ალექსანდრე ჩივაძე

ალექსანდრე ჩივაძე (დ.

8 აპრილი, 1955, ქლუხორი, სტავროპოლის მხარე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის და 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ და საბჭოთა ფეხბურთელად.

ალექსანდრე ჩივაძე
ალექსანდრე ჩივაძე
ალექსანდრე ჩივაძე 1981 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ალექსანდრე გაბრიელის ძე ჩივაძე
დაბადების
თარიღი
8 აპრილი, 1955 (1955-04-08) (69 წლის)
დაბადების
ადგილი
ქლუხორი,
სტავროპოლის მხარე,
რსფსრ, სსრ კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1987 დინამო თბ. 324 (44)
ეროვნული ნაკრები
1980–1987 სსრ კავშირი 46 (3)
სამწვრთნელო კარიერა
1993–1997 საქართველო
2001–2003 საქართველო
2012–2016 საქართველო 21 წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1980 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. რვაჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად.

ბიოგრაფია

ფეხბურთის თამაშს იწყებს 1965 წელს თბილისის 35-ე სკოლაში მწვრთნელ ვანო შუდრას ხელმძღვანელობით. 1967 წელს ვლადიმერ ელოშვილის მიწვევით ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაში გადადის. საყურადღებოა, რომ იმავე წელს ვლადიმერ ელოშვილის შეგირდები, რომელთა შორის არიან დავით გოგია, ფირუზ კანთელაძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, გოჩა მაჩაიძე და სხვები — ჭაბუკებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხდებიან. აღნიშნულ საფეხბურთო სკოლაში ექვსი წლის განმავლობაში ვარჯიშობს, სადაც გუნდთან ერთად 1972 წელს ჭაბუკთა შორის საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული, ხოლო 1973 წელს ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. იმავე წელს თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობის მწვრთნელი ანდრო ზაზროევი გუნდში გასასინჯად ვლადიმერ ელოშვილს მისი საფეხბურთო სკოლიდან პერსპექტიული ნახევარმცველების მიყვანას სთხოვს. ვლადიმერ ელოშვილი „დინამოს“ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვახტანგ კოპალეიშვილს, თემურ ჩხაიძეს და ალექსანდრე ჩივაძეს აგზავნის. ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევის მიზნით, მათი სპორტული მომზადების დონისა თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლების უკეთ გამოსავლენად გუნდის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობის ორმხრივი საჩვენებელი თამაში იმართება. ამ შეხვედრას თავად ალექსანდრე ჩივაძე ასე იხსენებს:

ალექსანდრე ჩივაძე 
„...თბილისის „დინამოს“ დიღმის ბაზაზე მისვლის დღე გუშინდელივით მახსოვს: მაშინ ალიოშა კოტრიკაძე იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი, სერგო კოტრიკაძე კი მეორე მწვრთნელად მუშაობდა. ნესტორ ჩხატარაშვილი გუნდის უფროსი იყო, დუბლებთან, ანუ ჩვენთან კი ანდრო ზაზროევი იყო მომაგრებული. სანამ „დინამოში“ დაგვტოვებდნენ, მკაცრი კონკურსი გავიარე, ორმხრივ შეხვედრაშიც მივიღე მონაწილეობა: მეორე შემადგენლობა ძირითადთან გვათამაშეს. ერთ მომენტში შევნიშნე, რომ მეტოქის მეკარე დავით გოგია კარიდან იყო გამოსული, მეც ავდექი და დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი თავზე გადავუგდე — ლამაზი გოლი გამოვიდა! მატჩის მერე კახი ასათიანმა მითხრა, ასე თუ გააგრძელებ დიდი ფეხბურთელი დადგებიო. მისი სიტყვები ჩემთვის, 18 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! მაშინ ჩემთან ერთად გოჩა და მანუჩარ მაჩაიძეებმა, ვლადიმერ გუცაევმა და ბესო მჭედლიშვილმაც ითამაშეს.“

ამ ორმხრივი საჩვენებელი შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ ელოშვილის მიერ გაგზავნილ სამივე ფეხბურთელს „დინამოში“ ტოვებენ, თუმცა იმ წელს, პარალელურად, ჭაბუკთა საფეხბურთო პირველობის ფარგლებში — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლაშიც აგრძელებენ გამოსვლებს.

საკლუბო კარიერა

1974 წლიდან ოფიციალურად ირიცხება „დინამოში“. გუნდის ძირითად შემადგენლობაში, პირველად, იმავე წლის 17 ივლისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-3 ტურის 26 აპრილს გამართული ანულირებული კალენდარული მატჩის განმეორებით გადათამაშებაზე, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ გამოდის მინდორზე. შეხვედრას მოსკოვის ლენინის სახ. ცენტრალური სტადიონი მასპინძლობს და მას 38 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: გაგოშიძე, გ. მაჩაიძე, ჭელიძე, კანთელაძე, გავაშელი, მჭედლიშვილი, ჩივაძე, ასათიანი, წერეთელი, ქანთარია და ლ. ნოდია. დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 მთავრდება.

