროდიუსერები არიან და ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვგეგმავთ.“ 2015 წლის იანვარში დელ რეიმ LA Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „Music To Watch Boys To“ იქნებოდა ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდება. მოგვიანებით, Billboard-თან ინტერვიუში დაზუსტდა, რომ სახელწოდება იქნებოდა Honeymoon. 2015 წლის 15 იანვარს დელ რეიმ მიიღო BRIT-ის ჯილდო საუკეთესო ქალი შემსრულების ნომინაციაში (ეს იყო მისი კატეგორიაში რიგით მეორედ და ზოგადად ჯილდოზე, მესამედ ნომინირება). 14 ივლისს გამოვიდა მომავალი ალბომის პირველი სიმღერა „Honeymoon“. ცნობილი გახდა, რომ ალბომში 14 სიმღერა შევიდოდა, დაწერილი „ბინძური ენერგიით და შექმნილი მაილს დეივისის გავლენით.“ 4 აგვისტოს გაიჟღერა პირველმა ოფიციალურმა სინგლმა „High By The Beach“, რომელიც 10 აგვისტოს გამოიცა. იმავე დღეს The Weeknd-მა გამოაქვეყნა თავისი მეორე ალბომის Beauty Behind the Madness სიმღერების სია, საიდანაც ნათელი გახდა, რომ შეტანილი იქნებოდა დუეტი დელ რეისთან - „Prisoner“.

ხელოვანობა

მუსიკალური სტილი

ლანა დელ რეი 
ლანა დელ რეი ასრულებს "Body Electric"-ს, 2012

დელ რეის უწოდებენ „გეტოში დაკარგულ თვითშემქმნელ ნენსი სინატრას და ლოლიტას.“ აღინიშნება, რომ მისი მუსიკა გამოირჩევა კინემატოგრაფიული ჟღერადობით და პოპ კულტურის სხვადასხვა ასპექტის, განსაკუთრებით 1950-იანი და 1960-იანი წლების ამერიკანას ციტირებით. Rolling Stone-მა აღნიშნა, რომ დელ რეი სიამოვნებით ასრულებს ლაუნჯის შემსრულებლის როლს. დელ რეის აგრეთვე უწოდეს „ინტერნეტის ეპოქის ჩირაღდანი“ და „ანტი-ლედი გაგა“." მიუხედავად თავისი ნამდვილი სახელის, ლიზი გრანტისა, დელ რეი გამოსულა სხვადასხვა სასცენო სახელით, როგორიც არის ლანა რეი დელ მარი, Sparkle Jump Rope Queen, და მეი ჯეილერი. ლანა დელ რეის ფსევდონიმის არჩევაზე საუბრისას იგი ამბობს, რომ სახელი მოეწონა, ვინაიდან ლამაზად ჟღერდა. იგი მისი კუბელი მეგობრების მიერ იქნა გამოგონილი. მომღერალმა აირჩია მუსიკალური ალტერ ეგო, როგორც პრინსმა და დევიდ ბოუიმ. მისი თქმით, სახელი მას აგონებდა „ზღვისპირა ცხოვრების მომხიბლველობას. ენის წვერიდან ნასროლი ეს სახელი ბრწყინვალე იყო.“

დელ რეის მუსიკალური სტილი, ავტორის თქმით, არის „ჰოლივუდური სედკორი“. შემსრულებლის ვოკალური მანერა რეპს ჰგავს. Born to Die-ს შესახებ ინდი მუსიკალური ჟურნალი Drowned in Sound წერდა, რომ მთელი ალბომზე შეიმჩნევა ჰიპ-ჰოპი. გამოცემის აზრით, ჩანაწერი ჰგავს „ჯეიმზ ბონდის პოპ-სტილისტიკის საუნდტრეკს.“ სიმღერებში "National Anthem", "Off to the Races," და "Diet Mountain Dew" დელ რეი იყენებს ალტერნატიული რეპის ტექნიკას. ლიზი გრანტის სახელით მოღვაწეობისას მომღერალი საკუთარ მუსიკას უწოდებდა ჰავაის გლემ-მეტალს, ხოლო მეი ჯეილერის სახელით გამოცემული პროექტი აკუსტიკურს წარმოადგენს. მიეკუთვნება რა სხვადასხვა ჟანრს, დელ რეის ჟღერადობა აგრეთვე დაკავშირებულია როკ-მუსიკის, ინდი-პოპის და ბაროკო-პოპის სტილებთან, ჰიპ-ჰოპ ექსპერიმენტებთან და ტრიპ-ჰოპის ჟანრთან.

