მონრეალი

მონრეალი (ფრანგ.

მიჩნეულია, რომ ერთ დროს ვილ-მარის სახელით (ფრანგ. Ville-Marie — მარის ქალაქი) ცნობილი ქალაქის ამჟამინდელი სახელი მონ-რუაიალის მთიდან მომდინარეობს, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ერთიანი აზრი არ არსებობს. ქალაქს აქვს ოთხ-სეზონიანი კონტინენტური კლიმატი, თბილი-ცხელი ზაფხულითა და ცივი, თოვლიანი ზამთრით.

Ville de Montréal

მონრეალი

მონრეალის დროშა მონრეალი
(დროშა) (გერბი)
ქალაქის დევიზი: Concordia Salus (ლათ.: კეთილდღეობა ჰარმონიის მეშვეობით)
მონრეალის და გარეუბნები
მონრეალის და გარეუბნები
ქვეყანა კანადა
პროვინცია კვებეკი
მერი ვალერი პლანტი
ფართობი
 - % წყალი
366.02 კმ² 1
უცნობი
მოსახლეობა
 - ქალაქი (2001 წლის აღწერა)
 - ურბანული (2001)
 - მეტროპოლია (2005)
რანგით მე-2
1,583,5901
3,215,665 (წყარო დაარქივებული 2007-02-27 საიტზე Wayback Machine. )
3,635,700 (წყარო დაარქივებული 2005-07-24 საიტზე Wayback Machine. )
სიმჭიდროვე 4,326.5/კმ² (2001)
დაარსდა 1642
დროის სარტყელი აღმ. (UTC-5)
საფოსტო კოდი H
საიტი Ville de Montréal
45°30′N 73°40′W

2016 წელს, მონრეალის მოსახლეობა 1 704 694 ადამიანს შეადგენდა. მის მეტროპოლიური ზონაში 4 098 927 ადამიანი ცხოვრობს, ურბანულ აგლომერაციაში კი 1 958 257. მონრეალი ძირითადად ფრანგულენოვანი ქალაქია; მოსახლეობის 60,5% სახლში ფრანგულად საუბრობს, 21,2% ინგლისურად, 19,8% კი არც ერთ მათგანზე. მონრეალი კანადის ყველაზე ბილინგუალური ქალაქია, რადგან მისი მოსახლეობის 56% ორივე სახელმწიფო ენას ფლობს. გარდა ამისა, მონრეალი მეორე ყველაზე დიდი ფრანგულენოვანი ქალაქია მთელ მსოფლიოში, პარიზის შემდეგ.

1970-იან წლებში, კანადის ისტორიულ კომერციულ დედაქალაქს როგორც მოსახლეობით, ისე ეკონომიკური სიძლიერით, ტორონტომ გადაასწრო. მიუხედავად ამისა, მონრეალი დღემდე რჩება კანადის მნიშვნელოვან ცენტრად კომერციაში, აერონავტიკაში, ფარმაცევტიკაში, ტექნოლოგიებში, დიზაინში, განათლებაში, კულტურაში, ტურიზმში, გეიმინგში, კინოში და ა. შ. მონრეალში მდებარეობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისი, ასევე გაეროს მესამე სათაო ოფისი ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემდეგ. გარდა ამისა, მონრეალი მეორე ქალაქია ჩრდილოეთ ამერიკაში საკონსულოების სიმრავლის თვალსაზრისით. მონრეალი ატარებს იუნესკოს დიზაინის ქალაქის ტიტულსაც. 2009 წელს, საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციამ (ICCA) მონრეალი დაასახელა ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან მასპინძელ ქალაქად საერთაშორისო ასოციაციათა ღონისძიებებისათვის. 2015 წელს, ორგანიზაცია Economist Intelligence Unit-ის მიერ შედგენილ საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქთა სიაში მონრეალი მე-14 ადგილს იკავებდა 140 ქალაქს შორის.

თავის ისტორიის განმავლობაში, მონრეალმა მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა თუ ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის ექსპო-67-სა და 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. იგი კანადის ერთადერთი ქალაქია, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. ამჟამად, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს ავტორბოლა კანადის გრან-პრის, ფორმულა ერთს, მონრეალის ჯაზის საერთაშორისო ფესტივალს და კომედიურ ფესტივალ Just for Laughs-ს. 2012 წელს, მონრეალს ბეტა+ გლობალური ქალაქის სტატუსი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კანადაკვებეკიკონტინენტური კლიმატიფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალაზნის ვაკეალბანეთისინონიმებიპეტრე I დიდიატლანტის ოკეანეზვიგენებიმცხეთის ჯვრის მონასტერიქართული ენალიკა ქავჟარაძეტყედიმიტრი ყიფიანისაქართველო XVIII საუკუნეში26 აპრილიტერენტი გრანელიმენსტრუაციავახტანგ VIმედუზებისაქართველოს სახელმწიფო გერბირუსეთის ისტორიამიქელანჯელო ბუონაროტიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითობობებითბილისის მეტროპოლიტენიმთავარი გვერდიაია-სოფიას ტაძარიდაუნის სინდრომიქართული დამწერლობაირემისაჰარაგლობალიზაციასამკუთხედიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიქვეშეთი-კობის გზასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმუსიკამაიკლ ჯექსონინოე ჟორდანიაკენგურუებიეიფელის კოშკისქესობრივი აქტიკლოდ მონესულეიმან Iქვეწარმავლებისერგო ორჯონიკიძელიტრინიანგებირკინათურქეთის ისტორიამიგრაციაასტრიდ ლინდგრენიპოლიტიკური გეოგრაფიამეჰმედ IIსასწორი (ასტროლოგია)სტუმარ-მასპინძელიხელისუფლების დანაწილებალეიკოციტებისაბერძნეთიმარო მაყაშვილისაქართველოს ქალაქებიქანი (გეოლოგია)ჰაერიპორტუგალიაზმნიზედასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანდაზასალამურიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიადაღესტანინილოსიმონა ლიზაგონიოს ციხეთევდორე კველთელიუილიამ შექსპირიარისტოტელეტროპიკული სარტყლებისაათი (ერთეული)შაშვიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვიკისაწყობი🡆 More