ალექსანდრე ჩივაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 324 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საკავშირო თასის გათამაშებას, აქ მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 40 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, 17 — უეფა-ს თასის, ხოლო 4 — ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

სანაკრებო კარიერა

1980–1987 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 46 შეხვედრას ატარებს და 3 ბურთი გააქვს. ნაკრებში ჩატარებული 46 შეხვედრიდან 26 მატჩში იგი კაპიტნის რანგში უძღვება ქვეყნის ნაკრებს. მურთაზ ხურცილავას შემდეგ, იგი ერთადერთი ქართველია, ვინც საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო.

სანაკრებო სტატისტიკა

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1980 8 0
1981 4 1
1982 9 1
1983 8 0
1984 4 1
1985 5 0
1986 6 0
1987 2 0
ჯამში 46 3

სამწვრთნელო კარიერა

1993–1997 და 2001–2003 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების, ხოლო 2012–2016 წლებში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მიღწევები

ალექსანდრე ჩივაძე 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო

  • თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ფინალისტი: 1980
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    ალექსანდრე ჩივაძე  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984, 1986
  • №2: 1985

საინტერესო ფაქტები

1980 წლის დეკემბერში სპორტული ჟურნალისტებისა და სპეციალისტების გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელდა.

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს XX საუკუნის მერვე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ალექსანდრე ჩივაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2022 წლის 8 აპრილს ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის „დინამოს“ გადაწყვეტილებით დინამო არენას სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს. ფაქტის აღსანიშნავად დინამო არენას მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა „დინამო“ თბილისის ფანებმა შეასრულეს. სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა.

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

ალექსანდრე ჩივაძე 
არის გვერდი თემაზე:

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ალექსანდრე ჩივაძე ბიოგრაფიაალექსანდრე ჩივაძე მიღწევებიალექსანდრე ჩივაძე საინტერესო ფაქტებიალექსანდრე ჩივაძე ლიტერატურაალექსანდრე ჩივაძე ბიბლიოგრაფიაალექსანდრე ჩივაძე პერიოდიკაალექსანდრე ჩივაძე რესურსები ინტერნეტშიალექსანდრე ჩივაძე კომენტარებიალექსანდრე ჩივაძე სქოლიოალექსანდრე ჩივაძე19558 აპრილიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისტავროპოლის მხარეუეფა-ს თასების მფლობელთა თასიფეხბურთელიფეხბურთიქართველებიქლუხორის რაიონიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბრესტ-ლიტოვსკის ზავისამასი არაგველიფრინველთა მიმოფრენავეფხისტყაოსანიბაგრატ III (საქართველოს მეფე)ბერძნული ხელოვნებაქართული ენადისიდენტი69 (სექსუალური პოზა)წყნარი ოკეანემდინარექრისტეფორე კოლუმბიარაბთა სახალიფოუილიამ შექსპირისაქართველოს ბრძოლების სიაუნგრეთივიქტორ ორბანიუფლისციხემარტივი და შედგენილი რიცხვებიეგვიპტენაციონალ-სოციალიზმიმუსიკაფეხბურთიპოტსდამის კონფერენციამტკვარილოცვა ეფრემ ასურისამორალიტაო-კლარჯეთიაფხაზებიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითგიორგი მაზნიაშვილისაქართველო VI საუკუნეშიფერნანდო მაგელანიჟირაფისებრნიალცჰაიმერის დაავადებააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაავსტრიაიმერეთის მხარეთეთრი დათვისილიციუმიცხოველებიორნელა მუტიდათა თუთაშხიააფრიკათეიმურაზ Iბუდაპეშტინეიტროფილებიბაზალეთის ტბაბუღა თურქის შემოსევალექსი ვეფხისა და მოყმისაშიზოფრენიაკამეჩებიოპერაპრიზმაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ჩრდილოეთი ამერიკაწყალითევზები (ასტროლოგია)ჰარი პოტერიამინომჟავებიბუნების დაცვაკუებისერვიტუტი (უფლება)ჩრდილოეთი კორეაიულიუს კეისარისალამურიოტელო (ვერდის ოპერა)აზოტიგულიკურო (ასტროლოგია)მალდივის რესპუბლიკარომის იმპერიაგერგეტის სამების ეკლესიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაევროკომისიადისკრიმინაციამინერალები🡆 More