ტექსტების მხრივ Born to Die სევდიანია. დელ რეი განმარტავს: „მოწყენილი არ ვარ, მხიარული ვარ. მიხარია, ვინაიდან მშვიდად ვეგუები ყველაფერს...ხოლმე ბნელი ფილტრიც მაქვს, მაგრამ იგი სხვა საქმეების კეთებისას ქრება. სიყვარულმა კი ძალიან შთამაგონა, ლირიკულად. ვინაიდან მთელი ცხოვრება ასე ვგრძნობდი თავს და როდესაც შეხვდები საინტერესო პიროვნებას, არ გახსოვს, რომ მანამდე სხვანაირად გრძნობდი თავს. მე შთაგონებული ვიყავი.“

ხმა და ტემბრი

მუსიკალური ნაწყვეტი

დელ რეი ფლობს კონტრალტო ვოკალურ დიაპაზონს, რომელსაც აღწერენ, როგორც მიმზიდველს და ემოციურს. მიიჩნევა, რომ დელ რეის დიაპაზონი თავისუფლად მერყეობს მაღალი და უფრო ახალგაზრდული ტემბრიდან დაბალ და ჯაზურთან ახლო ჟღერადობამდე. სტუდიაში ჩაწერისას დელ რეი იყენებს მრავალფენიან სტრუქტურებს, ორმაგ ვოკალებს და ვოკალურ დამატებებს, რომლებიც საკონცერტო შესრულებისას რთული შესასრულებელია, განსაკუთრებით, ისეთი ბეკ-ვოკალისტების გარეშე, რომლებიც იმიტირებით გადმოსცემენ დელ რეის ვოკალურ სტილისტიკას. მუსიკის კრიტიკოსების აზრით, დელ რეის ხმა არის გაჟღენთილი მოწევით, "უსწორმასწოროა", და მსმენელს მოაგონებს მერილინ მონროს.

დელ რეი ადასტურებს, რომ დაბალ ტონალობაში მღერის იმიტომ, რომ „მსმენელი მას სერიოზულად არ აღიქვამდა“. ამიტომ იგი, მისივე თქმით, „ქალისთვის საკმაოდ დაბალ ტონალობაში მღერის.“

შთაგონებები

ლანა დელ რეი 
ლანა დელ რეის გამოსვლა კელნში, 2011 წელს

სხვადასხვა მუსიკალურ შთაგონებას შორის დელ რეის მაგალითად მოჰყავს ელვის პრესლი, Antony and the Johnsons, ფრენკ სინატრა, ემინემი და ემი უაინჰაუსი. „მე ნამდვილად მომწონს ყველა ჟანრის ოსტატები“, განაცხადა მან BBC-ის რადიოწამყვან ჯო უაილისთან საუბრისას. მის საყვარელ შემსრულებლებს შორის არიან ბობ დილანი, ფრენკ სინატრა, ჯეფ ბაკლი და ლეონარდ კოენი. უკანასკნელის სიმღერის "Chelsea Hotel #2" საკუთარი ვერსია მან 2013 წელს შეასრულა. შთაგონებებს შორის მას აგრეთვე ნახსენები ჰყავს „ძლიერი ქალბატონები“, მაგალითად კორტნი ლავი, სტივი ნიკსი და ჯონი მიტჩელი.

