რუფუს მაკგერიგლ უეინრაიტი (Rufus McGarrigle Wainwright (დ.
22 ივლისი, 1973) — კანადელ-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი. 1998 წლიდან ჩაწერილი აქვს ხუთი ალბომი საკუთარი მუსიკით, რამდენიმე EP და მრავალი კომპოზიცია კომპილაციებისა და კინოფილმების საუნდტრეკებისთვის.
რუფუს უეინრაიტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1973 |
დაბ. ადგილი | Rhinebeck[1] |
ჟანრ(ებ)ი | ბაროკო-პოპი, ოპერული პოპი |
საქმიანობა | ვოკალისტი,მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | პიანინო, გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1993-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Geffen Records Dreamworks Records |
საიტი | www.rufuswainwright.com |
რუფუს უეინრაიტი ვიკისაწყობში |
დაიბადა რაინბეკში, ნიუ-იორკი, ხალხურ მომღერალთა ლუდონ უეინრაიტისა და კეიტ მაკგერიგლის ოჯახში. პიანინოზე დაკვრას ექვსი წლის ასაკიდან სწავლობს. 14 წლის ასაკში კინოფილმში "Tommy Tricker and the Stamp Traveller" შესრულებული საკუთარი სიმღერისთვის "I'm A-Runnin" მას 1989 წლის Genie Award-ის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. 1990 წელს მოხვდა Juno Award-ის წლის ყველაზე პერსპექტიული მამაკაცი ვოკალისტის ნომინაციაში.
ბავშვობის დიდი ნაწილი დედასთან ერთად მონრეალში გაატარა. გარკვეული პერიოდი კონკორდიასა და მაკგილის უნივერსიტეტებში სწავლობდა კლასიკურ და თანამედროვე ფორტეპიანოს სპეციალობით. უეინრაიტი დღემდე კანადის მოქალაქეა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რუფუს უეინრაიტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.