ლანას ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა ჯენის ჯოპლინის მიერ შესრულებული "Summertime"-ის საკონცერტო ვერსია, კომპილაციიდან Cheap Thrills. მას აგრეთვე უყვარს და შთაგონებულია სიმღერებით "Time of the Season" (The Zombies) და "Hotel California" (The Eagles). მუსიკალურ სტილზე გავლენა იქონიეს ფილმებმა „ნათლია“, „ნათლია II“ და „ამერიკული სილამაზე“. მომღერალს აგრეთვე უყვარს პოეზია და გავლენიან მწერლებს შორის ასახელებს უოლტ უიტმენსა და ალენ გინზბერგს. კერძოდ, მას უყვარს უიტმენის „ბალახის ფოთლები“ და გინზბერგის „კივილი“. ლანას სიმღერაში "Body Electric", მესამე EP-დან, Paradise, ნახსენებია უიტმენი - "Whitman is my daddy". სიმღერის მისამღერი, "I sing the body electric" უიტმენის ლექსის „I Sing The Body Electric“ ციტირებაა. უიტმენის ტექსტი „ჩემი სიმღერა“ მან პარიზულ გამოცემა L'Officiel-თან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა. მომღერლის კარიერამდე მას სურდა პოეტობა. როდესაც გოგონა ჯერ პატარა იყო, მამამისი მუსიკას გასართობად წერდა, ხოლო დედა დაინტერესებული იყო სიმღერით. მამამ ლანას The Beach Boys-ის მუსიკა გააცნო, თუმცა დედა კარლი საიმონის შემოქმედების მოყვარული იყო.

სხვა საქმიანობა

2012 წლის 4 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დელ რეიმ გააფორმა კონტრაქტი NEXT-ის სამოდელო სააგენტოსთან. H&M-მა დაადასტურა, რომ დელ რეი იქნებოდა მოდელი და ჩაწერდა სიმღერის "Blue Velvet" ქავერ-ვერსიას მათი 2012 წლის საშემოდგომო კამპანიისთვის. H&M-ის 2012 წლის ზამთრის კამპანია, დელ რეის მონაწილეობით, 12 ოქტომბერს გამოვიდა. ეს არის კომპანიის მეორე კამპანია ლანასთან ერთად. 2012 წლის 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დელ რეი გაუწევდა რეკლამას Jaguar-ის F-Type მოდელს, რომელიც მოგვიანებით, სექტემბერში, პარიზში იქნა წარდგენილი. ედრიან ჰოლმარკი, კომპანიის ბრენდის ხელმძღვანელი, აღნიშნავდა, რომ დელ რეი წარმოადგენს „აუთენტურობისა და თანამედროვეობის უნიკალურ შერწყმას“, ამიტომ მათი არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა.

სიმღერა "Burning Desire", რომელიც მსმენელისთვის ხელმისაწვდომი იყო ცალკე ჩამოსატვირთად, მესამე EP-ის Paradise შეკვეთის შემდეგ, 2013 წლის 19 მარტს, ვიდეოს გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, გამოქვეყნდა საიტებზე Amazon.com და 7digital. ეს სიმღერა შეტანილია Jaguar-ის კამპანიის პრომო ფილმში Desire. უკანასკნელი გადაღებულია ადამ სმითის მიერ, რიდლი სკოტის პროდიუსერობით. მასში მონაწილეობს დემიან ლუისი.

2010 წელს დელ რეი გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ფილმში Poolside, რომელიც თავად, რამდენიმე მეგობართან ერთად, 400 დოლარიანი ბიუჯეტით გადაიღო.

პირადი ცხოვრება

დელ რეი ამბობდა, რომ მოზარდობისას ალკოჰოლიკი იყო. 15 წლის ასაკში იგი კონექტიკუტში, კენტის სკოლა-ინტერნატში გადაიყვანეს, სადაც, ალკოჰოლისთვის თავის დანებების მიზნით სამი წელი ისწავლა. 2004 წლიდან იგი ალკოჰოლს აღარ მოიხმარს. 2012 წელს GQ-სთან საუბრისას მან ახსენა:

იმ დროს ვსვამდი. ყოველდღე ვსვამდი. მარტო ვსვამდი. მომწონდა მთელი აზრი. Born To Die-ში შეტანილი სიმღერების დიდი ნაწილი ამ შეშლილი წლების შესახებ არის. როდესაც ვწერ იმაზე, რაც დავკარგე, თავს ვგრძნობ ისე, თითქოს ალკოჰოლზე ვწერ, ვინაიდან ჩემს ცხოვრებაში ეს პირველი სიყვარული იყო. მშობლები განიცდიდნენ, მეც განვიცდიდი. როდესაც იმაზე მეტად შემიყვარდა, ვიდრე ყოველივე სხვა, მივხვდი, რომ პრობლემად გადამექცა. „ცუდად ვარ, ძალიან ცუდად.“ - ასე ვფიქრობდი. თავიდან თითქოს კარგად არის ყველაფერი და ფიქრობ, რომ ბნელი მხარე გაქვს – ამაღელვებელია – მერე კი მიხვდები, რომ ბნელი მხარე ყოველთვის იმარჯვებს, თუ ანებივრებ. საერთოდ სხვა ცხოვრებაა, როდესაც ხედავ...განსხვავებულ ადამიანს. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც გადამხდენია.

2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის ივნისამდე დელ რეის ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა Kassidy-ს ყოფილ წევრ ბარი-ჯეიმზ ო'ნილთან. მანამდე ლანას ურთიერთობა ჰქონდა ალტერნატიულ როკ და ანტიფოლკ მუსიკოს სტივ მერტენზთან, რომელიც მისი სადებიუტო ალბომის Lana Del Ray პროდიუსერი იყო, სანამ მასალას ხელს დევიდ კენი მოჰკიდებდა. შვიდი წლის განმავლობაში ლანას ურთიერთობა ჰქონდა ლეიბლის უფროსთანაც, რომელმაც იგი შთააგონა - მას მომღერალი მთავარ სიყვარულს უწოდებს. იგი დელ რეიმ გაიცნო, როდესაც ცდილობდა ალბომის წამყვან ლეიბლზე გამოცემას. მიუხედავად დაშორებისა, ორივე კვლავ მეგობრობს. ამჟამად დელ რეი ცხოვრობს ლოს-ანჯელესის კორეატაუნში, ჰენკოკ პარკის მახლობლად, და და ძმა კეროლაინთან და ჩარლისთან ერთად. იგი რომაულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნება.

2014 წლის ივნისში დელ რეიმ, რომელსაც ანტიფემინიზმში ადანაშაულებდნენ, The Fader-თან საუბრისას განაცხადა: „ფემინიზმის პრობლემა ჩემთვის უბრალოდ არ არის საინტერესო. მე უფრო მეტად მიტაცებს SpaceX და Tesla, რა ბედი ეწევა ჩვენს გალაქტიკათშორის შესაძლებლობებს. როდესაც ფემინიზმზე საუბრობენ, ვამბობ - ღმერთო. უბრალოდ არ მაინტერესებს.“ დელ რეი თავს აგრეთვე იცავდა ანტიფემინიზმში დადანაშაულებისგან: „ნამდვილი ფემინისტი, ჩემი აზრით, არის ქალი, რომელიც აკეთებს იმას, რაც სურს. თუ გადავწყვიტავ ბევრ მამაკაცთან ყოფნას, ან უბრალოდ ფიზიკურ ურთიერთობას, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიფემინისტი ვარ. ფემინიზმის არგუმენტი არასოდეს უნდა გამოვიყენოთ. ბევრი რამ ფემინიზმის ისტორიაზე არ ვიცი და არ ვარ ის პიროვნება, ვისთანაც ამაზე საუბარი შეიძლება. ყველაფერი, რაც დამიწერია, იმდენად ავტობიოგრაფიული იყო, რომ მხოლოდ პირადი შეფასება შეიძლებოდა ყოფილიყო.“

დელ რეის მარცხენა ხელზე აქვს ტატუ, ასო M - მისი ბებიის, მედლინის პატივსაცემად, და სიტყვა "paradise". მარჯვენა ხელზე აქვს ტატუ "trust no one" (ინგლ. არავის ენდო). მარჯვენა არათითზე აქვს ტატუ, ფრაზა "die young" (ინგლ. მოკვდი ახალგაზრდა). მარჯვენა ხელზე აქვს ტატუ - „Whitman Nabokov“ („უიტმენი ნაბოკოვი“). 2014 წლის ივნისისთვის მკერდზე ეწერა „Nina & Billie“. ლანა არის ინგლისის პრემიერ ლიგის ლივერპულის გუნდის და შოტლანდიური სელტიკის მხარდამჭერი.

დისკოგრაფია

    სტუდიური ალბომები

ტურნეები

  • The Endless Summer Tour (2015)

ფილმოგრაფია

წელი ფილმი როლი შენიშვნები
2010 Poolside ლიზა მოკლემეტრაჟიანი
2013 Tropico ევა

ჯილდოები და ნომინაციები

დელ რეის შემოქმედებამ მოუტანა ბევრი ჯილდო და ნომინაცია. Q-ს დაჯილდოებაზე მან მიიღო ჯილდო კატეგორიაში "Best New Thing". არის GQ-ს მფლობელი „წლის ქალბატონის“ კატეგორიაში, ფლობს ორ Brit-ს „საერთაშორისო აღმოჩენის“ და „მსოფლიო პოპ-სოლო შემსრულებელ ქალბატონის“ სახით. აგრეთვე მიღებული აქვს MTV ევროპის ჯილდო წლის ალტერნატიული შემსრულებლის კატეგორიაში.

2013 წელს პირველად იქნა ნომინირებული გრემიზე. ამ ნომინაციებს შორის იყო საუკეთესო პოპ-ვოკალური ალბომი (Paradise) და საუკეთესო სიმღერა, დაწერილი ვიზუალური მედიისთვის ("Young and Beautiful").

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ლანა დელ რეი ადრეული ცხოვრებალანა დელ რეი კარიერალანა დელ რეი ხელოვანობალანა დელ რეი ხმა და ტემბრილანა დელ რეი სხვა საქმიანობალანა დელ რეი პირადი ცხოვრებალანა დელ რეი დისკოგრაფიალანა დელ რეი ტურნეებილანა დელ რეი ფილმოგრაფიალანა დელ რეი ჯილდოები და ნომინაციებილანა დელ რეი რესურსები ინტერნეტშილანა დელ რეი სქოლიოლანა დელ რეი198521 ივნისიInterscope RecordsLana Del Ray A.K.A. Lizzy GrantPolydor Recordsამერიკელები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ყარსის ხელშეკრულებადემეტრე II თავდადებულიმგელიენერგიაოსმალეთის იმპერიის ისტორიაგეორგიევსკის ტრაქტატიალექსანდრე I დიდიწმინდა ნინომონაკოარასამთავრობო ორგანიზაციანათურაკილომეტრიმენსტრუაციაალცჰაიმერის დაავადებაქართული გვარისლოვაკეთიმარტყოფის ღვთაების მონასტერიპაკისტანიზამთარიმიხეილ ჯავახიშვილინოე ჟორდანიაჰომოსექსუალობალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიირაკლი კობახიძეეგრისის დიდი ომიიტალიაორგაზმისაქალწულე აპკიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიდეტროიტიმილიმეტრიGoogleდემოკრატიაქუთაისობააკაკი წერეთელიამერიკის შეერთებული შტატებიგონიოს ციხებაგრატიონებირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ლიბერალიზმი საქართველოშიჰიპოთეზატოტალიტარიზმიშიდსიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვოლფგანგ ამადეუს მოცარტიცხელი ძაღლისაქართველო IV საუკუნეშიალკანიდუბაის საამიროდავითგარეჯასაქართველოს დამოუკიდებლობის დღესაქართველო XVII საუკუნეშიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიამზეანანურის ციხეკუბური მეტრისულხან-საბა ორბელიანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ალგეთის ეროვნული პარკიქეთევან დედოფალიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)საქართველო VI საუკუნეშიგოგირდისოლომონ Iამირანი (მითოლოგია)სისხლიმსოფლიოს ვალუტებიხევსურეთიბისექსუალობაჰემანგიომაბუნებრივი რესურსებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა🡆 More